სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ქუჩაში, ჩემი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს და იძალადეს... ცხრა თვეში ჩემი შვილი გაჩნდა" - 37 წლის ქალის უმძიმესი ცხოვრება და მოგონებები პანსიონატზე
"ქუჩაში, ჩემი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს და იძალადეს... ცხრა თვეში ჩემი შვილი გაჩნდა" - 37 წლის ქალის უმძიმესი ცხოვრება და მოგონებები პანსიონატზე

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 37 წლის თა­მარს, თბი­ლი­სი­დან. გო­გო­ნას უმ­ძი­მე­სი ცხოვ­რე­ბა აქვს გა­მოვ­ლი­ლი და დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს, რო­გორ სას­ტი­კად ეპყრო­ბოდ­ნენ, სე­ნა­კის პან­სი­ო­ნატ­ში.

რო­გორც ამ­ბობს, და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე მშობ­ლებ­მა ის ბავშთა სახ­ლს მი­ა­ბა­რეს და მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეტა­პიც აქე­დან და­ი­წყო.

"ერთ ღა­მეს, ქუ­ჩა­ში, ჩემი უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბით ისარ­გებ­ლეს და იძა­ლა­დეს. ცხრა თვე­ში ჩემი შვი­ლი გაჩ­ნდა. წლი­ნა­ხევ­რის ბავ­შვთან ერ­თად, თა­ვის გა­ტა­ნა ქუ­ჩა­ში მი­წევს.მთაწ­მინ­და­ზე და­ვი­ბა­დე. ერთი თვის ვი­ყა­ვი, როცა ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი შე­ზღუ­დუ­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზით, მშობ­ლებ­მა ნუ­ცუ­ბი­ძე­ზე, ჩვილ ბავ­შვთა სახ­ლში ჩა­მა­ბა­რეს. ასეთ პა­ტა­რას გო­ნებ­რი­ვი შე­ზღუ­დუ­ლო­ბა რა­ნა­ი­რად და­მიდ­გი­ნეს, არ ვიცი, დი­აგ­ნო­ზი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­ძი­მეს, ად­ვი­ლად რომ მო­ვე­შო­რე­ბი­ნე. 5 წლამ­დე იქ ვიზ­რდე­ბო­დი. ვერ დავ­დი­ო­დი - ძვლე­ბის არას­წო­რი ზრდა მქონ­და და მხო­ლოდ ხოხ­ვით გა­და­ვა­ად­გილ­დე­ბო­დი.

5 წლის შემ­დეგ, სე­ნა­კის პან­სი­ო­ნატ­ში გა­და­მა­ნა­წი­ლეს და იქი­დან და­ი­წყო ჩემი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ჯო­ჯო­ხე­თი. ისე გა­ვი­ზარ­დე, სით­ბო და სი­ხა­რუ­ლი არ მი­ნა­ხავს. დღე ისე არ გა­ვი­დო­და, დი­რექ­ტორს რომ არ ვე­ცე­მე. წერა-კი­თხვა ჩემ­თვის არა­ვის უს­წავ­ლე­ბია, უფრო იმ ბავ­შვებს აქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას, ვინც და­დი­ო­და. ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამე­რი­კე­ლებ­მა ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს რა­ღაც პროგ­რა­მით და სი­ა­რუ­ლი შევ­ძე­ლი.

სე­ნაკ­ში დი­რექ­ცი­ას ისე ჰქონ­და საქ­მე და­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ უფ­როს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს მეტი უფ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ, ვიდ­რე პა­ტა­რებს. ამი­ტომ, სულ გვჩაგ­რავ­დნენ - სტუმ­რე­ბი რომ მო­დი­ოდ­ნენ და სა­ჩუქ­რებს მოგ­ვი­ტან­დნენ, იმ სა­ჩუქ­რებს უფ­რო­სე­ბი გვარ­თმევ­დნენ და დი­რექ­ტორ­თან მიჰ­ქონ­დათ. სულ მში­ო­და, გა­უ­რე­ცხავ და უგე­მურ საჭ­მელს გვაჭ­მევ­დნენ.

ლო­ბი­ოს მო­ხარ­შავ­დნენ და მა­რილ­საც არ უკე­თებ­დნენ, არ შე­ჭამ­დი და დი­რექ­ტო­რი თმა­ში ჩა­გავ­ლებ­და ხელს, წა­გათ­რევ­და და გცემ­და. ამი­ტომ ვჭამ­დი, მაგ­რამ მერე გავ­დი­ო­დი და უკან ამომ­ქონ­და.18 წლის რომ გავ­ხდი, გა­დავ­წყვი­ტე, მე­გო­ბარ­თან ერ­თად გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი სე­ნა­კი­დან. თავ­ში ერთი აზრი მიტ­რი­ა­ლებ­და - თბი­ლის­ში გა­დავ­რჩე­ბო­დი. მე და გვან­ცა მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გა­დავ­ხტით და ტრა­სამ­დე გა­ვე­დით. მან­ქა­ნე­ბი არ გვი­ჩე­რებ­დნენ, ვინ არი­ან ეს გი­ჟე­ბიო, მაგ­რამ რო­გორ­ღაც ჩა­მო­ვე­დით თბი­ლი­სამ­დე. მახ­სოვს, მეტ­რო­ში ამოვ­ყა­ვით თავი და სკამ­ზე არც კი დაგ­ვსვეს, ქვე­მოთ ვე­ყა­რეთ. მერე გვან­ცა ცუ­დად გახ­და, კრუნ­ჩხვე­ბი და­ე­წყო. ესეც იცით, რა­ტომ? სულ სცემ­დნენ და თავ­ში რა­ღაც და­უ­ზი­ან­და. მე საჭ­მლის მო­სა­პა­რად გა­ვი­ქე­ცი, გვან­ცა რომ გა­და­მერ­ჩი­ნა. ამა­სო­ბა­ში, ვი­ღა­ცამ გვიც­ნო - გვან­ცა და თა­მა­რი არ ხარ­თო?!

თმა ორი­ვეს ბი­ჭუ­რად გვქონ­და შეჭ­რი­ლი და მო­ვი­ტყუე, არა, მე გი­ორ­გი მქვია-მეთ­ქი. მაგ­რამ პო­ლი­ცი­ამ მა­ინც დაგ­ვი­ჭი­რა, ამოგ­ვიც­ნო და იმა­ვე სა­ღა­მოს დაგ­ვაბ­რუ­ნეს სე­ნაკ­ში. არც კი უკი­თხავთ, რა­ტომ გა­მო­ვი­ქე­ცით. მე­ო­რე დი­ლით დი­რექ­ტო­რი მო­ვი­და, ხელ-ფეხი შე­მიკ­რა, რა­დი­ა­ტორ­ზე მი­მა­ბა და გო­ნის და­კარ­გვამ­დე მცე­მა. თან ისე­თი სი­ტყვე­ბით მა­გი­ნებ­და, მა­ნამ­დე რომ არ მსმე­ნია. ასე­თი წესი ჰქონ­და – ცე­მას რომ მორ­ჩე­ბო­და, გრა­ფინს აი­ღებ­და და თავ­ზე წყალს გას­ხამ­და. იმ დღეს იმი­თაც დამ­სა­ჯეს, რომ თმა გა­დამ­პარ­სეს.

რომ ვე­ცე­მეთ, მი­ზეზს ყო­ველ­თვის პო­უ­ლობ­დნენ. ხან­და­ხან კი­თხვას რომ ვსვამ­დი, თუ რა­ტომ მცემ­დნენ, მპა­სუ­ხობ­დნენ, რომ ცელ­ქი ვარ, მო­უს­ვე­ნა­რი და გრძე­ლი ენა მაქვს. ყო­ველ ჯერ­ზე, რამ­დენ­ჯე­რაც დი­რექ­ტორ­თან და­მი­ბა­რებ­დნენ, სულ მცემ­დნენ. დი­რექ­ტო­რი ხან წვე­ტი­ან ფეხ­სა­ცემლს მირ­ტყამ­და, აი, ისეთს, პარ­ლა­მენ­ტა­რებს რომ აც­ვი­ათ-ხოლ­მე, ხან სა­ფერ­ფლეს ჩა­მარ­ტყამ­და, ხან - სკამს, ხან თავს მი­მა­ხეთ­ქე­ბი­ნებ­და კე­დელ­ზე. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დი­ვან­ზე ის­ხდნენ და იცი­ნოდ­ნენ. ცე­მას ისე მი­ვეჩ­ვიე, ბო­ლოს აღარც მტკი­ო­და. მახ­სოვს, კა­ბი­ნეტ­ში მა­ცი­ვა­რი ედგა, ცე­მის დროს ვცდი­ლობ­დი, გა­მე­ღო – ეგებ, რამე ნორ­მა­ლუ­რი საჭ­მე­ლის აღე­ბა მო­მეს­წრო და უცებ შე­მე­ჭა­მა.

ცემა ერ­თა­დერ­თი დას­ჯა არ იყო. უფ­ლე­ბა არ მქონ­და, მე­ლა­პა­რა­კა და ვინ­მეს მო­ეს­მი­ნა. უფ­როს ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს დი­რექ­ცი­ის­გან ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა, რომ პა­ტა­რე­ბი და­ე­ჩაგ­რათ და ეძა­ლა­დათ. ერთხელ იმით დამ­სა­ჯეს, რომ ერთ მო­ძა­ლა­დე ბე­ნე­ფი­ცი­არ ბი­ჭთან ჩამ­კე­ტეს. ეს იმი­ტომ გა­ა­კე­თეს, იმ ბიჭს რომ გა­ვე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნე. ამ ხერ­ხს ხში­რად მი­მარ­თავ­დნენ გო­გო­ე­ბის და­სას­ჯე­ლად, მაგ­რამ მე თავს ვი­ცავ­დი და გა­დარ­ჩე­ნის­თვის ფი­ზი­კუ­რად ვიბ­რძობ­დი.

