სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"აციმციმებული თვალებით მკითხა, მე რომ დავწერო, რომ მიყვარხარ, ყველას შეეძლება ნახვაო?" - ირმა გიგანის ემოციური მილოცვა ბაბუას, რომელიც 89 წლის გახდებოდა
"აციმციმებული თვალებით მკითხა, მე რომ დავწერო, რომ მიყვარხარ, ყველას შეეძლება ნახვაო?" - ირმა გიგანის ემოციური მილოცვა ბაბუას, რომელიც 89 წლის გახდებოდა

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი დღეს 89 წლის გახ­დე­ბო­და. 2017 წელს ის რამ­დე­ნი­მე თვი­ი­ა­ნი ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ჯან­სუღ ჩარ­კვი­ან­მა პირ­ვე­ლი ლექ­სი 1947 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

1959 წელს გა­მო­ვი­და პო­ე­ტის პირ­ვე­ლი წიგ­ნი "ერთი ღა­მის სი­ჩუ­მე­ში". ასე­ვე, გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს წიგ­ნე­ბი: "რწმე­ნის კე­დე­ლი" (1970), "დიდი ნა­თე­ლი" (1980), "ერ­თტო­მე­უ­ლი" (1981), "რჩე­უ­ლი პო­ე­მე­ბი" (1983), "მე და შენ" (1984), "არცა ვმსა­ხუ­რობ­დე სხვას!" (1989), პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წიგ­ნი "თა­ვი­სუფ­ლე­ბა ლომ­თა ხვედ­რია". 1991-1993 წლებ­ში გა­მო­ი­ცა მისი თხზუ­ლე­ბა­თა ორ­ტო­მე­უ­ლი. პო­ე­ტის ლექ­სე­ბი თარ­გმნი­ლია მრა­ვალ ენა­ზე.

ცნო­ბილ პო­ეტს იუ­ბი­ლე ემო­ცი­უ­რი პოს­ტით მი­უ­ლო­ცა შვი­ლიშ­ვილ­მა, თაკო ჩარ­კვი­ა­ნის შვილ­მა ირმა გი­გან­მა:

"ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო მიყ­ვარს.ბევ­რი სა­უ­ბა­რი მო­უს­მე­ნია, ემო­ცი­ი­თაც გა­ძეძ­გი­ლა, სა­შინ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლია მთელს სახ­ლში ეს ად­გი­ლი. ოთა­ხე­ბი­დან გა­მოვ­დი­ვართ და ზუს­ტად ვი­ცით სად უნდა შე­ვიკ­რი­ბოთ.

ჩაი სულ არის, შე­მო­ნა­ხუ­ლი ზამ­თრის მუ­რა­ბაც იქ­ნე­ბა, კუ­თხის მა­გი­და სუ­ლე­ლუ­რი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლით , ძა­ლი­ან პუტ­კუ­ნა ლინ­და (ძაღ­ლი) და ჩვენც აქ ვართ.მე და ბა­ბუს “კოდი” ზა­რიგვქონ­და.კა­რებ­ზე ზარი რომ ირე­კე­ბო­და ზუს­ტად იცო­და რომ მე ვი­ყა­ვი-

- ჰო­უ­უ­უ­უუ , ჰო­უ­უ­უ­უუ, მოვ­დი­ვარ, მოვ­დი­ვარ!

რა­ნა­ი­რად ხდე­ბო­და რომ სამ წამ­ში ჟრი­ა­მუ­ლი იდგა სახ­ლში არ ვიცი, კარს მიღ­მა მე­ცი­ნე­ბო­და და ღი­ლაკს თითს არ ვუშ­ვებ­დი სა­ნამ კარს არ გა­მი­ღებ­დნენ.

მაქ­სი­მა­ლუ­რი­სიჩ­ქა­რით მო­დი­ო­და კარ­თან, მძი­მე, შე­უ­პო­ვა­რი ნა­ბი­ჯე­ბით, მაგ­რამ ვე­რა­ვინ და­ას­წრებ­და კა­რის­გა­ღე­ბას.დღეს მთე­ლი დღეა დავ­დი­ვარ, დავ­დი­ვარ, დავ­დი­ვარ..

არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად ბევ­რს დავ­დი­ვარ. ტვინ­ში, თავ­ში,ჩემს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვარ და ჩემს თავს ვუ­ყუ­რებ მა­გი­დას­თან მჯდომს ბა­ბუს­თან ერ­თად.

- რას აკე­თებ? - მე­კი­თხე­ბა

- Facebook-ზე ვარ

- ეგ კაი რა­მეა ხო?

- ხან კი, ხან არა.. ეხლა კი! შენი ლექ­სი დავ­დე და ნახე რამ­დენ­მა­ნა­ხა, სიყ­ვა­რულს გიგ­ზავ­ნი­ან!ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და..

-ხოო? მერე, მეც შე­მიქ­მე­ნი, ეგ ..გა­ვოც­დი და თან გა­მე­ღი­მა..

- კარ­გი, შე­გიქ­მნი. რა­საც და­წერ ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა ნა­ხოს. აზ­რე­ბი, ლექ­სე­ბი..ძა­ლი­ან მოს­წონ­და ბა­ბუს ეს სივ­რცე. უფრო სწო­რად მოს­წონ­და რომ არ­სე­ბობ­და ასე­თი სივ­რცე.

მთა­ვა­რია რომ არ­სე­ბობს, ბევ­რი ცუდი მო­აქვს, ბევ­რი კარ­გი, მაგ­რამ არ­სე­ბობს, თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე.სივ­რცე სწო­რი და კარ­გი სი­ტყვაა, რად­გან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, მწერ­ლო­ბა­ში თუ ცხოვ­რე­ბა­ში სივ­რცის­კენ ილ­ტვო­და.

რთულ, ძნელ დროს და­ი­ბა­და სა­დაც ხში­რად , სი­ტყვას და აზრს ისეთ სივ­რცე­ში გა­მო­ხა­ტავ­და სა­დაც ეს ლტოლ­ვა და ჰა­ე­რი ის­ჯე­ბო­და.თვი­თონ ჰქმნი­და სივ­რცეს და აუ­ცი­ლებ­ლად აზი­ა­რებ­და, გან­გრე­ვას სცდი­ლობ­და, ხან გა­მოს­დი­ო­და ხან არა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და და ამით ცხოვ­რობ­და.

- ესე იგი, მე რომ დავ­წე­რო, რომ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, სულ ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა ნახ­ვა და წა­კი­თხვა?? აციმ­ცი­მე­ბუ­ლი ბედ­ნი­ე­რი თვა­ლე­ბით მე­კი­თხე­ბა

- კი, ბა! - მთელს დე­და­მი­წას?? (ეცი­ნე­ბა)

- მთელს დე­და­მი­წას!

მთე­ლი დღეა ვწრი­ა­ლებ, დავ­დი­ვარ, დავ­დი­ვარ. ბურ­თით ყელ­ში.

სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ნი ერთ დიდ სივ­რცე­ში არ ვართ? უსას­რუ­ლო, ამო­უც­ნობ, ამომ­წუ­რავ სივ­რცე­ში.აქ თუ იქ.ხო და მეც ვწერ, უბ­რა­ლოდ სივ­რცე­ში - და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ" - წერს ირმა გი­გა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
1

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ბაბუ და ყველას ბაბუც.... მეც მენატრებიან.... ეჰჰჰ 

...
0

მართალი ხართ, ქართველი თავისუფალ სივრცეს მხოლოდ სიყვარულის გასატყორცნად თუ გამოიყენებს. აბა, სხვა რაში სჭირდება? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"აციმციმებული თვალებით მკითხა, მე რომ დავწერო, რომ მიყვარხარ, ყველას შეეძლება ნახვაო?" - ირმა გიგანის ემოციური მილოცვა ბაბუას, რომელიც 89 წლის გახდებოდა

"აციმციმებული თვალებით მკითხა, მე რომ დავწერო, რომ მიყვარხარ, ყველას შეეძლება ნახვაო?" - ირმა გიგანის ემოციური მილოცვა ბაბუას, რომელიც 89 წლის გახდებოდა

ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დღეს 89 წლის გახდებოდა. 2017 წელს ის რამდენიმე თვიიანი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ჯანსუღ ჩარკვიანმა პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა.

1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი "ერთი ღამის სიჩუმეში". ასევე, გამოცემული აქვს წიგნები: "რწმენის კედელი" (1970), "დიდი ნათელი" (1980), "ერთტომეული" (1981), "რჩეული პოემები" (1983), "მე და შენ" (1984), "არცა ვმსახურობდე სხვას!" (1989), პუბლიცისტური წიგნი "თავისუფლება ლომთა ხვედრია". 1991-1993 წლებში გამოიცა მისი თხზულებათა ორტომეული. პოეტის ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე.

ცნობილ პოეტს იუბილე ემოციური პოსტით მიულოცა შვილიშვილმა, თაკო ჩარკვიანის შვილმა ირმა გიგანმა:

"ჩვენი სამზარეულო მიყვარს.ბევრი საუბარი მოუსმენია, ემოციითაც გაძეძგილა, საშინლად მიმზიდველია მთელს სახლში ეს ადგილი. ოთახებიდან გამოვდივართ და ზუსტად ვიცით სად უნდა შევიკრიბოთ.

ჩაი სულ არის, შემონახული ზამთრის მურაბაც იქნება, კუთხის მაგიდა სულელური, თავდაჯერებული ყვავილით , ძალიან პუტკუნა ლინდა (ძაღლი) და ჩვენც აქ ვართ.მე და ბაბუს “კოდი” ზარიგვქონდა.კარებზე ზარი რომ ირეკებოდა ზუსტად იცოდა რომ მე ვიყავი-

- ჰოუუუუუ , ჰოუუუუუ, მოვდივარ, მოვდივარ!

რანაირად ხდებოდა რომ სამ წამში ჟრიამული იდგა სახლში არ ვიცი, კარს მიღმა მეცინებოდა და ღილაკს თითს არ ვუშვებდი სანამ კარს არ გამიღებდნენ.

მაქსიმალურისიჩქარით მოდიოდა კართან, მძიმე, შეუპოვარი ნაბიჯებით, მაგრამ ვერავინ დაასწრებდა კარისგაღებას.დღეს მთელი დღეა დავდივარ, დავდივარ, დავდივარ..

არაადეკვატურად ბევრს დავდივარ. ტვინში, თავში,ჩემს სამზარეულოში ვარ და ჩემს თავს ვუყურებ მაგიდასთან მჯდომს ბაბუსთან ერთად.

- რას აკეთებ? - მეკითხება

- Facebook-ზე ვარ

- ეგ კაი რამეა ხო?

- ხან კი, ხან არა.. ეხლა კი! შენი ლექსი დავდე და ნახე რამდენმანახა, სიყვარულს გიგზავნიან!ძალიან გაუხარდა..

-ხოო? მერე, მეც შემიქმენი, ეგ ..გავოცდი და თან გამეღიმა..

- კარგი, შეგიქმნი. რასაც დაწერ ყველას შეეძლება ნახოს. აზრები, ლექსები..ძალიან მოსწონდა ბაბუს ეს სივრცე. უფრო სწორად მოსწონდა რომ არსებობდა ასეთი სივრცე.

მთავარია რომ არსებობს, ბევრი ცუდი მოაქვს, ბევრი კარგი, მაგრამ არსებობს, თავისუფალი სივრცე.სივრცე სწორი და კარგი სიტყვაა, რადგან მთელი ცხოვრების მანძილზე, მწერლობაში თუ ცხოვრებაში სივრცისკენ ილტვოდა.

რთულ, ძნელ დროს დაიბადა სადაც ხშირად , სიტყვას და აზრს ისეთ სივრცეში გამოხატავდა სადაც ეს ლტოლვა და ჰაერი ისჯებოდა.თვითონ ჰქმნიდა სივრცეს და აუცილებლად აზიარებდა, განგრევას სცდილობდა, ხან გამოსდიოდა ხან არა, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა და ამით ცხოვრობდა.

- ესე იგი, მე რომ დავწერო, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ, სულ ყველას შეეძლება ნახვა და წაკითხვა?? აციმციმებული ბედნიერი თვალებით მეკითხება

- კი, ბა! - მთელს დედამიწას?? (ეცინება)

- მთელს დედამიწას!

მთელი დღეა ვწრიალებ, დავდივარ, დავდივარ. ბურთით ყელში.

საბოლოოდ, ყველანი ერთ დიდ სივრცეში არ ვართ? უსასრულო, ამოუცნობ, ამომწურავ სივრცეში.აქ თუ იქ.ხო და მეც ვწერ, უბრალოდ სივრცეში - დაბადების დღეს გილოცავ ბა. ძალიან მიყვარხარ" - წერს ირმა გიგანი.

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში

"სუნთქვის უკმარისობა, ხველება... ყველა ეტაპი გაიარა 5 კვირა და პარალელურად 50-მდე კოვიდიანს უვლიდა" - რას წერს მანანა მანჯგალაძე ექიმი ძმის შესახებ