სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია" - ვლადიმერ ბორცვაძე
"თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია" - ვლადიმერ ბორცვაძე

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მცდა­რია ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ბად­რი ესე­ბუა, რო­მელ­მაც ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ზე თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­კა­ვა და შემ­დეგ გა­ექ­ცა.

მი­სი­ვე თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბად­რი ესე­ბუ­ას და­ა­კა­ვე­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უწყე­ბის­გან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ი­ღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"უტიფ­რად სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა და გავ­რცე­ლე­ბაა ის, რომ თით­ქოს ბო­როტ­მოქ­მე­დი და­ვა­კა­ვეთ და გაგ­ვექ­ცა, ტყუ­ი­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. გპირ­დე­ბით, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, მას შემ­დეგ, რაც ბო­როტ­მოქ­მე­დის და­კა­ვე­ბა მოხ­დე­ბა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პირ­ვე­ლი ჩვენ­გან გა­ი­გებთ“, - გა­ნა­ცხა­და ბორ­ცვა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ადას­ტუ­რებს, რომ ზუგ­დიდ­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალ­ზე მომ­ხდარ თავ­დას­ხმა ბად­რი ესე­ბუ­ამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტე­რო­რის­ტულ აქტს, მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ლანა
1

რომ გაგექცათ თვალსადა ხელს შუა და გამწარებული ეძებს მთელი სახელმწიფო ერთ ბიჟს და ასავალ-დასავალს ვერ აგნებთ ესეც ტყვილია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია" - ვლადიმერ ბორცვაძე

"თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია" - ვლადიმერ ბორცვაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა, რომელმაც ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა და შემდეგ გაექცა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ესებუას დააკავებენ, საზოგადოება უწყებისგან დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას.

"უტიფრად სიცრუის ტირაჟირება და გავრცელებაა ის, რომ თითქოს ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა, ტყუილია ეს ყველაფერი, არ შეესაბამება სიმართლეს. გპირდებით, დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედის დაკავება მოხდება, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი ჩვენგან გაიგებთ“, - განაცხადა ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცედენტო სქემა - 27 წლის გოგო "მეფედრონს" სახლში ამზადებდა და ინტერნეტით ყიდდა

დაკავებულია 54 წლის კაცი, რომელმაც მეზობლად მცხოვრები მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად "სირცხვილიას" აქტივისტები სასამართლოსთან აქციას გააგრძელებენ