სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"არ ვიცი, "ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, პირწმინდად აგებენ არჩევნებს" - მამუკა მდინარაძე
"არ ვიცი, "ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, პირწმინდად აგებენ არჩევნებს" - მამუკა მდინარაძე

"გლ­დან­ში, არა­ერთ ლო­კა­ცი­ა­სა და უბან­ზე ად­გი­ლი ჰქონ­და ნიკა მე­ლი­ას მთა­ვა­რი ზონ­დე­რის მხრი­დან უმ­ძი­მეს პრო­ვო­კა­ცი­ებს“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ის შე­ე­ხო გლ­დან­ში არ­სე­ბულ და­ძა­ბუ­ლო­ბას და აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ ცნო­ბი­ლი იყო, რომ გლ­დან­ში მძი­მე პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

"რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო და ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაფრ­თხი­ლებ­დით ამის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, გლ­დან­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ძა­ლი­ან მძი­მე პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი და არა მხო­ლოდ გლ­დან­ში, ჩვენს მიერ გა­მარ­თულ ბრი­ფინ­გებ­ზე რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცია და­ვა­სა­ხე­ლეთ. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ შტა­ბე­ბი­დან გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ისი­ნი გლ­და­ნის რა­ი­ონ­ში აპი­რებ­დნენ ზონ­დერე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას და მათ გა­აქ­ტი­უ­რე­ბას.

ჩვე­ნი ვა­რა­უ­დი და ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გვქონ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, ამ შემ­თხვე­ვა­ში კონ­კრე­ტუ­ლად გლ­და­ნის შტა­ბი­დან, 100%-იანი სი­ზუს­ტით გა­მარ­თლდა. გლ­დან­ში ჰქონ­და ად­გი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ კან­დი­და­ტის, ნიკა მე­ლი­ას მთა­ვა­რი ზონ­დე­რის, ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძის მხრი­დან უმ­ძი­მეს პრო­ვო­კა­ცი­ებს არა­ერთ ლო­კა­ცი­ა­სა და უბან­ზე.

ის და მისი ზონ­დერჯგუ­ფე­ბი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ უბ­ნებ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ის გა­კონ­ტრო­ლებს, ცდი­ლობ­დნენ, ხელი შე­ე­შა­ლათ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მის პრო­ცეს­ში. ეს პირ­ველ რიგ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და გა­და­ად­გი­ლე­ბა­ა­ში, ყო­ველ 15-20 წუთ­ში ცდი­ლობ­დნენ, სხვა­დას­ხვა უბან­თან ყო­ფი­ლიყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი და პირ­და­პი­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ არა აქ­ტი­ვის­ტე­ბის­თვის, არა­მედ, ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის - პირ­და­პირ აგი­ნებ­დნენ იქ მიმ­სვლელ ამომ­რჩევ­ლებს და ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ეს არის ფაქ­ტი, რო­მე­ლიც არის შემ­დგა­რი და რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და­მა­ტე­ბით იქ­ნე­ბა კო­მენ­ტა­რე­ბი, რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც მი­ვი­ღებთ.

ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყვე­ლა აქ­ტი­ვისტს და მხარ­დამ­ჭერს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ავა­რი­დოთ თავი ამ პრო­ვო­კა­ცი­ებს, რაც არ უნდა ძნე­ლი გა­საძ­ლე­ბი იყოს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლა­ნა­ი­რად ეცა­დეთ, არ აყ­ვეთ ასეთ პრო­ვო­კა­ტო­რებს და არ მის­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ხე­ლოვ­ნუ­რად და­ძა­ბონ სი­ტუ­ა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

მისი თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს, ისე­ვე, რო­გორც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, უკვე აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ჩევ­ნებს აგე­ბენ.

"ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი - მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენ ყვე­ლას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მხრი­დან ეს­მით, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ თით­ქოს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ჰყავს ძვე­ლი ბი­ჭე­ბი და ა.შ. მე მინ­და, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ გი­თხრათ. ვინ არის ეს ადა­მი­ა­ნი? ეს არის ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ირაკ­ლი ეძგვე­რა­ძე, რო­მე­ლიც ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია იმ ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, რაც ეთერ­ში გა­ვი­და. მას მეტ­სა­ხე­ლად ჰქვია "ჭყი­პი­ნა“ და გლ­დან­ში ყვე­ლა იც­ნობს, რო­გორც ე.წ. ძველ ბიჭს და ავ­ტო­რი­ტეტს.

არ ვიცი, "ჭყი­პი­ნე­ბის“ იმედ­ზე თუ არი­ან „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, „ფე­ის­ბუქ­შიც“ ვხე­დავ რა­ღაც აჟი­ტი­რე­ბულ პოს­ტებს, თუმ­ცა ეს ის­ტე­რი­კის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია სი­ნამ­დვი­ლე­ში, რომ თით­ქოს, ისი­ნი არ­ჩევ­ნებს იგე­ბენ, თუმ­ცა უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა მხო­ლოდ ჩვენ, არა­მედ მა­თაც უკვე აქვთ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ პირ­წმინ­დად აგე­ბენ არ­ჩევ­ნებს და გა­და­სუ­ლე­ბი არი­ან იმ ქმე­დე­ბებ­ზე, რო­მელ­ზეც სა­ბედ­ნი­ე­როდ წინა დღე­ებ­ში ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­პო­ვეთ და რო­გორც მა­შინ, ასე­ვე დღეს ამის შე­სა­ხებ ვაფრ­თხი­ლებ­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ სა­ო­ცარ წუ­ხი­ლებს, რო­მე­ლიც გახ­მო­ვან­და, მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გლ­დან­ში სა­გან­გე­ბოდ მი­სუ­ლი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის მხრი­დან, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ­დე­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი - ანუ „ჭყი­პი­ნას­თვის“ და მისი ზონ­დერ ბრი­გა­დის­თვის უნდა მი­ე­ცათ პო­ლი­ცი­ე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ თა­ვი­სი დესტრუქ­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი? მეს­მის ძა­ლი­ან კარ­გად, რომ სა­სა­ცი­ლოა, რომ „ჭყი­პი­ნას“ იმედ­ზეა თურ­მე გლ­დან­ში ნიკა მე­ლია, მან უნდა მო­ი­გოს და მის­მა ზონ­დერ ჯგუფ­მა არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ გვაქვს უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია, ვი­ცით, რომ არა­ერთ უბან­ზე, სა­დაც გლ­დან­ში სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ადა­მი­ა­ნი ყველ­გან გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და პრო­ვო­კა­ცი­ებს აწყობ­და, პირ­და­პირ დე­დას აგი­ნებ­და და ემუქ­რე­ბო­და ამომ­რჩევ­ლებს“, - აღ­ნიშ­ნა მდი­ნა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nene
13

ზუსტად შენნაირების გამო დამარცხდება ჩემი აზრით ამ არჩევნებზე "ოცნება" მარტო გახარია, ჩიქოვანი და კიდევ თითო ოროლა ნორმალური ადამიანის გამო არა მგონია გაიმარჯვოთ, ძალზედ დასანანია ასეთი იმედგაცრუება

chyipina
4

aucileblad damarcxdebit ocneba, ra carmoudgeneloc ar unda iyos dges cavida tqveni dro da sheeguet amas

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"არ ვიცი, "ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, პირწმინდად აგებენ არჩევნებს" - მამუკა მდინარაძე

"არ ვიცი, "ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, პირწმინდად აგებენ არჩევნებს" - მამუკა მდინარაძე

"გლდანში, არაერთ ლოკაციასა და უბანზე ადგილი ჰქონდა ნიკა მელიას მთავარი ზონდერის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ის შეეხო გლდანში არსებულ დაძაბულობას და აღნიშნა, "ქართული ოცნებისთვის“ ცნობილი იყო, რომ გლდანში მძიმე პროვოკაციები იყო მოსალოდნელი.

"როგორც მოსალოდნელი იყო და ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით ამის შესახებ რამდენიმე დღის განმავლობაში, გლდანში მოსალოდნელი იყო ძალიან მძიმე პროვოკაციები და არა მხოლოდ გლდანში, ჩვენს მიერ გამართულ ბრიფინგებზე რამდენიმე ლოკაცია დავასახელეთ. "ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ ისინი გლდანის რაიონში აპირებდნენ ზონდერების მობილიზებას და მათ გააქტიურებას.

ჩვენი ვარაუდი და ინფორმაცია, რომელიც გვქონდა "ნაციონალური მოძრაობის“, ამ შემთხვევაში კონკრეტულად გლდანის შტაბიდან, 100%-იანი სიზუსტით გამართლდა. გლდანში ჰქონდა ადგილი "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ნიკა მელიას მთავარი ზონდერის, ირაკლი ეძგვერაძის მხრიდან უმძიმეს პროვოკაციებს არაერთ ლოკაციასა და უბანზე.

ის და მისი ზონდერჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ უბნებზე სიტუაციის გაკონტროლებს, ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ მმართველი პარტიის მხარდაჭერებისთვის ხმის მიცემის პროცესში. ეს პირველ რიგში გამოიხატებოდა გადაადგილებააში, ყოველ 15-20 წუთში ცდილობდნენ, სხვადასხვა უბანთან ყოფილიყვნენ მობილიზებულნი და პირდაპირი შეურაცხყოფა მიეყენებინათ "ქართული ოცნების“ არა აქტივისტებისთვის, არამედ, ამომრჩევლებისთვის - პირდაპირ აგინებდნენ იქ მიმსვლელ ამომრჩევლებს და ემუქრებოდნენ. ეს არის ფაქტი, რომელიც არის შემდგარი და რომელთან დაკავშირებითაც დამატებით იქნება კომენტარები, რა ინფორმაციასაც მივიღებთ.

ყველას მოვუწოდებ - "ქართული ოცნების“ ყველა აქტივისტს და მხარდამჭერს, რომ მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ამ პროვოკაციებს, რაც არ უნდა ძნელი გასაძლები იყოს ეს ყველაფერი. ყველანაირად ეცადეთ, არ აყვეთ ასეთ პროვოკატორებს და არ მისცეთ საშუალება, ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ისევე, როგორც "ქართულ ოცნებას“, უკვე აქვს ინფორმაცია, რომ არჩევნებს აგებენ.

"ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - მთელი დღის განმავლობაში თქვენ ყველას, საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ესმით, რომ "ქართულ ოცნებას“ თითქოს მობილიზებული ჰყავს ძველი ბიჭები და ა.შ. მე მინდა, კონკრეტული ადამიანის შესახებ გითხრათ. ვინ არის ეს ადამიანი? ეს არის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია იმ ჩხუბში მონაწილეობისთვის, რაც ეთერში გავიდა. მას მეტსახელად ჰქვია "ჭყიპინა“ და გლდანში ყველა იცნობს, როგორც ე.წ. ძველ ბიჭს და ავტორიტეტს.

არ ვიცი, "ჭყიპინების“ იმედზე თუ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „ფეისბუქშიც“ ვხედავ რაღაც აჟიტირებულ პოსტებს, თუმცა ეს ისტერიკის მაჩვენებელია სინამდვილეში, რომ თითქოს, ისინი არჩევნებს იგებენ, თუმცა უტყუარი ინფორმაციით, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მათაც უკვე აქვთ ინფორმაციები იმის შესახებ, რომ პირწმინდად აგებენ არჩევნებს და გადასულები არიან იმ ქმედებებზე, რომელზეც საბედნიეროდ წინა დღეებში ინფორმაცია მოვიპოვეთ და როგორც მაშინ, ასევე დღეს ამის შესახებ ვაფრთხილებდით საზოგადოებას.

რაც შეეხება იმ საოცარ წუხილებს, რომელიც გახმოვანდა, მაგალითად, რამდენიმე წუთის წინ გლდანში საგანგებოდ მისული სალომე სამადაშვილის მხრიდან, რომ წარმოუდგენელია ამდენი პოლიციელი - ანუ „ჭყიპინასთვის“ და მისი ზონდერ ბრიგადისთვის უნდა მიეცათ პოლიციელებს საშუალება, რომ განეხორციელებინათ თავისი დესტრუქციული მოქმედებები? მესმის ძალიან კარგად, რომ სასაცილოა, რომ „ჭყიპინას“ იმედზეა თურმე გლდანში ნიკა მელია, მან უნდა მოიგოს და მისმა ზონდერ ჯგუფმა არჩევნები, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, ვიცით, რომ არაერთ უბანზე, სადაც გლდანში სიტუაცია დაიძაბა, მთელი დღის განმავლობაში ეს ადამიანი ყველგან გადაადგილდებოდა და პროვოკაციებს აწყობდა, პირდაპირ დედას აგინებდა და ემუქრებოდა ამომრჩევლებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ვინ ლიდერობს რეიონებში - "მთავარი არხი" Ipsos-ის ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემებს აქვეყნებს

ვინ ლიდერობს დედაქალაქში Ipsos-ის კვლევებით - ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები

"საარჩევნო უბანზე შავებში ჩაცმული ბიჭები ახსენებდნენ "კაწროს" და ამბობდნენ, ხომ იცით, მაინც გაიგებსო" - ანა დოლიძე