სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბინაზე მყოფმა პაციენტმა დაინიშნა დექსამეტაზონი, მოხდა წნევის მატება..." - რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მედიკამენტებისა და ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღებას?
"ბინაზე მყოფმა პაციენტმა დაინიშნა დექსამეტაზონი, მოხდა წნევის მატება..." - რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მედიკამენტებისა და ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღებას?

ყო­ველ­თვის არ­სე­ბო­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თვით­მკურ­ნა­ლო­ბას მი­მარ­თა­ვენ - სვა­მენ იმ წამ­ლებს, რო­მე­ლიც გა­უ­გი­ათ, რომ ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად ეფექ­ტუ­რია. არა­და, წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვთ, ასეთ დროს რამ­ხე­ლა რის­კის ქვეშ აყე­ნე­ბენ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას. ასეთ მიდ­გო­მებს ადა­მი­ა­ნე­ბი ბო­ლომ­დე ამო­უც­ნო­ბი ვირუ­სის, Covid-19-ის დრო­საც ავ­ლე­ნენ. სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენტს, ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გავ­ლის გა­რე­შე იღე­ბენ.

ალ­ბათ ამის გა­მოა, რომ აფ­თი­ა­ქებ­ში დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდა ე.წ. სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ურ გარ­თუ­ლე­ბებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. რა საფრ­თხე­ე­ბი მოს­დევს პა­ცი­ენ­ტის­გან გა­წე­ულ ასეთ რის­კებს, ამ თე­მა­ზე ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, ეკა­ტე­რი­ნე ქარ­ქა­შა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში Covid-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი დრა­მა­ტუ­ლი ზრდის პი­რო­ბებ­ში ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი გა­დატ­ვირ­თუ­ლია და მკურ­ნა­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლით, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მო­წო­დე­ბუ­ლია უსიმპტო­მო, მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტე­ბის ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ზო­მე­ბი მი­მარ­თუ­ლია ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის გან­ტვირ­თვის­კენ, რათა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­მა შეძ­ლონ იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის გა­რე­შე გარ­თუ­ლე­ბე­ბის მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან“ - გვე­უბ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტი.

მისი თქმით, ამ ფონ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბა­შიც მა­ტუ­ლობს დაბ­ნე­უ­ლო­ბა: რა გზით მო­ა­ხერ­ხონ გამ­კლა­ვე­ბა ამ ვირუს­თან და ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლებ­საც აღე­ნიშ­ნე­ბა - სი­ცხე, ხვე­ლა და სხვა, დი­აგ­ნო­ზის მი­უ­ხე­და­ვად, მი­მარ­თავს თვით­მკურ­ნა­ლო­ბას. ამ დროს პრე­პა­რა­ტე­ბის შერ­ჩე­ვა ხში­რად ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებს ემ­ყა­რე­ბა, რო­დე­საც სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტის ეფექ­ტუ­რო­ბას აფა­სე­ბენ Covid-19-ის მკურ­ნა­ლო­ბის ან პრე­ვენ­ცი­ის თვალ­სა­ზი­სით.

- და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ინც მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტია, ხომ?

- დიახ, Covid-19-ის შემ­ხვე­ვე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა მსუ­ბუ­ქი ან სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა და არ სა­ჭი­რო­ებს სპე­ცი­ფი­კუ­რი მე­დი­კა­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი უფრო მშვი­დად გრძნო­ბენ თავს, თუ რო­მე­ლი­მე პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბას იწყე­ბენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, რომ რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა თავს აგ­ვა­რი­დებს და­ინ­ფი­ცი­რე­ბას ან მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბას.

- ხში­რად გვეს­მის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში დექ­სა­მე­ტა­ზო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის რისკს ამ­ცი­რებს და ამი­ტო­მაც, ზო­გი­ერ­თი მას ხე­ლა­ღე­ბით იღებს...

- დექ­სა­მე­ტა­ზონ­მა, რო­გორც ეფექ­ტურ­მა სა­შუ­ა­ლე­ბამ, Covid-19-ის მკურ­ნა­ლო­ბის კუ­თხით პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. გან­ვმარ­ტავ, რომ დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი ამ ეტაპ­ზე ერ­თა­დერ­თი პრე­პა­რა­ტია, რომ­ლის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხე­ბაც არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა Covid-19-ის მკურ­ნა­ლო­ბა­ში, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი იქნა ეს ეფექ­ტი მძი­მე და კრი­ტი­კულ პა­ცი­ენ­ტებ­ში, სა­დაც დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი ამ­ცი­რებ­და სიკ­ვდი­ლო­ბას, მაგ­რამ მისი ეფექ­ტუ­რო­ბა არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა მსუ­ბუ­ქი ფორ­მე­ბის დროს.

