სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორი იყო თბილისელების ჩაცმულობა საუკუნეების წინ და ვინ იყო პავლე გამყრელიძე, რომელიც მაშინდელ ელიტას მოსავდა?
როგორი იყო თბილისელების ჩაცმულობა საუკუნეების წინ და ვინ იყო პავლე გამყრელიძე, რომელიც მაშინდელ ელიტას მოსავდა?

თბი­ლი­სე­ლებს ოდით­გან­ვე უყ­ვარ­დათ ლა­მა­ზად ჩაც­მა და ყო­ველ დრო­ში არ­სე­ბობ­და მათი ჩაც­მის გარ­კვე­უ­ლი სტი­ლი, სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც ისი­ნი მის­დევ­დნენ და ზუს­ტად იცავ­დნენ. სა­მო­სიც ერ­თგვა­რო­ვა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა, მის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას ქა­ლა­ქის ჭრე­ლი ეთ­ნი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაც გან­საზრვრავ­და. არ­სე­ბობ­და რო­გორც ქა­ლის, ისე მა­მა­კა­ცის სა­მო­სის სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბი...

ამ­ჯე­რად ამ თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლის­თვის, მე-18-მე19 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის თბი­ლი­სის ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­მო­სის გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპს გან­ვი­ხი­ლავთ.

მე-19 სა­უ­კუ­ნის 30-იანი წლე­ბი­დან თბი­ლი­სე­ლე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სის ტრანსფორ­მა­ცია და­ი­წყო, რაც სა­ქა­ლა­ქო ყო­ფი­თი კულ­ტუ­რის ევ­რო­პე­ი­ზა­ცი­ით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი...

რო­გორც ეთ­ნოგ­რა­ფი, პრო­ფე­სო­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, თბი­ლი­სელ­თა სა­მოსს ევ­რო­პუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი უფრო ადრე, მე-18 სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში და­ე­ტყო და ჩაც­მის ახალ­მა სტილ­მა ნელ-ნელა ქარ­თუ­ლი შეც­ვა­ლა. ეს ცი­ვი­ლი­ზა­ცია ქა­ლის ფეხ­საც­მლი­დან და­ი­წყო - ქო­შებს "ბა­თინ­კე­ბი" შე­ე­ნაც­ვლა, რი­თაც უფ­რო­სი თა­ო­ბა აღ­შფო­თე­ბუ­ლი იყო...

გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი ამ ფაქტს ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ერთხელ ივა­ნე მალ­ხა­ზი­ჩის (ან­დრო­ნი­კო­ვის) დე­დას­თან, მა­რი­ამ­თან შე­ვე­დი. ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი დი­დად და დი­დად გა­ჯავ­რე­ბუ­ლი დამ­ხვდა. - რაო, ბა­ტო­ნიშ­ვი­ლო, რამ გა­გა­ჯავ­რა ასე, ვინ რა გა­წყე­ნი­ნა? - რო­გორ რამ გა­მა­ჯავ­რა? უი, სირ­ცხვი­ლო! შვი­ლო, გა­გო­ნი­ლა? ოთა­რის ცოლს ქო­შე­ბი გა­უხ­დია და „ბაშ­მა­კე­ბი“ ჩა­უც­ვამს".

მე-19 სა­უ­კუ­ნის 80-იან ლებ­ში ევ­რო­პუ­ლი სა­მო­სი უკვე სა­ყო­ველ­თაო გახ­და, თუმ­ცა ეროვ­ნულ სა­მო­საც მო­იხ­მარ­დნენ. იმ პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში ევ­რო­პუ­ლი სა­ქონ­ლის მა­ღა­ზი­ე­ბი საკ­მა­ოდ იყო. გა­ზე­თებ­შიც ყო­ველ­დღი­უ­რად ქვეყ­ნდე­ბო­და გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ტან­საც­მლის ცნო­ბი­ლი მა­ღა­ზი­ებს რეკ­ლა­მას უწევ­და. მა­ღა­ზი­ებს სა­ქო­ნე­ლი პა­რი­ზი­დან ჩა­მოჰონ­დათ. პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­და ბევ­რი თერ­ძი/მკე­რა­ვიც.

პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და ქა­ლის სა­მო­სის თერ­ძი ვინ­მე პავ­ლე გამ­ყრე­ლი­ძე, რომ­ლის სამ­კერ­ვა­ლო მა­ღა­ზია 1875 წელს გახ­სნი­ლა. ბევ­რი კლი­ენ­ტი ჰყო­ლია მე­ი­დან­ში არ­სე­ბულ "აზი­უ­რი" ტან­საც­მლი­სა და ფეხ­საც­მლის სა­ხე­ლოს­ნოს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლის­ში ქსო­ვი­ლე­ბის სა­წარ­მე­ბი არ­სე­ბობ­და, ქსო­ვი­ლე­ბი მა­ინც სხვადსხვა ქვეყ­ნი­დან შე­მოჰ­ქონ­დათ: სპარ­სე­თი­დან აბ­რე­შუ­მის, ატ­ლა­სის, ფარ­ჩის, ხა­ვერ­დის იმ­პორ­ტი­რე­ბა ხდე­ბო­და; რუ­სე­თი­დან - ჩი­თი­სა და ხა­ვერ­დის; აბ­რე­შუ­მი შე­მო­დი­ო­და ევ­რო­პი­დან და ინ­დო­ე­თი­და­ნაც; პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ლე­კუ­რი მა­უ­დი, რომ­ლი­თაც ძი­რი­თა­დად მა­მა­კა­ცის ზედა სა­მო­სი იკე­რე­ბო­და. და­ღეს­ტნი­დან მოჰ­ქონ­დათ აგ­რეთ­ვე ნა­ბა­დი, ფა­ფა­ხი, ფეხ­საც­მე­ლი...

თბი­ლის­ში იყო რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­ამ­ქრო, გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ისი­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი კოს­ტი­უ­მის კერ­ვა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. თბი­ლი­სე­ლე­ბი მე-19 სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში უპი­რა­ტე­სო­ბას გა­მოკ­ვე­თი­ლი ფე­რის სა­მოსს ანი­ჭებ­დნენ - წი­თელს, ჟო­ლოს­ფერს, მწავ­ნეს, ყვი­თელს, იის­ფერს და ცის­ფერს. მწუ­ხა­რე­ბის დროს კი, შა­ვით იმო­სე­ბოდ­ნენ.

ინ­გლის­ლი მოგ­ზა­უ­რი რი­ჩარდ უილბ­რა­ჰა­მი, რო­მე­ლიც 1837 წელს ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში, წერ­და: "იმ­პე­რა­ტო­რის ყოფ­ნი­სას სა­სახ­ლე­ში რჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი მო­რი­გე­ობ­დნენ. თა­ვი­ანთ შე­სა­ნიშ­ნავ და მოხ­დე­ნილ ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლებ­მა სავ­სე­ბით და­ამ­ტკი­ცეს, რომ მსოფ­ლი­ო­ში ნამ­დვი­ლად ულა­მა­ზე­სი ერია. მდიდ­რუ­ლი აბ­რე­შუ­მის ან ფარ­ჩის მჭიდ­როდ მორ­გე­ბუ­ლი ტუ­ნი­კის ზე­მოთ ეც­ვათ მოკ­ლე­სა­ხე­ლო­ე­ბი­ა­ნი კაბა, ფარ­თო, აღ­მო­სავ­ლუ­რი აბ­რე­შუ­მის შარ­ვა­ლი. აწ­კე­პი­ლი შავი ჩექ­მა მუხ­ლამ­დე სწვდე­ბო­ათ. ერტყათ მდიდ­რუ­ლად მო­ვა­რა­ყე­ბუ­ლი ხან­ჯლე­ბი და ქა­მარ­ში გაყ­რი­ლი დამ­ბა­ჩე­ბი. თავ­ზე ცხვრის ტყა­ვის და­ბალ ქუდს ატა­რებ­დნენ"...

თბი­ლი­სე­ლი ქა­ლის სა­მო­სის ძი­რი­თა­დი ელე­მენ­ტე­ბი იყო: პე­რან­გი (მკერდმო­ქარ­გუ­ლი), კაბა, ზედა ტან­საც­მე­ლი, თავ­სა­ბუ­რა­ვი... საც­ვალს გრძელ­სა­ხე­ლო­ი­ა­ნი გრძე­ლი პე­რან­გი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც კო­ჭე­ბამ­დე სწვდე­ბო­დათ. კო­ჭე­ბამ­დე ატა­რებ­დნენ შარ­ვალ­საც, რო­მელ­საც შე­ი­დიშს უწო­დებ­დნენ. პე­რან­გი და შე­ი­დი­ში იკე­რე­ბო­და ტი­ლოს, აბ­რე­შუ­მი­სა და ბამ­ბის ქსოვ­ლის­გან. მე-19 სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მა­ღა­ლი ფე­ნის ქა­ლე­ბი თბი­ლის­ში ახა­ლუხ­საც (მოკ­ლე ჩახ­სნილ სა­მო­სი) ატა­რებ­დნენ. ახა­ლუ­ხი უცხო­ე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი ძვირ­ფა­სი ქსო­ვი­ლე­ბის­გან იკე­რე­ბო­და.

"ქარ­თუ­ლი კაბა" იყო გრძე­ლი, კა­ბა­ზე წა­მოც­მულ გუ­ლის­პირს ოქ­რო­ნა­ქარ­გი ჰქონ­და. აუ­ცი­ლე­ბე­ლი ელე­მენ­ტი იყო სარ­ტყე­ლიც (აბ­რე­შუ­მის, ატ­ლა­სის, ხა­ვერ­დის) რაც თით­ქმის ბო­ლომ­დე ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სარ­ტყლის ბო­ლო­ე­ბი ქვე­ვით ფარ­თოვ­დე­ბო­და, წინ იკვრე­ბო­და და ფე­ხე­ბამ­დე აღ­წევ­და. დი­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი ატა­რებ­დნენ ოქ­რო­ქ­სო­ვი­ლის­გან, გამჭვირ­ვა­ლე, თეთ­რი ან წი­თე­ლი შა­ლის ქსო­ვი­ლის სარ­ტყელს. კა­ბას ჰქონ­და ოდ­ნავ ჩახ­სნი­ლი სა­ხე­ლო­ე­ბი... მე-19 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ახა­ლუ­ხი კოფ­თამ (ზე­და­ტა­ნი) და ჩი­ხო­რამ (ქე­და­ტა­ნი) შეც­ვა­ლა. ქარ­თუ­ლი კა­ბის სა­ხე­ლო­ე­ბი მთლი­ა­ნი იყო...

წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი თბი­ლი­სე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ატა­რებ­დნენ ქა­თიბ­საც. ის იყო ძვირ­ფა­სი ბეწ­ვით გა­წყო­ბი­ლი, ატ­ლა­სი­თა და ხა­ვერ­დით შე­კე­რი­ლი (არა­ერ­თხელ არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მზით­ვის წიგ­ნებ­ში). წი­ნი­დან ოქ­რო­სი და ვერ­ცხლის კა­ვე­ბით იკვრე­ბო­და. ქა­თი­ბის გარ­და კა­ბა­ზე წა­მო­საც­მე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ტო­ლო­მა - თალ­ხი ფე­რის გრძე­ლი წა­მო­საც­მე­ლი, მას ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ზამ­თარ­ში ატა­რებ­დნენ. ტო­ლო­მის მსგავ­სი წა­მო­სას­ხა­მი დოლ­ბან­დი იყო. სა­ზა­ფხუ­ლო დოლ­ბან­დს ჰქონ­და გა­ნი­ე­რი, იდაყ­ვამ­დე სა­ხე­ლო­ე­ბი, სიგ­რძე კი მუხ­ლე­ბამ­დე აღ­წევ­და. თბი­ლი­სე­ლი ქალი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო თავ­სა­ბუ­რა­ვის გა­რე­შე, რო­მელ­საც ჩიხ­ტი­კოპს უწო­დებ­დნენ. ჩიხ­ტი­კო­პი იყო გა­თხო­ვი­ლი ქა­ლის თავ­ზე და­სად­გა­მი თავ­სა­ბუ­რა­ვი. ჩიხ­ტა იკე­რე­ბო­და ერ­თმა­ნეთ­ზე მი­წე­ბე­ბუ­ლი სქე­ლი ქა­ღალ­დის­გან, ან ხის პწკა­ლის­გან. რკა­ლი­სე­ბუ­რი მოყ­ვა­ნი­ლო­ბა ჰქონ­და, გარ­შე­მო ნა­ჭე­რი მოს­დევ­და. ჩიხ­ტას ზე­მო­დან ლე­ჩა­ქი ეფი­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც თავ­სა­ბუ­რა­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტი იყო. ლე­ჩა­ქი ჩიხ­ტა­ში ჩა­დე­ბულ კოპ­ზე ქინ­ძის­თა­ვით იყო მი­მაგ­რე­ბუ­ლი.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო ზე­და­ფე­ნი­სა და და­ბა­ლი ფე­ნის ქა­ლე­ბის ჩიხ­ტა. პირ­ვე­ლე­ბის ჩიხ­ტა უფრო მა­ღა­ლი იყო. ლე­ჩა­ქი/თავ­საკ­რა­ვი მაქ­მა­ნით იყო მორ­თუ­ლი. ქვრივ­თა და მო­ხუ­ცე­ბულ­თა ლე­ჩა­ქი უმაქ­მა­ნო იყო. თავ­საკ­რა­ვის ერთი ბოლო მკერ­დზე ჩა­მოჩ­ვე­ბუ­ლი გახ­ლდათ, მე­ო­რე - კი­სერ­ზე შე­მოხ­ვე­უ­ლი. სახ­ლი­დან გას­ვლის წინ თავ­სა­ბუ­რავ­ზე წა­მო­ის­ხამ­დნენ ბაღ­დადს. ბაღ­და­დი აბ­რე­შუ­მის უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც სადა, ისე ყვა­ვი­ლე­ბით მო­ჩი­თუ­ლი. მას და­მაგ­რე­ბუ­ლი თავ­საკ­რა­ვი არ უნდა და­ე­ფა­რა. თბი­ლი­სე­ლი ქა­ლე­ბის ფეხ­საც­მე­ლი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი იყო - ქო­შე­ბი, ფლოს­ტე­ბი, ქა­ლამ­ნე­ბი. ქოში ქუს­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად ღია ნა­ლით და­ჭე­დი­ლი გახ­ლდათ. ფლოს­ტი ფე­ხის წა­სა­ყო­ფი იყო, რო­მე­ლიც ფე­ხის წინა მხა­რეს ნა­ხე­ვა­რად ფა­რავ­და. იცოდ­ნენ რო­გორც ქსო­ვი­ლის, ისე ტყა­ვის პი­რი­ა­ნი ფლოს­ტე­ბი. ყვე­ლა­ნა­ირ ფეხ­სა­მოსს ნაქ­სოვ წინ­დებ­ზე იც­ვამ­დნენ. კოს­მე­ტი­კა და თა­ვის მოვ­ლა თბი­ლი­სე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ფარ­თოდ იყე­ნებ­დნენ კოს­მე­ტი­კას, ის­ვამ­დნენ ფე­რუ­მა­რილს, შა­ვად იღე­ბადვ­დნენ წარ­ბებ­სა და თმას...

მა­მა­კა­ცის სა­მო­სი მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში

თბი­ლი­სე­ლი მა­მა­კა­ცის კოს­ტი­უ­მი შედ­გე­ბო­და პე­რან­გის, შარ­ვლის, ახა­ლუ­ხი­სა და ჩო­ხის­გან. ახა­ლუ­ხი მოკ­ლე, შიდა სა­მო­სე­ლი იყო. ახა­ლუხს სა­ყე­ლო დამ­დგა­რი და გულ­და­ხუ­რუ­ლი ჰქონ­და. გუ­ლის­პირ­ზე ჰქონ­და ჯიბე, ზამ­თარ­ში და­სარ­ჩუ­ლე­ბულ­სა და და­ლი­ან­და­გე­ბულს იც­ვამ­დნენ... ახა­ლუ­ხი წინ იკვრე­ბო­და ღილ­კი­ლო­ე­ბით ან დუგმე­ბით. ახა­ლუ­ხის ზე­მო­დან შა­ლის ქსო­ვი­ლის ჩოხა ეც­ვათ, ჩო­ხას სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა ზო­მი­სას იც­ვამ­დნენ, უმე­ტე­სად კი, მისი სიგ­რძე მუხლს ქვე­მოთ ჩა­მო­დი­ო­და. ჩო­ხას გული ამოჭ­რი­ლი ჰქონ­და, რომ ახა­ლუ­ხი გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. ზურ­გი კი ჩაჭ­რი­ლი, წელ­სქვე­მოთ ჩახ­სნი­ლი, ნა­კე­ცე­ბი­ა­ნი, სა­ხე­ლო­ებ­გახ­სნი­ლი. მა­ჯა­სა­თან იკვრე­ბო­და, ანდა მხარ­ზე უკან იყო გა­დად­გმუ­ლი. ჩოხა იყო მა­მა­კა­ცის კაბა, წი­ნი­დან ჩახ­სნი­ლი. მკერ­დის არე­ში სა­მას­რე­ე­ბი ჰქონ­და მი­კე­რე­ბუ­ლი.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მას­რე­ე­ბი მა­მა­კა­ცის სა­მო­სის დე­კო­რა­ტი­ულ ელე­მენ­ტად იქცა... წელ­ზე შე­მორ­ტყმუ­ლი ვერ­ცხლის ქა­მარს ატა­რებ­დნენ, რო­მელ­ზე­დაც ხან­ჯალს კი­დებ­დნენ. მამ­კა­ცის ზედა ტან­საც­მელს ქუ­ლა­ჯა წარ­მო­ად­გენ­და, რო­მე­ლიც გარ­და თბი­ლი­სი­სა, ფარ­თოდ იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ქარ­თლსა და იმე­რეთ­ში.

ქუ­ლა­ჯა ძი­რი­თა­დად თბი­ლი­სე­ლი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის ტან­საც­მე­ლი გახ­ლდათ, იკ­რავ­დნენ ღილ-კი­ლო­ე­ბით. იკე­რე­ბო­და წელ­ში გა­მოჭ­რი­ლი ნა­ო­ჭას­ხმუ­ლი... მა­მა­კა­ცის ფეხ­საც­მე­ლი მა­მა­კა­ცის ქარ­თუ­ლი ჭვინ­ტი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი რბი­ლი ტყა­ვის­გან იკე­რე­ბო­და. ფეხ­ზე ეც­ვათ აგ­რეთ­ვე ქო­შე­ბი, წა­ღე­ბი (რბი­ლი­ტყა­ვის­გან შკე­რი­ლი ჩექ­მა). სა­ყო­ველ­თაო ფეხ­საც­მე­ლი იყო ქა­ლა­მა­ნი წვივ­ზე შე­მო­სი­ლი პა­ჭი­ჭე­ბით/პა­ი­ჭე­ბით. თბი­ლი­სე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლი გახ­ლდათ წვერ-ულ­ვა­შის ტა­რე­ბაც... ამ­რი­გად ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ თბი­ლი­სე­ლე­ბი იმ სა­მოს­სა და სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­სე­სუ­ა­რებ­ში, რომ­ლე­ბიც გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მათი შე­სამ­სელ-შე­სამ­კო­ბი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო.

ფო­ტო­ე­ბი: ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის არ­ქი­ვი

zoro
9

ღიმილი არ შეილებოდა მაგ დროს სურათებში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორი იყო თბილისელების ჩაცმულობა საუკუნეების წინ და ვინ იყო პავლე გამყრელიძე, რომელიც მაშინდელ ელიტას მოსავდა?

როგორი იყო თბილისელების ჩაცმულობა საუკუნეების წინ და ვინ იყო პავლე გამყრელიძე, რომელიც მაშინდელ ელიტას მოსავდა?

თბილისელებს ოდითგანვე უყვარდათ ლამაზად ჩაცმა და ყოველ დროში არსებობდა მათი ჩაცმის გარკვეული სტილი, სტანდარტი, რომელსაც ისინი მისდევდნენ და ზუსტად იცავდნენ. სამოსიც ერთგვაროვანი არასდროს ყოფილა, მის მრავალფეროვნებას ქალაქის ჭრელი ეთნიკური ვითარებაც განსაზრვრავდა. არსებობდა როგორც ქალის, ისე მამაკაცის სამოსის სახასიათო შტრიხები...

ამჯერად ამ თემით დაინტერესებული მკითხველისთვის, მე-18-მე19 საუკუნეების თბილისის ქართული მოსახლეობის სამოსის განვითარების სხვადასხვა ეტაპს განვიხილავთ.

მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან თბილისელების ტრადიციული სამოსის ტრანსფორმაცია დაიწყო, რაც საქალაქო ყოფითი კულტურის ევროპეიზაციით იყო გამოწვეული...

როგორც ეთნოგრაფი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი აღნიშნავს, თბილისელთა სამოსს ევროპული ელემენტები უფრო ადრე, მე-18 საუკუნის 80-იან წლებში დაეტყო და ჩაცმის ახალმა სტილმა ნელ-ნელა ქართული შეცვალა. ეს ცივილიზაცია ქალის ფეხსაცმლიდან დაიწყო - ქოშებს "ბათინკები" შეენაცვლა, რითაც უფროსი თაობა აღშფოთებული იყო...

გრიგოლ ორბელიანი ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა:

"ერთხელ ივანე მალხაზიჩის (ანდრონიკოვის) დედასთან, მარიამთან შევედი. ბატონიშვილი დიდად და დიდად გაჯავრებული დამხვდა. - რაო, ბატონიშვილო, რამ გაგაჯავრა ასე, ვინ რა გაწყენინა? - როგორ რამ გამაჯავრა? უი, სირცხვილო! შვილო, გაგონილა? ოთარის ცოლს ქოშები გაუხდია და „ბაშმაკები“ ჩაუცვამს".

მე-19 საუკუნის 80-იან ლებში ევროპული სამოსი უკვე საყოველთაო გახდა, თუმცა ეროვნულ სამოსაც მოიხმარდნენ. იმ პერიოდში თბილისში ევროპული საქონლის მაღაზიები საკმაოდ იყო. გაზეთებშიც ყოველდღიურად ქვეყნდებოდა განცხადებები, რომლებიც ტანსაცმლის ცნობილი მაღაზიებს რეკლამას უწევდა. მაღაზიებს საქონელი პარიზიდან ჩამოჰონდათ. პარალელურად მუშაობდა ბევრი თერძი/მკერავიც.

პოპულარობით სარგებლობდა ქალის სამოსის თერძი ვინმე პავლე გამყრელიძე, რომლის სამკერვალო მაღაზია 1875 წელს გახსნილა. ბევრი კლიენტი ჰყოლია მეიდანში არსებულ "აზიური" ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სახელოსნოს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ქსოვილების საწარმები არსებობდა, ქსოვილები მაინც სხვადსხვა ქვეყნიდან შემოჰქონდათ: სპარსეთიდან აბრეშუმის, ატლასის, ფარჩის, ხავერდის იმპორტირება ხდებოდა; რუსეთიდან - ჩითისა და ხავერდის; აბრეშუმი შემოდიოდა ევროპიდან და ინდოეთიდანაც; პოპულარული იყო ლეკური მაუდი, რომლითაც ძირითადად მამაკაცის ზედა სამოსი იკერებოდა. დაღესტნიდან მოჰქონდათ აგრეთვე ნაბადი, ფაფახი, ფეხსაცმელი...

თბილისში იყო რამდენიმე ათეული საამქრო, გაერთიანება, ისინი ტრადიციული კოსტიუმის კერვაზე იყო ორიენტირებული. თბილისელები მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში უპირატესობას გამოკვეთილი ფერის სამოსს ანიჭებდნენ - წითელს, ჟოლოსფერს, მწავნეს, ყვითელს, იისფერს და ცისფერს. მწუხარების დროს კი, შავით იმოსებოდნენ.

ინგლისლი მოგზაური რიჩარდ უილბრაჰამი, რომელიც 1837 წელს ჩამოვიდა თბილისში, წერდა: "იმპერატორის ყოფნისას სასახლეში რჩეული ქართველები მორიგეობდნენ. თავიანთ შესანიშნავ და მოხდენილ ტანსაცმელში გამოწყობილებმა სავსებით დაამტკიცეს, რომ მსოფლიოში ნამდვილად ულამაზესი ერია. მდიდრული აბრეშუმის ან ფარჩის მჭიდროდ მორგებული ტუნიკის ზემოთ ეცვათ მოკლესახელოებიანი კაბა, ფართო, აღმოსავლური აბრეშუმის შარვალი. აწკეპილი შავი ჩექმა მუხლამდე სწვდებოათ. ერტყათ მდიდრულად მოვარაყებული ხანჯლები და ქამარში გაყრილი დამბაჩები. თავზე ცხვრის ტყავის დაბალ ქუდს ატარებდნენ"...

