პარტნიორები:
    ავტორი:

    დუშეთში 60 წლამდე ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს -"მან ქალს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა"

    დუშეთში 60 წლამდე ქალის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს -"მან ქალს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა"

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ დუშეთში 60 წლამდე ქალის მკვლელობას. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ზ.გ. პირი დააკავეს.

    დანაშაული 7-⁠დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ბრალდებულმა დუშეთის რაიონის სოფელ პავლეურში, 1961 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

    თბილისში "გლოვოს" თანამშრომელს მოპედი მოპარეს - დანაშაული არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს

    "რესტორან "ადმირალში“, სადაც ბაჩალიაშვილს სავარაუდოდ, შეხვედრა უნდა გაემართა, კამერების სადენები განზრახ არის გადაჭრილი" - ადვოკატი

    შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს