სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჩრდილო კორეელმა სამხედროებმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირი ჯერ მოკლეს და შემდეგ დაწვეს - მიზეზი, სავარაუდოდ, კორონავირუსის პრევენციაა
ჩრდილო კორეელმა სამხედროებმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირი ჯერ მოკლეს და შემდეგ დაწვეს - მიზეზი, სავარაუდოდ, კორონავირუსის პრევენციაა

ჩრდი­ლო კო­რე­ელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლეს და შემ­დეგ დაწ­ვეს - ამის შე­სა­ხებ სამ­ხრეთ კო­რე­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ და გმო­ბენ ამ "სას­ტიკ ქმე­დე­ბას“.

რო­გორც BBC წერს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სე­უ­ლის ცნო­ბით, მა­მა­კა­ცი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ზღვარ­თან, სა­პატ­რუ­ლო გე­მი­დან გაქ­რა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მისი ნა­წი­ლობ­რივ დამ­წვა­რი სხე­უ­ლი ჩრდი­ლო­ე­თის წყლებ­ში იპო­ვეს. მას ჩრდი­ლო კო­რე­ელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ეს­რო­ლეს, შემ­დეგ სხე­ულ­ზე ზეთი და­ას­ხეს და ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს.

სამ­ხრეთ კო­რე­ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ამ დას­კვნამ­დე შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვიდ­ნენ. უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი მე­თევ­ზე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობ­და და გა­სულ ორ­შა­ბათს და­ი­კარ­გა. ბო­ლოს ის ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ზღვრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით, 10 კმ-ში, ნავ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ჩრდი­ლო კო­რე­ელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ჯერ გა­მო­კი­თხეს, შემ­დეგ კი, მისი სიკ­ვდი­ლით დას­ჯის ბრძა­ნე­ბა მი­ი­ღეს. უწყე­ბა­ში სჯე­რათ, რომ ყო­ვე­ლი­ვე ან­ტი­კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში მოხ­და.

ფხე­ნი­ან­ში აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე კო­მენ­ტარს ჯერ­ჯე­რო­ბით არ აკე­თე­ბენ.

სამ­ხრეთ კო­რეა გმობს ასეთ სას­ტიკ პო­ლი­ტი­კას და მკაც­რად მო­უ­წო­დებს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის დას­ჯას.

სამ­ხრეთ კო­რე­ის თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში გმბო­ბენ მომ­ხდარს და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის­გან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ი­თხო­ვენ გან­მარ­ტე­ბებს

BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი სე­უ­ლი­დან, ლა­უ­რი ბი­კე­რი იუ­წყე­ბა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს ყვე­ლა­ფერს, რათა კო­რო­ნა­ვირუს­მა არ ავ­ნოს მათ ქვე­ყა­ნას. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ემ­ზა­დე­ბა უზარ­მა­ზა­რი სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მის­თვის, რო­მე­ლიც 10 ოქ­ტომ­ბერს, "მუ­შა­თა პარ­ტი­ის" 75-ე წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნად უნდა გა­ი­მარ­თოს. სწო­რედ ამი­ტომ, კონ­ტრო­ლი ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ უფრო გამ­კაც­რე­ბუ­ლია.

ფხე­ნი­ან­მა სა­ზღვრე­ბი 2020 წლის იან­ვარ­ში ჩა­კე­ტა, რათა თა­ვი­დან აე­რი­დე­ბი­ნათ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა. ივ­ლის­ში კი ად­გი­ლობ­რივ­მა სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბამ "მაქ­სი­მა­ლურ დო­ნე­ზე აი­წია".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც სა­ზღვარ­ზე ჩრდი­ლო კო­რე­ე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი სამ­ხრეთ კო­რე­ელს კლა­ვენ. მსგავ­სი რამ მა­ნამ­დე 2008 წელს მოხ­და, მა­შინ სამ­ხრეთ კო­რე­ელ ტუ­რისტს ეს­რო­ლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას, ზა­ფხულ­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ შე­საძ­ლოა, საქ­მე ჰქონ­დათ COVID-19-ის გა­მოვ­ლე­ნის პირ­ველ შემ­თხვე­ვას­თან, თუმ­ცა ამ დრომ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქ არც ერთი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა არ არის აღ­რი­ცხუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­გორც ჩი­ნურ, სამ­ხრეთ კო­რე­ულ და და­სავ­ლურ პრე­სა­ში წე­რენ, დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მი რე­ა­ლურ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სუ­რათს მა­ლავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ჩრდილო კორეელმა სამხედროებმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირი ჯერ მოკლეს და შემდეგ დაწვეს - მიზეზი, სავარაუდოდ, კორონავირუსის პრევენციაა

ჩრდილო კორეელმა სამხედროებმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირი ჯერ მოკლეს და შემდეგ დაწვეს - მიზეზი, სავარაუდოდ, კორონავირუსის პრევენციაა

ჩრდილო კორეელმა სამხედროებმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს და შემდეგ დაწვეს - ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ და გმობენ ამ "სასტიკ ქმედებას“.

როგორც BBC წერს, ოფიციალური სეულის ცნობით, მამაკაცი ჩრდილოეთ კორეის საზღვართან, საპატრულო გემიდან გაქრა და მოგვიანებით, მისი ნაწილობრივ დამწვარი სხეული ჩრდილოეთის წყლებში იპოვეს. მას ჩრდილო კორეელმა ჯარისკაცებმა ესროლეს, შემდეგ სხეულზე ზეთი დაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროში ამ დასკვნამდე შესაბამისი ანალიზის საფუძველზე მივიდნენ. უწყებაში განმარტავენ, რომ გარდაცვლილი მეთევზეობის დეპარტამენტში მუშაობდა და გასულ ორშაბათს დაიკარგა. ბოლოს ის ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან დაახლოებით, 10 კმ-ში, ნავში იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ჩრდილო კორეელმა სამხედროებმა ჯერ გამოკითხეს, შემდეგ კი, მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება მიიღეს. უწყებაში სჯერათ, რომ ყოველივე ანტიკორონავირუსული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა.

ფხენიანში აღნიშნულ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

სამხრეთ კორეა გმობს ასეთ სასტიკ პოლიტიკას და მკაცრად მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას პასუხისმგებელი პირების დასჯას.

სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაში გმბობენ მომხდარს და ჩრდილოეთ კორეისგან დაუყოვნებლივ მოითხოვენ განმარტებებს

BBC-ის კორესპონდენტი სეულიდან, ლაური ბიკერი იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა კორონავირუსმა არ ავნოს მათ ქვეყანას. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხელისუფლება ემზადება უზარმაზარი სამხედრო აღლუმისთვის, რომელიც 10 ოქტომბერს, "მუშათა პარტიის" 75-ე წლისთავის აღსანიშნად უნდა გაიმართოს. სწორედ ამიტომ, კონტროლი ქვეყანაში კიდევ უფრო გამკაცრებულია.

ფხენიანმა საზღვრები 2020 წლის იანვარში ჩაკეტა, რათა თავიდან აერიდებინათ კორონავირუსის გავრცელება. ივლისში კი ადგილობრივმა სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობამ "მაქსიმალურ დონეზე აიწია".

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საზღვარზე ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები სამხრეთ კორეელს კლავენ. მსგავსი რამ მანამდე 2008 წელს მოხდა, მაშინ სამხრეთ კორეელ ტურისტს ესროლეს.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ზაფხულში ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, საქმე ჰქონდათ COVID-19-ის გამოვლენის პირველ შემთხვევასთან, თუმცა ამ დრომდე ოფიციალურად იქ არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის აღრიცხული. აღსანიშნავია, რომ როგორც ჩინურ, სამხრეთ კორეულ და დასავლურ პრესაში წერენ, დიქტატორული რეჟიმი რეალურ ეპიდემიოლოგიურ სურათს მალავს.

რუსეთის დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

"პუტინი თვითონაც ყოფილი მზვერავია, მან კარგად იცის, როგორ უნდა მოიქცეს" - რას წერენ ამერიკული გამოცემები აშშ-ის არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევაზე

ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის გასაიდუმლოებული ცერემონია - "ეს სიგიჟეა, ჯერ არჩევნები მოიპარა, ახლა კი საკუთარი თავის ლეგალიზებას ცდილობს“