ავტორი:

"ერთი წუთით ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა" -  შსს-ს მტკიცებით, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაა

"ერთი წუთით ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა" -  შსს-ს მტკიცებით, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაა

ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია და ის სწორედ 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა, რომლის თაობაზეც ინფორმაცია არაოფიციალურად 25 ოქტომბერს გავრცელდა. ამ წუთებში სოფელ გროგოლიშში ესებუების სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს, რომელსაც მისი ოჯახის წვერები - დედა-მამა და ძმაც ესწრებიან. სამართალდამცავები ასევე ჩხრეკენ ესებუას რამდენიმე ნათესავის სახლს.

"ერთი წუთით ვერ დავიჯერებ, რომ ჩემი შვილი დამნაშავეა", - განაცხადა ტელეკომპანია "მაესტროსთან" ბრალდებულის მამამ. ოჯახის წევრების მტკიცებით, ბადრი ესებუა რამდენიმე დღის წინ, თბილისში სამკურნალოდ წავიდა და შეუძლებელია ის იყოს ბანკზე თავდამსხმელი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.

600 000 დოლარი თავისუფლების სანაცვლოდ -  ყოფილი პოლიციელის სკანდალური ნაამბობი

"გავრცელებული კადრები ძველია... ტანსაცმელი, რომელიც ამ კადრებში აცვია, აქ არის, სახლში" - რას აცხადებს ბადრი ესებუას ოჯახი (ფოტოები)

ზუგდიდის ქუჩებში, ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას გადაადგილების კადრებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს