ავტორი:

"ქუჩურად მეკაჩავება... მეუბნება გამოიძახებს პატრულს, ბრალს დამდებს, რომ ჩემს შვილს მოვტეხე ხელი" - რა შეემთხვა 4 წლის ბავშვის დედას ინგოროყვას კლინიკაში

"ქუჩურად მეკაჩავება... მეუბნება გამოიძახებს პატრულს, ბრალს დამდებს, რომ ჩემს შვილს მოვტეხე ხელი" - რა შეემთხვა 4 წლის ბავშვის დედას ინგოროყვას კლინიკაში

ექიმი მეან-გინეკოლოგი (ამიერკავკასიაში განსაკუთრებულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი. თბილისის გულის ცენტრის მარკეტინგის მენეჯერი), ეველინა ჩოხელი სოციალურ ქსელში, ე.წ. ინგოროყვას კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს, სადაც მის 4 წლის შვილს, ხელის მოტეხვის გამო, სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ეველინა ჩოხელი კლინიკის ექიმებს გულგრილობასა და უსამართლოდ მოპყრობაში ადანაშაულებს.

"მათემ მოიტეხა ხელი... "ამტელიდან", ვინაიდან ცხელების ცენტრია, გაგვიშვეს "ინგოროყვაში", ხოდა ვუალა დაიწყო... ის, რაც აუცილებლად უნდა დამეწერა! არასოდეს არ ვამბობ კოლეგიალობის გამო ექიმზე ცუდს, მაგრამ ის, რაც დამხვდა არის სრული მარაზმი. რენტგენის მერე ტრავმატოლოგი გამოცხადდა 25 წუთის დაგვიანებით, რომ ვუსაყვედურე ამდენი ხანი დაგვიანების გამო, მარცხენა ხელის ორივე სხივის ძვალია მოტეხილი, ძლივს ვაკავებ ბავშვს, მიბრძანა დამეტოვებინა ბავშვი მარტო! ვუთხარი, რომ არ აქვს უფლება მშობელი 4 წლის ბავშვს უნდა ახლდეს თაბაშირის დადების დროს, ეს ის სტერილური მანიპულაცია არ არის, რომელიც გარეშე იურიდიული პირების დასწრებას კრძალავს. ამის შემდეგ მეუბნება, რომ ბავშვს თაბაშირს არ დაადებს და წავიყვანო სადაც მინდა... უარს ამბობს მომსახურებაზე... ვუთხარი, დაწეროს რატომ არ ემსახურება პაციენტს და ამ დროს შემოდის მორიგე პედიატრი, მეუბნება გამოიძახებს პატრულს (ვინაიდან ტრავმატოლოგი ქუჩურად მეკაჩავება და მე არ ვუთმობ) და ბრალს დამდებს მე, რომ ჩემს შვილს მოვტეხე ხელი, მე ჩემს შვილს. ამის მერე გაღიზიანებული ტრავმატოლოგი, რომელიც მომმართავს შენობით მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რომ თქვენობით ესაუბრა, მემუქრება, რომ მე ვნახავ, რა მომივა იმუქრება, რომ ადმინისტრაციას ეტყვის, რომ ამიხსნან ეს საღორე არ არის და მე ვარ ღორი... პედიატრი მეუბნება, რომ უმადურობის გამო მამა გაბრიელის მადლით ასეთი შემთხვევები მრავლად იყოს ჩემს ოჯახში. მაძლევს დანიშნულებას, სადაც არ წერია, რამდენ მილიგრამიანი და რამდენი მილილიტრი უნდა მივცე დღეში მედიკამენტი. რომ ვკითხე (დავუშვათ არ ვიცი) დედა ხარ და უნდა იცოდეო.

გაიცანით ეს ექიმის მსგავსი სუბიექტები არიან

ტრავმატოლოგი: დავით სუბელიანი

პედიატრი: გულიკო ოდიშვილი

P.S არ შემიძლია გულწრფელად მადლიერი არ ვიყო ემერჯენსის ექთნის ნონასი, რომელმაც ყველას მაგივრად იხადა ბოდიში და თავის საქმე კეთილსინდისიერად შეასრულა", - წერს ეველინა ჩოხელი.

მეან-გინეკოლოგი კლინიკის ექიმებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამსახურში უჩივის.

"ვინმეს რომ ეთქვა, ექიმმა მამა გაბრიელის მადლით (თან მადლით) მწყევლაო, ენას ამოვაგლეჯდი... ეს რა ვნახე... ეს რა ვნახე... შოკში ვარ ბავშვის გამო კი არა სიტუაციამ შემარყია.... ეს რა ვნახე...

ერთმა ტალახიანმა ღორმა ათი გასვარაო... აი, ასეთი ექიმები გტირობთ ყოფას, სახელს და პროფესიონალიზმს!!! უნდა დასრულდეს ეს!!!

პ.ს არავინ არ დამირეკოთ რომ პოსტი ავიღო, არც კი გაბედოთ! გაფრთხილებთ! მესმის რომ სამედიცინო წრე ძალიან ვიწროა და ყველა ვიღაცის ვიღაცაა.. პირდაპირ ვამბობ ფეხზე მკიდია არ გაგითვალისწინებთ და გაგიშვებთ მამაჩემის მამასთან! ცხოვრებაში მაქვს მარტივი პრინციპი არავის არ ვეხები, არ ვკვეთ წითელ ხაზებს, არ ვბლატაობ არც ჩემი თავით, არც სტატუსით, არც სამეგობრო სანაცნობო წრით! ნუ მომექცევი უსამართლოდ! თორემ აუცილებლად განანებ, ვანანებ ჭუჭუს დატოლებებით კი არა სამართლიანად! ვინ ვის მოერევა ვნახოთ. ჯერ კაცს არ შევუშინებივარ მუქარით! შემსრულებელი არასოდეს ბლატაობს!...

საქმე ცოტა მქონდა და აიტკია კლინიკამაც და ექიმებმაც აუტკივარი თავი. მივმართე ჯანდაცვის რეგულირების სამსახურს. არ ვაპატიებ! არ გავჩერდები! არ ბნელა!

...შეიძლება შეგაწუხეთ მაგრამ ფაქტის გამო ვარ სრულიად შეძრული. ექიმების სითავხედე აღვწერე ეხლა ჯერი კლინიკაზეა. 25 წუთი რომ აგვიანებდა ტრავმატოლოგი, ბუნებრივია, ჩემი, როგორც დედის რეაქცია, რომ აღშფოთებული ვიყავი, ამ დროს ექთანი მეუბნება, რომ ავარია და იქ არის ექიმი, ანუ ჩემნაირი კიდევ 2 ან სამი რომ ყოფილიყო ბრიგადაში არის ერთი ექიმი, რომელიც ვერ გაწვდება. იმ ფონზე როცა მთელი ამხელა ურბანული დასახლება ისანი სამგორის, სტრატეგიულად ბავშვის მიყვანა გაწყობს აქ.

კლინიკას არ ჰყავს არც რეზიდენტი, არც უმცროსი ექიმი, ვზივართ სკამზე რესეფშენში და სანამ არ მოვითხოვეთ ბავშვი დაგვეწვინა გვეჯინა და ველოდით დიდ სუბელიანს, რომლის საქმენი საგმირონი უკვე გადმოგეცით. ანუ მე მითხრეს, ავარია იყო... მომატყუეს! სინამდვილეში სუბელიანი ყოფილა დიდების ტრავმატოლოგი, რენტგენის სურათს უგზავნიდა ბავშვთა ტრავმატოლოგს "ონლაინ"... ანუ ატყობთ ხომ სად ვართ, იმან იქიდან ამეცადინა და ნამეცადინები გამოვიდა დაგვიანებით. ეს რომ გავიგე რა დარწმუნებული ვარ როგორ ჩაუსვა ხელი თაბაშირში? ეს უკვე ექიმის კი აღარ კლინიკის პრობლემაა, რომ იღებს ბავშვებს და ტრავმატოლოგს უყოფს დიდებს და პატარებს!", - წერს ბავშვის დედა.

როგორც ჩვენთან საუბარში ეველინა ჩოხელი აცხადებს, მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავს თავად ინგოროყვას კლინიკაც. AMBEBI.GE კლინიკას დაუკავშირდა და მათ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

"ელენესა და სხვებზე ISFED-ში ვერც ზეწოლა და ვერც მოსყიდვა ვერ მოახდენდა გავლენას. გამომიცდია და ვიცი" - რას წერს ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

"ყოველ დილით სკოლაში ფეხით მიდის და გაკვეთილს ატარებს საკლასო ოთახიდან, რომ ბავშვებს კლასის განცდა შეუქმნას" - რას წერს ჟურნალისტი

"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, როგორც კი იკიდებ, აუცილებლად გამოჩნდებიან" - ნუკი კოშკელიშვილის გამამხნევებელი პოსტი "ინსტაგრამ-ფოლოუერებს"