სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 8 ჰა ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა, რაც "გულისამრევი თაღლითობაა"" - გიგი უგულავა
"ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 8 ჰა ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა, რაც "გულისამრევი თაღლითობაა"" - გიგი უგულავა

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი და ზუგ­დიდ­ში მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი, გიგი უგუ­ლა­ვა აცხა­დებს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ყო­ფი­ლი იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი უნდა გან­თავ­დეს, 8 ჰექ­ტა­რი ფარ­თო­ბი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში და­ი­ტო­ვა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეს მისი მხრი­დან „კი­დევ ერთი გუ­ლი­სამ­რე­ვი თაღ­ლი­თო­ბაა“.

„2011-2012 წელს, ჩემი მო­თხოვ­ნით თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლომ იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ას რეკ­რე­ა­ცი­ულ-ლან­შაფ­ტუ­რი ტე­რი­ტო­რი­ის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა, სა­დაც მშე­ნებ­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი იყო. თა­ვის დრო­ზე ხელი შე­ვუ­წყე ივა­ნიშ­ვილს, რომ ეყი­და ეს ტე­რი­ტო­რია იმი­ტომ, რომ ყა­ზა­ხი ინ­ვეს­ტო­რე­ბი იყ­ვნენ, ასე­ვე ეს ტე­რი­ტო­რია ჯერ კი­დევ შე­ვარ­დნა­ძის დროს იყო გა­ყი­დუ­ლი და ბევ­რი „ჭრე­ლი“ მე­პატ­რო­ნე ჰყავ­და. მას ჰქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ტე­რი­ტო­რი­ის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გა­ემ­წვა­ნე­ბი­ნა, ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბით იყი­და. გუ­შინ რომ გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი, მო­მე­წო­ნა, რად­გან რაც არ უნდა იყოს, სა­ბო­ლო­ოდ, ქა­ლა­ქის­თვის სჯობს-მეთ­ქი, მაგ­რამ დღეს აღ­მო­ვა­ჩი­ნე,რომ ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თლაც თაღ­ლი­თია, ყვე­ლა მხრი­დან შე­ეც­დე­ბა რწყი­ლი გა­ა­ტყა­ვოს და სარ­გე­ბე­ლი ნა­ხოს. იცით, რომ თურ­მე რაც ახლა მთავ­რო­ბამ ზარ-ზე­ი­მით გა­და­ი­ბა­რა, იპოდ­რო­მის შიდა რკა­ლი, 8 ჰექ­ტა­რი, რაც გარ­შე­მო არის გამ­წვა­ნე­ბუ­ლი, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის­თვის და­ი­ტო­ვა. 8 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია და­ი­ტო­ვა და ქა­ლაქს გა­დას­ცა ის, რა­ზეც შე­ვარ­დნა­ძის დრო­ი­დან ყვე­ლა შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო, რომ იქ არა­ვინ არა­ფერს აა­შე­ნებ­და. მას პარ­კის მო­წყო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. ანუ ქა­ლაქს „შე­ტე­ნა“ პარ­კის გა­კე­თე­ბა და თვი­თონ სამ­შე­ნებ­ლოდ და­ი­ტო­ვა და­ნარ­ჩე­ნი ტე­რი­ტო­რია. ამ სკვე­რის მერე ეს ტე­რი­ტო­რია უფრო გაძ­ვირ­დე­ბა და ყვე­ლა თან­ხას ამო­ი­ღებს. აბა ყვე­ლა­ზე გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია რა­ტომ და­ი­ტო­ვა?! აი, ეს არის კი­დევ ერთი გუ­ლი­სამ­რე­ვი თაღ­ლი­თო­ბა ამ ადა­მი­ა­ნის მხრი­დან. შე­იძ­ლე­ბა რამე გა­ა­კე­თოს ამ კაც­მა ისე, რომ სარ­გე­ბე­ლი არ ნა­ხოს და რწყი­ლი არ გა­ა­ტყა­ვოს?! მარ­თლაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, დღეს ამის გამო გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი“, - აცხა­დებს უგუ­ლა­ვა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი ყო­ფი­ლი იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 36 ჰექ­ტარ­ზე გან­თავ­სდე­ბა. ყო­ფი­ლი იპოდ­რო­მის ტე­რი­ტო­რია საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდმა „ქარ­თუმ“ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა. ქო­ნე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გუ­შინ მო­ე­წე­რა ხელი.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
415

ივანიშვილის ფრჩხილის ფასიც არა ხარ შე უნამუსო საცოდავო.