თბილისელი ქალის სამოსის ძირითადი ელემენტები იყო: პერანგი (მკერდმოქარგული), კაბა, ზედა ტანსაცმელი, თავსაბურავი... საცვალს გრძელსახელოიანი გრძელი პერანგი გახლდათ, რომელიც კოჭებამდე სწვდებოდათ. კოჭებამდე ატარებდნენ შარვალსაც, რომელსაც შეიდიშს უწოდებდნენ. პერანგი და შეიდიში იკერებოდა ტილოს, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვლისგან. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მაღალი ფენის ქალები თბილისში ახალუხსაც (მოკლე ჩახსნილ სამოსი) ატარებდნენ. ახალუხი უცხოეთიდან შემოტანილი ძვირფასი ქსოვილებისგან იკერებოდა.

"ქართული კაბა" იყო გრძელი, კაბაზე წამოცმულ გულისპირს ოქრონაქარგი ჰქონდა. აუცილებელი ელემენტი იყო სარტყელიც (აბრეშუმის, ატლასის, ხავერდის) რაც თითქმის ბოლომდე ჩამოშვებული უნდა ყოფილიყო. სარტყლის ბოლოები ქვევით ფართოვდებოდა, წინ იკვრებოდა და ფეხებამდე აღწევდა. დიდებული ქალები ატარებდნენ ოქროქსოვილისგან, გამჭვირვალე, თეთრი ან წითელი შალის ქსოვილის სარტყელს. კაბას ჰქონდა ოდნავ ჩახსნილი სახელოები... მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ახალუხი კოფთამ (ზედატანი) და ჩიხორამ (ქედატანი) შეცვალა. ქართული კაბის სახელოები მთლიანი იყო...

წარჩინებული თბილისელი ქალბატონები ატარებდნენ ქათიბსაც. ის იყო ძვირფასი ბეწვით გაწყობილი, ატლასითა და ხავერდით შეკერილი (არაერთხელ არის დასახელებული მზითვის წიგნებში). წინიდან ოქროსი და ვერცხლის კავებით იკვრებოდა. ქათიბის გარდა კაბაზე წამოსაცმელად გამოიყენებოდა ტოლომა - თალხი ფერის გრძელი წამოსაცმელი, მას ხანდაზმული ადამიანები ზამთარში ატარებდნენ. ტოლომის მსგავსი წამოსასხამი დოლბანდი იყო. საზაფხულო დოლბანდს ჰქონდა განიერი, იდაყვამდე სახელოები, სიგრძე კი მუხლებამდე აღწევდა. თბილისელი ქალი წარმოუდგენელი იყო თავსაბურავის გარეშე, რომელსაც ჩიხტიკოპს უწოდებდნენ. ჩიხტიკოპი იყო გათხოვილი ქალის თავზე დასადგამი თავსაბურავი. ჩიხტა იკერებოდა ერთმანეთზე მიწებებული სქელი ქაღალდისგან, ან ხის პწკალისგან. რკალისებური მოყვანილობა ჰქონდა, გარშემო ნაჭერი მოსდევდა. ჩიხტას ზემოდან ლეჩაქი ეფინებოდა, რომელიც თავსაბურავის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. ლეჩაქი ჩიხტაში ჩადებულ კოპზე ქინძისთავით იყო მიმაგრებული.

