სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა შემთხვევაში მკურნალობენ კოვიდპაციენტებს შინ და როგორ მუშაობენ ონლაინკლინიკები ქვეყანაში? - რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი
რა შემთხვევაში მკურნალობენ კოვიდპაციენტებს შინ და როგორ მუშაობენ ონლაინკლინიკები ქვეყანაში? - რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

სა­ქარ­თვე­ლო­ში covid-19 -ის ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლი 2020 წლის აპ­რი­ლი­დან შე­ვი­და ძა­ლა­ში, თუმ­ცა სერ­ვი­სი, პრაქ­ტი­კუ­ლად, ბოლო პე­რი­ოდ­ში ამოქ­მედ­და, რაც აჭა­რა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის სწრა­ფი ზრდით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. დღე­ის­თვის, ქვე­ყა­ნა­ში ახალ კო­რო­ნა­ვირუსს ბი­ნა­ზე სულ 800 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს. შემ­თხვე­ვა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა აჭა­რა­ზე მო­დის.

რა შემ­თხვე­ვებ­ში მო­უ­წევთ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს ბი­ნა­ზე დარ­ჩე­ნა და რო­გო­რია ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მი - ambebi.ge შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის პროგ­რა­მე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნელს, ეკა ადა­მი­ას ესა­უბ­რა.

- რა შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღე­ბა covid-19 -ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ბი­ნა­ზე და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- რო­დე­საც პა­ცი­ენტს შე­სა­ბა­მი­სი ტეს­ტი­რე­ბით covid-19 და­უ­დას­ტურ­დე­ბა, ფას­დე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ასა­კი და სხვა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და მი­ი­ღე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. არ­სე­ბობს სამი ვა­რი­ან­ტი : პა­ცი­ენ­ტის სტა­ცი­ო­ნარ­ში გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა, ბი­ნა­ზე და­ტო­ვე­ბა ან სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში გა­დაყ­ვა­ნა. თუ პა­ცი­ენ­ტი მსუ­ბუ­ქია და მას არ აქვს არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი, არ არის არას­რულ­წლო­ვა­ნი ან მო­ხუ­ცი და არ აქვს ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­დე­ბე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მისი ბი­ნა­ზე და­ტო­ვე­ბა. კი­დევ ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი - პა­ცი­ენ­ტის გა­მო­კი­თხვით უნდა დგინ­დე­ბო­დეს, რომ მას აქვს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი ოჯახ­ში. რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პრო­ტო­კო­ლით დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს, რაც მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ უნდა ჰქონ­დეს სახ­ლში იზო­ლი­რე­ბუ­ლი ოთა­ხი და მომ­ვლე­ლი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მის­თვის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის თუ საკ­ვე­ბის მი­წო­დე­ბას იზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დაც­ვით.

- ვინ და რო­გორ მკურ­ნა­ლობს ბი­ნა­ზე მყოფ კო­ვიდ­პა­ცი­ენტს?

- მას შემ­დეგ, რაც გა­და­წყდე­ბა, პა­ცი­ენ­ტი დარ­ჩეს ბი­ნა­ზე და იმ­კურ­ნა­ლოს, მის ჯან­მრთე­ლო­ბას ონ­ლა­ინ­კონ­სულ­ტა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით მარ­თავს ოჯა­ხის ექი­მი. იგი ყო­ველ­დღე უკავ­შირ­დე­ბა პა­ცი­ენტს, აძ­ლევს მი­თი­თე­ბებს, სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, იქ­ნე­ბა ეს ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და შარ­დის კონ­ტრო­ლი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბის წე­სე­ბი თუ რა­ი­მე სხვა სა­ხის დაკ­ვირ­ვე­ბა, შე­საძ­ლოა და­ი­გეგ­მოს გა­სა­უბ­რე­ბა ვი­დე­ოთ­ვა­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, თუ სა­ჭი­რო გახ­და. ნე­ბის­მი­ე­რი სა­რის­კო სიმპტო­მის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლახ­ლა ფას­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია და ექი­მი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, პა­ცი­ენ­ტი კვლავ დარ­ჩეს ბი­ნა­ში თუ გა­და­ვი­დეს სტა­ცი­ო­ნარ­ში.

- რამ­დე­ნი ონ­ლა­ინ­კლი­ნი­კაა დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გო­რია მათი მუ­შა­ო­ბის მე­ქა­ნიზ­მი?

- ამ ეტაპ­ზე მოქ­მე­დებს 25 ონ­ლა­ინ­კლი­ნი­კა. თი­თო­ე­ულ­ში კონ­კრე­ტუ­ლი ბრი­გა­დე­ბი მო­რი­გე­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც არი­ან მიბ­მუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის კონ­კრე­ტულ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. მო­რი­გე ექი­მი ყო­ველ­დღი­უ­რად უკავ­შირ­დე­ბა მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მყოფ პა­ცი­ენ­ტებს, უწე­ვენ ყვე­ლა სა­ჭი­რო კონ­სულ­ტა­ცი­ას და უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მათ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას. ჩვენ მო­ვამ­ზა­დეთ ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მალე გა­მო­ვა, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს თა­ვად პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლობს. მან მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს თვით­შეგ­ნე­ბა და და­იც­ვას იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი. არ შე­უქ­მნას საფრ­თხე სა­კუ­თარ ოჯა­ხის წევ­რებს. არ უნდა გა­მო­ვი­დეს მისი ოთა­ხი­დან და თუ ამას მა­ინც გა­ა­კე­თებს, უნდა ეკე­თოს პირ­ბა­დე, ხელ­თა­თა­ნე­ბი და არ ეკონ­ტაქ­ტოს ოჯა­ხის წევ­რებს. სა­სურ­ვე­ლია, ჰქონ­დეს ცალ­კე სა­პირ­ფა­რე­შო და სა­ა­ბა­ზა­ნო. ან იმ შემ­თხვე­ვა­ში ისარ­გებ­ლოს სა­ერ­თო სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბით, თუ მას ჰყავს ისე­თი მომ­ვლე­ლი, ვინც შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის და­ცით, სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და­ა­მუ­შა­ვებს იქა­უ­რო­ბას. ასე­ვე, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ეჭ­ვო სიმპტო­მის შემ­თხვე­ვა­ში, იქ­ნე­ბა ეს სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბა, ტუ­ჩე­ბის გა­ლურ­ჯე­ბა თუ სხვა რამ, უნდა დარ­ე­კოს ექიმ­თან და არ და­ე­ლო­დოს მას.

- ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა სა­რის­კოა. ერთი მო­საზ­რე­ბით, ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის კრა­ხი კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში სწო­რედ იმან გა­მო­იწ­ვია, რომ პა­ცი­ენ­ტებს მა­სი­უ­რად უშ­ვებ­დნენ სამ­კურ­ნა­ლოდ სახ­ლებ­ში. თქვენ რო­გორ უყუ­რებთ ამ სა­კითხს? არის თუ არა გათ­ვლი­ლი შე­საძ­ლო რის­კე­ბი მოქ­მედ პრო­ტო­კოლ­ში?

- ჩვენ ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მი ავა­მოქ­მე­დეთ მხო­ლოდ ახლა. არა­და, რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც ეს ვირუ­სია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ცხა­დია, რის­კე­ბი არ­სე­ბობს და რო­დე­საც პრო­ტო­კო­ლი მუ­შავ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლით იქნა რის­კე­ბის ფაქ­ტო­რი გან­ხი­ლუ­ლი. პა­ცი­ენ­ტე­ბი ისე იკურ­ნე­ბი­ან ამ ვირუ­სის­გან, რომ მათ სიმპტო­მე­ბიც კი არ აქვთ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში არ არის სა­ჭი­რო ყვე­ლა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დაწ­ვეს და და­ი­კა­ვონ ის სა­წო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს დას­ჭირ­დეს. ძა­ლი­ან სიფრ­თხი­ლით ავა­მოქ­მე­დეთ ეს მე­ქა­ნიზ­მი. სა­პი­ლო­ტედ, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის სერ­ვისს და შევ­ხე­დავთ, შე­ვა­ფა­სებთ, რა შე­დე­გებს მო­ი­ტანს. პრო­ტო­კოლს აქვს დათ­ქმა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ეტა­პობ­რი­ვად უნდა ამოქ­მედ­დეს.

- რა სი­ახ­ლე­ე­ბი იგეგ­მე­ბა ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლის და­ნერგვის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- სი­ახ­ლე, რა­ზეც ახლა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, ესაა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის, პა­ცი­ენ­ტის გა­წე­რის კრი­ტე­რი­უ­მის გა­მარ­ტი­ვე­ბა. ეს შე­ე­ხე­ბა ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა­საც. თუ მა­გა­ლი­თად, ახლა გან­მე­ო­რე­ბი­თი ტეს­ტი­რე­ბა არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო იმის­თვის, რომ პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს, მი­დის მუ­შა­ო­ბა იმა­ზე, რომ მხო­ლოდ ერთი ტეს­ტი­რე­ბა გახ­დეს საკ­მა­რი­სი. პა­ცი­ენტს ერთხელ ჩა­უ­ტარ­დე­ბა მხო­ლოდ ტეს­ტი­რე­ბა და თუ აჩ­ვე­ნა უარ­ყო­ფი­თი, ჩა­ით­ვლე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლად. მსოფ­ლი­ო­ში იც­ვლე­ბა მიდ­გო­მე­ბი და ჩვენც ფეხ­და­ფეხ მივ­ყვე­ბით მას. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობთ, ონ­ლა­ინ­კლი­ნი­კე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი კლი­ნი­კა უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი ონ­ლა­ინმკურ­ნა­ლო­ბა­ში. ასე­ვე, უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ოჯა­ხის ექი­მე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბევ­რი მათ­გა­ნი უკვე გა­დამ­ზად­და...

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოვიდ კორონაშვილი
14

დღეს: ნიღაბი არ გაქვს? თქვენ ვეღარ შეხვალთ ვერც მაღაზიაში და ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტში...ხვალ: საბანკო ბარათის გარეშე ვერაფერს გადაიხდი. ფული აღარ მიიღება...ხვალინდელი დღე: ვაქცინაცია არ გაქვთ? მოგზაურობის უფლება აღარ გაქვთ .ახლო მომავალში: თქვენ არ გაქვთ ჩიპი, რომელიც არ არის წარმოდგენილი თქვენს მარჯვენა ხელში ,მაშინ თქვენ არ გაქვთ წვდომა აბსოლუტურად არაფერზე!შენი ადამიანის უფლებები აღარ არსებობს...შენ იქნები სისტემის მტერი...

Zara
5

ამ კოვიდმა დაგვანახა, მსოფლიოს ადამიანის უფლებები ცალ ფეხზე კიდია! ნელ-ნელა ადამიანი უუფლებო ხდება, სისტემის მსხვერპლი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რა შემთხვევაში მკურნალობენ კოვიდპაციენტებს შინ და როგორ მუშაობენ ონლაინკლინიკები ქვეყანაში? - რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

რა შემთხვევაში მკურნალობენ კოვიდპაციენტებს შინ და როგორ მუშაობენ ონლაინკლინიკები ქვეყანაში? - რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

საქართველოში covid-19 -ის ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი 2020 წლის აპრილიდან შევიდა ძალაში, თუმცა სერვისი, პრაქტიკულად, ბოლო პერიოდში ამოქმედდა, რაც აჭარაში ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდით არის გამოწვეული. დღეისთვის, ქვეყანაში ახალ კორონავირუსს ბინაზე სულ 800 პაციენტი მკურნალობს. შემთხვევათა უმრავლესობა აჭარაზე მოდის.

რა შემთხვევებში მოუწევთ ინფიცირებულებს ბინაზე დარჩენა და როგორია ბინაზე მკურნალობის მექანიზმი - ambebi.ge შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელს, ეკა ადამიას ესაუბრა.

- რა შემთხვევაში მიიღება covid-19 -ით ინფიცირებული პაციენტის ბინაზე დატოვების გადაწყვეტილება?

- როდესაც პაციენტს შესაბამისი ტესტირებით covid-19 დაუდასტურდება, ფასდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და სხვა მახასიათებლები და მიიღება გადაწყვეტილება. არსებობს სამი ვარიანტი : პაციენტის სტაციონარში გადამისამართება, ბინაზე დატოვება ან საკარანტინე სივრცეში გადაყვანა. თუ პაციენტი მსუბუქია და მას არ აქვს არანაირი სიმპტომი, არ არის არასრულწლოვანი ან მოხუცი და არ აქვს ქრონიკული დაავდებები, ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია მისი ბინაზე დატოვება. კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი - პაციენტის გამოკითხვით უნდა დგინდებოდეს, რომ მას აქვს თვითიზოლაციის პირობები ოჯახში. რომელიც აკმაყოფილებს თვითიზოლაციის პროტოკოლით დადგენილ სტანდარტებს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ჰქონდეს სახლში იზოლირებული ოთახი და მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფს მისთვის საჭირო მედიკამენტების თუ საკვების მიწოდებას იზოლაციის წესების დაცვით.

- ვინ და როგორ მკურნალობს ბინაზე მყოფ კოვიდპაციენტს?

- მას შემდეგ, რაც გადაწყდება, პაციენტი დარჩეს ბინაზე და იმკურნალოს, მის ჯანმრთელობას ონლაინკონსულტაციის მეშვეობით მართავს ოჯახის ექიმი. იგი ყოველდღე უკავშირდება პაციენტს, აძლევს მითითებებს, საჭიროების მიხედვით, იქნება ეს ტემპერატურისა და შარდის კონტროლი, მედიკამენტების მიღების წესები თუ რაიმე სხვა სახის დაკვირვება, შესაძლოა დაიგეგმოს გასაუბრება ვიდეოთვალის მეშვეობითაც, თუ საჭირო გახდა. ნებისმიერი სარისკო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ხელახლა ფასდება სიტუაცია და ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, პაციენტი კვლავ დარჩეს ბინაში თუ გადავიდეს სტაციონარში.

- რამდენი ონლაინკლინიკაა დღეის მდგომარეობით საქართველოში და როგორია მათი მუშაობის მექანიზმი?

- ამ ეტაპზე მოქმედებს 25 ონლაინკლინიკა. თითოეულში კონკრეტული ბრიგადები მორიგეობენ, რომლებიც არიან მიბმული პაციენტების კონკრეტულ რაოდენობაზე. მორიგე ექიმი ყოველდღიურად უკავშირდება მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პაციენტებს, უწევენ ყველა საჭირო კონსულტაციას და უზრუნველყოფენ მათ გამოჯანმრთელებას. ჩვენ მოვამზადეთ ვიდეორგოლები, რომლებიც მალე გამოვა, თუ როგორ უნდა მოიქცეს თავად პაციენტი, რომელიც ბინაზე მკურნალობს. მან მაქსიმალურად უნდა გამოიჩინოს თვითშეგნება და დაიცვას იზოლაციის პირობები. არ შეუქმნას საფრთხე საკუთარ ოჯახის წევრებს. არ უნდა გამოვიდეს მისი ოთახიდან და თუ ამას მაინც გააკეთებს, უნდა ეკეთოს პირბადე, ხელთათანები და არ ეკონტაქტოს ოჯახის წევრებს. სასურველია, ჰქონდეს ცალკე საპირფარეშო და სააბაზანო. ან იმ შემთხვევაში ისარგებლოს საერთო სველი წერტილებით, თუ მას ჰყავს ისეთი მომვლელი, ვინც შესაბამისი წესების დაცით, სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშავებს იქაურობას. ასევე, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში, იქნება ეს სუნთქვის გახშირება, ტუჩების გალურჯება თუ სხვა რამ, უნდა დარეკოს ექიმთან და არ დაელოდოს მას.

- ინფექციონისტების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ბინაზე მკურნალობა სარისკოა. ერთი მოსაზრებით, ზოგიერთი ქვეყნის კრახი კორონავირუსთან ბრძოლაში სწორედ იმან გამოიწვია, რომ პაციენტებს მასიურად უშვებდნენ სამკურნალოდ სახლებში. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? არის თუ არა გათვლილი შესაძლო რისკები მოქმედ პროტოკოლში?

- ჩვენ ბინაზე მკურნალობის მექანიზმი ავამოქმედეთ მხოლოდ ახლა. არადა, რამდენი ხანია, რაც ეს ვირუსია გავრცელებული საქართველოში. ცხადია, რისკები არსებობს და როდესაც პროტოკოლი მუშავდებოდა, ძალიან დიდი სიფრთხილით იქნა რისკების ფაქტორი განხილული. პაციენტები ისე იკურნებიან ამ ვირუსისგან, რომ მათ სიმპტომებიც კი არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო ყველა საავადმყოფოში დაწვეს და დაიკავონ ის საწოლები, რომლებიც შეიძლება მძიმე გართულებების მქონე პაციენტებს დასჭირდეს. ძალიან სიფრთხილით ავამოქმედეთ ეს მექანიზმი. საპილოტედ, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ ბინაზე მკურნალობის სერვისს და შევხედავთ, შევაფასებთ, რა შედეგებს მოიტანს. პროტოკოლს აქვს დათქმა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის განვითარების შესაბამისად ეტაპობრივად უნდა ამოქმედდეს.

- რა სიახლეები იგეგმება ბინაზე მკურნალობის პროტოკოლის დანერგვის მიმართულებით?

- სიახლე, რაზეც ახლა სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა, ესაა გამოჯანმრთელების, პაციენტის გაწერის კრიტერიუმის გამარტივება. ეს შეეხება ბინაზე მკურნალობასაც. თუ მაგალითად, ახლა განმეორებითი ტესტირება არის სავალდებულო იმისთვის, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვალოს, მიდის მუშაობა იმაზე, რომ მხოლოდ ერთი ტესტირება გახდეს საკმარისი. პაციენტს ერთხელ ჩაუტარდება მხოლოდ ტესტირება და თუ აჩვენა უარყოფითი, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად. მსოფლიოში იცვლება მიდგომები და ჩვენც ფეხდაფეხ მივყვებით მას. გარდა ამისა, ვფიქრობთ, ონლაინკლინიკების გაფართოებაზე, რაც შეიძლება მეტი კლინიკა უნდა იყოს ჩართული ონლაინმკურნალობაში. ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ოჯახის ექიმების გადამზადება ახალი კორონავირუსის მიმართულებით. ბევრი მათგანი უკვე გადამზადდა...

მძღოლს, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, კორონავირუსი დაუდგინდა - ხობის რაიონის სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

"ცოტა ყურს ჭრის მუდმივი თავის მართლებასავით ნათქვამი - "გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები ქონდა“ - რას წერს ინფექციონისტი

SABA Reader-ს Gudabooks.ge-ის 200-ზე მეტი აუდიოწიგნი დაემატა