სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"უკეთესად და უფრო მხნედ ვარ, ვიკას ახლა ეწყება ის სიმპტომები, რაც მე მქონდა" - რას წერს ინფიცირებული დეპუტატი კლინიკიდან
"უკეთესად და უფრო მხნედ ვარ, ვიკას ახლა ეწყება ის სიმპტომები, რაც მე მქონდა" - რას წერს ინფიცირებული დეპუტატი კლინიკიდან

დე­პუ­ტა­ტი ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, თავს კარ­გად გრძნობს. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ის "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ვეყ­ნებს.

"ვი­ღებ თქვენს მო­კი­თხვებს და შე­ტყო­ბი­ნე­ბებს. სა­ოც­რად სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ადა­მი­ა­ნებს აღელ­ვებთ და აინ­ტე­რე­სებთ შენი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. აქვე გე­ტყვით, მე უკე­თე­სად ვარ და უფრო მხნედ; ვი­კას ახლა ეწყე­ბა ის სიმპტო­მე­ბი, რო­მე­ლიც მე მქონ­და.

“კო­ვიდ19” არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ ვირუსს, რო­მე­ლიც შენ შე­გე­ყა­რა. ეს არის ვირუ­სი, რო­მე­ლიც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გიზ­რდის. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვფიქ­რობ­დი ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­ზე ვინც ვნა­ხე ჯერ კი­დევ ჩემი უსიმპტო­მო­ბის დროს, იზო­ლა­ცი­ამ­დე.

სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე ღელ­ვა უფრო გა­წუ­ხებს, ვიდ­რე თა­ვად ვირუ­სი და მისი სიმპტო­მე­ბი. ჩემი მე­გობ­რე­ბის ტეს­ტის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბო­დი მეც, მათ­თან ერ­თად. აი, ამი­ტო­მა­ცაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დრო­უ­ლი იზო­ლა­ცია და სხვე­ბის მოფრ­თხი­ლე­ბა.

და­ვა­მარ­ცხებთ ამ კო­ვიდს; ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა­ფერს ცუდს, მთა­ვა­რია ვი­ყოთ ბრძო­ლის ხა­სი­ათ­ზე და კი­დევ, გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმანთს" - წერს გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­სა და მის მე­უღ­ლეს, ჟურ­ნა­ლისტ ვიკა ბუ­კი­ას კო­რო­ნა­ვირუ­სი რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­უდ­გინ­დათ. ორი­ვე მათ­გა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­დის.

-----------
2

ჯანმრთელობას გისურვებ ლევან !!! კეთილო ადამიანო!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"უკეთესად და უფრო მხნედ ვარ, ვიკას ახლა ეწყება ის სიმპტომები, რაც მე მქონდა" - რას წერს ინფიცირებული დეპუტატი კლინიკიდან

"უკეთესად და უფრო მხნედ ვარ, ვიკას ახლა ეწყება ის სიმპტომები, რაც მე მქონდა" - რას წერს ინფიცირებული დეპუტატი კლინიკიდან

დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, თავს კარგად გრძნობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ის "ფეისბუქზე" აქვეყნებს.

"ვიღებ თქვენს მოკითხვებს და შეტყობინებებს. საოცრად სასიამოვნოა, როცა ადამიანებს აღელვებთ და აინტერესებთ შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე გეტყვით, მე უკეთესად ვარ და უფრო მხნედ; ვიკას ახლა ეწყება ის სიმპტომები, რომელიც მე მქონდა.

“კოვიდ19” არ ნიშნავს მხოლოდ ვირუსს, რომელიც შენ შეგეყარა. ეს არის ვირუსი, რომელიც სხვა ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობას გიზრდის. ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ყველა იმ ადამიანზე ვინც ვნახე ჯერ კიდევ ჩემი უსიმპტომობის დროს, იზოლაციამდე.

სხვა ადამიანებზე ღელვა უფრო გაწუხებს, ვიდრე თავად ვირუსი და მისი სიმპტომები. ჩემი მეგობრების ტესტის პასუხს ველოდებოდი მეც, მათთან ერთად. აი, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი დროული იზოლაცია და სხვების მოფრთხილება.

დავამარცხებთ ამ კოვიდს; ისევე როგორც ყველაფერს ცუდს, მთავარია ვიყოთ ბრძოლის ხასიათზე და კიდევ, გავუფრთხილდეთ ერთმანთს" - წერს გოგიჩაიშვილი.

ცნობისთვის, ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდათ. ორივე მათგანი მკურნალობის კურსს ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის.

გურიაში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა - მათ შორის 2 თვის ბავშვი და 13 წლის მოზარდი არიან

"...და მაინც, "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო" - თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ტელედაბატებში იწვევს

"ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ეს არის "კლანის" დანაშაული" - უკავშირდება თუ არა რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს?