სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას ამბობს პრემიერი ლარის კურსზე, სწავლის დაწყებაზე, შეზღუდვების დაწესებასა და საარჩევნო პროცესზე
რას ამბობს პრემიერი ლარის კურსზე, სწავლის დაწყებაზე, შეზღუდვების დაწესებასა და საარჩევნო პროცესზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის კი­დევ გა­და­დე­ბა, არ იგეგ­მე­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ასე­ვე არ იგეგ­მე­ბა სის­ტე­მუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა, რად­გან რო­გორც პრე­მი­ე­რი გან­მარ­ტავს, ამას მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა.

„სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, რო­გორც გან­ვა­ცხა­დეთ, ზუს­ტად იმ რე­ჟიმ­ში გა­ნახ­ლდე­ბა. ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნი ნე­ბის­მი­ე­რი შემ­დგო­მი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ქმე­დე­ბა იქ­ნე­ბა მიზ­ნობ­რი­ვი და ლო­კა­ლუ­რი. სის­ტე­მუ­რი გა­და­კეტვე­ბი, შე­ზღუდ­ვე­ბი ამ ეტაპ­ზე არ იგეგ­მე­ბა, რად­გან კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, ჩვენ მარ­ტი­ვად შეგ­ვიძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ ამას მოჰ­ყვე­ბა მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და ეროვ­ნულ ბანკს სა­ჭი­რო­ზე მეტი რე­სურ­სი აქვს იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნა სწრა­ფად და­ი­წყოს, რაც მისი თქმით, ლა­რის კურ­სზე სწრაფ ზე­გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ლა­რის კურ­სი არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კურ, არა­მედ სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რებ­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

„ყვე­ლას და პირ­ველ რიგ­ში, მეც, ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, რომ ლა­რის კურ­სი არ არის მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რი. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ლა­რის კურ­სი არის სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რიც. ეს ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გვაქვს. რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედ­მე­ტად გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლია, რად­გან ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ლა­რის კურ­სის დღე­ვან­დე­ლი ნიშ­ნუ­ლის­თვის არ არ­სე­ბობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სია, სა­ქარ­თვე­ე­ლო მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კუ­რად ასე თუ ისე ნორ­მა­ლურ პა­რა­მეტ­რებ­შია. ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ბევ­რი რამ არის ემო­ცი­ებ­სა და მო­ლო­დი­ნებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გა­სა­გე­ბია, რომ გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მია, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა გვაქვს, გა­სა­გე­ბია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის მო­ლო­დი­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლამ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ეს. მინ­და ერთ რა­მეს ხაზი გა­ვუს­ვა, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს ზა­ფხუ­ლი, რო­დე­საც ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი ტალ­ღა იყო, მა­ში­ნაც ლა­რის კურ­სის მკვეთ­რი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა იყო, მაგ­რამ შემ­დგომ ნორ­მა­ლურ ნიშ­ნულს და­უბ­რუნ­და. მინ­და და­გარ­წმუ­ნოთ, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და ეროვ­ნულ ბანკსაც სა­ჭი­რო­ზე მეტი რე­სურ­სი აქვს იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­დგე­ნა სწრა­ფად და­ი­წყოს, რაც ლა­რის კურ­სზე სწრაფ ზე­გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, პან­დე­მია არ­ჩევ­ნებს ხელს ვერ შე­უშ­ლის, მთა­ვა­რია და­ვიც­ვათ ელე­მენ­ტა­რუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

მი­სი­ვე თქმით, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ვირუს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა უნდა ის­წავ­ლონ.

„პან­დე­მია არ­ჩევ­ნებს ხელს ვერ შე­უშ­ლის. ჩვენ ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით, რომ მე­ო­რე ტალ­ღა იქ­ნე­ბა, ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბი უნდა და­ვიც­ვათ. მარ­ტი­ვი რამე მინ­და გი­თხრათ დღეს გან­ვი­თა­რე­ბულ მსოფ­ლი­ო­ში ვე­რა­ვინ პირ­ბა­დე­ზე, დის­ტან­ცი­ა­ზე და ელე­მენ­ტა­რულ ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის დაც­ვა­ზე უკე­თე­სი პრე­ვენ­ცია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ვერ მო­ი­გო­ნა და ამი­ტომ ეს წე­სე­ბი უნდა და­ვიც­ვათ და მი­უ­ხე­და­ვად, იმი­სა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ზრდა გვაქვს და გვექ­ნე­ბა კი­დე­ვაც ჩვენ უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ ამ ვირუს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბას. მარ­ტი­ვია ინ­ფექ­ცი­ის გა­ჩე­რე­ბა, მარ­ტი­ვად შეგ­ვიძ­ლია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ეს ხომ არ გვინ­და - ჩვენ გვინ­და, რომ გა­ნათ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს, ეკო­ნო­მი­კა გაგ­რძელ­დეს, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დეს და ამი­ტომ უნდა და­ვიც­ვათ ელე­მენ­ტა­რუ­ლი წე­სე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ერ­მა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს და მო­ხუ­ცებს მო­უ­წო­და დარ­ჩნენ სახ­ლში, რად­გან ისი­ნი მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან.

„ჩვენ სამ­წუ­ხა­როდ ქვე­ყა­ნა­ში გვყავს საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის. ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა ისეა, რომ რა­მო­დე­ნი­მე თა­ო­ბა ცხოვ­რობს ერ­თად და პირ­ველ რიგ­ში, უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ მა­ღა­ლი რის­კის მა­ტა­რე­ბელ ჯგუ­ფებს, მო­ხუ­ცებს და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ა­ნებს და ალ­ბათ, სწო­რი არის რე­კო­მენ­და­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით აჭა­რა­ში, რომ ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დარ­ჩნენ სახ­ლში“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა კონ­ტორლ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, “რა­ღაც გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი იყოს, მაგ­რამ რე­ა­გი­რე­ბა არის მო­მენ­ტა­ლუ­რი და სწრა­ფი და ამი­ტომ იქ დიდი გა­დახ­რე­ბი ვერ იქ­ნე­ბა“.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, 31 ოქ­ტომ­ბერს და­გეგ­მი­ლი არ­ჩევ­ნე­ბი მშვიდ და დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს.

„მო­ეხ­სე­ნე­ბათ, არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი, ბევ­რად უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პით. ამი­ტომ, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არის, რომ არ­ჩევ­ნე­ბი იყოს მშვიდ, წყნარ,დე­მოკ­რა­ტი­ულ,ღია, ტრანსფა­რენ­ტულ გა­რე­მო­ში და ეს ასე იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 2020 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს არის და­გეგ­მი­ლი.

პრე­მი­ერ­მა დღე­ვან­დე­ლი დღის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს დღე არის უმ­ძი­მე­სი ტკი­ვი­ლის დღე. ჩვენ ყვე­ლას ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის, რომ ეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის და აფხა­ზე­ბის­თვი­საც. სა­ერ­თოდ, ამ ომში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ არ­სე­ბობს და ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს ომი ტრა­გე­დი­აა ყვე­ლას­თვის აფხა­ზე­ბის­თვი­საც და ქარ­თვე­ლე­ბის­თვი­საც, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გმირ­თა მო­ე­დან­ზე გმირ­თა მე­მო­რი­ალ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და ქარ­თვე­ლებ­მა და აფხა­ზებ­მა ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა ვიშ­რო­მოთ იმის­თვის, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ერ და გა­ნათ­ლე­ბულ ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ვი­ცხოვ­როთ.

„დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა ვიშ­რო­მოთ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის, აფხა­ზებ­თან ერ­თად, აფხა­ზებ­მა, ქარ­თვე­ლებ­მა ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად ვი­ცხოვ­როთ ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ერ, გა­ნათ­ლე­ბულ ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ში. ეს ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის წი­ნა­შე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ გა­ვა­კე­თებთ“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სო­ხუ­მის და­ცე­მი­დან დღეს 27 წელი შეს­რულ­და. სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა აფხა­ზეთ­ში 1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუცი
256

წარმატებები, პრემიერო!

გია
210

უფლის მფარველობა არ მოაკლდეს ჩვენს ყველაზე მაგარ პრემიერს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რას ამბობს პრემიერი ლარის კურსზე, სწავლის დაწყებაზე, შეზღუდვების დაწესებასა და საარჩევნო პროცესზე

რას ამბობს პრემიერი ლარის კურსზე, სწავლის დაწყებაზე, შეზღუდვების დაწესებასა და საარჩევნო პროცესზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესის კიდევ გადადება, არ იგეგმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე არ იგეგმება სისტემური შეზღუდვების დაწესება, რადგან როგორც პრემიერი განმარტავს, ამას მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

„სასწავლო პროცესი, როგორც განვაცხადეთ, ზუსტად იმ რეჟიმში განახლდება. ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ჩვენი ნებისმიერი შემდგომი ღონისძიება, ქმედება იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური გადაკეტვები, შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც მისი თქმით, ლარის კურსზე სწრაფ ზეგავლენას იქონიებს.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის კურსი არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალური ფაქტორებზეც არის დამოკიდებული.

„ყველას და პირველ რიგში, მეც, ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი. ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც. ეს ძალიან კარგად გვესმის, გაცნობიერებული გვაქვს. რა თქმა უნდა, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია, რადგან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია, საქართვეელო მაკროეკონომიკურად ასე თუ ისე ნორმალურ პარამეტრებშია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი რამ არის ემოციებსა და მოლოდინებზე დამოკიდებული. გასაგებია, რომ გლობალური პანდემია, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გვაქვს, გასაგებია, რომ არჩევნების მოლოდინია, შესაბამისად, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს. მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა, არ დაგვავიწყდეს ზაფხული, როდესაც ინფიცირების პირველი ტალღა იყო, მაშინაც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდგომ ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც ლარის კურსზე სწრაფ ზეგავლენას იქონიებს“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის, მთავარია დავიცვათ ელემენტარული რეკომენდაციები.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლონ.

„პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება, ყოველთვის ვამბობდით, რომ ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ. მარტივი რამე მინდა გითხრათ დღეს განვითარებულ მსოფლიოში ვერავინ პირბადეზე, დისტანციაზე და ელემენტარულ ჰიგიენის ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელების ვერ მოიგონა და ამიტომ ეს წესები უნდა დავიცვათ და მიუხედავად, იმისა, რომ ინფიცირებულთა ზრდა გვაქვს და გვექნება კიდევაც ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრებას. მარტივია ინფექციის გაჩერება, მარტივად შეგვიძლია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მაგრამ ჩვენ ეს ხომ არ გვინდა - ჩვენ გვინდა, რომ განათლება გაგრძელდეს, ეკონომიკა გაგრძელდეს, პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს და ამიტომ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს და მოხუცებს მოუწოდა დარჩნენ სახლში, რადგან ისინი მაღალი რისკის მატარებლები არიან.

„ჩვენ სამწუხაროდ ქვეყანაში გვყავს საკმაოდ დიდი რაოდენობა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების. ჩვენი ოჯახების სოციალური სტრუქტურა ისეა, რომ რამოდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად და პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მატარებელ ჯგუფებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მატარებელ ადამიანებს და ალბათ, სწორი არის რეკომენდაცია, განსაკუთრებით აჭარაში, რომ ხანდაზმული ადამიანები დარჩნენ სახლში“, - განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საკარანტინე სივრცეებში მდგომარეობა კონტორლდება, შეიძლება, “რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი და ამიტომ იქ დიდი გადახრები ვერ იქნება“.

გიორგი გახარიას განცხადებით, 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების მიზანია, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება უზრუნველყოს.

„მოეხსენებათ, არჩევნები ტარდება სრულიად ახალი, ბევრად უფრო დემოკრატიული პრინციპით. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ არჩევნები იყოს მშვიდ, წყნარ,დემოკრატიულ,ღია, ტრანსფარენტულ გარემოში და ეს ასე იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

პრემიერმა დღევანდელი დღის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. საერთოდ, ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ომი ტრაგედიაა ყველასთვის აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ქართველებმა და აფხაზებმა ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეკონომიკურად ძლიერ და განათლებულ ევროპულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ.

„დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, განათლებულ ევროპულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ გავაკეთებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

კორონავირუსის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალი სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს

"ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს"- რას ამბობს პრემიერი კოვიდ-19-ის მომატებულ შემთხვევებზე და როგორ აპირებს მთავრობა ეპიდსიტუაციის მართვას

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"