სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
იგეგმება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით ან ბათუმში?
იგეგმება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით ან ბათუმში?

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის, ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ­ჟა­მად ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა და სრუ­ლი კა­რან­ტი­ნი არ იგეგ­მე­ბა. რო­გორც მან დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, სრუ­ლი კა­რან­ტი­ნი არ იგეგ­მე­ბა ამ ეტაპ­ზე არც ბა­თუმ­ში.

ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბით ბა­თუმ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ვიცე-პრე­მი­ე­რი, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.

„კონ­ტრო­ლი საკ­მა­ოდ გამ­კაც­რე­ბუ­ლია, მათ შო­რის ბა­თუმ­ში, უფრო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლად. კი­დევ ერთხელ გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა და სრუ­ლი კა­რან­ტი­ნი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არ იგეგ­მე­ბა. მათ შო­რის სრუ­ლი კა­რან­ტი­ნი არ იგეგ­მე­ბა ამ ეტაპ­ზე არც ბა­თუმ­ში. ამი­ტომ, ამ მხრივ რა­ღაც შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებთ, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი ლო­კა­ლუ­რად და წერ­ტი­ლოვ­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს იქ, სა­დაც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არის. მა­გა­ლი­თად, ბა­თუმ­ში გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მოქ­მე­დებს, ისე­ვე რო­გორც შე­ზღუდ­ვე­ბი და­წე­სე­ბუ­ლია სწავ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით. პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბით ამ ეტაპ­ზე ბა­თუმ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ვიცე-პრე­მი­ე­რი, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ის უკე­თე­სი მარ­თვის მიზ­ნით არი­ან ჩა­სუ­ლი. ამ ეტაპ­ზე აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასე­ვე, იყო გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ცალ­კე­ულ ხარ­ვე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამი­ტომ მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფე­ბი მუ­შა­ო­ბენ ინ­ტენ­სი­უ­რად, რომ პრობ­ლე­მე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე იყოს დაყ­ვა­ნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
2

დაიწყეთ სწავლა, ძალიან ცუდ სიტუაში არიან ბავშვებიც და მასწავლებელებიც, 

ნათია9
5

რას ელოდებით, ხალხის დახოცვას, მოხუცების სიკვდილს ალბათ, ვინც ამას ელოდება რომ უფრო მოხუცები იხოცებიან და არაუშავსო, ის არ დააბეროს ღმერთმა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

იგეგმება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით ან ბათუმში?

იგეგმება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით ან ბათუმში?

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი არ იგეგმება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, სრული კარანტინი არ იგეგმება ამ ეტაპზე არც ბათუმში.

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პრემიერის დავალებით ბათუმში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

„კონტროლი საკმაოდ გამკაცრებულია, მათ შორის ბათუმში, უფრო კონცენტრირებულად. კიდევ ერთხელ გვსურს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება. მათ შორის სრული კარანტინი არ იგეგმება ამ ეტაპზე არც ბათუმში. ამიტომ, ამ მხრივ რაღაც შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შეზღუდვები ლოკალურად და წერტილოვნად მიმდინარეობს იქ, სადაც ამის საჭიროება არის. მაგალითად, ბათუმში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, ისევე როგორც შეზღუდვები დაწესებულია სწავლებასთან მიმართებით. პრემიერის დავალებით ამ ეტაპზე ბათუმში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომლებიც ადგილზე სიტუაციის უკეთესი მართვის მიზნით არიან ჩასული. ამ ეტაპზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ასევე, იყო გარკვეული ინფორმაცია მოსახლეობისგან ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ამიტომ მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, რომ პრობლემები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

LIVE - Newsroom-ის სტუმარები არიან დავით ჭიჭინაძე და ანა ნაცვლიშვილი

IRI-ს კვლევა: გამოკითხულთა 36% მხარს "ქართულ ოცნებას", 15 % კი - "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"