სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო..." - ლეგნდარული კინოგმირი, ექიმი, განუმეორებელი თამადა და უბრალოდ, "დიდი გულის ადამიანი" თემიკო ჩირგაძე
"ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო..." - ლეგნდარული კინოგმირი, ექიმი, განუმეორებელი თამადა და უბრალოდ, "დიდი გულის ადამიანი" თემიკო ჩირგაძე

"დრო დგას და მი­დის და ჩვენც თან­მიმ­დევ­რო­ბით, მხო­ლოდ არა ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით, გავ­დი­ვართ წრებ­რუნ­ვი­დან, ვტო­ვებთ სცე­ნას, სა­დაც ჩვე­ნი როლი და სი­მარ­თლე გვერ­გო..." - რეზო ჭე­იშ­ვი­ლი, "ცის­ფე­რი მთე­ბი".

მან თით­ქოს და­არ­ღვია წრებ­რუნ­ვის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა და "სცე­ნი­დან" ად­რი­ა­ნად გა­ვი­და... თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით, ამ­გვა­რად, ძი­რი­თა­დად, გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იქ­ცე­ვი­ან - თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით სახ­სოვ­რად ე.წ. დიდ როლს გვი­ტო­ვე­ბენ და მი­დი­ან... მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან აგერ უკვე რამ­დე­ნი წე­ლი­წა­დი გა­ვი­და, იგი კი მუ­დამ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, მისი ცხოვ­რე­ბაც მუ­დამ სა­ინ­ტე­რე­სოა და მისი შექ­მნი­ლი კი­ნო­სა­ხე­ე­ბიც... მე რომ დღეს კვლავ მას­ზე ვწერ, ესეც კი­დევ ერთი დას­ტუ­რია ამ ამ­ბის... ბა­ტო­ნი თე­მი­კო ჩირ­გა­ძე მსა­ხი­ო­ბი არ იყო, მაგ­რამ ოთხ ქარ­თულ ფილმში მა­ინც გა­და­ი­ღეს, აქე­დან სამი - "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“, "ცის­ფე­რი მთე­ბი ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი“ და "ექ­სპრე­სინ­ფორ­მა­ცია“ მის მე­გო­ბარს, რე­ჟი­სორ ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას ეკუთ­ვნის, მე­ო­თხე - "მე პე­ლეს ნათ­ლია“ კი უმ­ცროს მიშა ჭი­ა­უ­რელს. ამ ფილ­მე­ბი­დან ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მა­ინც მისი ვაჟა ზა­ზა­ე­ვი­ჩი აღ­მოჩ­ნდა - აბ­სურ­დუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის აბ­სურ­დუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი "ცის­ფე­რი მთე­ბი­დან", დი­რექ­ტო­რი თა­ვი­სი გა­უ­თა­ვე­ბე­ლი თათ­ბირ-ბან­კე­ტე­ბი­თა და ფრთი­ა­ნი ფრა­ზე­ბით:

"ძა­ლი­ან კარ­გი", რო­მე­ლიც მისი სა­ავ­ტო­რო ფრა­ზა ყო­ფი­ლა, "ყუ­ფა­რა­ძეს რომ არ და­ე­რე­კა... მაგ­რამ და­რე­კა და..." ან კი­დევ - "მი­შაც აქ არის, გრი­შაც აქ არის", "მი­დე­ქი, მო­დე­ქი, შე­ა­წუ­ხე ვინ­მე", "მომ­კლავს ეს ორი სა­თა­უ­რი", "გავ­დი­ვარ ახლა, და­მა­წი­ეთ გზა­ში საშ­ტა­ტო გან­რი­გი და წლი­უ­რი ბა­ლან­სი", "ცხენ­ბურ­თი გა­მი­გია, ხელ­ბურ­თი გა­მი­გია, ფეხ­ბურ­თიც გა­მი­გია, ეს მო­ტო­ბურ­თი რა არის, ვერ გა­ვი­გე?!" და რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო...

ბევ­რმა იცის, რომ თე­მი­კო ჩირ­გა­ძე ექი­მი გახ­ლდათ, ვირ­სა­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის პა­რა­ზი­ტო­ლო­გი­ი­სა და ტრო­პი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი. მას პი­რის­პირ ერ­თა­დერ­თხელ შევ­ხვდი, თა­ვი­სი­ვე კა­ბი­ნეტ­ში, თა­ნაც ისე, რომ ყუ­ფა­რა­ძის (აბ­სურ­დუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი "ცის­ფე­რი მთე­ბი­დან") ჩა­რე­ვაც არ დამ­ჭირ­და, ჩემ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარ­მა გაჭ­რა, თუმ­ცა მერე კი ვი­ნა­ნე - ალ­ბათ აჯო­ბებ­და, მის­ვლამ­დე ჩემს ვი­ზიტ­ზე მის­თვის ყუ­ფა­რა­ძეს და­ე­რე­კა, ეგებ შეხ­ვედ­რას უკე­თე­სი და­სას­რუ­ლი ჰქო­ნო­და. ახლა რაღა და, ის ხან­მოკ­ლე შეხ­ვედ­რა-გა­სა­უბ­რე­ბა კი, მა­შინ რომ გა­მა­ნერ­ვი­უ­ლა, დღეს მე­ტად ძვირ­ფა­სია და ყო­ველ­თვის ღი­მი­ლით მახ­სენ­დე­ბა. იმ­ხა­ნად რა­დი­ოს პირ­ვე­ლი არ­ხის დამ­წყე­ბი კო­რეს­პონ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, რომ და­ვუ­რე­კე, ჩა­წე­რა­ზე უყოყ­მა­ნოდ დამ­თან­ხმდა. შეხ­ვედ­რის დრო­ზეც შევ­თან­ხმდით და მე­ო­რე დღეს მე და ჩემი კო­ლე­გა სი­ხა­რუ­ლით გავფრინ­დით მას­თან, სამ­სა­ხურ­ში. კა­ბი­ნეტ­ში რომ შე­ვე­დით, მა­გი­დას­თან იჯდა და რა­ღა­ცას წერ­და. ამოგ­ვხე­და, წა­მოდ­გა, ერ­თმა­ნეთს მი­ვე­სალ­მეთ და, დაბ­რძან­დი­თო, სკა­მებ­ზე მიგ­ვი­თი­თა. მო­რი­დე­ბით კი­დევ ერთხელ ავუხ­სე­ნით, რა­დი­ო­ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა რომ გვინ­დო­და. ისევ ამოგ­ვხე­და, დაგ­ვაკ­ვირ­და, ასა­კით აშ­კა­რად ვე­პა­ტა­რა­ვეთ, მე კი ასე­ვე აშ­კა­რად ვიგ­რძე­ნი, რომ სა­ვარ­ძლი­დან ვაჟა ზა­ზა­ე­ვი­ჩი მი­ყუ­რებ­და - მზე­რა ზუს­ტად იმგვა­რი იყო, მაგ­რამ ამას კი­დევ რა უშავ­და! უცებ მოგ­ვიჭ­რა, იცით რა, გე­ნაც­ვა­ლე, ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე მაქვს, მერე სხვა საქ­მე­ზე უნდა გა­ვიქ­ცე, ამი­ტომ ინ­ტერ­ვი­უს ვე­რაფ­რით ჩავ­წერ­თო. შევცბით და ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნად ჩა­ვე­კი­თხეთ, კი მაგ­რამ, თუ არ გე­ცა­ლათ, ბა­ტო­ნო თე­მი­კო, რა­ტომ დაგ­ვი­ბა­რეთ-თქო? - უარი ვერ გი­თხა­რით, მაგ­რამ არ მცა­ლია და, აბა, რა ვქნაო? - ხან ღი­მი­ლით, ხან სე­რი­ო­ზუ­ლად, ხან ტკბი­ლად, ხან გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი ვცდი­ლობ­დით მის გა­დარ­წმუ­ნე­ბას, მას კი წარ­ბიც არ შე­უხ­რია, ისე გა­ნაგ­რძობ­და, - აბა, მე რა გი­ყოთ? ბევ­რი საქ­მე მაქვს, მერე უნდა გა­ვიქ­ცე, რომ დავ­ბრუნ­დე­ბი, ხალ­ხი მყავს საქ­მე­ზე და­ბა­რე­ბუ­ლი, იმათ უნდა მი­ვაქ­ციო ყუ­რა­დღე­ბა, მერე ისევ გა­საქ­ცე­ვი ვარ... არ გა­მო­ვა ჩა­წე­რა, რა ვქნაო? რას ვი­ზამ­დით, ცი­ვად ვუ­თხა­რით, ნახ­ვამ­დის-თქო და გა­მოვ­ბრუნ­დით. კარ­თან მი­სუ­ლებს გვე­ძა­ხის, - არ გე­წყი­ნოთ ახლა თქვენ ეს ამ­ბა­ვი, არ გაბ­რაზ­დეთ, მაგ­რამ, აბა, მე რა ვქნა? სულ საქ­მე­ე­ბი მაქვს, მაგ­რამ...

თქვენ მა­ინც და­მი­რე­კეთ ხოლ­მე და სხვა დროს გა­მო­მი­ა­რე­თო... ბოლო სი­ტყვებ­მა სულ გა­მა­გი­ჟა და მახ­სოვს, გას­ვლი­სას ჩემ­თვის ჩა­ვი­ბურ­ტყუ­ნე, მარ­თლა ვაჟა ზა­ზა­ე­ვი­ჩია, აქ მე­ტად არ ვარ ფე­ხის მომ­დგმე­ლი-მეთ­ქი... არა­და, დღემ­დე ვნა­ნობ, კი­დევ რომ არ და­ვუ­რე­კე და არ მი­ვე­დი... რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მალე თუ გარ­და­იც­ვლე­ბო­და... მის­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ კი, გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად ვი­ტყვი, მთელ თბი­ლისს, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს დას­წყვი­ტა გული. სი­ხა­რუ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი კაცი იყოო, - ასე ახა­სი­ა­თებს ყვე­ლა. წლე­ბი გა­ვი­და და ბა­ტო­ნი თე­მი­კოს ამ­ბებს ხან რო­მე­ლი რეს­პონ­დენ­ტი მი­ამ­ბობს, ხან რო­მე­ლი. და შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ გა­ი­ღი­მო, არ გა­გე­ცი­ნოს ან ცრემ­ლე­ბამ­დე არ იხარ­ხა­რო. მარ­თლა სა­ო­ცა­რი კაცი იყო, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბუ­ნე­ბით არ­ტის­ტი! … თა­ვის მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე უთ­ქვამს, მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მე სუ­რათ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ყო­ველ­გვა­რი კეკ­ლუ­ცო­ბის გა­რე­შე ვამ­ბობ, რომ არ მი­მაჩ­ნია თავი პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბად. სულ სხვა პრო­ფე­სია მაქვს, სხვა დარ­გში და საკ­მა­ოდ – კარ­გი თა­ნამ­დე­ბო­ბა, მაგ­რამ მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი - ლი­ტე­რა­ტო­რებ­თან, რე­ჟი­სო­რებ­თან, მწერ­ლებ­თან, პო­ე­ტებ­თან, მსა­ხი­ო­ბებ­თა­ნო... ვფიქ­რობ, უპირ­ვე­ლე­სად, სწო­რედ ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იყო მისი პო­პუ­ლა­რო­ბის მი­ზე­ზი და არა მხო­ლოდ კინო ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექი­მო­ბა, ან მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რო­ბა. 1995 წელს იგი თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქედ აირ­ჩი­ეს, 1997 წელს კი ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი მი­ა­ნი­ჭეს. ჭეშ­მა­რი­ტად ღირ­სე­უ­ლი კაცი იყო და ორი­ვე წო­დე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ამ­ბე­ბის შემ­დეგ, მალე გარ­და­იც­ვა­ლა, 1999 წელს.

პირ­ვე­ლი როლი "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნი­დან" მარ­თლაც მი­სე­უ­ლი იყო - თა­მა­დის. თა­ვა­დაც ხომ დი­დე­ბუ­ლი თა­მა­და ყო­ფი­ლა, სა­ხელ­გან­თქმუ­ლი. ფილ­მი­დან უეჭ­ვე­ლად გე­მახ­სოვ­რე­ბათ აგუ­ლი ერის­თა­ვის თა­ნაკ­ლა­სელ­თა შეხ­ვედ­რის სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა და მისი ომა­ხი­ა­ნი თა­მა­და - როლი არ იყო დიდი, მაგ­რამ ბა­ტო­ნი თე­მი­კოს "თა­მა­და" იყო და­უ­ვი­წყა­რი ისე­ვე, რო­გორც მთე­ლი ფილ­მი. ცხოვ­რე­ბა­შიც სა­ო­ცა­რი იმპრო­ვი­ზა­ცი­ის უნა­რი ჰქო­ნია და ნე­ბის­მი­ე­რი სუფ­რა მისი თა­მა­დო­ბით, თურ­მე, მო­ნოს­პექ­ტაკ­ლად იქ­ცე­ო­და ხოლ­მე. თა­ვი­სი თა­მა­დო­ბით ბა­ტონ თე­მი­კოს სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­მა­დო­ბით სა­ხელ­გან­თქმუ­ლი პო­ე­ტი აკა­დე­მი­კო­სი ირაკ­ლი აბა­ში­ძეც კი აღუფრ­თო­ვა­ნე­ბია. თურ­მე, რო­დე­საც ქალ­ბა­ტონ ნანი ბრეგ­ვა­ძეს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა მი­უ­ღია, 500-კა­ცი­ა­ნი ბან­კე­ტი ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე მო­უ­წყვი­ათ და სუფ­რის თა­მა­დად თე­მი­კო ჩირ­გა­ძე აურ­ჩე­ვი­ათ. ძვირ­ფა­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეკ­რე­ბი­ლა და მათ შო­რის იმ­ყო­ფე­ბო­და ირაკ­ლი აბა­ში­ძეც. ბა­ტო­ნი თე­მი­კო ისე გა­ძღო­ლია სუფ­რას, პოეტ აკა­დე­მი­კოს უთ­ქვამს, აქ ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი მე ვარ, რამ­დენ თა­მა­დას მოვსწრე­ბი­ვარ, ვინ არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ თე­მი­კოს მსგავ­სი არა­ვინ შემ­ხვედ­რი­აო.

კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა ოთარ ლი­თა­ნიშ­ვილ­მა სი­ცი­ლით მი­ამ­ბო ერთხელ:

- ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას მო­წა­ფე­ე­ბი - მე, ლე­ვან ერის­თა­ვი, დიტო ცინ­ცა­ძე და გია ბა­რა­ბა­ძე "ცის­ფე­რი მთე­ბის" გა­და­ღე­ბი­სას მე­ო­რე რე­ჟი­სო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას ვას­რუ­ლებ­დით. მსა­ხი­ო­ბე­ბის სა­სინჯ ტუ­რებს მე ვა­ტა­რებ­დი და კარ­გად მახ­სოვს, ვაჟა ზა­ზა­ე­ვი­ჩის რო­ლის­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით, 22 კაცი გა­ი­სინ­ჯა. ბო­ლოს მხო­ლოდ ორი კან­დი­და­ტი დარ­ჩა - ბა­ტო­ნი ედი­შერ მა­ღა­ლაშ­ვი­ლი და თე­მი­კო ჩირ­გა­ძე. სხვა­თა შო­რის, ედი­შე­რი ძა­ლი­ან კარ­გი იყო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის როლ­ში, მაგ­რამ დიდი ფიქ­რის შემ­დეგ, ელ­და­რი თე­მი­კო­ზე შე­ჩერ­და. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ედი­შე­რი ძა­ლი­ან კარ­გად, მაგ­რამ მა­ინც ვი­ღა­ცას თა­მა­შობ­და, თე­მი­კო კი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო და სა­კუ­თარ თავს თა­მა­შობ­და. ერ­თა­დერ­თი იყო სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სინ­ჯე­ბის გა­რე­შე აიყ­ვა­ნეს როლ­ზე. მა­გა­რი იყო თე­მი­კო ჩირ­გა­ძი­სა და ქალ­ბა­ტო­ნი სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა. თე­მი­კო იმ­ხა­ნად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და პა­რა­ზი­ტო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტს, სა­დაც აბა­რებ­დნენ შარდს, გა­ნა­ვალს და ა.შ. სე­სი­ლია კი ერთხანს ვასო გო­ძი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე იყო, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში - კარ­გა ხნის გა­შო­რე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, თე­მი­კო და სე­სი­ლია გა­და­ღე­ბა­ზე რომ შეხ­ვდნენ, თე­მი­კომ სი­ა­მა­ყით გა­მო­ა­ცხა­და: იცით, სა­ი­დან ვიც­ნობ ქალ­ბა­ტონ სე­სი­ლი­ას? ერთხელ შვი­ლიშ­ვი­ლის გა­ნა­ვა­ლი მო­ი­ტა­ნა ჩვენ­თან ასან­თის კო­ლო­ფით. მე დიდი პა­ტი­ვით და ოვა­ცი­ით შე­ვი­პა­ტი­ჟე კა­ბი­ნეტ­ში, ლექ­სე­ბიც წა­ვუ­კი­თხე და ბო­ლოს ვკი­თხე: ქალ­ბა­ტო­ნო სე­სი­ლია, კო­ლოფს რა და­ვა­წე­რო, თა­ყა­იშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი-მეთ­ქი? - ნეტ (რუ­სუ­ლად მო­მი­გო)! კოგ­და ია პრი­ნო­შუ კალ, პი­ში­წე გო­ძი­აშ­ვი­ლიო! (არა! რო­დე­საც გა­ნა­ვალს მო­ვი­ტან, გო­ძი­აშ­ვი­ლი და­ა­წე­რე­თო! - ავტ.) - ბავ­შვი გო­ძი­აშ­ვი­ლი იყო. - არა, მო­მი­გო­ნა, მო­მი­გო­ნაო! - გა­აპ­რო­ტეს­ტა სე­სი­ლი­ამ. მოკ­ლედ, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ხომ გა­და­სა­რე­ვი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და, აქე­თაც - არა­ნაკ­ლე­ბი. უამ­რა­ვი რამ შეს­ძი­ნა ფილ­მს თე­მი­კო ჩირ­გა­ძემ. მა­გა­ლი­თად, სცე­ნა­რის ავ­ტორს, მწე­რალ რეზო ჭე­იშ­ვილს არ და­უ­წე­რია ფრა­ზა: ერთი-ორი მარკშე­ი­დე­რი ხომ უნდა გვყავ­დე­სო! - ეს თე­მი­კომ ექ­სპრომ­ტად თქვა გა­და­ღე­ბა­ზე და კი­ნა­ღამ ჩაგ­ვე­შა­ლა ყვე­ლა­ფე­რი. ასე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჰკი­თხა სო­სოს: რად გინ­და ეს ორი სა­თა­უ­რიო? - კარ­გია, და­ტო­ვეო, - მო­ე­წო­ნა ელ­დარ­საც და შემ­დეგ დუბ­ლში უკვე გა­ი­მე­ო­რა, მერე კი ტვი­ნი წა­ი­ღო ამ "ორი სა­თა­უ­რით".

სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს ბა­ტონ თე­მი­კოს ამა­ვე ფილ­მი­დან ვაჟა ზა­ზა­ე­ვი­ჩის 1,77 მეტ­რის სი­მაღ­ლის და 11-სან­ტი­მეტ­რი­ან ქუს­ლებ­ზე შემ­დგა­რი, გამ­ხდა­რი, ქე­რათ­მი­ა­ნი და კი­კი­ნი­ა­ნი "სეკ­რე­ტარ­შა", მსა­ხი­ო­ბი ნინო თუთ­ბე­რი­ძე:

"თე­მი­კო ჩირ­გა­ძის გაც­ნო­ბა ძა­ლი­ან გა­მიძ­ნელ­და - გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე კარ­გა ხანს ვერ შევ­ხვდი. სულ ვიხ­ვე­წე­ბო­დი, ბო­ლოს და ბო­ლოს გა­მა­ცა­ნით ჩემი დი­რექ­ტო­რი, ვი­საც ასე თავ­გა­მო­დე­ბით ვი­ცავ და ვის კარ­საც ერ­თგუ­ლად ვდა­რა­ჯობ-მეთ­ქი. თურ­მე, თვი­თო­ნაც სულ მკი­თხუ­ლობ­და: მაჩ­ვე­ნეთ, ვინ არის ჩემი "სეკ­რე­ტარ­შაო". როცა გა­ვი­ცა­ნი, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა­შიც ვაჟა ზა­ზა­ე­ვი­ჩი იყო..."

ელ­დარ შენ­გე­ლა­ია ბა­ტონ თე­მი­კოს დიდი გუ­ლის ადა­მი­ანს უწო­დებს. ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­ლდათ, რომ­ლის ამ­ქვეყ­ნი­დან წას­ვლამ დიდი სი­ცა­რი­ე­ლე და­მი­ტო­ვა. უმი­სო­ბამ ჩემი ცხოვ­რე­ბა გა­ა­უ­ფე­რუ­ლაო.

მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, ექი­მი ბე­სიკ იაშ­ვი­ლი კი მის ჩვე­ვებს იხ­სე­ნებს:

"სუფ­რი­დან გა­მო­მივ­ლი­და შუ­ა­ღა­მეს და ეზო­დან მე­ძახ­და, ბე­სო­ოო. ვე­უბ­ნე­ბო­დი, ზარი და­რე­კე-მეთ­ქი და მა­ინც მე­ძახ­და, - დიდ­ხანს არ შე­გა­წუ­ხებთ, ორ სა­დღეგ­რძე­ლოს ვი­ტყვი და წა­ვა­ლო. ვის­კე­ბის კო­ლექ­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ვის­კის მომ­თხოვ­და, - რო­მე­ლიც ორი გაქვს, ის გა­მო­ი­ტა­ნეო. მე კი ვე­უბ­ნე­ბო­დი, - შენ თე­მი­კო ჩირ­გა­ძე ხარ და ერ­თა­დერ­თიც რომ მქონ­დეს, და­გა­ლე­ვი­ნებ-მეთ­ქი. მოს­ვამ­და, დაჯ­დე­ბო­და ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თან და უსას­რუ­ლოდ უკ­რავ­და ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის მუ­სი­კას"

თურ­მე, ეს მუ­სი­კა გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და და რომ გარ­დაც­ვლი­ლა, სწო­რედ იმ მე­ლო­დი­ით გა­მო­უს­ვე­ნე­ბი­ათ.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
1

ოქრო კაცი!

ჯიგარი ხარ ირმა;-)

გიორგი
0

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! ასეთი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ ადრეულ ასაკში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო..." - ლეგნდარული კინოგმირი, ექიმი, განუმეორებელი თამადა და უბრალოდ, "დიდი გულის ადამიანი" თემიკო ჩირგაძე

"ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო..." - ლეგნდარული კინოგმირი, ექიმი, განუმეორებელი თამადა და უბრალოდ, "დიდი გულის ადამიანი" თემიკო ჩირგაძე

"დრო დგას და მიდის და ჩვენც თანმიმდევრობით, მხოლოდ არა ერთმანეთის მიყოლებით, გავდივართ წრებრუნვიდან, ვტოვებთ სცენას, სადაც ჩვენი როლი და სიმართლე გვერგო..." - რეზო ჭეიშვილი, "ცისფერი მთები".

მან თითქოს დაარღვია წრებრუნვის კანონზომიერება და "სცენიდან" ადრიანად გავიდა... თუ დავუკვირდებით, ამგვარად, ძირითადად, გამორჩეულები იქცევიან - თავისი ცხოვრებით სახსოვრად ე.წ. დიდ როლს გვიტოვებენ და მიდიან... მისი გარდაცვალებიდან აგერ უკვე რამდენი წელიწადი გავიდა, იგი კი მუდამ ყურადღების ცენტრშია, მისი ცხოვრებაც მუდამ საინტერესოა და მისი შექმნილი კინოსახეებიც... მე რომ დღეს კვლავ მასზე ვწერ, ესეც კიდევ ერთი დასტურია ამ ამბის... ბატონი თემიკო ჩირგაძე მსახიობი არ იყო, მაგრამ ოთხ ქართულ ფილმში მაინც გადაიღეს, აქედან სამი - "არაჩვეულებრივი გამოფენა“, "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და "ექსპრესინფორმაცია“ მის მეგობარს, რეჟისორ ელდარ შენგელაიას ეკუთვნის, მეოთხე - "მე პელეს ნათლია“ კი უმცროს მიშა ჭიაურელს. ამ ფილმებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც მისი ვაჟა ზაზაევიჩი აღმოჩნდა - აბსურდული დაწესებულების აბსურდული ხელმძღვანელი "ცისფერი მთებიდან", დირექტორი თავისი გაუთავებელი თათბირ-ბანკეტებითა და ფრთიანი ფრაზებით:

