სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს - პროკურატურის განცხადება
რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს - პროკურატურის განცხადება

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კურ­ტუ­რამ, სა­რაგ­ბო კლუბ "იუნ­კე­რე­ბის’’ მო­თა­მა­შის და სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი შვიდ­კა­ცა ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნის მი­მართ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა, ტა­რე­ბის ფაქ­ტზე მ.ბ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 16 სექ­ტემ­ბერს, ქ. თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის სა­დარ­ბა­ზო­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მ.ბ.-მ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით, რ.ხ.-ს ფე­ხის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

„სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, რა დრო­საც ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბულ იქნა მას­რე­ბი და ტყვი­ის გარ­სის ფრაგ­მენ­ტე­ბი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მ.ბ. 2020 წლის 16 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს. 18 სექ­ტემ­ბერს მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა) და 236 მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა, ტა­რე­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4 დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს - პროკურატურის განცხადება

რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს - პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურტურამ, სარაგბო კლუბ ,,იუნკერების’’ მოთამაშის და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე მ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 სექტემბერს, ქ. თბილისში, საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციული შენობის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ.ბ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რ.ხ.-ს ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა მასრები და ტყვიის გარსის ფრაგმენტები.

სამართალდამცველებმა მ.ბ. 2020 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. 18 სექტემბერს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ფოტომასალა უცხოეთიდან გამომიგზავნეს..." - რას ამბობს დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ადვოკატის თქმით, მას სატელიტით გადაღებული ფოტოები მიაწოდა

"არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მოუწევთ ტყეში მოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა" - თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერები ჟურნალისტებს მოასმენინეს

"14 წლის ბიჭი 9 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, აშინებდა თურმე, - ვინმეს თუ ეტყვი, მოგკლავო"  - შემზარავი დანაშაული კახეთში