სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სიმართლე უნდა ითქვას! მსურს ყველას მოვუყვე ის, რაც აქამდე საჯაროდ არ დამიწერია" - რას წერს უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრსა და მიხეილ სააკაშვილზე
"სიმართლე უნდა ითქვას! მსურს ყველას მოვუყვე ის, რაც აქამდე საჯაროდ არ დამიწერია" - რას წერს უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრსა და მიხეილ სააკაშვილზე

ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის ყო­ფი­ლი ხელ­მძღა­ვა­ნე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს. მისი თქმით, ცენ­ტრის და ზო­გა­დად ფოლკ­ლო­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მი­უ­ძღვის. ის იხ­სე­ნებს ასე­ვე, მისი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დრო­საც.

"სი­მარ­თლე უნდა ით­ქვას!! მსურს ყვე­ლა თქვენ­თა­განს მო­ვუყ­ვე ის, რაც აქამ­დე ასე ღიად, სა­ჯა­როდ არ და­მი­წე­რია. ბევ­რი თქვენ­თა­გა­ნი ალ­ბათ უკვე არის საქ­მის კურ­სში იმ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც მექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი. ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­მარ­თლეს წარ­მო­ად­გე­ნენ და რო­მელ­თა გა­და­მოწ­მე­ბაც ყვე­ლას შე­უძ­ლია.

2004 წელს მა­შინ­დელ­მა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა გოკა გა­ბაშ­ვილ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა სა­თა­ვე­ში ჩავ­დგო­მო­დი ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო მე­თო­დურ ცენ­ტრს. მა­შინ ცენ­ტრი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, სულ რა­ღაც 150 კვ.მ ფარ­თობ­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. შე­ნო­ბა ცენ­ტრის სა­კუთ­რე­ბა არ იყო და თა­ნამ­შრომ­ლებს მძი­მე პი­რო­ბებ­ში უწევ­დათ მუ­შა­ო­ბა. წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტი 36.000 ლარი იყო.

კარ­გად მახ­სოვს, რო­დე­საც შე­ვე­დი, ში­შის გრძნო­ბა და­მე­უფ­ლა. ჩემი მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ შარ­ში ვარ და არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­დო­და.

აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ მა­შინ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­და არ­ცერთ ადა­მი­ანს არ ვიც­ნობ­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას კი დიდი წვლი­ლი აქვს ჩემს და­ნიშ­ვნა­ში ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტო­რად.

ძა­ლი­ან რომ არ დაგ­ღა­ლოთ, მსურს გი­ამ­ბოთ მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

2004 წელს ცენ­ტრს სა­ხე­ლი შე­ეც­ვა­ლა და სსიპ სა­ქარ­თვე­ლოს ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრი ეწო­და. ბი­უ­ჯე­ტი 36.000 ლა­რი­დან გახ­და 500.000 ლარი, რაც აი­სა­ხა თა­ნამ­შრო­მელ­თა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­სა და ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

პირ­ვე­ლი, რაც ძა­ლი­ან შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო გახ­ლდათ ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­მოს­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა ფოლკ­ლო­რის ეროვ­ნუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა-ფეს­ტი­ვა­ლის და­არ­სე­ბა­ზე და ამ მიზ­ნით გარ­კვე­უ­ლი თან­ხე­ბიც გა­მო­ი­ყო. ამ ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბა ჩვენს ცენ­ტრს და­ე­ვა­ლა. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ ამ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა-ფეს­ტი­ვალ­მა დიდი სტი­მუ­ლი მის­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე ფოლკ­ლო­რულ ან­სამ­ბლებს, სა­ხალ­ხო მთქმე­ლებს, სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ოს­ტა­ტებს. შე­სა­ბა­მი­სად, შე­იქ­მნა უნი­კა­ლუ­რი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრში ინა­ხე­ბა (მა­ნამ­დე ცენ­ტრს აუ­დიო, ვი­დეო არ­ქი­ვი არ გა­აჩ­ნდა).

ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა შექ­მნა ფოლკ­ლო­რის მხარ­და­ჭე­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მა (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ასე­თი სა­ხის ან მსგავ­სი პროგ­რა­მა მა­ნამ­დე და არც მას შემ­დეგ არ არ­სე­ბობ­და). თუ მეხ­სი­ე­რე­ბა არ მღა­ლა­ტობს, ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გა­მო­ყო 2 მი­ლი­ო­ნი ლარი. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა მოხ­მარ­და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს საქ­მეს. გა­მი­ჭირ­დე­ბა ალ­ბათ ახლა ყვე­ლა იმ საქ­მის ჩა­მოთ­ვლა, რაც მა­შინ გა­კეთ­და, მაგ­რამ ვეც­დე­ბი მათ შო­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­გახ­სე­ნოთ:

1. სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ ფოლკ­ლო­რულ ან­სამ­ბლებს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ გა­დას­ცა ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი და ხალ­ხუ­რი საკ­რა­ვე­ბი.

2. სა­მო­სი და ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი გა­და­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე ფოლკ­ლო­რულ ან­სამ­ბლებს.

3. შე­ძე­ნილ იქნა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ხმის ჩამ­წე­რი აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც გან­თავ­სდა ავ­ტო­მო­ბილ­ში და ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მოძ­რა­ვი ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დი­ით მო­ი­ა­რეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. მა­ღა­ლი ხა­რის­ხით ჩა­წე­რეს ათა­სო­ბით ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­ში. დღეს ეს აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბი კი­დევ უფრო მე­ტად ღი­რე­ბუ­ლია, რად­გან შემ­სრუ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლია.

3. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­ფი­ნანსდა და აღ­დგა ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ხალ­ხუ­რი პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბო­და.

4. და­ფი­ნანსდა ათო­ბით სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­დი­ცია, რო­მელ­თა მა­სა­ლე­ბიც, აგ­რეთ­ვე, ინა­ხე­ბა ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრში.

5. გა­მო­ი­ცა მრა­ვა­ლი წიგ­ნი, აუ­დიო და ვი­დეო დის­კი.

6. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­ფი­ნანსდა უნი­კა­ლუ­რი სა­არ­ქი­ვო ჩა­ნა­წე­რე­ბის რე­დაქ­ტი­რე­ბა (გაწ­მენ­და) და გა­მო­ცე­მა.

7. არტ გენი

8. და­არ­სდა და ყო­ველ­წლი­უ­რად ფი­ნანსდე­ბო­და ფოლკ­ლო­რის ეროვ­ნუ­ლი პრე­მია. პრე­მი­ის ფარ­გლებ­ში მრა­ვალ­მა ღვაწლ­მო­სილ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო ფუ­ლა­დი ჯილ­დო. ასე­ვე, პრე­მია გა­და­ე­ცე­მო­და ახალ­გაზ­რდებს. რომ­ლებ­მაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

9. და­ფი­ნანსდა ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის, ცეკ­ვის, ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბის მოღ­ვა­წე­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო­ე­ბი.

10. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში და­ფი­ნანსდა ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვა, არ­ქი­ვის ელექტრნუ­ლი პროგ­რა­მა და ვებგ­ვერ­დი.