განსხვავებული იყო ზედაფენისა და დაბალი ფენის ქალების ჩიხტა. პირველების ჩიხტა უფრო მაღალი იყო. ლეჩაქი/თავსაკრავი მაქმანით იყო მორთული. ქვრივთა და მოხუცებულთა ლეჩაქი უმაქმანო იყო. თავსაკრავის ერთი ბოლო მკერდზე ჩამოჩვებული გახლდათ, მეორე - კისერზე შემოხვეული. სახლიდან გასვლის წინ თავსაბურავზე წამოისხამდნენ ბაღდადს. ბაღდადი აბრეშუმის უნდა ყოფილიყო, როგორც სადა, ისე ყვავილებით მოჩითული. მას დამაგრებული თავსაკრავი არ უნდა დაეფარა. თბილისელი ქალების ფეხსაცმელი სხვადასხვაგვარი იყო - ქოშები, ფლოსტები, ქალამნები. ქოში ქუსლიანი და ნახევრად ღია ნალით დაჭედილი გახლდათ. ფლოსტი ფეხის წასაყოფი იყო, რომელიც ფეხის წინა მხარეს ნახევარად ფარავდა. იცოდნენ როგორც ქსოვილის, ისე ტყავის პირიანი ფლოსტები. ყველანაირ ფეხსამოსს ნაქსოვ წინდებზე იცვამდნენ. კოსმეტიკა და თავის მოვლა თბილისელი ქალბატონები ფართოდ იყენებდნენ კოსმეტიკას, ისვამდნენ ფერუმარილს, შავად იღებადვდნენ წარბებსა და თმას...

მამაკაცის სამოსი მე-19 საუკუნის დასაწყისში

თბილისელი მამაკაცის კოსტიუმი შედგებოდა პერანგის, შარვლის, ახალუხისა და ჩოხისგან. ახალუხი მოკლე, შიდა სამოსელი იყო. ახალუხს საყელო დამდგარი და გულდახურული ჰქონდა. გულისპირზე ჰქონდა ჯიბე, ზამთარში დასარჩულებულსა და დალიანდაგებულს იცვამდნენ... ახალუხი წინ იკვრებოდა ღილკილოებით ან დუგმებით. ახალუხის ზემოდან შალის ქსოვილის ჩოხა ეცვათ, ჩოხას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ზომისას იცვამდნენ, უმეტესად კი, მისი სიგრძე მუხლს ქვემოთ ჩამოდიოდა. ჩოხას გული ამოჭრილი ჰქონდა, რომ ახალუხი გამოჩენილიყო. ზურგი კი ჩაჭრილი, წელსქვემოთ ჩახსნილი, ნაკეცებიანი, სახელოებგახსნილი. მაჯასათან იკვრებოდა, ანდა მხარზე უკან იყო გადადგმული. ჩოხა იყო მამაკაცის კაბა, წინიდან ჩახსნილი. მკერდის არეში სამასრეები ჰქონდა მიკერებული.

დროთა განმავლობაში სამასრეები მამაკაცის სამოსის დეკორატიულ ელემენტად იქცა... წელზე შემორტყმული ვერცხლის ქამარს ატარებდნენ, რომელზედაც ხანჯალს კიდებდნენ. მამკაცის ზედა ტანსაცმელს ქულაჯა წარმოადგენდა, რომელიც გარდა თბილისისა, ფართოდ იყო გავრცელებული ქართლსა და იმერეთში.

ქულაჯა ძირითადად თბილისელი თავადაზნაურობის ტანსაცმელი გახლდათ, იკრავდნენ ღილ-კილოებით. იკერებოდა წელში გამოჭრილი ნაოჭასხმული... მამაკაცის ფეხსაცმელი მამაკაცის ქართული ჭვინტიანი ფეხსაცმელი რბილი ტყავისგან იკერებოდა. ფეხზე ეცვათ აგრეთვე ქოშები, წაღები (რბილიტყავისგან შკერილი ჩექმა). საყოველთაო ფეხსაცმელი იყო ქალამანი წვივზე შემოსილი პაჭიჭებით/პაიჭებით. თბილისელი მამაკაცებისთვის ტრადიციული გახლდათ წვერ-ულვაშის ტარებაც... ამრიგად ასე გამოიყურებოდნენ თბილისელები იმ სამოსსა და სავალდებულო აქსესუარებში, რომლებიც გასულ საუკუნეებში მათი შესამსელ-შესამკობი საშუალება იყო.

ფოტოები: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი

"საშინელება დატრიალდება რამდენიმე დღეში..." - ხალხმრავალი აქცია ბათუმში, პირბადეებისა და დისტანციის გარეშე

"პაციენტების 80% შესაძლოა, იყვნენ ინფექციის მატარებლები და არ ჰქონდეთ კლინიკური ნიშანი... ასეთები ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან"

საქართველოში მიწისძვრა მოხდა