სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქუთაისი KIU MURAL FEST-ს მასპინძლობს
ქუთაისი KIU MURAL FEST-ს მასპინძლობს

2020 წლის 15 სექ­ტემ­ბრი­დან 7 ოქ­ტომ­ბრამ­დე, ქუ­თა­ი­სი პირ­ვე­ლად მას­პინ­ძლობს მი­უ­რა­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალს KIU MURAL FEST. ფეს­ტი­ვა­ლის ინი­ცი­ა­ტო­რია ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია „Tbilisi Mural Fest”. სა­ქარ­თვე­ლოს უკვე მე­ო­რე კვი­რაა სტუმ­რობს მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მხატ­ვარ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუს­ზე შე­ნო­ბე­ბის მო­ხატ­ვას ახორ­ცი­ე­ლებს.

მოწ­ვე­ულ მხატ­ვარ­თა შო­რის არი­ან არ­ტის­ტე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან, სერ­ბე­თი­დან, სა­ბერ­ძნე­თი­დან, რომ­ლებ­მაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი და არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი კე­დე­ლი მო­ხა­ტეს. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, სტრიტ არ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვარ­სკვლა­ვე­ბის მიერ უკვე შე­იქ­მნა ოთხი უნი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი, მათ შო­რის ისე­თი ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბის მიერ, რო­გო­რი­ცაა INO სა­ბერ­ძნე­თი­დან, ARTZE სერ­ბე­თი­დან, გერ­მა­ნუ­ლი ჯგუ­ფი INNERFIELDS. ამ სფე­რო­ში ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი არ­ტის­ტი CASE MACLAIM კი სა­ქარ­თვე­ლოს 1 ოქ­ტომ­ბერს ეწ­ვე­ვა და მხატ­ვრე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად 7 ოქ­ტომ­ბრამ­დე იმუ­შა­ვებს და შექ­მნის მი­უ­რალს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი შე­ნო­ბის კე­დელ­ზე. KIU MURAL FEST-ის სა­ბო­ლოო ნა­მუ­შევ­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მსურ­ვე­ლებს უკვე კამ­პუს­ში სწავ­ლის და­წყე­ბის დრო­ი­დან შე­ეძ­ლე­ბათ.

KIU MURAL FEST ქუ­თა­ის­ში პირ­ვე­ლად იმარ­თე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს ქუ­თა­ი­სის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას. ცნო­ბი­ლი სტრიტ არ­ტის­ტე­ბის მიერ მო­ხა­ტუ­ლი მი­უ­რა­ლე­ბი სტრიტ არ­ტის მსოფ­ლიო რუ­კა­ზე გაჩ­ნდე­ბა და უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს და მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გახ­დის ქა­ლაქ­სა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ისე­დაც უნი­კა­ლურ კამ­პუსს და გა­რე­მოს. სტრიტ არტი არის ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერთი თა­ნა­მედ­რო­ვე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ასო­ცირ­დე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან, ახალ­გაზ­რდო­ბას­თან, ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან. გარ­და ამი­სა, ფეს­ტი­ვა­ლის მი­ზა­ნია ასე­ვე, რომ ხელი შე­უ­წყოს სტრიტ არ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ინო­ვა­ცი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუს­ზე მცხოვ­რებ სტუ­დენ­ტებს შე­უქ­მნის სწავ­ლის­თვი­სა და დას­ვე­ნე­ბის­თვის გა­მორ­ჩე­ულ გა­რე­მოს - სივ­რცეს, სა­დაც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბა.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ:

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (KIU) კამ­პუ­სი ქუ­თა­ის­ში, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში 153 ჰექ­ტარ მი­წა­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი და მო­ი­ცავს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აკა­დე­მი­ურ კორ­პუ­სებს, ბიბ­ლი­ო­თე­კას, კა­ფე­ტე­რი­ებს, კე­თილ­მო­წყო­ბილ სას­პორ­ტო და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე­ებს, სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რებ­ლებს, ასე­ვე სა­ცხოვ­რებ­ლებს აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ქარ­თუს“ და­ფი­ნან­სე­ბით.

