სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა ხდება "დინამო არენასთან", სადაც მალე საქართველო-ბელარუსის მატჩი გაიმართება (ვიდეო)
რა ხდება "დინამო არენასთან", სადაც მალე საქართველო-ბელარუსის მატჩი გაიმართება (ვიდეო)

თბი­ლი­სის "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბე­ლა­რუ­სის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­თა მატ­ჩი მა­ყუ­რებ­ლის გა­რე­შე გა­ი­მარ­თე­ბა. მატ­ჩი 20:00 სა­ათ­ზე თბი­ლი­სის "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" ჩა­ტარ­დე­ბა.

რო­გორც ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, და სწო­რედ ამი­ტომ ფე­დე­რა­ცია მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს სახ­ლი­დან უგულ­შე­მატ­კივ­რონ გუნდს.

„5 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მო­რი­გი სხდო­მა გა­ი­მარ­თა. საბ­ჭოს წევ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო - ბე­ლა­რუსს შო­რის გა­სა­მართ ევრო 2020-ის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ მატჩზე გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა დას­წრე­ბის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლეს. სხდო­მას სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ უე­ფას აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბრი­დან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი თა­ვად იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უე­ფას ეგი­დით გა­სა­მართ სა­ნაკ­რე­ბო და საკ­ლუ­ბო მატ­ჩებ­ზე გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით დას­წრე­ბის შე­სა­ხებ.

თბი­ლი­სის "დი­ნა­მო არე­ნას" ტე­ვა­დო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტა­დი­ონ­ზე მა­ყუ­რებ­ლის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 30%-იც კი, და­ახ­ლო­ე­ბით 16 000 გულ­შე­მატ­კი­ვარს შე­ად­გენს.

რო­გორც საბ­ჭოს სხდო­მა­ზე აღი­ნიშ­ნა, ათა­სო­ბით გულ­შე­მატ­კივ­რის თავ­შეყ­რა ერთ სივ­რცე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბულ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის, ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ 8 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლი­სის "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბე­ლა­რუ­სის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­თა მატ­ჩი გა­ი­მარ­თე­ბა მა­ყუ­რებ­ლის გა­რე­შე“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დი­ნა­მო არე­ნას­თან უკვე შე­იკ­რიბ­ნენ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი. ქო­მა­გე­ბი ად­გილ­ზე შე­ძა­ხი­ლე­ბით მი­ვიდ­ნენ. დი­ნა­მოს­თან გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" ვრცელ­დე­ბა:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რა ხდება "დინამო არენასთან", სადაც მალე საქართველო-ბელარუსის მატჩი გაიმართება (ვიდეო)

რა ხდება "დინამო არენასთან", სადაც მალე საქართველო-ბელარუსის მატჩი გაიმართება (ვიდეო)

თბილისის "დინამო არენაზე" საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე თბილისის "დინამო არენაზე" ჩატარდება.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, მოქალაქეების ჯანმრთელობა, და სწორედ ამიტომ ფედერაცია მოუწოდებს მოქალაქეებს სახლიდან უგულშემატკივრონ გუნდს.

„5 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველო - ბელარუსს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა.

მოგეხსენებათ, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ.

თბილისის "დინამო არენას" ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის "დინამო არენაზე" საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დინამო არენასთან უკვე შეიკრიბნენ ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები. ქომაგები ადგილზე შეძახილებით მივიდნენ. დინამოსთან გადაღებული კადრები "ფეისბუქზე" ვრცელდება:

ქუთაისში მეოთხე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

"სამწუხაროდ, საქართველოში ვერასდროს მივაღწევდი იმას, რაც ამერიკაში შევძელი - ქვეყანაში, სადაც არავინ მყავდა" - ქართველი თამარის ამერიკული წარმატება

"დე, აუცილებლად გავხდები ოლიმპიური ჩემპიონი" - 9 წლის ჩემპიონის მიზანი და ოცნება