"ძალიან კარგი", რომელიც მისი საავტორო ფრაზა ყოფილა, "ყუფარაძეს რომ არ დაერეკა... მაგრამ დარეკა და..." ან კიდევ - "მიშაც აქ არის, გრიშაც აქ არის", "მიდექი, მოდექი, შეაწუხე ვინმე", "მომკლავს ეს ორი სათაური", "გავდივარ ახლა, დამაწიეთ გზაში საშტატო განრიგი და წლიური ბალანსი", "ცხენბურთი გამიგია, ხელბურთი გამიგია, ფეხბურთიც გამიგია, ეს მოტობურთი რა არის, ვერ გავიგე?!" და რომელი ერთი ჩამოვთვალო...

ბევრმა იცის, რომ თემიკო ჩირგაძე ექიმი გახლდათ, ვირსალაძის სახელობის პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. მას პირისპირ ერთადერთხელ შევხვდი, თავისივე კაბინეტში, თანაც ისე, რომ ყუფარაძის (აბსურდული პერსონაჟი "ცისფერი მთებიდან") ჩარევაც არ დამჭირდა, ჩემმა სატელეფონო ზარმა გაჭრა, თუმცა მერე კი ვინანე - ალბათ აჯობებდა, მისვლამდე ჩემს ვიზიტზე მისთვის ყუფარაძეს დაერეკა, ეგებ შეხვედრას უკეთესი დასასრული ჰქონოდა. ახლა რაღა და, ის ხანმოკლე შეხვედრა-გასაუბრება კი, მაშინ რომ გამანერვიულა, დღეს მეტად ძვირფასია და ყოველთვის ღიმილით მახსენდება. იმხანად რადიოს პირველი არხის დამწყები კორესპონდენტი ვიყავი. მახსოვს, რომ დავურეკე, ჩაწერაზე უყოყმანოდ დამთანხმდა. შეხვედრის დროზეც შევთანხმდით და მეორე დღეს მე და ჩემი კოლეგა სიხარულით გავფრინდით მასთან, სამსახურში. კაბინეტში რომ შევედით, მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა. ამოგვხედა, წამოდგა, ერთმანეთს მივესალმეთ და, დაბრძანდითო, სკამებზე მიგვითითა. მორიდებით კიდევ ერთხელ ავუხსენით, რადიოინტერვიუს ჩაწერა რომ გვინდოდა. ისევ ამოგვხედა, დაგვაკვირდა, ასაკით აშკარად ვეპატარავეთ, მე კი ასევე აშკარად ვიგრძენი, რომ სავარძლიდან ვაჟა ზაზაევიჩი მიყურებდა - მზერა ზუსტად იმგვარი იყო, მაგრამ ამას კიდევ რა უშავდა! უცებ მოგვიჭრა, იცით რა, გენაცვალე, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მერე სხვა საქმეზე უნდა გავიქცე, ამიტომ ინტერვიუს ვერაფრით ჩავწერთო. შევცბით და ძალიან ზრდილობიანად ჩავეკითხეთ, კი მაგრამ, თუ არ გეცალათ, ბატონო თემიკო, რატომ დაგვიბარეთ-თქო? - უარი ვერ გითხარით, მაგრამ არ მცალია და, აბა, რა ვქნაო? - ხან ღიმილით, ხან სერიოზულად, ხან ტკბილად, ხან გაბრაზებულები ვცდილობდით მის გადარწმუნებას, მას კი წარბიც არ შეუხრია, ისე განაგრძობდა, - აბა, მე რა გიყოთ? ბევრი საქმე მაქვს, მერე უნდა გავიქცე, რომ დავბრუნდები, ხალხი მყავს საქმეზე დაბარებული, იმათ უნდა მივაქციო ყურადღება, მერე ისევ გასაქცევი ვარ... არ გამოვა ჩაწერა, რა ვქნაო? რას ვიზამდით, ცივად ვუთხარით, ნახვამდის-თქო და გამოვბრუნდით. კართან მისულებს გვეძახის, - არ გეწყინოთ ახლა თქვენ ეს ამბავი, არ გაბრაზდეთ, მაგრამ, აბა, მე რა ვქნა? სულ საქმეები მაქვს, მაგრამ...

თქვენ მაინც დამირეკეთ ხოლმე და სხვა დროს გამომიარეთო... ბოლო სიტყვებმა სულ გამაგიჟა და მახსოვს, გასვლისას ჩემთვის ჩავიბურტყუნე, მართლა ვაჟა ზაზაევიჩია, აქ მეტად არ ვარ ფეხის მომდგმელი-მეთქი... არადა, დღემდე ვნანობ, კიდევ რომ არ დავურეკე და არ მივედი... რას წარმოვიდგენდი, მალე თუ გარდაიცვლებოდა... მისმა გარდაცვალებამ კი, გადაუჭარბებლად ვიტყვი, მთელ თბილისს, მთელ საქართველოს დასწყვიტა გული. სიხარულის მატარებელი კაცი იყოო, - ასე ახასიათებს ყველა. წლები გავიდა და ბატონი თემიკოს ამბებს ხან რომელი რესპონდენტი მიამბობს, ხან რომელი. და შეუძლებელია, არ გაიღიმო, არ გაგეცინოს ან ცრემლებამდე არ იხარხარო. მართლა საოცარი კაცი იყო, როგორც ამბობენ, ბუნებით არტისტი! … თავის მსახიობობაზე უთქვამს, მართალია, რამდენიმე სურათში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობ, რომ არ მიმაჩნია თავი პროფესიონალ მსახიობად. სულ სხვა პროფესია მაქვს, სხვა დარგში და საკმაოდ – კარგი თანამდებობა, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება ყოველთვის ხელოვნების ადამიანებთან ერთად ვიყავი - ლიტერატორებთან, რეჟისორებთან, მწერლებთან, პოეტებთან, მსახიობებთანო... ვფიქრობ, უპირველესად, სწორედ ეს ურთიერთობები იყო მისი პოპულარობის მიზეზი და არა მხოლოდ კინო ან წარმატებული ექიმობა, ან მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორობა. 1995 წელს იგი თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს, 1997 წელს კი ღირსების ორდენი მიანიჭეს. ჭეშმარიტად ღირსეული კაცი იყო და ორივე წოდებას იმსახურებდა. სამწუხაროდ, ამ ამბების შემდეგ, მალე გარდაიცვალა, 1999 წელს.

პირველი როლი "არაჩვეულებრივი გამოფენიდან" მართლაც მისეული იყო - თამადის. თავადაც ხომ დიდებული თამადა ყოფილა, სახელგანთქმული. ფილმიდან უეჭველად გემახსოვრებათ აგული ერისთავის თანაკლასელთა შეხვედრის სადღესასწაულო სუფრა და მისი ომახიანი თამადა - როლი არ იყო დიდი, მაგრამ ბატონი თემიკოს "თამადა" იყო დაუვიწყარი ისევე, როგორც მთელი ფილმი. ცხოვრებაშიც საოცარი იმპროვიზაციის უნარი ჰქონია და ნებისმიერი სუფრა მისი თამადობით, თურმე, მონოსპექტაკლად იქცეოდა ხოლმე. თავისი თამადობით ბატონ თემიკოს საქართველოში თამადობით სახელგანთქმული პოეტი აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძეც კი აღუფრთოვანებია. თურმე, როდესაც ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს სახალხო არტისტის წოდება მიუღია, 500-კაციანი ბანკეტი ფუნიკულიორზე მოუწყვიათ და სუფრის თამადად თემიკო ჩირგაძე აურჩევიათ. ძვირფასი საზოგადოება შეკრებილა და მათ შორის იმყოფებოდა ირაკლი აბაშიძეც. ბატონი თემიკო ისე გაძღოლია სუფრას, პოეტ აკადემიკოს უთქვამს, აქ ყველაზე უფროსი მე ვარ, რამდენ თამადას მოვსწრებივარ, ვინ არ მინახავს, მაგრამ თემიკოს მსგავსი არავინ შემხვედრიაო.

კინორეჟისორმა ოთარ ლითანიშვილმა სიცილით მიამბო ერთხელ:

- ელდარ შენგელაიას მოწაფეები - მე, ლევან ერისთავი, დიტო ცინცაძე და გია ბარაბაძე "ცისფერი მთების" გადაღებისას მეორე რეჟისორის მოვალეობას ვასრულებდით. მსახიობების სასინჯ ტურებს მე ვატარებდი და კარგად მახსოვს, ვაჟა ზაზაევიჩის როლისთვის, დაახლოებით, 22 კაცი გაისინჯა. ბოლოს მხოლოდ ორი კანდიდატი დარჩა - ბატონი ედიშერ მაღალაშვილი და თემიკო ჩირგაძე. სხვათა შორის, ედიშერი ძალიან კარგი იყო დაწესებულების დირექტორის როლში, მაგრამ დიდი ფიქრის შემდეგ, ელდარი თემიკოზე შეჩერდა. პროფესიონალი ედიშერი ძალიან კარგად, მაგრამ მაინც ვიღაცას თამაშობდა, თემიკო კი არაპროფესიონალი იყო და საკუთარ თავს თამაშობდა. ერთადერთი იყო სესილია თაყაიშვილი, რომელიც სინჯების გარეშე აიყვანეს როლზე. მაგარი იყო თემიკო ჩირგაძისა და ქალბატონი სესილია თაყაიშვილის შეხვედრა. თემიკო იმხანად ხელმძღვანელობდა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს, სადაც აბარებდნენ შარდს, განავალს და ა.შ. სესილია კი ერთხანს ვასო გოძიაშვილის მეუღლე იყო, თუმცა იმ პერიოდში - კარგა ხნის გაშორებული. მოკლედ, თემიკო და სესილია გადაღებაზე რომ შეხვდნენ, თემიკომ სიამაყით გამოაცხადა: იცით, საიდან ვიცნობ ქალბატონ სესილიას? ერთხელ შვილიშვილის განავალი მოიტანა ჩვენთან ასანთის კოლოფით. მე დიდი პატივით და ოვაციით შევიპატიჟე კაბინეტში, ლექსებიც წავუკითხე და ბოლოს ვკითხე: ქალბატონო სესილია, კოლოფს რა დავაწერო, თაყაიშვილის შვილიშვილი-მეთქი? - ნეტ (რუსულად მომიგო)! კოგდა ია პრინოშუ კალ, პიშიწე გოძიაშვილიო! (არა! როდესაც განავალს მოვიტან, გოძიაშვილი დააწერეთო! - ავტ.) - ბავშვი გოძიაშვილი იყო. - არა, მომიგონა, მომიგონაო! - გააპროტესტა სესილიამ. მოკლედ, გადასაღებ მოედანზე ხომ გადასარევი ამბები ხდებოდა, აქეთაც - არანაკლები. უამრავი რამ შესძინა ფილმს თემიკო ჩირგაძემ. მაგალითად, სცენარის ავტორს, მწერალ რეზო ჭეიშვილს არ დაუწერია ფრაზა: ერთი-ორი მარკშეიდერი ხომ უნდა გვყავდესო! - ეს თემიკომ ექსპრომტად თქვა გადაღებაზე და კინაღამ ჩაგვეშალა ყველაფერი. ასევე მოულოდნელად ჰკითხა სოსოს: რად გინდა ეს ორი სათაურიო? - კარგია, დატოვეო, - მოეწონა ელდარსაც და შემდეგ დუბლში უკვე გაიმეორა, მერე კი ტვინი წაიღო ამ "ორი სათაურით".

სიყვარულით იხსენებს ბატონ თემიკოს ამავე ფილმიდან ვაჟა ზაზაევიჩის 1,77 მეტრის სიმაღლის და 11-სანტიმეტრიან ქუსლებზე შემდგარი, გამხდარი, ქერათმიანი და კიკინიანი "სეკრეტარშა", მსახიობი ნინო თუთბერიძე:

"თემიკო ჩირგაძის გაცნობა ძალიან გამიძნელდა - გადასაღებ მოედანზე კარგა ხანს ვერ შევხვდი. სულ ვიხვეწებოდი, ბოლოს და ბოლოს გამაცანით ჩემი დირექტორი, ვისაც ასე თავგამოდებით ვიცავ და ვის კარსაც ერთგულად ვდარაჯობ-მეთქი. თურმე, თვითონაც სულ მკითხულობდა: მაჩვენეთ, ვინ არის ჩემი "სეკრეტარშაო". როცა გავიცანი, მაშინვე მივხვდი, რომ ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო..."

ელდარ შენგელაია ბატონ თემიკოს დიდი გულის ადამიანს უწოდებს. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ, რომლის ამქვეყნიდან წასვლამ დიდი სიცარიელე დამიტოვა. უმისობამ ჩემი ცხოვრება გააუფერულაო.

მისი ბავშვობის მეგობარი, ექიმი ბესიკ იაშვილი კი მის ჩვევებს იხსენებს:

"სუფრიდან გამომივლიდა შუაღამეს და ეზოდან მეძახდა, ბესოოო. ვეუბნებოდი, ზარი დარეკე-მეთქი და მაინც მეძახდა, - დიდხანს არ შეგაწუხებთ, ორ სადღეგრძელოს ვიტყვი და წავალო. ვისკების კოლექციის შეგროვებით ვიყავი გატაცებული და ვისკის მომთხოვდა, - რომელიც ორი გაქვს, ის გამოიტანეო. მე კი ვეუბნებოდი, - შენ თემიკო ჩირგაძე ხარ და ერთადერთიც რომ მქონდეს, დაგალევინებ-მეთქი. მოსვამდა, დაჯდებოდა ფორტეპიანოსთან და უსასრულოდ უკრავდა ჩარლი ჩაპლინის მუსიკას"

თურმე, ეს მუსიკა გამორჩეულად უყვარდა და რომ გარდაცვლილა, სწორედ იმ მელოდიით გამოუსვენებიათ.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის პირველი ტაიმი ქართველების გამარჯვებით დასრულდა - გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა

უბედური შემთხვევა ლაგოდეხში - ავარიის შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, 2 კი საავადმყოფოშია