სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სამი შვილი დარჩა... დღე-დღეზე მაღაზია უნდა გაეხსნა" - რას ამბობს ადვოკატი ავჭალაში მოკლულ მამაკაცზე და ჰყავს თუ არა ეჭვმიტანილი ოჯახს?
"სამი შვილი დარჩა... დღე-დღეზე მაღაზია უნდა გაეხსნა" - რას ამბობს ადვოკატი ავჭალაში მოკლულ მამაკაცზე და ჰყავს თუ არა ეჭვმიტანილი ოჯახს?

თბი­ლის­ში, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. მკვლე­ლო­ბას წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით - 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე და მე­ო­თხე ნა­წი­ლით, ასე­ვე 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ფი­გუ­რი­რებ­და 2004 წელს დე­პუ­ტატ კახა გი­უ­აშ­ვილ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის საქ­მე­ში, რა­ზეც 16 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. 2013 წელს კი ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

2004-2008 წლე­ბის მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევრ კახა გი­უ­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე და კი­დევ ერთი პირი, და­ვით მინ­და­ძე 2004 წლის 13 მა­ისს და­ა­კა­ვეს. 2007 წლის 26 თე­ბერ­ვალს, სა­სა­მარ­თლომ ისი­ნი დამ­ნაშ­ვედ ცნო. საქ­მე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რდა. მომ­ჩივ­ნე­ბი მათ წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­წყე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას უსა­მარ­თლოდ მი­იჩ­ნევ­დნენ, ჩი­ოდ­ნენ და­კა­ვე­ბი­სას პო­ლი­ცი­ის მხრი­დან არა­სა­თა­ნა­დოდ მო­პყრო­ბის, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის პი­რო­ბე­ბის, პე­რი­ო­დის არა­სა­თა­ნა­დო­ბი­სა და უკა­ნო­ნო­ბის გამო.

მინ­და­ძემ და ნემ­სიწ­ვე­რი­ძემ წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ნა­წილ­ში სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე მო­ი­გეს. სა­ხელ­მწი­ფოს მათ­თვის 50 000-მდე ევ­როს გა­დახ­და და­ე­კის­რა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე 2006 წლის ე.წ. ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე­შიც ფი­გუ­რი­რებ­და.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს ნი­კო­ლოზ წუ­ლე­ის­კირს ესა­უბ­რა, რო­მელ­საც მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა უჭირს:

- ვერ­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით აბ­სო­ლუ­ტურ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვართ. ახ­ლა­ხან ბრალ­დე­ბის მხა­რეს ვე­სა­უბ­რე იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სტა­ტუ­სი რომ არ გვქონ­და. ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე ბოლო 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნორ­მა­ლუ­რი, წე­სი­ე­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, ჰყავს სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბას აპი­რებ­და, რე­მონ­ტი და­ას­რუ­ლა და დღე-დღე­ზე მა­ღა­ზია უნდა გა­ეხ­სნა. დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მას კრი­მი­ნალ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, ყვე­ლა­ნი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ და მი­ზეზს ვერ ვპო­უ­ლობთ.

- ია­რა­ღით ხელ­ში იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი, გა­მო­დის, ელო­და თავ­დამ­სხმელს, ან მას­თან შე­სახ­ვედ­რად გა­ვი­და და ორ­მხრივ სრო­ლას ჰქონ­და ად­გი­ლი?

- ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ძნე­ლია რა­მის თქმა. ხვა­ლი­დან, პი­რო­ბა მომ­ცა პრო­კუ­რორ­მა, რომ საქ­მის დე­ტა­ლებ­ში ჩა­ვი­ხე­დავ და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა­ზე შე­ფერ­ხე­ბა არ მექ­ნე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გა­ირ­კვე­ვა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს სა­კი­თხი შორს იქ­ნე­ბა კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვას­თან. ოჯახ­მა იცო­და, რომ კაცი საქ­მე­ზე გა­ვი­და, რაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო და ჩა­ცხრი­ლეს, თან მან­ქა­ნა­ში მარ­ტო... დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ირ­კვე­ვა.

- ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ჰყავს გა­მო­ძი­ე­ბას?

- არა, რა თქმა უნდა. თუმ­ცა იქ კა­მე­რე­ბია, ფი­რე­ბი ამო­ღე­ბუ­ლია და მალე და­ი­დე­ბა შე­დე­გი.

- გარ­დაც­ვლი­ლის სა­ხე­ლი ცი­ხის ბუნტს და­უ­კავ­ში­რეს...

- არა, ეს გა­მო­რი­ცხეთ. იმას გი­დას­ტუ­რებთ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო და სტრას­ბურ­გი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ცაა ჩა­მო­სუ­ლი წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბის ნა­წილ­ში, სა­ხელ­მწი­ფოს მის­თვის 14 ათა­სი ევრო აქვს კომ­პენ­სა­ცია გა­დახ­დი­ლი. სა­სა­მარ­თლომ თა­ვის დრო­ზე არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, საქ­მე გა­და­ი­ხე­და და გა­მო­ვი­და, რომ ის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი კი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ნემ­სიწ­ვე­რი­ძე გა­მარ­თლდა და გა­მო­ვი­და, რომ 9 წელი ტყუ­ი­ლად იჯდა ცი­ხე­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სამი შვილი დარჩა... დღე-დღეზე მაღაზია უნდა გაეხსნა" - რას ამბობს ადვოკატი ავჭალაში მოკლულ მამაკაცზე და ჰყავს თუ არა ეჭვმიტანილი ოჯახს?

"სამი შვილი დარჩა... დღე-დღეზე მაღაზია უნდა გაეხსნა" - რას ამბობს ადვოკატი ავჭალაში მოკლულ მამაკაცზე და ჰყავს თუ არა ეჭვმიტანილი ოჯახს?

თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე ვალერიან ნემსიწვერიძე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს. მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით - 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, ასევე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ფიგურირებდა 2004 წელს დეპუტატ კახა გიუაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეში, რაზეც 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წელს კი ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის წევრ კახა გიუაშვილის საქმეზე ვალერიან ნემსიწვერიძე და კიდევ ერთი პირი, დავით მინდაძე 2004 წლის 13 მაისს დააკავეს. 2007 წლის 26 თებერვალს, სასამართლომ ისინი დამნაშვედ ცნო. საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა. მომჩივნები მათ წინააღმდეგ წამოწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას უსამართლოდ მიიჩნევდნენ, ჩიოდნენ დაკავებისას პოლიციის მხრიდან არასათანადოდ მოპყრობის, წინასწარი პატიმრობის პირობების, პერიოდის არასათანადობისა და უკანონობის გამო.

მინდაძემ და ნემსიწვერიძემ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნაწილში სტრასბურგის სასამართლოში საქმე მოიგეს. სახელმწიფოს მათთვის 50 000-მდე ევროს გადახდა დაეკისრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალერიან ნემსიწვერიძე 2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტის საქმეშიც ფიგურირებდა.

AMBEBI.GE გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატს ნიკოლოზ წულეისკირს ესაუბრა, რომელსაც მკვლელობის ვერსიების დასახელება უჭირს:

- ვერსიებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით აბსოლუტურ გაურკვევლობაში ვართ. ახლახან ბრალდების მხარეს ვესაუბრე იმასთან დაკავშირებით, სტატუსი რომ არ გვქონდა. ვალერიან ნემსიწვერიძე ბოლო 7 წლის განმავლობაში ნორმალური, წესიერი ცხოვრებით ცხოვრობდა, ჰყავს სამი არასრულწლოვანი ბავშვი, საკუთარი ბიზნესის წამოწყებას აპირებდა, რემონტი დაასრულა და დღე-დღეზე მაღაზია უნდა გაეხსნა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მას კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ყველანი გაოგნებული ვართ და მიზეზს ვერ ვპოულობთ.

- იარაღით ხელში იპოვეს გარდაცვლილი, გამოდის, ელოდა თავდამსხმელს, ან მასთან შესახვედრად გავიდა და ორმხრივ სროლას ჰქონდა ადგილი?

- ამიტომ ვამბობ, რომ ჯერჯერობით ძნელია რამის თქმა. ხვალიდან, პირობა მომცა პროკურორმა, რომ საქმის დეტალებში ჩავიხედავ და ინფორმაციის მოწოდებაზე შეფერხება არ მექნება. დარწმუნებული ვარ, რომ გაირკვევა ეს ყველაფერი, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკითხი შორს იქნება კრიმინალურ გარჩევასთან. ოჯახმა იცოდა, რომ კაცი საქმეზე გავიდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ჩაცხრილეს, თან მანქანაში მარტო... დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

- ეჭვმიტანილი ჰყავს გამოძიებას?

- არა, რა თქმა უნდა. თუმცა იქ კამერებია, ფირები ამოღებულია და მალე დაიდება შედეგი.

- გარდაცვლილის სახელი ციხის ბუნტს დაუკავშირეს...

- არა, ეს გამორიცხეთ. იმას გიდასტურებთ, რომ გარდაცვლილი ნასამართლევი იყო და სტრასბურგიდან გადაწყვეტილებაცაა ჩამოსული წამებისა და არაადამიანურ მოპყრობის ნაწილში, სახელმწიფოს მისთვის 14 ათასი ევრო აქვს კომპენსაცია გადახდილი. სასამართლომ თავის დროზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მასთან დაკავშირებით, საქმე გადაიხედა და გამოვიდა, რომ ის თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული იყო, მტკიცებულებები კი გაყალბებული. მთლიანობაში, ნემსიწვერიძე გამართლდა და გამოვიდა, რომ 9 წელი ტყუილად იჯდა ციხეში.

წალკის რაიონში მცხოვრები უცხოელების ოჯახი დააყაჩაღეს - "ყაჩაღებს სამედიცინო ნიღბები ეკეთათ და კეპები ეფარათ"

არსებული ინფორმაციით, წალკაში ახალზელანდიელების ოჯახი დააყაჩაღეს - "როგორც ვიცი ცოლი, შვილები დააბეს..."

"გაირკვა, რომ ავტომობილში აღმოჩენილი წამლები არ არის ბაჩალიაშვილის შეძენილი... ეს არის ჯგუფური მკვლელობა" - რა ახალ დეტალებზე საუბრობენ ადვოკატები