წელს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა (KIU) პირ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი მი­ი­ღო. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­შუ­ა­ლო ქუ­ლის მი­ხედ­ვით, KIU ნო­მე­რი პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო (სა­ხელ­მწი­ფო) უნი­ვერ­სი­ტე­ტია დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

Tbilisi Mural Fest (თბი­ლი­სი მი­უ­რალ ფეს­ტი­ვა­ლი) გა­სულ წელს თბი­ლი­სი­სა და ბერ­ლი­ნის მე­რი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით და­ფუძნ­და. ფეს­ტი­ვა­ლის იდე­ის ავ­ტო­რი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ევ­რო­პა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მო­ქან­და­კე ბე­სიკ მა­ზი­აშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც 2012 წლი­დან ცხოვ­რობს ბერ­ლინ­ში და სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვა­ლის იდე­ის ავ­ტო­რია. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლია მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ გა­ლე­რე­ა­ში. ბერ­ლი­ნის ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის მუ­ზე­უმ­ში კი მა­ზი­აშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი მუ­ზე­უ­მის მუდ­მივ კო­ლექ­ცი­ა­ში ინა­ხე­ბა.

Tsiko
0

პანდემიააააააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ქუთაისი KIU MURAL FEST-ს მასპინძლობს

ქუთაისი KIU MURAL FEST-ს მასპინძლობს

2020 წლის 15 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, ქუთაისი პირველად მასპინძლობს მიურალების საერთაშორისო ფესტივალს KIU MURAL FEST. ფესტივალის ინიციატორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და განმახორციელებელი ორგანიზაცია „Tbilisi Mural Fest”. საქართველოს უკვე მეორე კვირაა სტუმრობს მსოფლიოში ცნობილი მხატვართა ჯგუფი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე შენობების მოხატვას ახორციელებს.

მოწვეულ მხატვართა შორის არიან არტისტები გერმანიიდან, სერბეთიდან, საბერძნეთიდან, რომლებმაც წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქი და არაერთი ცნობილი კედელი მოხატეს. ფესტივალის ფარგლებში, სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ უკვე შეიქმნა ოთხი უნიკალური ნამუშევარი, მათ შორის ისეთი ცნობილი მხატვრების მიერ, როგორიცაა INO საბერძნეთიდან, ARTZE სერბეთიდან, გერმანული ჯგუფი INNERFIELDS. ამ სფეროში ცნობილი გერმანელი არტისტი CASE MACLAIM კი საქართველოს 1 ოქტომბერს ეწვევა და მხატვრების ჯგუფთან ერთად 7 ოქტომბრამდე იმუშავებს და შექმნის მიურალს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის კედელზე. KIU MURAL FEST-ის საბოლოო ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს უკვე კამპუსში სწავლის დაწყების დროიდან შეეძლებათ.

KIU MURAL FEST ქუთაისში პირველად იმართება. ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ქუთაისის პოპულარიზებას. ცნობილი სტრიტ არტისტების მიერ მოხატული მიურალები სტრიტ არტის მსოფლიო რუკაზე გაჩნდება და უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის ქალაქსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ისედაც უნიკალურ კამპუსს და გარემოს. სტრიტ არტი არის ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი თანამედროვე მიმდინარეობა, რომელიც ასოცირდება თავისუფლებასთან, ახალგაზრდობასთან, ახალ ტექნოლოგიებთან. გარდა ამისა, ფესტივალის მიზანია ასევე, რომ ხელი შეუწყოს სტრიტ არტის პოპულარიზაციას საქართველოში.

განსხვავებული და ინოვაციური ხელოვნების ნიმუშები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსზე მცხოვრებ სტუდენტებს შეუქმნის სწავლისთვისა და დასვენებისთვის გამორჩეულ გარემოს - სივრცეს, სადაც ტექნოლოგიები და თანამედროვე ხელოვნება ერთმანეთს ხვდება.

ორგანიზატორების შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კამპუსი ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში 153 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით.

წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველი სტუდენტები მიიღო. ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო ქულის მიხედვით, KIU ნომერი პირველი საჯარო (სახელმწიფო) უნივერსიტეტია დღეს საქართველოში.

Tbilisi Mural Fest (თბილისი მიურალ ფესტივალი) გასულ წელს თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის იდეის ავტორი და ორგანიზატორი ევროპაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილია, რომელიც 2012 წლიდან ცხოვრობს ბერლინში და სხვადასხვა ფესტივალის იდეის ავტორია. მისი ნამუშევრები გამოფენილია მსოფლიოს მრავალ გალერეაში. ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში კი მაზიაშვილის ნამუშევრები მუზეუმის მუდმივ კოლექციაში ინახება.

"თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში, ის რჩება "ოცნების" მხარდამჭერად" - პრესსამსახური

"ვეცადოთ, სწავლის პროცესი არ გახდეს ინფექციის გავრცელებისთვის სტიმული - თუ ინფექციის კერა დაგვიფიქსირდება, პანიკას არ მივეცეთ" - გამყრელიძე

თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება - ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის განცხადება