ეს ყვე­ლა­ფე­რი მცი­რე­დი ჩა­მოთ­ვა­ლია იმი­სა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ფოლკ­ლო­რის მხარ­და­ჭე­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მი­დან და­ფი­ნანსდა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის შე­ნო­ბის გად­მო­ცე­მის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე. იმის გამო, რომ ცენ­ტრს არ გა­აჩ­ნდა სა­კუ­თა­რი შე­ნო­ბა, დღის წეს­რიგ­ში დად­გა შე­ნო­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში გად­მო­ცე­მის სა­კი­თხი. შე­ირ­ჩა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა, რო­მელ­შიც მა­შინ ეს­თე­ტი­კუ­რი აღ­ზრდის ცენ­ტრი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. მახ­სოვს, შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და პირ­ვე­ლად ვთხო­ვე ასე პირ­და­პირ ცენ­ტრის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა. ის დამ­პირ­და, რომ შე­მეხ­მი­ა­ნე­ბოდ­ნენ და სა­კითხს მო­აგ­ვა­რებ­დნენ. გა­ვი­და ერთი კვი­რა და არა­ვინ შე­მეხ­მი­ა­ნა. ორი კვი­რის შემ­დეგ ერთ-ერთი თე­ატ­რის ფო­ი­ე­ში ვი­დე­ქი, ვე­ლო­დე­ბო­დი მე­გო­ბარს. უეც­რად ჩემ­სკენ წა­მო­ვი­და პრე­ზი­დენ­ტი და მკი­თხა, და­მი­კავ­შირ­და თუ არა ვინ­მე. მე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვუ­თხა­რი რომ არა­ვინ. ჩემს გან­ცვიფ­რე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, რად­გან არ მე­გო­ნა თუ პრე­ზი­დენტს ეს სა­კი­თხი ემახ­სოვ­რე­ბო­და. აი, ასე გა­და­წყდა ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე - ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრს გად­მო­ე­ცა ბრწყინ­ვა­ლე შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც სრუ­ლად გა­რე­მონტდა და აღი­ჭურ­ვა.

შე­ნო­ბა­ში დღემ­დე გან­თავ­სე­ბუ­ლია ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრი თა­ვი­სი სა­გა­მო­ფე­ნო და სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბით, სა­მუ­შაო სივ­რცე­ე­ბით და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბა­ღით.

ასე­ვე, მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლის დიდი დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლით დაგ­ვე­არ­სე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ფოლკ­ლო­რუ­ლი რა­დიო FM სივ­რცე­ში - ფოლკ რა­დიო.

ასე მო­ვე­დით 2012 წლამ­დე. შემ­დეგ ალ­ბათ იცით, რომ დიდი ბინ­ძუ­რი ბრძო­ლი­სა და ზე­წო­ლის ფონ­ზე გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რო­ბი­დან. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ის იყო, რომ ფოლკ­ლო­რი დავ­ღუ­პე და არ ვემ­სა­ხუ­რე ფე­ო­და­ლებს.

რა თქმა უნდა, მუდ­მი­ვი არა­ფე­რია და ვცდი­ლობ კვლავ ვემ­სა­ხუ­რო ჩემს ქვე­ყა­ნას და ქარ­თულ ფოლკ­ლორს.

დიდი მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბი­ათ­ვის...

აქვე ვა­ზი­ა­რებ ფილ­მს, რო­მე­ლიც ეხე­ბა ფოლკ­ლო­რის სა­ხელ­მწი­ფო ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბას ჩემი იქ მოღ­ვა­წე­ო­ბის დროს" - წერს უში­კიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
530

მერე მიშამ ვისი ფულით აკეთა ეგ ყველაფერი? ამხელა წერილში ერთი მადლობა გეთქვა შენი ქვეყნის მოქალაქისთვის ვინც წვლილი შეიტანა ქვეყნის ბიუჯეტში, საიდანაც ეგ ყველაფერი ფინანსდებოდა. აბა დაფიქრდი, რა შუაშია მიშა?

სიმართელე
524

რა თქვა საოცარი და გასაკვირი?! გეგონება მიშა მისი ჯიბიდან აფინანსებდა. მაშინ ისიც დაითვალე კულტურისთვის რამდენი აქვს თავისი ჯიბიდან გაცემული ივანიშვილს. რა სასაცილოები ვართ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სიმართლე უნდა ითქვას! მსურს ყველას მოვუყვე ის, რაც აქამდე საჯაროდ არ დამიწერია" - რას წერს უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრსა და მიხეილ სააკაშვილზე

"სიმართლე უნდა ითქვას! მსურს ყველას მოვუყვე ის, რაც აქამდე საჯაროდ არ დამიწერია" - რას წერს უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრსა და მიხეილ სააკაშვილზე

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღავანელი დაწესებულების ისტორიას იხსენებს. მისი თქმით, ცენტრის და ზოგადად ფოლკლორის განვითარებაში დიდი წვლილი საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის. ის იხსენებს ასევე, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დროსაც.

"სიმართლე უნდა ითქვას!! მსურს ყველა თქვენთაგანს მოვუყვე ის, რაც აქამდე ასე ღიად, საჯაროდ არ დამიწერია. ბევრი თქვენთაგანი ალბათ უკვე არის საქმის კურსში იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც მექნება საუბარი. ფაქტები, რომლებიც სიმართლეს წარმოადგენენ და რომელთა გადამოწმებაც ყველას შეუძლია.

2004 წელს მაშინდელმა კულტურის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა შემომთავაზა სათავეში ჩავდგომოდი ხალხური შემოქმედების სამეცნიერო მეთოდურ ცენტრს. მაშინ ცენტრი რუსთაველის გამზირზე, სულ რაღაც 150 კვ.მ ფართობზე მდებარეობდა. შენობა ცენტრის საკუთრება არ იყო და თანამშრომლებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა. წლიური ბიუჯეტი 36.000 ლარი იყო.

კარგად მახსოვს, როდესაც შევედი, შიშის გრძნობა დამეუფლა. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ შარში ვარ და არაფერი გამომივიდოდა.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაშინ ზურაბ ჟვანიას გარდა არცერთ ადამიანს არ ვიცნობდი ხელისუფლებიდან. ზურაბ ჟვანიას კი დიდი წვლილი აქვს ჩემს დანიშვნაში ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორად.

ძალიან რომ არ დაგღალოთ, მსურს გიამბოთ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი.

2004 წელს ცენტრს სახელი შეეცვალა და სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ეწოდა. ბიუჯეტი 36.000 ლარიდან გახდა 500.000 ლარი, რაც აისახა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასა და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე.

პირველი, რაც ძალიან შოკისმომგვრელი იყო გახლდათ ის, რომ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის დაარსებაზე და ამ მიზნით გარკვეული თანხებიც გამოიყო. ამ ფესტივალის ჩატარება ჩვენს ცენტრს დაევალა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ დათვალიერება-ფესტივალმა დიდი სტიმული მისცა საქართველოში მოღვაწე ფოლკლორულ ანსამბლებს, სახალხო მთქმელებს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებს. შესაბამისად, შეიქმნა უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც დღეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ინახება (მანამდე ცენტრს აუდიო, ვიდეო არქივი არ გააჩნდა).

ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ფოლკლორის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამა (აღსანიშნავია, რომ ასეთი სახის ან მსგავსი პროგრამა მანამდე და არც მას შემდეგ არ არსებობდა). თუ მეხსიერება არ მღალატობს, ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა გამოყო 2 მილიონი ლარი. აღნიშნული თანხა მოხმარდა უმნიშვნელოვანეს საქმეს. გამიჭირდება ალბათ ახლა ყველა იმ საქმის ჩამოთვლა, რაც მაშინ გაკეთდა, მაგრამ ვეცდები მათ შორის უმნიშვნელოვანესი მოგახსენოთ:

1. საქართველოში მოქმედ ფოლკლორულ ანსამბლებს კულტურის სამინისტრომ გადასცა ეროვნული სამოსი და ხალხური საკრავები.

2. სამოსი და ინსტრუმენტები გადაეცა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ფოლკლორულ ანსამბლებს.

3. შეძენილ იქნა ძალიან მაღალი ხარისხის ხმის ჩამწერი აპარატურა, რომელიც განთავსდა ავტომობილში და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლებმა მოძრავი ხმის ჩამწერი სტუდიით მოიარეს მთელი საქართველო. მაღალი ხარისხით ჩაწერეს ათასობით ხალხური სიმღერის უნიკალური ნიმუში. დღეს ეს აუდიო ჩანაწერები კიდევ უფრო მეტად ღირებულია, რადგან შემსრულებელთა უმრავლესობა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია.

3. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და აღდგა ვახუშტი კოტეტიშვილის ხალხური პოეზიის საღამოები, რომელიც ყოველწლიურად ტარდებოდა.

4. დაფინანსდა ათობით სამეცნიერო ექსპედიცია, რომელთა მასალებიც, აგრეთვე, ინახება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.

5. გამოიცა მრავალი წიგნი, აუდიო და ვიდეო დისკი.

6. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა უნიკალური საარქივო ჩანაწერების რედაქტირება (გაწმენდა) და გამოცემა.

7. არტ გენი

8. დაარსდა და ყოველწლიურად ფინანსდებოდა ფოლკლორის ეროვნული პრემია. პრემიის ფარგლებში მრავალმა ღვაწლმოსილმა ადამიანმა მიიღო ფულადი ჯილდო. ასევე, პრემია გადაეცემოდა ახალგაზრდებს. რომლებმაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეს.

9. დაფინანსდა ხალხური სიმღერის, ცეკვის, ზეპირსიტყვიერების მოღვაწეთა შემოქმედებითი საღამოები.

10. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ტექნიკური აღჭურვა, არქივის ელექტრნული პროგრამა და ვებგვერდი.

ეს ყველაფერი მცირედი ჩამოთვალია იმისა, რაც საქართველოს პრეზიდენტის ფოლკლორის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამიდან დაფინანსდა.

ძალიან მნიშვნელოვანია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობის გადმოცემის მეტად მნიშვნელოვანი საქმე. იმის გამო, რომ ცენტრს არ გააჩნდა საკუთარი შენობა, დღის წესრიგში დადგა შენობის საკუთრებაში გადმოცემის საკითხი. შეირჩა დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებული შენობა, რომელშიც მაშინ ესთეტიკური აღზრდის ცენტრი იყო განთავსებული. მახსოვს, შემთხვევით შევხვდი მიხეილ სააკაშვილს და პირველად ვთხოვე ასე პირდაპირ ცენტრისთვის დახმარების გაწევა. ის დამპირდა, რომ შემეხმიანებოდნენ და საკითხს მოაგვარებდნენ. გავიდა ერთი კვირა და არავინ შემეხმიანა. ორი კვირის შემდეგ ერთ-ერთი თეატრის ფოიეში ვიდექი, ველოდებოდი მეგობარს. უეცრად ჩემსკენ წამოვიდა პრეზიდენტი და მკითხა, დამიკავშირდა თუ არა ვინმე. მე, რასაკვირველია, ვუთხარი რომ არავინ. ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან არ მეგონა თუ პრეზიდენტს ეს საკითხი ემახსოვრებოდა. აი, ასე გადაწყდა ქართული ფოლკლორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს გადმოეცა ბრწყინვალე შენობა, რომელიც სრულად გარემონტდა და აღიჭურვა.

შენობაში დღემდე განთავსებულია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი თავისი საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებით, სამუშაო სივრცეებით და არაჩვეულებრივი ბაღით.

ასევე, მიხელ სააკაშვილის დიდი დახმარებით შევძელით დაგვეარსებინა საქართველოს ისტორიაში პირველი ფოლკლორული რადიო FM სივრცეში - ფოლკ რადიო.

ასე მოვედით 2012 წლამდე. შემდეგ ალბათ იცით, რომ დიდი ბინძური ბრძოლისა და ზეწოლის ფონზე გამათავისუფლეს ცენტრის დირექტორობიდან. არაოფიციალური მიზეზი ის იყო, რომ ფოლკლორი დავღუპე და არ ვემსახურე ფეოდალებს.

რა თქმა უნდა, მუდმივი არაფერია და ვცდილობ კვლავ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ქართულ ფოლკლორს.

დიდი მადლობა ყურადღებიათვის...

აქვე ვაზიარებ ფილმს, რომელიც ეხება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საქმიანობას ჩემი იქ მოღვაწეობის დროს" - წერს უშიკიშვილი.

"ყოველთვის შეძრწუნებული ვამჩნევდი იმ დარღვევას, რამაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა" - რას წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე გორთან მომხდარ ავარიაზე

"არ მოგატყუოთ არავინ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქრისტიანულ მოძღვრებას ეწინააღმდეგება" - მეუფე მელქისედეკი საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

"6 თვის იყო ჩემი შვილი, როცა ქმარს დავშორდი... პანდემიის დაწყებამდე ძუძუს კიბოს დიაგნოზი დამისვეს..." - 34 წლის მეწარმე მძიმე სენის სირთულეებზე, ოჯახსა და წარმატებულ ბიზნესზე