სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება არ სჭირდება" - ბიძინა ივანიშვილი
"8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება არ სჭირდება" - ბიძინა ივანიშვილი

"ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­კავ­ში­რეს და მე­გო­ბარს კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნოთ, თუ რო­გო­რი დეს­პო­ტუ­რი და კაც­თმო­ძუ­ლე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მო­უ­წია ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას 2012 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბრამ­დე ცხოვ­რე­ბა",- ამის შე­სა­ხებ, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 2020 წლის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, 2012 წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის და გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლოდ ჩა­ი­წე­რა.

"დღეს პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რია, დღე რო­მე­ლიც ჩა­ი­წე­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში რო­გორც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის და გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლო. 2012 წელს ჩვენ გა­დარ­ჩე­ნის­თვის ვიბ­რძო­დით, ში­შის­გან, ჩაგ­ვრი­სა და ძა­ლა­დო­ბის­გან რომ დაგ­ვეც­ვა ხალ­ხი და ქვე­ყა­ნა. დღეს, 2012 წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი­დან 8 წლის თავ­ზე, ჩვენ ვცხოვ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბას ბრძო­ლით მო­პო­ვე­ბა არ სჭირ­დე­ბა, სა­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბის გამო, ადა­მი­ა­ნებს აღარ დევ­ნი­ან, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შიში და ძალ­მომ­რე­ო­ბა სა­მუ­და­მოდ წარ­სულს ჩა­ბარ­და, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო ადა­მი­ა­ნის­თვის არ­სე­ბობს და არა პი­რი­ქით.

დღეს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" ხალ­ხს სთა­ვა­ზობს პროგ­რა­მას, რო­მელ­მაც შე­უქ­ცე­ვა­დი უნდა გა­ხა­დოს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოს ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლა და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლოს უკე­თე­სო­ბის­კენ თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბა.

რამ­დე­ნა­დაც არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნი უნდა იყოს, ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ ობი­ექ­ტუ­რად შე­ვა­ფა­სოთ და არა­მარ­ტო ჩვენს ხალ­ხს, მთელ მსოფ­ლი­ოს, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­კავ­ში­რეს და მე­გო­ბარს კი­დევ ერთხელ მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად შე­ვახ­სე­ნოთ, რო­გო­რი დეს­პო­ტუ­რი და კაც­თმო­ძუ­ლე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მო­უ­წია ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას 2012 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბრამ­დე ცხოვ­რე­ბა, რა მემ­კვიდ­რე­ო­ბა ჩა­ვი­ბა­რეთ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და რისი გა­კე­თე­ბა შევ­ძე­ლით“,-გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მთ
2

ამას თუ ვინმე კიდე ჭამს....

დიტო
4

რაც არ უნდა თქვას მან ხალხს იმედი მოუკლა სულში ჩააფურთხა. ამთვის აგებს პასუხს 31 ოქტომბერს ეგ ცრუპანტელა ესა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება არ სჭირდება" - ბიძინა ივანიშვილი

"8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება არ სჭირდება" - ბიძინა ივანიშვილი

"ვალდებულები ვართ, საქართველოს ყველა მოკავშირეს და მეგობარს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ როგორი დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ცხოვრება",- ამის შესახებ, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბერი ქვეყნის ისტორიაში ქართველი ხალხის ერთობის, თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლოდ ჩაიწერა.

"დღეს პირველი ოქტომბერია, დღე რომელიც ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში როგორც ქართველი ხალხის ერთობის, თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლო. 2012 წელს ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, შიშისგან, ჩაგვრისა და ძალადობისგან რომ დაგვეცვა ხალხი და ქვეყანა. დღეს, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან 8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება არ სჭირდება, სადაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო, ადამიანებს აღარ დევნიან, სადაც ხელისუფლების შიში და ძალმომრეობა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, სადაც სახელმწიფო ადამიანისთვის არსებობს და არა პირიქით.

დღეს, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა და მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება.

რამდენადაც არასასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს, ჩვენ ვალდებულები ვართ ობიექტურად შევაფასოთ და არამარტო ჩვენს ხალხს, მთელ მსოფლიოს, საქართველოს ყველა მოკავშირეს და მეგობარს კიდევ ერთხელ მიუკერძოებლად შევახსენოთ, როგორი დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ცხოვრება, რა მემკვიდრეობა ჩავიბარეთ წინა ხელისუფლებისგან და რისი გაკეთება შევძელით“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი? რა არის აქ საღლიცინო" - გიგი უგულავა მძევლების ჩანაცვლებაზე