სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვენერა რუსული პლანეტაა“ - რუსეთის კოსმოსური სააგენტო
"ვენერა რუსული პლანეტაა“ - რუსეთის კოსმოსური სააგენტო

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ამე­რი­კელ­მა და ბრი­ტა­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა ვე­ნე­რა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს აირი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, მას­ზე სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მი­ა­ნიშ­ნებ­დეს, რუ­სე­თის კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ პლა­ნე­ტის და­მო­უ­კი­დებ­ლად შეს­წავ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­ნი­უ­სი" სა­ა­გენ­ტო "ტას­ზე" დაყ­რდნო­ბით წერს.

რუ­სე­თის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს, "როს­კოს­მო­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, დმიტ­რი რო­გო­ზი­ნი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ამ­ბობს, რომ სა­ა­გენ­ტო ეროვ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის.

"ჩვენ გვჯე­რა, რომ ვე­ნე­რა რუ­სუ­ლი პლა­ნე­ტაა. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იყო პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­მაც ვე­ნე­რა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი დაშ­ვე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა", - ცი­ტი­რებს "ევ­რო­ნი­უ­სი" რო­გო­ზი­ნის სი­ტყვებს.

მი­სი­ვე თქმით, ვე­ნე­რას შეს­წავ­ლის მი­სია პირ­ვე­ლად საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა და­ი­წყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვე­ნე­რას შე­სას­წავ­ლად 2026 წლის­თვის და­გე­გილ კოს­მო­სურ მი­სი­ა­ში ამე­რი­კელ და რუს მეც­ნი­ე­რებს ერ­თობ­ლი­ვად უნდა მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მი­სია სა­ერ­თა­შო­რი­სო უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­ბი მი­სი­ას და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ას­რუ­ლე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა­ზე, ღრუბ­ლებ­ში, ას­ტრო­ნო­მებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს აირი, სა­ხე­ლად ფოს­ფი­ნი, რომ­ლის მო­ლე­კუ­ლაც ფოს­ფო­რის ერთი და წყალ­ბა­დის სამი ატო­მის­გან შედ­გე­ბა. აღ­მო­ჩე­ნა, შე­საძ­ლოა, პლა­ნე­ტა­ზე ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს (წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: ვე­ნე­რა­ზე ას­ტრო­ნო­მებ­მა სი­ცო­ცხლის ნიშ­ნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს - რა იპო­ვეს მეც­ნი­ე­რებ­მა "დე­და­მი­წის დო­ბილ" პლა­ნე­ტა­ზე?)

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაააშ!
3

პუტინის განცხადებით, რუსეთს (წაიკითხე - რუსულ მადას) საზღვრები არ გააჩნია!

tsiko
7

და რომ გადასახლდეთ არ გინდათ? იქნებ დაასვენოთ დედამიწა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ვენერა რუსული პლანეტაა“ - რუსეთის კოსმოსური სააგენტო

"ვენერა რუსული პლანეტაა“ - რუსეთის კოსმოსური სააგენტო

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ვენერაზე აღმოაჩინეს აირი, რომელიც შესაძლოა, მასზე სიცოცხლის არსებობის შესახებ მიანიშნებდეს, რუსეთის კოსმოსურ სააგენტოში განაცხადეს, რომ პლანეტის დამოუკიდებლად შესწავლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ "ევრონიუსი" სააგენტო "ტასზე" დაყრდნობით წერს.

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, "როსკოსმოსის" ხელმძღვანელი, დმიტრი როგოზინი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ სააგენტო ეროვნული პროექტის განხორციელების ინიციატივით გამოდის.

"ჩვენ გვჯერა, რომ ვენერა რუსული პლანეტაა. ჩვენი ქვეყანა იყო პირველი და ერთადერთი, რომელმაც ვენერაზე წარმატებული დაშვება განახორციელა", - ციტირებს "ევრონიუსი" როგოზინის სიტყვებს.

მისივე თქმით, ვენერას შესწავლის მისია პირველად საბჭოთა კავშირმა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ვენერას შესასწავლად 2026 წლისთვის დაგეგილ კოსმოსურ მისიაში ამერიკელ და რუს მეცნიერებს ერთობლივად უნდა მიეღოთ მონაწილეობა და მისია საერთაშორისო უნდა ყოფილიყო, თუმცა რუსული მედიის ინფორმაციით, რუსები მისიას დამოუკიდებლად შეასრულებენ.

ცნობისთვის, პლანეტა ვენერაზე, ღრუბლებში, ასტრონომებმა აღმოაჩინეს აირი, სახელად ფოსფინი, რომლის მოლეკულაც ფოსფორის ერთი და წყალბადის სამი ატომისგან შედგება. აღმოჩენა, შესაძლოა, პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმების არსებობაზე მიუთითებდეს (წაიკითხეთ ვრცლად: ვენერაზე ასტრონომებმა სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს - რა იპოვეს მეცნიერებმა "დედამიწის დობილ" პლანეტაზე?)

მინი ლაბორატორიული ყუთი, რომელიც კორონავირუსს 90 წუთში ავლენს - მეცნიერების ახალი მიგნება და მისი მუშაობის პრინციპი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კარანტინის 14-დღიანი ვადა არ უნდა შემცირდეს

"მსგავსი სახის კონტენტი წაიშლება საქართველოშიც" - რას აცხადებს Facebook-ის წარმომადგენელი 7 მილიონი პოსტის წაშლაზე