რო­გორც ყვე­ლა პრე­პა­რატს, დექ­სა­მე­ტა­ზონ­საც აქვს უკუჩ­ვე­ნე­ბი და გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა მისი მი­ღე­ბა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე. გა­ვიხ­სე­ნებ ჩემს ირ­გვლივ არ­სე­ბულ შემ­თხვე­ვას, როცა ბი­ნა­ზე მყოფ­მა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა პი­როვ­ნე­ბამ თვით­ნე­ბუ­რად და­ი­ნიშ­ნა დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რის ფონ­ზეც პნევ­მო­ნი­ის პროგ­რე­სი­რე­ბა მა­ინც ვერ შე­ჩერ­და და და­მა­ტე­ბით მოხ­და წნე­ვის მა­ტე­ბა ნორ­მა­ლურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით... და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბას არ მო­აქვს სარ­გე­ბე­ლი და პი­რი­ქით, შე­იძ­ლე­ბა, სხვა გვერ­დი­თი ეფექ­ტით და­ამ­ძი­მოს მდგო­მა­რე­ო­ბა. მინ­და, აქვე ხაზი გა­ვუს­ვა, რომ დექ­სა­მე­ტა­ზონ­თან გან­სა­კუთ­რე­ბით სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პი­რებ­ში.

- თვით­მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით პა­ცი­ენ­ტე­ბი პნევ­მო­ნი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ხში­რად მი­მარ­თა­ვენ ასე­ვე ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს, რაც ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია, ხომ?

- დიახ, თვით­მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად მი­მარ­თა­ვენ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბას პნევ­მო­ნი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის უხ­ში­რე­სი გა­მოვ­ლე­ნაა. ან­ტი­ბი­ო­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა არც ერთი მოქ­მე­დი გა­იდ­ლა­ი­ნით არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი მსუ­ბუ­ქი/სა­შუ­ა­ლო ფორ­მე­ბის დროს, ვი­ნა­ი­დან გა­მომ­წვე­ვი არის ვირუ­სი, ხოლო ან­ტი­ბი­ო­ტი­კი მოქ­მე­დებს ბაქ­ტე­რი­ის წი­ნა­არმ­დეგ და ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის დროს ინიშ­ნე­ბა. ან­ტი­ბი­ო­ტი­კი უნდა და­ნიშ­ნოს ექიმ­მა პა­ცი­ენ­ტის გა­სინ­ჯვის და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

ან­ტი­ბი­ო­ტი­კი არ შე­ა­სუს­ტებს ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და მე­ტიც, შე­საძ­ლოა, არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბიც გა­მო­ი­ღოს პა­ცი­ენ­ტის­თვის, კერ­ძოდ, მის მი­მართ რე­ზის­ტენ­ტო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა წარ­მო­ად­გენს რისკს. მა­გა­ლი­თის­თვის, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო იღებ­და ძლი­ერ ან­ტი­ბი­ო­ტიკს და აღ­ნიშ­ნუ­ლის ფონ­ზე მდგო­მა­რე­ო­ბა არა­თუ გა­უმ­ჯო­ბეს­და, პი­რი­ქით, პნევ­მო­ნი­ამ გა­ნაგ­რძო პროგ­რე­სი­რე­ბა. პა­ცი­ენ­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სდა და უკვე თან­დარ­თუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის­თვის, და­ე­ნიშ­ნა ან­ტი­ბი­ო­ტი­კი, რო­მელ­მაც არ „იმუ­შა­ვა“ და გა­ჭირ­და ისე­თი ან­ტი­ბი­ო­ტი­კის შერ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და. ასე­თი შემ­თხვე­ვა, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ერ­თია.

- დიდი ამ­ბა­ვია ატე­ხი­ლი ე.წ. სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბელ პრე­პა­რა­ტებ­ზეც. აფ­თი­ა­ქებ­ში დე­ფი­ცი­ტია მათ­ზე...

