ავტორი:

ვინ არიან ანუკი არეშიძის უფროსი ძმა და რძალი, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს

ვინ არიან ანუკი არეშიძის უფროსი ძმა და რძალი, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს

კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის წყვილი წლებია პოპულარობას არ კარგავს. მათ შესახებ საზოგადოებას ყველაფერი აინტერესებთ. რამდენიმე თვის წინ, AMBEBI.GE კახა კალაძის უცნობ დებზე გიყვებოდათ, რომლებიც კახის მამას, კარლო კალაძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

რაც შეეხება ანუკი არეშიძეს, ორი ძმა ჰყავს, რატი და გიორგი.

რატი და გიორგი არეშიძეები

გიორგი არეშიძე საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ სკანდალურად გაიცნო. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის თავჯდომარე პარტიის გამარჯვების შემდეგ მერიაში დასაქმდა, რის შემდეგად ფინანსურ სკანდალში გაეხვა და მაშინ კალაძემ ცოლის ძმას სამსახურიდან წასვლა ურჩია. გიორგი არეშიძე ბიზნესს დაუბრუნდა. ახალგარზდას ცოლი, მარიამ ფანჯავიძე და ორი შვილი ჰყავს. წყვილი აქტიურობს სოციალურ ქსელში და საზოგადოებაში გამოჩენას არ ერიდება.

რაც შეეხება ანუკის უფროს ძმას, რატის, მის შესახებ საზოგადოებაში არაფერია ცნობილი. მისმა სახელმა 2016 წელს მედიაში გაიჟღერა, როდესაც თბილისში სამი ახალგაზრდა მამაკაცი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით მაშინ 30 წლის გიორგი ფეიქრიშვილი, 26 წლის გიორგი ყანჩაველი და 27 წლის ნოდარ ნიშნიანიძე დააკავეს.

მაშინ ფეიქრიშვილის მეუღლე თათა ჩინჩალაძე აცხადებდა, რომ მისი მეუღლის დაკავებაში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იყო დამნაშავე. ჩინჩალაძის სიტყვებით, კალაძეს ფეიქრიშვილის დაპატიმრება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან მეგობრობის გამო სურდა. ჩინჩალაძე ასევე აცხადებდა, რომ კალაძესა და მის მეუღლეს შორის შუამავალი იყო ვიცე-პრემიერის მეუღლის ანუკი არეშიძის ძმა, ვინმე რატი, რომელმაც ღამე დაურეკა და მამაკაცს ქვეყნის დატოვება ურჩია.

რატი სოციალური ქსელით არ სარგებლობს, მისი ორი ფოტო დას, ანუკი არეშიძეს აქვს გამოქვეყნებული. რატი დაოჯახებულია და ჰყავს მეუღლე სოფია მაღლაკელიძე და ორი ვაჟი.

გიორგი არეშიძე მეუღლესთან ერთად

ანუკი არეშიძის ოთხი ვაჟი და მისი ძმის შვილები დიდ დროს ატარებენ ერთად. ესწრებიან კალაძე-არეშიძის ოჯახურ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას.

ანუკი არეშიძის უფროსი რძალი ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია, ძმა კი ბიზნესით არის დაკავებული. მას არასოდეს უმუშავია თანამდებობაზე.

40 000-მა ტესტმა ბოლო დღე-ღამეში 1 409 ახალი ინფიცირებული გამოავლინა - რამდენი პაციენტი ემსხვერპლა COVID 19-ს და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით

დღეს იმედის დღე და ანდრია პირველწოდებულის ხსენებაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ

"40 წუთის წინ აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი" - რას ჰყვება თელ-ავივში მყოფი ვატო წერეთელი იქ არსებულ სიტუაციაზე?