სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აშშ-ში კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი "რემდესივირი" ოფიციალურად დაამტკიცეს
აშშ-ში კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი "რემდესივირი" ოფიციალურად დაამტკიცეს

აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი „რემ­დე­სი­ვი­რი” ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­ტკი­ცა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ში აცხა­დე­ბენ, „რემ­დე­სი­ვირ­ზე“ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კლი­ნი­კუ­რი გა­მოკ­ვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ პრე­პა­რატ­მა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო დრო ხუთი დღით შე­ამ­ცი­რა.

„პრე­პა­რა­ტი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია კო­ვიდ 19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ 12 წლი­სა და მეტი ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თა წონა სულ მცი­რე 40 კი­ლოგ­რა­მია და რომ­ლე­ბიც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას სა­ჭი­რო­ე­ბენ," - აღ­ნიშ­ნუ­ლია აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია, რომ „რემ­დე­სი­ვი­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ მხო­ლოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ან სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უნდა იყოს დაშ­ვე­ბუ­ლი.

აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „რემ­დე­სი­ვე­რის” დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კურ ცდებს ეფუძ­ნე­ბა.

"დამ­ტკი­ცე­ბა, რო­მე­ლიც სა­ა­გენ­ტოს მიერ მკაც­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მებს ემ­ყა­რე­ბა, კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მეც­ნი­ე­რო ეტაპს წარ­მო­ად­გენს”, - აცხა­დებს აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კო­მი­სა­რი სტი­ვენ ჰანი.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მტკი­ცე­ბით, ერთ-ერ­თმა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მო­ნა­წი­ლე­თა იმ ჯგუფ­ში, რო­მელ­საც „რემ­დე­სი­ვე­რით“ მკურ­ნა­ლობ­დნენ, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო დრო 10 დღე იყო, რაც 5 დღით ნაკ­ლე­ბია იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის დრო­ზე, რომ­ლებ­საც პლა­ცე­ბოს გა­მო­ყე­ნე­ბით მკურ­ნა­ლობ­დნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ „რემ­დე­სი­ვი­რი“ გა­და­უ­დე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის მა­ის­ში და­ამ­ტკი­ცა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

აშშ-ში კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი "რემდესივირი" ოფიციალურად დაამტკიცეს

აშშ-ში კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი "რემდესივირი" ოფიციალურად დაამტკიცეს

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კოვიდინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოებში სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი” ოფიციალურად დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, „რემდესივირზე“ ჩატარებულმა კლინიკური გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა გამოჯანმრთელების საშუალო დრო ხუთი დღით შეამცირა.

„პრეპარატი დამტკიცებულია კოვიდ 19-ის სამკურნალოდ 12 წლისა და მეტი ასაკის პაციენტებისთვის, რომელთა წონა სულ მცირე 40 კილოგრამია და რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ," - აღნიშნულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „რემდესივირის“ გამოყენება პაციენტების სამკურნალოდ მხოლოდ საავადმყოფოში ან სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს დაშვებული.

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „რემდესივერის” დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება სხვადასხვა კლინიკურ ცდებს ეფუძნება.

"დამტკიცება, რომელიც სააგენტოს მიერ მკაცრად შეფასებული მრავალი კლინიკური კვლევის მონაცემებს ემყარება, კოვიდ 19-ის პანდემიაში მნიშვნელოვან სამეცნიერო ეტაპს წარმოადგენს”, - აცხადებს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის კომისარი სტივენ ჰანი.

ორგანიზაციის მტკიცებით, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეთა იმ ჯგუფში, რომელსაც „რემდესივერით“ მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელების საშუალო დრო 10 დღე იყო, რაც 5 დღით ნაკლებია იმ პაციენტების გამოჯანმრთელების დროზე, რომლებსაც პლაცებოს გამოყენებით მკურნალობდნენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირი“ გადაუდებელი გამოყენებისთვის მაისში დაამტკიცა.

"უკვე დავიწყეთ სოფლის მეურნეობის განვითარების დაგეგმვა გათავისუფლებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით" - ილჰამ ალიევი

ბრაზილიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მონაწილე გარდაიცვალა

საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში - რა ფოტოებს აქვეყნებენ და რას წერენ წამყვანი მედიასაშუალებები ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმის შესახებ