სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანებში ტოვებს კვალს ღვიძლზე, თირკმელსა და შარდსასქესო სისტემაზე" - ჯანმოს კომისიების წევრი
"კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანებში ტოვებს კვალს ღვიძლზე, თირკმელსა და შარდსასქესო სისტემაზე" - ჯანმოს კომისიების წევრი

ჯან­მოს კო­მი­სი­ე­ბის ქარ­თვე­ლი წევ­რის, ზაზა წე­რეთ­ლის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში ტო­ვებს კვალს ღვიძლზე, თირკმელ­სა და შარ­დსა­ს­ქე­სო სის­ტე­მა­ზე.

ამას­თან, რო­გორც მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა და ნორ­ვე­გი­ის სა­მე­ფოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­როს­მა მრჩე­ველ­მა, ზაზა წე­რე­თელ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, ვაქ­ცი­ნის შექ­მნა ვირუ­სის დას­რუ­ლე­ბას არ ნიშ­ნავს, მაგ­რამ ეს არის ნა­ბი­ჯი, რომ ეპი­დე­მია მარ­თვა­დი გახ­დეს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 9 თვეა გა­სუ­ლი, მეც­ნი­ე­რებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არ იცი­ან. ჯერ კი­დევ ყვე­ლა­ფე­რი არის შეს­წავ­ლის სფე­რო­ში. ალ­ბათ, ამი­ტო­მა­აა, რომ არ გვაქვს წინსვლა სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბის მხრივ. ის, რაც ვი­ცით და ერთი და­დე­ბი­თი არის ის, რომ მეც­ნი­ე­რებ­მა ნა­ხეს, რომ ამ ვირუს­მა დიდი მუ­ტა­ცი­ე­ბი არ გა­ნი­ცა­და. ანუ, ეს კარ­გია, იმი­ტომ რომ ჩვენ მეტ­ნაკ­ლე­ბად ვი­ცით ვირუ­სის შე­მად­გენ­ლო­ბა და მეტ­ნაკ­ლე­ბად ვი­ცით, რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ მას. მას რომ მუ­ტა­ცი­ე­ბი და­ე­წყო, ვაქ­ცი­ნის შექ­მნაც ძა­ლი­ან გარ­თულ­დე­ბო­და. ჩვენ ახალ -ახალ შტა­მებ­თან გვექ­ნე­ბო­და საქ­მე. ახლა, და­ი­წყო მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა. ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ ჩვენ და­სა­წყის­ში ჩა­ვი­კე­ტეთ, მსოფ­ლი­ოც და სა­ქარ­თვე­ლოც, როცა ჩა­ი­კე­ტე­ბი და მთე­ლი მსოფ­ლიო ზის სახ­ლში, ეს ნიშ­ნავს, რომ იმუ­ნუ­რი ფენა არის ძა­ლი­ან და­ბა­ლი. რო­გორც კი გა­მო­ვი­და ეს ხალ­ხი გა­რეთ, მოხ­და გავ­რცე­ლე­ბა. თა­ვი­დან მსოფ­ლიო არ იყო მზად ამ ვირუ­სის­თვის. ქვეყ­ნე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სა­კუ­თა­რი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მზა­ო­ბა­ში. თა­ვი­დან ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­დნენ ამ ვირუსს", - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა მშვე­ნივ­რად იმუ­შა­ვა.

"მათ ასე კარ­გად რომ არ ემუ­შა­ვათ შე­იძ­ლე­ბა, უფრო სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი გვქო­ნო­და. ჩვე­ნი პრობ­ლე­მა, სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ისაა, რომ ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა არაა ისეთ მწყობ­რში, რო­გორც ეს ევ­რო­პა­შია. მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლი ძა­ლი­ან სუს­ტი გვაქვს. ამან გა­მო­იწ­ვია ის, რომ ჩვე­ნი სის­ტე­მა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ნე­ბის­მი­ე­რი პა­ცი­ენ­ტი გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა ჰოს­პი­ტალ­ში, რაც ასე არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ჰოს­პი­ტალ­ში ხვდე­ბა მხო­ლოდ მძი­მე შემ­თხვე­ვა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ამას­თან, ყვე­ლამ იცის, რომ ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბე­რი არის გრი­პე­ბის სე­ზო­ნი, როცა იქ­ნე­ბა გრი­პე­ბის სე­ზო­ნი, როცა ვირუსს აქვს მეტ­ნაკ­ლე­ბად ისე­თი სიმპტო­მი, რო­გორც გრიპს, ეს და­აწ­ვე­ბა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას. ყვე­ლა ადა­მი­ანს მო­უნ­დე­ბა წას­ვლა იმის გა­სარ­კვე­ვად, კო­რო­ნა­ვირუ­სია თუ უბ­რა­ლოდ გრი­პი. ეს გა­მო­იწ­ვევს დიდ დატ­ვირ­თვას სის­ტე­მის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შემ­თხვე­ვე­ბის ოდე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა, და­დე­ბი­თი არის ის, რომ მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის ოდე­ნო­ბას არ მო­უ­მა­ტია, ისე რო­გორც ეს იყო თე­ბერ­ვალ-მარ­ტში.

რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნას, ნე­ბის­მი­ე­რი ვაქ­ცი­ნის შექ­მნას ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში სჭირ­დე­ბა სამი წელი. დღეს კი ეს დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით კეთ­დე­ბა. დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სი­თაც კი ეს არის მო­მა­ვა­ლი წლის მარ­ტი. ნე­ბის­მი­ერ ვაქ­ცი­ნას აქვს ხოლ­მე ბევ­რი უკუჩ­ვე­ნე­ბა. მეც­ნი­ე­რებ­მა ეს თუ არ გათ­ვა­ლეს, შე­იძ­ლე­ბა, ამან უფრო უა­რე­სი შე­დე­გი მოგ­ვცეს", - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jiji
14

როდის მერე გახდა ეს კვალიფიციური ვირუსოლოგი? 

სოლომონი
21

სამწუხაროდ ეს ყველაფერი ხელოვნურია და კონკრეტული მიზნებისთვის მიმართული...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანებში ტოვებს კვალს ღვიძლზე, თირკმელსა და შარდსასქესო სისტემაზე" - ჯანმოს კომისიების წევრი

"კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანებში ტოვებს კვალს ღვიძლზე, თირკმელსა და შარდსასქესო სისტემაზე" - ჯანმოს კომისიების წევრი

ჯანმოს კომისიების ქართველი წევრის, ზაზა წერეთლის განცხადებით, კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ ადამიანებში ტოვებს კვალს ღვიძლზე, თირკმელსა და შარდსასქესო სისტემაზე.

ამასთან, როგორც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" სტუმრობისას განაცხადა, ვაქცინის შექმნა ვირუსის დასრულებას არ ნიშნავს, მაგრამ ეს არის ნაბიჯი, რომ ეპიდემია მართვადი გახდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ 9 თვეა გასული, მეცნიერებმა კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან. ჯერ კიდევ ყველაფერი არის შესწავლის სფეროში. ალბათ, ამიტომააა, რომ არ გვაქვს წინსვლა სამკურნალო საშუალების მხრივ. ის, რაც ვიცით და ერთი დადებითი არის ის, რომ მეცნიერებმა ნახეს, რომ ამ ვირუსმა დიდი მუტაციები არ განიცადა. ანუ, ეს კარგია, იმიტომ რომ ჩვენ მეტნაკლებად ვიცით ვირუსის შემადგენლობა და მეტნაკლებად ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ მას. მას რომ მუტაციები დაეწყო, ვაქცინის შექმნაც ძალიან გართულდებოდა. ჩვენ ახალ -ახალ შტამებთან გვექნებოდა საქმე. ახლა, დაიწყო მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, შემთხვევების ზრდა. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ დასაწყისში ჩავიკეტეთ, მსოფლიოც და საქართველოც, როცა ჩაიკეტები და მთელი მსოფლიო ზის სახლში, ეს ნიშნავს, რომ იმუნური ფენა არის ძალიან დაბალი. როგორც კი გამოვიდა ეს ხალხი გარეთ, მოხდა გავრცელება. თავიდან მსოფლიო არ იყო მზად ამ ვირუსისთვის. ქვეყნები დარწმუნებულები იყვნენ საკუთარი ჯანდაცვის სისტემის მზაობაში. თავიდან ძალიან დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ ამ ვირუსს", - განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა მშვენივრად იმუშავა.

"მათ ასე კარგად რომ არ ემუშავათ შეიძლება, უფრო სავალალო შედეგები გვქონოდა. ჩვენი პრობლემა, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ისაა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არაა ისეთ მწყობრში, როგორც ეს ევროპაშია. მაგალითად, პირველადი ჯანდაცვის რგოლი ძალიან სუსტი გვაქვს. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი სისტემა იძულებული იყო ნებისმიერი პაციენტი გადაგვეყვანა ჰოსპიტალში, რაც ასე არ უნდა ყოფილიყო. ჰოსპიტალში ხვდება მხოლოდ მძიმე შემთხვევა მთელ მსოფლიოში. ამასთან, ყველამ იცის, რომ ოქტომბერ-ნოემბერი არის გრიპების სეზონი, როცა იქნება გრიპების სეზონი, როცა ვირუსს აქვს მეტნაკლებად ისეთი სიმპტომი, როგორც გრიპს, ეს დააწვება ჯანდაცვის სისტემას. ყველა ადამიანს მოუნდება წასვლა იმის გასარკვევად, კორონავირუსია თუ უბრალოდ გრიპი. ეს გამოიწვევს დიდ დატვირთვას სისტემის. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების ოდენობამ მოიმატა, დადებითი არის ის, რომ მძიმე შემთხვევების ოდენობას არ მოუმატია, ისე როგორც ეს იყო თებერვალ-მარტში.

რაც შეეხება ვაქცინას, ნებისმიერი ვაქცინის შექმნას ნორმალურ პირობებში სჭირდება სამი წელი. დღეს კი ეს დაჩქარებული წესით კეთდება. დაჩქარებული წესითაც კი ეს არის მომავალი წლის მარტი. ნებისმიერ ვაქცინას აქვს ხოლმე ბევრი უკუჩვენება. მეცნიერებმა ეს თუ არ გათვალეს, შეიძლება, ამან უფრო უარესი შედეგი მოგვცეს", - განაცხადა წერეთელმა.

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი პაციენტია ამჟამად ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - "ინფიცირების ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული"

"ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემები მოხსნილია, პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზებიც ეტაპობრივად სწორდება" - ნათია მეზვრიშვილი

"მხოლოდ ბოლო 24 საათში 131 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე პაციენტებზე და რა არის მისი 2 მთავარი გზავნილი