ავტორი:

"ბადრი ესებუამდე მისმა მოგვარემ გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი აიყვანა მძევლად" - ამბავი, რომელმაც 22 წლის წინ მსოფლიო დონის რეზონანსი გამოიწვია

"ბადრი ესებუამდე მისმა მოგვარემ გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი აიყვანა მძევლად" - ამბავი, რომელმაც 22 წლის წინ მსოფლიო დონის რეზონანსი გამოიწვია

უკვე რამდენიმე დღეა საზოგადოების განხილვის საგანია ზუგდიდში მომხდარი ამბავი, რომლის მთავარი ფიგურანტი ბადრი ესებუაა. სწორედ ის არის ბრალდებული "საქართველოს ბანკზე" მომხდარ თავდასხმაში.

მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, დანაშაულის მუხლი გადაკვალიფიცირდა და მის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით, მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ 22 წლის წინ საქართველოში კიდევ ერთი, მსგავსი დანაშაული მოხდა, რომელიც ასევე გვარად ესებუამ ჩაიდინა და მაშინ იმ ამბავმა მსოფლიო მოიცვა.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი მოვლენებს "კვირის პალიტრის" ბლოგში იხსენებს:

1998 წელი საქართველოსთვის ძალიან რთული გამოდგა. ჯერ იყო და, 9 თებერვალს თბილისში, კრწანისთან პრეზიდენტ შევარდნაძის შეჯავშნულ "მერსედესს" ცხვირში ყუმბარსატყორცნის კუმულაციურქობინიანი რაკეტა მოარტყეს, ათ დღეში სამეგრელოში გაეროს ოთხი სამხედრო დამკვირვებელი მძევლად აიყვანეს და სოფელ ჯიხაშკარში ჰყავდათ გამოკეტილი, რამაც მსოფლიო დონის რეზონანსი გამოიწვია. მაისში გალში ნამდვილი ომი დაიწყო, ინტენსიური სროლითა და ქართველების სახლების გადაწვით, ხოლო აგვისტოში - ამჯერად კაკო ელიავამ - სენაკის ბრიგადიდან ტანკები "მოიპარა" და ქუთაისისკენ დაძრა...

როგორც სამხედრო ჟურნალისტს, ყველა ამ მოვლენის ეპიცენტრში მომიწია ყოფნა, შევარდნაძის აფეთქებული "მერსედესის" იმავე ღამეს დათვალიერებიდან ელიავას "მოპარული" ტანკების სენაკის ბრიგადაში დაბრუნების ჩათვლით, მაგრამ ყველაზე თავგადასავლიანი მაინც ჯიხაშკარში, ტერორისტებთან და უცხოელ მძევლებთან მალულად შეპარვა აღმოჩნდა.

სოფელთან ძირითადი მისასვლელები შინაგანი ჯარების მებრძოლებსა და პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი და "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიური მასალის მოსაპოვებლად, ორმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა ტყე-ღრე შემოვლითი გზებით ვიარეთ, ჯიხაშკარში მებონიას სახლისთვის რომ მიგვეგნო, სადაც გაეროს წარმომადგენლები ჰყავდათ მძევლად აყვანილი.

ადგილზე ისეთი სურათი დაგვხდა, რომ მსოფლიოს ისტორიაში მძევლობაგამოვლილი ვერცერთი ადამიანი ვერ დაიკვეხნიდა - მეგრული სტუმართმასპინძლობით გაშლილ სუფრასთან "სტოკჰოლმის სინდრომი" ზენიტში იყო ასული მძევალ-ტერორისტი ერთმანეთს ჭიქას უჭახუნებდა და მეგობრობას ეფიცებოდა...

მსოფლიოს ტერორიზმის ისტორიაში ამ ერთ-ერთი, ყველაზე დაუჯერებელი ფაქტის ორგანიზატორი კი გოჩა ესებუა გახლდათ, რომელიც 1991 წლიდან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარეს იბრძოდა, მას გაჰყვა ჩეჩნეთში და იქ მოამზადა ჯგუფი, რომელიც 1998 წლის 9 თებერვალს თბილისში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის კორტეჟს თავს დაესხა.

გოჩა ესებუა ინტერვიუს მძევლებთან ერთად აძლევს უცხოელ ჟურნალისტს

როდესაც შსს-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმისა და მძევლების აყვანაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია და ის ბადრი ესებუა გახლავთო, ძალაუნებურად გავავლე პარალელები...წაიკითხეთ სრულად

როდის აღდგენა გაზმომარაგება თემქასა და ავჭალაში - "თბილისი ენერჯი" ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიაზე განცხადებას ავრცელებს

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს - რა ინფორმაციას ავრცელებს მერია?

"ბრიტანული შტამი" არის საშიში და უფრო გადამდები... შეიძლება ორმეტრიანმა დისტანციამაც არ დაგვიცვას" - გიორგი ფხაკაძე