სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"აჭარაში ჰოსპიტლები გადაჭედილია, ბინაზე მოვლის მეთოდზე სწრაფად უნდა გადავიდეთ" - ინფექციონისტი
"აჭარაში ჰოსპიტლები გადაჭედილია, ბინაზე მოვლის მეთოდზე სწრაფად უნდა გადავიდეთ" - ინფექციონისტი

რო­გორც ვიცი, აჭა­რა­ში გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, ჰოს­პიტ­ლე­ბი გა­და­ჭე­დი­ლია, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა გა­და­ვი­დეთ ბი­ნა­ზე მოვ­ლის მე­თოდ­ზე, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა და კლი­ნი­კა „ნე­ო­ლა­ბის“ ექიმ­მა მაია ბუ­წაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მაია ბუ­წაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თუ ყვე­ლა უსიმპტო­მო და მსუ­ბუ­ქი პა­ცი­ენ­ტი სტა­ცი­ო­ნარ­ში გან­თავ­სდე­ბა, ამას ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ვერ გა­უძ­ლებს.

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის თქმით, მხო­ლოდ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი და კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი უნდა მოხ­ვდნენ სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში.

„სა­ბედ­ნი­ე­როდ, შემ­თხვე­ვა­თა უმე­ტე­სო­ბა უსიმპტო­მოა, ან მსუ­ბუ­ქი. დღეს სტა­ცი­ო­ნარ­ში წვე­ბა ყვე­ლა, ვი­საც არ აქვს სიმპტო­მე­ბი. აჭა­რა­ში, რო­გორც ვიცი, გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბია, ჰოს­პიტ­ლე­ბი გა­და­ჭე­დი­ლია. რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა გა­და­ვი­დეთ ბი­ნა­ზე მოვ­ლის მე­თოდ­ზე, რო­გორც არის ეს მსოფ­ლი­ოს უმ­რავ­ლეს ქვე­ყა­ნა­ში. ამის პრო­ტო­კო­ლი არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და­ამ­ტკი­ცა. მთა­ვა­რია, დრო­უ­ლად შე­ვი­დეს ძა­ლა­ში. ყვე­ლა უსიმპტო­მო და მსუ­ბუ­ქი პა­ცი­ენ­ტი თუ ისევ მო­თავ­სდე­ბა სტა­ცი­ო­ნარ­ში, ამას ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ვერ გა­უძ­ლებს. ამის სა­ჭი­რო­ე­ბაც არ არის.

სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დრო­საც შე­იძ­ლე­ბა ბი­ნა­ზე დარ­ჩეს პა­ცი­ენ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით ის, ვი­საც აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა იზო­ლი­რე­ბუ­ლი იყოს. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს რომ ადა­მი­ა­ნი უნდა მი­ვა­ტო­ვოთ ბი­ნა­ზე, იმი­ტომ რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა არის ის, რომ თა­ვი­დან, შე­საძ­ლოა, მსუ­ბუ­ქად ან უსიმპტო­მოდ იწყე­ბო­დეს, შემ­დეგ კი უცებ გარ­თულ­დეს. ამის რის­კი არ­სე­ბობს. ოჯა­ხის ექი­მე­ბი გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმის­თვის, რომ პე­რი­ო­დუ­ლად დის­ტან­ცი­უ­რად შე­ა­ფა­სონ მდგო­მა­რე­ო­ბა, ხომ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვა. ამ მო­დელ­ზე უნდა გა­და­ვი­დეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა, სწრა­ფად.

მხო­ლოდ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი და კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი უნდა მოხ­ვდნენ სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში. ასე­თე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი წილი 20%-ს არ აღე­მა­ტე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მაია ბუ­წაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"აჭარაში ჰოსპიტლები გადაჭედილია, ბინაზე მოვლის მეთოდზე სწრაფად უნდა გადავიდეთ" - ინფექციონისტი

"აჭარაში ჰოსპიტლები გადაჭედილია, ბინაზე მოვლის მეთოდზე სწრაფად უნდა გადავიდეთ" - ინფექციონისტი

როგორც ვიცი, აჭარაში გარკვეული პრობლემებია, ჰოსპიტლები გადაჭედილია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მეთოდზე, - ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა მაია ბუწაშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მაია ბუწაშვილის განცხადებით, თუ ყველა უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი სტაციონარში განთავსდება, ამას ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.

ინფექციონისტის თქმით, მხოლოდ გართულებული და კრიტიკული პაციენტები უნდა მოხვდნენ სტაციონარებში.

„საბედნიეროდ, შემთხვევათა უმეტესობა უსიმპტომოა, ან მსუბუქი. დღეს სტაციონარში წვება ყველა, ვისაც არ აქვს სიმპტომები. აჭარაში, როგორც ვიცი, გარკვეული პრობლემებია, ჰოსპიტლები გადაჭედილია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მეთოდზე, როგორც არის ეს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში. ამის პროტოკოლი არსებობს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა. მთავარია, დროულად შევიდეს ძალაში. ყველა უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი თუ ისევ მოთავსდება სტაციონარში, ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. ამის საჭიროებაც არ არის.

სხვა რესპირაციული დაავადებების დროსაც შეიძლება ბინაზე დარჩეს პაციენტი, განსაკუთრებით ის, ვისაც აქვს საშუალება იზოლირებული იყოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ადამიანი უნდა მივატოვოთ ბინაზე, იმიტომ რომ კორონავირუსის თავისებურება არის ის, რომ თავიდან, შესაძლოა, მსუბუქად ან უსიმპტომოდ იწყებოდეს, შემდეგ კი უცებ გართულდეს. ამის რისკი არსებობს. ოჯახის ექიმები გადამზადებულები არიან იმისთვის, რომ პერიოდულად დისტანციურად შეაფასონ მდგომარეობა, ხომ არ არის აუცილებელი დამატებითი გამოკვლევა. ამ მოდელზე უნდა გადავიდეთ, რაც შეიძლება, სწრაფად.

მხოლოდ გართულებული და კრიტიკული პაციენტები უნდა მოხვდნენ სტაციონარებში. ასეთების პროცენტული წილი 20%-ს არ აღემატება“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

"ეს ყველაფერი შეიქმნა იქ, სადაც არც წყალია, არც გაზი" - მუსიკოსისა და რეჟისორის მიერ გაშენებული ულამაზესი "დედოფლის ბაღი", რომელიც ყოველ წელს იერს იცვლის

ლაგოდეხში ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა - მათი პირველადი წყარო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია

რეგიონები, სადაც ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა - მარინა ეზუგბაია ახალი მონაცემებით