:)
113

აუ ამ საკითხზე ხვალ კიდე გააკეთეთ რა პრეზენტაცია ღმერთი სამობითაა,ოღონდ ახლა ცეესკოს სახურავიდან ფლიზზზზზზზზზ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 8 ჰა ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა, რაც "გულისამრევი თაღლითობაა"" - გიგი უგულავა

"ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 8 ჰა ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა, რაც "გულისამრევი თაღლითობაა"" - გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი და ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი უნდა განთავდეს, 8 ჰექტარი ფართობი კერძო საკუთრებაში დაიტოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მისი მხრიდან „კიდევ ერთი გულისამრევი თაღლითობაა“.

„2011-2012 წელს, ჩემი მოთხოვნით თბილისის საკრებულომ იპოდრომის ტერიტორიას რეკრეაციულ-ლანშაფტური ტერიტორიის სტატუსი მიანიჭა, სადაც მშენებლობა დაუშვებელი იყო. თავის დროზე ხელი შევუწყე ივანიშვილს, რომ ეყიდა ეს ტერიტორია იმიტომ, რომ ყაზახი ინვესტორები იყვნენ, ასევე ეს ტერიტორია ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო გაყიდული და ბევრი „ჭრელი“ მეპატრონე ჰყავდა. მას ჰქონდა ვალდებულება, ტერიტორიის ნახევარზე მეტი გაემწვანებინა, ამ ვალდებულებით იყიდა. გუშინ რომ გავიგე ეს ამბავი, მომეწონა, რადგან რაც არ უნდა იყოს, საბოლოოდ, ქალაქისთვის სჯობს-მეთქი, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე,რომ ივანიშვილი მართლაც თაღლითია, ყველა მხრიდან შეეცდება რწყილი გაატყავოს და სარგებელი ნახოს. იცით, რომ თურმე რაც ახლა მთავრობამ ზარ-ზეიმით გადაიბარა, იპოდრომის შიდა რკალი, 8 ჰექტარი, რაც გარშემო არის გამწვანებული, კერძო საკუთრებაში განაშენიანებისთვის დაიტოვა. 8 ჰექტარი ტერიტორია დაიტოვა და ქალაქს გადასცა ის, რაზეც შევარდნაძის დროიდან ყველა შეთანხმებული იყო, რომ იქ არავინ არაფერს ააშენებდა. მას პარკის მოწყობის ვალდებულება ჰქონდა. ანუ ქალაქს „შეტენა“ პარკის გაკეთება და თვითონ სამშენებლოდ დაიტოვა დანარჩენი ტერიტორია. ამ სკვერის მერე ეს ტერიტორია უფრო გაძვირდება და ყველა თანხას ამოიღებს. აბა ყველაზე გამწვანებული ტერიტორია რატომ დაიტოვა?! აი, ეს არის კიდევ ერთი გულისამრევი თაღლითობა ამ ადამიანის მხრიდან. შეიძლება რამე გააკეთოს ამ კაცმა ისე, რომ სარგებელი არ ნახოს და რწყილი არ გაატყავოს?! მართლაც წარმოუდგენელია, დღეს ამის გამო გაოგნებული ვიყავი“, - აცხადებს უგულავა.

ცნობისთვის, თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას გუშინ მოეწერა ხელი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზუმე"

"ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების დღეს ხალხმრავალ შეკრებას გეგმავს" - რა წერილს ასაჯაროებს მერია