- ანა­ლო­გი­უ­რი ტენ­დენ­ცია აღი­ნიშ­ნე­ბა სის­ხლის გა­მა­თხე­ლე­ბელ და ან­ტი­კო­ა­გუ­ლა­ცი­ურ პრე­პა­რა­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის გაჟ­ღე­რე­ბის შემ­დეგ, რომ Covid-19 ასო­ცი­რე­ბუ­ლია თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ურ გარ­თუ­ლე­ბებ­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის და­ნიშ­ვნა ხდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაკო
1

თუ სიცხე ცოტათი არის სახლში იმკურნალეთ, რათა უფრო მძიმე პაციენტების მკურნალობა მოხდეს საავადმყოფოს პირობებშიო, გასაგებია, მაგრამ სახლში რითი იმკურნალოს ადამიანმა, როცა ექიმი "მიუწვდომელია", ვერც დაურეკავ, ვერც ანალიზის გაკეთებას შეძლებ იმხელა რიგებია პოლიკლინიკაში

ავთო
1

აბა რა უნდაქნა? ექიმები გვყაავს საერთოდ? სრული უცოდინრების პარადია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ბინაზე მყოფმა პაციენტმა დაინიშნა დექსამეტაზონი, მოხდა წნევის მატება..." - რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მედიკამენტებისა და ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღებას?

"ბინაზე მყოფმა პაციენტმა დაინიშნა დექსამეტაზონი, მოხდა წნევის მატება..." - რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მედიკამენტებისა და ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღებას?

ყოველთვის არსებობენ პაციენტები, რომლებიც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, თვითმკურნალობას მიმართავენ - სვამენ იმ წამლებს, რომელიც გაუგიათ, რომ ამა თუ იმ დაავადების დასამარცხებლად ეფექტურია. არადა, წარმოდგენაც არ აქვთ, ასეთ დროს რამხელა რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას. ასეთ მიდგომებს ადამიანები ბოლომდე ამოუცნობი ვირუსის, Covid-19-ის დროსაც ავლენენ. სხვადასხვა მედიკამენტს, ექიმთან კონსულტაციის გავლის გარეშე იღებენ.

ალბათ ამის გამოა, რომ აფთიაქებში დეფიციტი გაჩნდა ე.წ. სისხლის გამათხელებელ საშუალებებზე, ანტიკოაგულანტებზე, რომლებიც თრომბოემბოლიურ გართულებებთან ასოცირდება. რა საფრთხეები მოსდევს პაციენტისგან გაწეულ ასეთ რისკებს, ამ თემაზე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ეკატერინე ქარქაშაძე გვესაუბრება.

"საქართველოში Covid-19-ის შემთხვევების ყოველდღიური დრამატული ზრდის პირობებში ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია და მკურნალობის განახლებული პროტოკოლით, როგორც მოგეხსენებათ, მოწოდებულია უსიმპტომო, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტების ბინაზე მკურნალობა. აღნიშნული ზომები მიმართულია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვისკენ, რათა საავადმყოფოებმა შეძლონ იმ პაციენტების მომსახურება, რომლებიც სამედიცინო სერვისის გარეშე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან“ - გვეუბნება სპეციალისტი.

მისი თქმით, ამ ფონზე მოსახლეობაშიც მატულობს დაბნეულობა: რა გზით მოახერხონ გამკლავება ამ ვირუსთან და ბევრი პაციენტი, რომლებსაც აღენიშნება - სიცხე, ხველა და სხვა, დიაგნოზის მიუხედავად, მიმართავს თვითმკურნალობას. ამ დროს პრეპარატების შერჩევა ხშირად ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლების განცხადებებს ემყარება, როდესაც სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, სხვადასხვა პრეპარატის ეფექტურობას აფასებენ Covid-19-ის მკურნალობის ან პრევენციის თვალსაზისით.

- დაინფიცირებულთა დიდი უმრავლესობა მაინც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტია, ხომ?

- დიახ, Covid-19-ის შემხვევების დიდი უმრავლესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და არ საჭიროებს სპეციფიკური მედიკამენტის გამოყენებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი უფრო მშვიდად გრძნობენ თავს, თუ რომელიმე პრეპარატის მიღებას იწყებენ. სინამდვილეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რომელიმე კონკრეტული პრეპარატის გამოყენება თავს აგვარიდებს დაინფიცირებას ან მდგომარეობის დამძიმებას.

- ხშირად გვესმის სპეციალისტებისგან, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში დექსამეტაზონის გამოყენება სიკვდილიანობის რისკს ამცირებს და ამიტომაც, ზოგიერთი მას ხელაღებით იღებს...

- დექსამეტაზონმა, როგორც ეფექტურმა საშუალებამ, Covid-19-ის მკურნალობის კუთხით პოპულარობა მოიპოვა. განვმარტავ, რომ დექსამეტაზონი ამ ეტაპზე ერთადერთი პრეპარატია, რომლის ეფექტურობის შესახებაც არსებობს მტკიცებულება Covid-19-ის მკურნალობაში, თუმცა აუცილებელია, აღინიშნოს, რომ სამეცნიერო კვლევებში ნაჩვენები იქნა ეს ეფექტი მძიმე და კრიტიკულ პაციენტებში, სადაც დექსამეტაზონი ამცირებდა სიკვდილობას, მაგრამ მისი ეფექტურობა არ დადასტურებულა მსუბუქი ფორმების დროს.

როგორც ყველა პრეპარატს, დექსამეტაზონსაც აქვს უკუჩვენები და გვერდითი ეფექტები და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. გავიხსენებ ჩემს ირგვლივ არსებულ შემთხვევას, როცა ბინაზე მყოფმა კოვიდინფიცირებულმა პიროვნებამ თვითნებურად დაინიშნა დექსამეტაზონი, რის ფონზეც პნევმონიის პროგრესირება მაინც ვერ შეჩერდა და დამატებით მოხდა წნევის მატება ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით... დანიშნულების გარეშე პრეპარატის მიღებას არ მოაქვს სარგებელი და პირიქით, შეიძლება, სხვა გვერდითი ეფექტით დაამძიმოს მდგომარეობა. მინდა, აქვე ხაზი გავუსვა, რომ დექსამეტაზონთან განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო დიაბეტის მქონე პირებში.

- თვითმკურნალობის მიზნით პაციენტები პნევმონიის საწინააღმდეგოდ, ხშირად მიმართავენ ასევე ანტიბიოტიკებს, რაც ასევე დაუშვებელია, ხომ?

- დიახ, თვითმკურნალობის მიზნით პაციენტები ხშირად მიმართავენ ანტიბიოტიკების მიღებას პნევმონიის საწინააღმდეგოდ, რომელიც კორონავირუსის უხშირესი გამოვლენაა. ანტიბიოტიკის გამოყენება არც ერთი მოქმედი გაიდლაინით არ არის რეკომენდებული მსუბუქი/საშუალო ფორმების დროს, ვინაიდან გამომწვევი არის ვირუსი, ხოლო ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიის წინაარმდეგ და ბაქტერიული ინფექციის დროს ინიშნება. ანტიბიოტიკი უნდა დანიშნოს ექიმმა პაციენტის გასინჯვის და ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე.

ანტიბიოტიკი არ შეასუსტებს ვირუსული პნევმონიის მიმდინარეობას და მეტიც, შესაძლოა, არასასურველი შედეგებიც გამოიღოს პაციენტისთვის, კერძოდ, მის მიმართ რეზისტენტობის განვითარება წარმოადგენს რისკს. მაგალითისთვის, ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაციენტი მაღალი ტემპერატურის გამო იღებდა ძლიერ ანტიბიოტიკს და აღნიშნულის ფონზე მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, პირიქით, პნევმონიამ განაგრძო პროგრესირება. პაციენტი საავადმყოფოში მოთავსდა და უკვე თანდართული ბაქტერიული ინფექციისთვის, დაენიშნა ანტიბიოტიკი, რომელმაც არ „იმუშავა“ და გაჭირდა ისეთი ანტიბიოტიკის შერჩევა, რომელიც ეფექტური იქნებოდა. ასეთი შემთხვევა, სამწუხაროდ, არაერთია.

- დიდი ამბავია ატეხილი ე.წ. სისხლის გამათხელებელ პრეპარატებზეც. აფთიაქებში დეფიციტია მათზე...

- ანალოგიური ტენდენცია აღინიშნება სისხლის გამათხელებელ და ანტიკოაგულაციურ პრეპარატებთან მიმართებაშიც იმ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, რომ Covid-19 ასოცირებულია თრომბოემბოლიურ გართულებებთან. აღნიშნული პრეპარატების დანიშვნა ხდება.

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტი მკურნალობს საქართველოში და რამდენი ადამიანია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

"თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70%-ით... მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც"

"საბედნიეროდ, შემთხვევების 90% არის მსუბუქი, სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია მარტივია - დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს"