ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson კორონავირუსის ერთ-ერთ ექსპერიმენტულ ვაქცინაზე კლინიკურ ცდებს "აუხსნელი დაავადების“ გამოწვევის გამო წყვეტს.
”ჩვენი გაიდლაინების შესაბამისად, მონაწილის დაავადება განიხილება და ფასდება მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის დამოუკიდებელი საბჭოს (DSMB), ასევე ჩვენი შიდა კლინიკური და უსაფრთხოების ექიმების მიერ.
მოულოდნელი სერიოზული გვერდითი მოვლენის (SAE) დაფიქსირების შემთხვევაში, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ვაქცინასთან, ან საკვლევ პრეპარატთან, ჩვენი კვლევები ჩერდება. სანამ კვლევის განახლების შესახებ გადაწვყვეტილებას მივიღებთ, ყველა სამედიცინო ინფორმაცია სიფრთხილით გადაიხედება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Johnson & Johnson-მა კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაზე ცდების მესამე ეტაპი 23 სექტემბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნიდან 60 000 ადამიანს უნდა მიეღო.
ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე ცდის, ფაზა 3-ის შეჩერების მეორე შემთხვევაა. გასულ თვეში, კვლევის მონაწილეში გამოვლენილი ნერვოლოგიური გართულებების გამო, ცდები ბრიტანეთში, კომპანია AstraZeneca-ც შეაჩერა.
ასე, ამ გარემოებაში გაკეთებულ ვაქცინას ჩემი მტერი ენდოს! გითხარით, ამას არანაირი საღი შეფასება არ გააჩნია. ესაა ევროატლანტიკური სივრცის ბუას შედეგი(სანამ ეს ბუა არ აღმოიფხვრება, მანამ არავის არ ეშველება), რაც სიმპტომატიკის მედიცინის გადარჩენას ემსახურება მხოლოდ და არა ადამიანსა და მის კოვიდთან შეხებას. ყველა ადამიანი, რომელსაც სხეულის მკურნალობისა და პროფილაქტიკის გაგება არ მიეცა, მოკლა ამ სახის მედიცინამ. ის 43 წლის ჯამრთელობა მოწყვლადი ადამიანი მოკლა ამ მედიცინამ, რადგან მისი გარემოება ადვილად ექვემდებარება მკურნალობას, რასაც ეს მედიცინა არაფრის დიდებით არ დაუშვებს და არ გააკეთებს. კერძოდ, ყველა დავადება ვედიკის სინდრომის ჩათვლით ექვემდებარება მკურნალობასა და აღდგენას, მაგრამ არავითარ ამ მედიცინაში, რომელიც ეძებს ტექნოლოგიურ საშუალებებს, სადაც სხეულის აღდგენის ალბათობა ძალიან პატარაა(მერე თავად წერს პერიოდულად, რომ ესა და ეს წამალი მავნებელიაო). როდემდე? რატომ არ გსურთ ამის განხილვა და რატომ არ სვამთ შესაბამის კითხვებს დროულად? გაუგებარია, მაგრამ ხომ ადამიანს ეხება.
ხა ხა ხა