ამ ბიჭ­მა ვე­რა­ფე­რი მო­მი­ხერ­ხა გარ­და იმი­სა, რომ უმო­წყა­ლოდ მცე­მა.სულ ვცდი­ლობ­დი, რო­გორც ქალი, ვინ­მეს არ მოვ­წო­ნე­ბო­დი და ჩემ­თვის რამე არ და­ე­შა­ვე­ბი­ნა. თმას გან­გებ ვი­მა­ხინ­ჯებ­დი, ჭუ­ჭყი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი მეც­ვა, ხან­და­ხან ყვე­ლას და­სა­ნა­ხა­ვად ხელს ნა­გავ­ში ვყოფ­დი და მერე პირ­ში ვი­დებ­დი, ბი­ჭებს რომ შევ­ზი­ზღე­ბო­დი.არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა მექ­ნე­ბო­და. ვი­ცო­დი, რა­ღა­ცას და­მი­შა­ვებ­დნენ და ამის­თვის ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვი. კა­რა­ტეს ილე­თე­ბიც კი ვის­წავ­ლე, თავი რომ და­მეც­ვა.

ვის­თა­ნაც თა­ვის დაც­ვა არ გა­მო­მი­ვი­დო­და და ჩემ­ზე ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, რა­მით ხომ უნდა გა­მემ­წა­რე­ბი­ნა?! ამი­ტომ, ვი­გი­ნე­ბო­დი და ასე ვცდი­ლობ­დი მის და­ჩაგ­ვრას. ბევ­რჯერ მი­ტი­რია - რა და­ვა­შა­ვე ასე­თი, რა­ტომ ამ­კი­დეს მშობ­ლებ­მა ეს ტვირ­თი და გამ­წი­რეს?25 წლის ვი­ყა­ვი, სე­ნა­კის ბავ­შვთა სახ­ლი რომ და­ი­შა­ლა. დუ­შე­თის პან­სი­ონ­ში გა­და­მა­ნა­წი­ლეს, სა­დაც იგი­ვე გრძელ­დე­ბო­და. ამი­ტომ, ხში­რად გავ­რბო­დი თბი­ლის­ში და ქუ­ჩა­ში ყოფ­ნა მერ­ჩივ­ნა. ერთხელ, ერ­თმა ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა კაც­მა ისე მცე­მა, თმა ამო­მაგ­ლი­ჯა და თავი კა­ფელ­ზე მარ­ტყმე­ვი­ნა. პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს, მაგ­რამ რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია, არ გა­მო­უ­ძი­ე­ბი­ათ. მე და­მაბ­რა­ლეს, შენ გა­მო­იწ­ვევ­დიო.

ჩემი სის­ხლი­ა­ნი და და­ხე­უ­ლი კურ­ტკა ისევ პო­ლი­ცი­ა­შია.ამი­ტომ სულ გავ­რბო­დი. ქუჩა-ქუჩა ვი­ყა­ვი, რომ შიგ­ნით, ამ სახ­ლებ­ში, არა­ვის და­ე­შა­ვე­ბი­ნა ჩემ­თვის რამე. სულ გაქ­ცე­ვა, გაქ­ცე­ვა, გაქ­ცე­ვა... დუ­შეთ­ში და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად მო­მა­ნი­ჭეს ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვის მქო­ნე პი­რის სტა­ტუ­სი. არა­და, ხომ უნდა გამ­სა­უბ­რე­ბო­და ვინ­მე?! მო­ვუყ­ვე­ბო­დი, რა­ტომ ვარ აგე­სი­უ­ლი, რა­ტომ ვი­ცავ თავს. იმი­ტომ, რომ სულ მჩაგ­რავ­დნენ.

არა­ვი­თა­რი თე­რა­პია და სხვა დახ­მა­რე­ბა არ მი­მი­ღია. რამ­დენ­ჯერ­მე ძა­ლით წა­მიყ­ვა­ნეს ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში და ძა­ლით მი­კე­თებ­დნენ ნემ­სებს, როცა მე სულ სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და. მე გიჟი არ ვარ, მე სის­ტე­მის და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ვარ, მაგ­რამ ჩემს აზრს არას­დროს არა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.ქუ­ჩა­შიც ყვე­ლა უნ­დობ­ლად მი­ყუ­რებ­და - ვინ არის ეს ქალი, ნაგ­ვი­დან იღებს საჭ­მელს, იგი­ნე­ბა, ძაღ­ლებ­თან ცხოვ­რობს (ძაღ­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს), მაგ­რამ ვინ ვარ და ასე რა­ტომ ვცხოვ­რობ, არა­ვის უკი­თხავს ჩემ­თვის. მა­ფურ­თხე­ბენ, პან­ღუ­რებს მირ­ტყა­მენ, მცე­მენ... მაგ­რამ ჩემს შვილს არას­დროს და­უ­ნა­ხავს, რო­გორ მამ­ცი­რე­ბენ.ჩემი შვი­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ქუ­ჩა­ში გაჩ­ნდა.

ბავ­შვის გა­ჩე­ნა არას­დროს მი­ფიქ­რია.ერთ ღა­მეს, ისევ უდა­ნა­შა­უ­ლოდ, მთვრალ­მა კაც­მა მცე­მა. ადა­მი­ა­ნე­ბი თავს ამის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ, როცა ღა­მით ქალს ხე­და­ვენ ქუ­ჩა­ში. ისე­თი ნა­ცე­მი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ო­და. ცოტა რომ დამ­ვი­წყე­ბო­და ეს ტკი­ვი­ლე­ბი, დავ­ლიე და იქვე ქუ­ჩა­ში მი­მე­ძი­ნა. დი­ლით ვი­ღა­ცის სახ­ლში გა­მეღ­ვი­ძა, სულ სის­ხლი­ა­ნი ვი­ყა­ვი, ვერც კი მივ­ხვდი, რა მოხ­და. როცა გა­ვი­გე, რაც მოხ­და, ძა­ლი­ან შემ­რცხვა.

ჩემს მე­გობ­რებს ვერ ვუ­თხა­რი, შე­მე­შინ­და - და­ცინ­ვას და­მი­წყებ­დნენ და მე გა­მამ­ტყუ­ნებ­დნენ.არა­ფე­რი ცოდ­ნა მე არ გა­მაჩ­ნდა, ისე გა­მე­ბე­რა მუ­ცე­ლი, ბო­ლოს­კენ გა­ვი­აზ­რე, ბავ­შვი რომ მეჯ­და შიგ­ნით. მე­გო­ბარ­მა ტეს­ტი გა­მა­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ მა­ინც არ და­ვი­ჯე­რე. ისევ ქუ­ჩა­ში ვცხოვ­რობ­დი და ვი­ღა­ცე­ბის და­ტო­ვე­ბულ საჭ­მელს ვჭამ­დი, დუ­შეთ­ში არ ვბრუნ­დე­ბო­დი, მე­ში­ნო­და, ისევ არ ვე­ცე­მე ვინ­მეს. თუმ­ცა ბო­ლოს ექოც გა­მი­კე­თეს პან­სი­ონ­ში და სა­კე­ის­როც და­მი­ფი­ნან­სეს "ღუ­დუ­შა­ურ­ში." ასე გაჩ­ნდა ალექ­სან­დრე.ბავ­შვს სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მარ­თმევ­და. დიდი ბრძო­ლე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე, რომ შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.

არ მინ­და, ჩემ­მა შვილ­მაც ისე­თი­ვე უდე­დო ცხოვ­რე­ბა გა­ი­ა­როს, რო­გორც მე. არ მინ­და, ის რომ „დედა“-ს და­ი­ძა­ხებს, ვი­ღა­ცამ უპა­სუ­ხოს - „შენი და შენი დე­დაც“-ო. მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით და რჩე­ვით, ბავ­შვი არ დავ­თმე. ხელს არ ვუშ­ვებ­დი. სამ­შო­ბი­ა­რო­დან კა­ხეთ­ში, მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გაგ­ვიშ­ვეს. ჩემ­თვის ეს პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან მძი­მე იყო, ამი­ტომ ერთ თვე­ში გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე და მო­ვი­თხო­ვე, დე­და­თა და ბავ­შვთა პან­სი­ონ­ში გა­და­ვე­ნა­წი­ლე­ბი­ნე. დუ­შეთ­ში აღარ აბ­რუ­ნებ­დნენ - ბავ­შვი­ა­ნებს იქ აღარ ვი­ღებ­თო.ისევ მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გად­მო­ვე­დი თბი­ლის­ში „ბავ­შვთა სო­ფელ­ში.“

იქაც ისე­თი­ვე სის­ტე­მა დამ­ხვდა - ძვე­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ახ­ლებს გვჩაგ­რავ­დნენ – მთხოვ­დნენ, სი­გა­რე­ტი და ფული მი­მე­ცა მათ­თვის. მეც თავს ვი­ცავ­დი და დამ­ნა­შა­ვე ისევ მე გა­მოვ­დი­ო­დი. რამ­დენ­ჯერ­მე ძი­ძებს შევ­ჩივ­ლე და მი­თხრეს, უნდა მო­ით­მი­ნო და ამ სახ­ლის წე­სე­ბით იცხოვ­როო.ერთი წლის მერე „ბავ­შვთა სო­ფელ­ში“ ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა და­მიმ­თავ­რდა და მე და ჩემი შვი­ლი ისევ ქუ­ჩა­ში წა­ვე­დით. ახლა, ხან სად ვა­თევთ ღა­მეს, ხან - სად. ერთ ბე­ბოს შე­ვე­კედ­ლეთ, მაგ­რამ იქაც სულ მი­კონ­ტრო­ლებს, რამ­დე­ნი დენი და წყა­ლი დავ­ხარ­ჯე. ამი­ტომ, ვცდი­ლობ, სახ­ლში ღამე დავ­ბრუნ­დე, არა­ვინ რომ არ შე­ვა­წუ­ხო.

სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი დრო­ე­ბით შე­მეშ­ვა და შვი­ლის წარ­თმე­ვით აღარ მე­მუქ­რე­ბა. ახლა, მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, ერთი პა­ტა­რა დრო­ე­ბი­თი თავ­შე­სა­ფა­რი მექ­ნე­ბა და სი­ცი­ვი­საც არ შეგ­ვე­შინ­დე­ბა მე და ჩემს შვილს. „ვორლდ ვი­ჟე­ნი“-ს ბაღ­ში ჩავ­წე­რე ბავ­შვი და იქ კარგ გა­რე­მო­ში იქ­ნე­ბა, სა­ნამ მე „ვი­მუ­შა­ვებ.“ ჩემი მუ­შა­ო­ბა, ფუ­ლის თხოვ­ნაა. ხან 20 ლარს ვაგ­რო­ვებ, ხან - 50-ზეც ავ­სულ­ვარ.

სა­ხელ­მწი­ფო ჩემ­ზე არ ზრუ­ნავს. რა მინ­და? მინ­და, რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბულ­სა და მარ­ტო­ხე­ლა დე­დას, უსაფრ­თხო თავ­შე­სა­ფა­რი მომ­ცეს, მჭირ­დე­ბა ფსი­ქო­ლო­გის თე­რა­პია და არა ძა­ლა­დობ­რი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში. ასე­ვე, იმა­ზე კი არ უნდა ფიქ­რობ­დეს, შვი­ლი რო­გორ წა­მარ­თვას, არა­მედ იმა­ზე, რო­გორ შე­მას­წავ­ლოს რამე პრო­ფე­სია და და­მა­საქ­მოს. არ­ცერ­თი ბავ­შვი არ უნდა იზ­რდე­ბო­დეს მშობ­ლის გა­რე­შე.

ავ­ტო­რი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია

ფოტო: გედა დარ­ჩია

პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის „ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან“ (ავ­ტო­რე­ბი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია, იდა ბახ­ტუ­რი­ძე, ნინო გა­მი­სო­ნია, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი: გედა დარ­ჩია, ნინო ბა­ი­და­უ­რი, სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი, სოფო აფ­ცი­ა­უ­რი) მიერ.

პლატ­ფორ­მა შე­იქ­მნა ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) და­ფი­ნან­სე­ბით. ამ­ჟა­მად, ახა­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ჩა­წე­რა და სტა­ტი­ე­ბის ნა­წი­ლის მომ­ზა­დე­ბა ხდე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის (EWMI) ACCESS-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
2

ამაზრზენი საზოგადოება.... 

გურამი76
1

25 წლისა კიდევ ბავშვთა სახლში იმყოფებოდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ქუჩაში, ჩემი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს და იძალადეს... ცხრა თვეში ჩემი შვილი გაჩნდა" - 37 წლის ქალის უმძიმესი ცხოვრება და მოგონებები პანსიონატზე

"ქუჩაში, ჩემი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს და იძალადეს... ცხრა თვეში ჩემი შვილი გაჩნდა" - 37 წლის ქალის უმძიმესი ცხოვრება და მოგონებები პანსიონატზე

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 37 წლის თამარს, თბილისიდან. გოგონას უმძიმესი ცხოვრება აქვს გამოვლილი და დეტალურად იხსენებს, როგორ სასტიკად ეპყრობოდნენ, სენაკის პანსიონატში.

როგორც ამბობს, დაბადებისთანავე მშობლებმა ის ბავშთა სახლს მიაბარეს და მისი ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპიც აქედან დაიწყო.

"ერთ ღამეს, ქუჩაში, ჩემი უმწეო მდგომარეობით ისარგებლეს და იძალადეს. ცხრა თვეში ჩემი შვილი გაჩნდა. წლინახევრის ბავშვთან ერთად, თავის გატანა ქუჩაში მიწევს.მთაწმინდაზე დავიბადე. ერთი თვის ვიყავი, როცა ფიზიკური და გონებრივი შეზღუდულობის დიაგნოზით, მშობლებმა ნუცუბიძეზე, ჩვილ ბავშვთა სახლში ჩამაბარეს. ასეთ პატარას გონებრივი შეზღუდულობა რანაირად დამიდგინეს, არ ვიცი, დიაგნოზი სპეციალურად დაამძიმეს, ადვილად რომ მოვეშორებინე. 5 წლამდე იქ ვიზრდებოდი. ვერ დავდიოდი - ძვლების არასწორი ზრდა მქონდა და მხოლოდ ხოხვით გადავაადგილდებოდი.

5 წლის შემდეგ, სენაკის პანსიონატში გადამანაწილეს და იქიდან დაიწყო ჩემი ამქვეყნიური ჯოჯოხეთი. ისე გავიზარდე, სითბო და სიხარული არ მინახავს. დღე ისე არ გავიდოდა, დირექტორს რომ არ ვეცემე. წერა-კითხვა ჩემთვის არავის უსწავლებია, უფრო იმ ბავშვებს აქცევდნენ ყურადღებას, ვინც დადიოდა. ცოტა მოგვიანებით, ამერიკელებმა ოპერაცია გამიკეთეს რაღაც პროგრამით და სიარული შევძელი.

სენაკში დირექციას ისე ჰქონდა საქმე დაყენებული, რომ უფროს ბენეფიციარებს მეტი უფლებები ჰქონდათ, ვიდრე პატარებს. ამიტომ, სულ გვჩაგრავდნენ - სტუმრები რომ მოდიოდნენ და საჩუქრებს მოგვიტანდნენ, იმ საჩუქრებს უფროსები გვართმევდნენ და დირექტორთან მიჰქონდათ. სულ მშიოდა, გაურეცხავ და უგემურ საჭმელს გვაჭმევდნენ.

ლობიოს მოხარშავდნენ და მარილსაც არ უკეთებდნენ, არ შეჭამდი და დირექტორი თმაში ჩაგავლებდა ხელს, წაგათრევდა და გცემდა. ამიტომ ვჭამდი, მაგრამ მერე გავდიოდი და უკან ამომქონდა.18 წლის რომ გავხდი, გადავწყვიტე, მეგობართან ერთად გავქცეულიყავი სენაკიდან. თავში ერთი აზრი მიტრიალებდა - თბილისში გადავრჩებოდი. მე და გვანცა მეორე სართულიდან გადავხტით და ტრასამდე გავედით. მანქანები არ გვიჩერებდნენ, ვინ არიან ეს გიჟებიო, მაგრამ როგორღაც ჩამოვედით თბილისამდე. მახსოვს, მეტროში ამოვყავით თავი და სკამზე არც კი დაგვსვეს, ქვემოთ ვეყარეთ. მერე გვანცა ცუდად გახდა, კრუნჩხვები დაეწყო. ესეც იცით, რატომ? სულ სცემდნენ და თავში რაღაც დაუზიანდა. მე საჭმლის მოსაპარად გავიქეცი, გვანცა რომ გადამერჩინა. ამასობაში, ვიღაცამ გვიცნო - გვანცა და თამარი არ ხართო?!

თმა ორივეს ბიჭურად გვქონდა შეჭრილი და მოვიტყუე, არა, მე გიორგი მქვია-მეთქი. მაგრამ პოლიციამ მაინც დაგვიჭირა, ამოგვიცნო და იმავე საღამოს დაგვაბრუნეს სენაკში. არც კი უკითხავთ, რატომ გამოვიქეცით. მეორე დილით დირექტორი მოვიდა, ხელ-ფეხი შემიკრა, რადიატორზე მიმაბა და გონის დაკარგვამდე მცემა. თან ისეთი სიტყვებით მაგინებდა, მანამდე რომ არ მსმენია. ასეთი წესი ჰქონდა – ცემას რომ მორჩებოდა, გრაფინს აიღებდა და თავზე წყალს გასხამდა. იმ დღეს იმითაც დამსაჯეს, რომ თმა გადამპარსეს.

რომ ვეცემეთ, მიზეზს ყოველთვის პოულობდნენ. ხანდახან კითხვას რომ ვსვამდი, თუ რატომ მცემდნენ, მპასუხობდნენ, რომ ცელქი ვარ, მოუსვენარი და გრძელი ენა მაქვს. ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც დირექტორთან დამიბარებდნენ, სულ მცემდნენ. დირექტორი ხან წვეტიან ფეხსაცემლს მირტყამდა, აი, ისეთს, პარლამენტარებს რომ აცვიათ-ხოლმე, ხან საფერფლეს ჩამარტყამდა, ხან - სკამს, ხან თავს მიმახეთქებინებდა კედელზე. თანამშრომლები დივანზე ისხდნენ და იცინოდნენ. ცემას ისე მივეჩვიე, ბოლოს აღარც მტკიოდა. მახსოვს, კაბინეტში მაცივარი ედგა, ცემის დროს ვცდილობდი, გამეღო – ეგებ, რამე ნორმალური საჭმელის აღება მომესწრო და უცებ შემეჭამა.

ცემა ერთადერთი დასჯა არ იყო. უფლება არ მქონდა, მელაპარაკა და ვინმეს მოესმინა. უფროს ბენეფიციარებს დირექციისგან ჰქონდათ უფლება, რომ პატარები დაეჩაგრათ და ეძალადათ. ერთხელ იმით დამსაჯეს, რომ ერთ მოძალადე ბენეფიციარ ბიჭთან ჩამკეტეს. ეს იმიტომ გააკეთეს, იმ ბიჭს რომ გავეუპატიურებინე. ამ ხერხს ხშირად მიმართავდნენ გოგოების დასასჯელად, მაგრამ მე თავს ვიცავდი და გადარჩენისთვის ფიზიკურად ვიბრძობდი.

ამ ბიჭმა ვერაფერი მომიხერხა გარდა იმისა, რომ უმოწყალოდ მცემა.სულ ვცდილობდი, როგორც ქალი, ვინმეს არ მოვწონებოდი და ჩემთვის რამე არ დაეშავებინა. თმას განგებ ვიმახინჯებდი, ჭუჭყიანი ტანსაცმელი მეცვა, ხანდახან ყველას დასანახავად ხელს ნაგავში ვყოფდი და მერე პირში ვიდებდი, ბიჭებს რომ შევზიზღებოდი.არასდროს მიფიქრია, რომ ნორმალური ცხოვრება მექნებოდა. ვიცოდი, რაღაცას დამიშავებდნენ და ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. კარატეს ილეთებიც კი ვისწავლე, თავი რომ დამეცვა.

ვისთანაც თავის დაცვა არ გამომივიდოდა და ჩემზე ძლიერი აღმოჩნდებოდა, რამით ხომ უნდა გამემწარებინა?! ამიტომ, ვიგინებოდი და ასე ვცდილობდი მის დაჩაგვრას. ბევრჯერ მიტირია - რა დავაშავე ასეთი, რატომ ამკიდეს მშობლებმა ეს ტვირთი და გამწირეს?25 წლის ვიყავი, სენაკის ბავშვთა სახლი რომ დაიშალა. დუშეთის პანსიონში გადამანაწილეს, სადაც იგივე გრძელდებოდა. ამიტომ, ხშირად გავრბოდი თბილისში და ქუჩაში ყოფნა მერჩივნა. ერთხელ, ერთმა ბენეფიციარმა კაცმა ისე მცემა, თმა ამომაგლიჯა და თავი კაფელზე მარტყმევინა. პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია, არ გამოუძიებიათ. მე დამაბრალეს, შენ გამოიწვევდიო.

ჩემი სისხლიანი და დახეული კურტკა ისევ პოლიციაშია.ამიტომ სულ გავრბოდი. ქუჩა-ქუჩა ვიყავი, რომ შიგნით, ამ სახლებში, არავის დაეშავებინა ჩემთვის რამე. სულ გაქცევა, გაქცევა, გაქცევა... დუშეთში დაუმსახურებლად მომანიჭეს ფსიქიკური დარღვევის მქონე პირის სტატუსი. არადა, ხომ უნდა გამსაუბრებოდა ვინმე?! მოვუყვებოდი, რატომ ვარ აგესიული, რატომ ვიცავ თავს. იმიტომ, რომ სულ მჩაგრავდნენ.

არავითარი თერაპია და სხვა დახმარება არ მიმიღია. რამდენჯერმე ძალით წამიყვანეს ფსიქიატრიულში და ძალით მიკეთებდნენ ნემსებს, როცა მე სულ სხვანაირი დამოკიდებულება და დახმარება მჭირდებოდა. მე გიჟი არ ვარ, მე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი ვარ, მაგრამ ჩემს აზრს არასდროს არავინ ითვალისწინებდა.ქუჩაშიც ყველა უნდობლად მიყურებდა - ვინ არის ეს ქალი, ნაგვიდან იღებს საჭმელს, იგინება, ძაღლებთან ცხოვრობს (ძაღლები ძალიან მიყვარს), მაგრამ ვინ ვარ და ასე რატომ ვცხოვრობ, არავის უკითხავს ჩემთვის. მაფურთხებენ, პანღურებს მირტყამენ, მცემენ... მაგრამ ჩემს შვილს არასდროს დაუნახავს, როგორ მამცირებენ.ჩემი შვილი, შეიძლება ითქვას, ქუჩაში გაჩნდა.

ბავშვის გაჩენა არასდროს მიფიქრია.ერთ ღამეს, ისევ უდანაშაულოდ, მთვრალმა კაცმა მცემა. ადამიანები თავს ამის უფლებას აძლევენ, როცა ღამით ქალს ხედავენ ქუჩაში. ისეთი ნაცემი ვიყავი, ყველაფერი მტკიოდა. ცოტა რომ დამვიწყებოდა ეს ტკივილები, დავლიე და იქვე ქუჩაში მიმეძინა. დილით ვიღაცის სახლში გამეღვიძა, სულ სისხლიანი ვიყავი, ვერც კი მივხვდი, რა მოხდა. როცა გავიგე, რაც მოხდა, ძალიან შემრცხვა.

ჩემს მეგობრებს ვერ ვუთხარი, შემეშინდა - დაცინვას დამიწყებდნენ და მე გამამტყუნებდნენ.არაფერი ცოდნა მე არ გამაჩნდა, ისე გამებერა მუცელი, ბოლოსკენ გავიაზრე, ბავშვი რომ მეჯდა შიგნით. მეგობარმა ტესტი გამაკეთებინა, მაგრამ მაინც არ დავიჯერე. ისევ ქუჩაში ვცხოვრობდი და ვიღაცების დატოვებულ საჭმელს ვჭამდი, დუშეთში არ ვბრუნდებოდი, მეშინოდა, ისევ არ ვეცემე ვინმეს. თუმცა ბოლოს ექოც გამიკეთეს პანსიონში და საკეისროც დამიფინანსეს ''ღუდუშაურში.'' ასე გაჩნდა ალექსანდრე.ბავშვს სოციალური სამსახური მართმევდა. დიდი ბრძოლები გადავიტანე, რომ შემენარჩუნებინა.

არ მინდა, ჩემმა შვილმაც ისეთივე უდედო ცხოვრება გაიაროს, როგორც მე. არ მინდა, ის რომ „დედა“-ს დაიძახებს, ვიღაცამ უპასუხოს - „შენი და შენი დედაც“-ო. მეგობრების დახმარებით და რჩევით, ბავშვი არ დავთმე. ხელს არ ვუშვებდი. სამშობიაროდან კახეთში, მოხუცთა თავშესაფარში გაგვიშვეს. ჩემთვის ეს პერიოდი ძალიან მძიმე იყო, ამიტომ ერთ თვეში განცხადება დავწერე და მოვითხოვე, დედათა და ბავშვთა პანსიონში გადავენაწილებინე. დუშეთში აღარ აბრუნებდნენ - ბავშვიანებს იქ აღარ ვიღებთო.ისევ მეგობრების დახმარებით გადმოვედი თბილისში „ბავშვთა სოფელში.“

იქაც ისეთივე სისტემა დამხვდა - ძველი ბენეფიციარები ახლებს გვჩაგრავდნენ – მთხოვდნენ, სიგარეტი და ფული მიმეცა მათთვის. მეც თავს ვიცავდი და დამნაშავე ისევ მე გამოვდიოდი. რამდენჯერმე ძიძებს შევჩივლე და მითხრეს, უნდა მოითმინო და ამ სახლის წესებით იცხოვროო.ერთი წლის მერე „ბავშვთა სოფელში“ ცხოვრების უფლება დამიმთავრდა და მე და ჩემი შვილი ისევ ქუჩაში წავედით. ახლა, ხან სად ვათევთ ღამეს, ხან - სად. ერთ ბებოს შევეკედლეთ, მაგრამ იქაც სულ მიკონტროლებს, რამდენი დენი და წყალი დავხარჯე. ამიტომ, ვცდილობ, სახლში ღამე დავბრუნდე, არავინ რომ არ შევაწუხო.

სოციალური სამსახური დროებით შემეშვა და შვილის წართმევით აღარ მემუქრება. ახლა, მეგობრების დახმარებით, ერთი პატარა დროებითი თავშესაფარი მექნება და სიცივისაც არ შეგვეშინდება მე და ჩემს შვილს. „ვორლდ ვიჟენი“-ს ბაღში ჩავწერე ბავშვი და იქ კარგ გარემოში იქნება, სანამ მე „ვიმუშავებ.“ ჩემი მუშაობა, ფულის თხოვნაა. ხან 20 ლარს ვაგროვებ, ხან - 50-ზეც ავსულვარ.

სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს. რა მინდა? მინდა, როგორც დაზარალებულსა და მარტოხელა დედას, უსაფრთხო თავშესაფარი მომცეს, მჭირდება ფსიქოლოგის თერაპია და არა ძალადობრივი მკურნალობა ფსიქიატრიულში. ასევე, იმაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, შვილი როგორ წამართვას, არამედ იმაზე, როგორ შემასწავლოს რამე პროფესია და დამასაქმოს. არცერთი ბავშვი არ უნდა იზრდებოდეს მშობლის გარეშე.

ავტორი: მაიკო ჩიტაია

ფოტო: გედა დარჩია

პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: გედა დარჩია, ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური) მიერ.

პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

"მე არ გამიგია, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცა იმ დოზით შიმშილობდეს, რომ იმუნიტეტი დაუქვეითდეს" - თენგიზ ცერცვაძე

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ჯაფარიძის პარტია 24 იანვარს მასშტაბური აქციას გეგმავს - "თუ არ გამოვლენ, დარჩებიან გამომწყვდეულები"

STOP COVID აპლიკაცია გაუქმდა - რა განმარტება გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროში?