სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება - 20 წუთში პასუხი გექნებათ" - პაატა იმნაძე
"დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება - 20 წუთში პასუხი გექნებათ" - პაატა იმნაძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ი­დან ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­გენ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწრა­ფი ტეს­ტე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა.

რო­გორც უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იმ­ნა­ძემ გან­მარ­ტა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტეს­ტით მო­ქა­ლა­ქე კო­რო­ნა­ვირუს­ზე პა­სუხს 20 წუთ­ში მი­ი­ღებს.

„დღეს მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სწრა­ფი ტეს­ტე­ბი, ხაზს ვუს­ვამ, ეს არის არა ყვე­ლა­ნა­ი­რი სწრა­ფი ტეს­ტე­ბი, არა­მედ ეხე­ბა ან­ტი­გენ­ზე დამ­ყა­რე­ბულ სწრაფ ტეს­ტებს, რო­მე­ლიც ზუს­ტად ისე­ვე კეთ­დე­ბა, ანუ ცხვი­რი­დან უნდა იქ­ნას ნა­ცხი აღე­ბუ­ლი და სწრა­ფი ტეს­ტით კეთ­დე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში ორი ტეს­ტია აღი­ა­რე­ბუ­ლი და ამ ორი­დან ერთ-ერთი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენ გვაქვს. ეს არის რო­გორც, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი რე­კო­მენ­და­ცია, ასე­ვე ამე­რი­კის FDI-ის მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი. მათი გა­მო­ყე­ნე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­კი­სათ­ვის მოხ­დე­ბა ისე­თი­ვე პრო­ტო­კო­ლით, რო­გორც ხდე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­კი­სათ­ვის PGR-ის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ხაზს ვუს­ვამ, ან­ტი­გენტზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სრა­ფი ტეს­ტია, ცხვი­რი­დან იღე­ბა ნა­ცხი და არა თი­თი­დან სის­ხლი და ესეც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კეთ­დე­ბა, ამას აღარ სჭირ­დე­ბა PCR ტეს­ტით და­დას­ტუ­რე­ბა, ეს უკვე შე­სუ­ლია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში. ეს ტეს­ტე­ბი ჩვენ უკვე გვაქვს, ახლა მა­რა­გი სა­დღაც 150 000-მდეა და კი­დევ ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი შეკ­ვე­თი­ლია. ეს იქ­ნე­ბა დამ­ხმა­რე PGR-ის­თვის. თა­ვი­დან სულ სხვა ტეს­ტებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი და ეს არის სულ სხვა სწრა­ფი ტეს­ტი, 20 წუთ­ში პა­სუ­ხი გექ­ნე­ბათ“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

ის მო­სახ­ლე­ო­ბას პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის­კენ და დის­ტან­ცი­ის დაც­ვის­კენ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს.

„ახლა იმ ეტაპ­ზე ვართ, როცა მარ­თლა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა პირ­ბა­დის ტა­რე­ბას, ეს არის კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ 90%-ზე მეტს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის, თუ ექ­ნე­ბა პირ­ბა­დე სწო­რად გა­კე­თე­ბუ­ლი, 70%-ით შემ­ცირ­დე­ბა ის ციფ­რე­ბი, რა პროგ­ნო­ზე­ბიც გვაქვს და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვე­ბის. სხვა­თა შო­რის, ამა­ვე კვლე­ვა­ში ისიც ჩანს, ვი­საც პირ­ბა­დე სწო­რად უკე­თია, ის დის­ტან­ცი­ა­საც კარ­გად იც­ვას“, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ხვალ ექ­ნე­ბათ მომ­დევ­ნო კვი­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზი. რო­გორც იმ­ნა­ძე აცხა­დებს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, დღე­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 3000-4 000 შემ­თხვე­ვა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება - 20 წუთში პასუხი გექნებათ" - პაატა იმნაძე

"დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება - 20 წუთში პასუხი გექნებათ" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება.

როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ იმნაძემ განმარტა, აღნიშნული ტესტით მოქალაქე კორონავირუსზე პასუხს 20 წუთში მიიღებს.

„დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სწრაფი ტესტები, ხაზს ვუსვამ, ეს არის არა ყველანაირი სწრაფი ტესტები, არამედ ეხება ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომელიც ზუსტად ისევე კეთდება, ანუ ცხვირიდან უნდა იქნას ნაცხი აღებული და სწრაფი ტესტით კეთდება. მსოფლიოში ორი ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს. ეს არის როგორც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაცია, ასევე ამერიკის FDI-ის მიერ აღიარებული. მათი გამოყენება დიაგნოსტიკისათვის მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც ხდება დიაგნოსტიკისათვის PGR-ის გამოყენება.

ხაზს ვუსვამ, ანტიგენტზე დამყარებული სრაფი ტესტია, ცხვირიდან იღება ნაცხი და არა თითიდან სისხლი და ესეც სამედიცინო დაწესებულებებში კეთდება, ამას აღარ სჭირდება PCR ტესტით დადასტურება, ეს უკვე შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში. ეს ტესტები ჩვენ უკვე გვაქვს, ახლა მარაგი სადღაც 150 000-მდეა და კიდევ ნახევარი მილიონი შეკვეთილია. ეს იქნება დამხმარე PGR-ისთვის. თავიდან სულ სხვა ტესტებზე იყო საუბარი და ეს არის სულ სხვა სწრაფი ტესტი, 20 წუთში პასუხი გექნებათ“, - განაცხადა იმნაძემ.

ის მოსახლეობას პირბადის გამოყენებისკენ და დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა მართლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას, ეს არის კვლევებით დადასტურებული, რომ 90%-ზე მეტს ჩვენი მოსახლეობის, თუ ექნება პირბადე სწორად გაკეთებული, 70%-ით შემცირდება ის ციფრები, რა პროგნოზებიც გვაქვს დაავადებულთა რიცხვების. სხვათა შორის, ამავე კვლევაში ისიც ჩანს, ვისაც პირბადე სწორად უკეთია, ის დისტანციასაც კარგად იცვას“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, ხვალ ექნებათ მომდევნო კვირების განახლებული პროგნოზი. როგორც იმნაძე აცხადებს, მოსალოდნელია, დღეში ინფიცირების 3000-4 000 შემთხვევა.

87 წლის ქობულეთელმა მამაკაცმა კორონავირუსი დაამარცხა - "შემოვიდა კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით, დაუდგინდა პნევმონია"

"ჯანმო-სგან მივიღეთ რეკომენდაცია, რომ "რემდესივირი" გამოვიყენოთ, შესაბამისად, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები" - ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტია ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - "ინფიცირების ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული"