სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ექსპერტიზებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის" - სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება
"ექსპერტიზებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის" - სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი 6 არას­რულ­წლოვ­ნის საქ­მე­ზე მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძე და­ი­კი­თხე­ბა.

რო­გორც პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის სა­სა­მარ­თლო­ში, რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე და­ი­კი­თხე­ბა. გე­ჯა­ძე ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის არ­ცერთ დას­კვნა­ში შე­უ­სა­ბა­მო­ბა არაა.

"ბოლო ორ ექ­სპერ­ტი­ზა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე მეც და ჩემი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც. ეს არის ის ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რო­მე­ლიც ტრავ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზმს ეხე­ბო­და, ანუ პირ­ველ 8 კი­თხვას უნდა გა­ცე­მო­და პა­სუ­ხი და მე­ო­რე სა­ბო­ლოო შუ­ა­ლე­დუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ეხე­ბო­და დარ­ჩე­ნილ 20 შე­კი­თხვას, და­ზი­ა­ნე­ბე­ბის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის სა­კითხს, წყალ­ში ყოფ­ნის ხან­დაზ­მუ­ლო­ბას და ა.შ. მე წარ­მო­ვად­გენ ბრალ­დე­ბის მოწ­მეს და რო­გორც ამ ორი ექ­სპერ­ტი­ზის მო­ნა­წი­ლე ექ­სპერ­ტი, და­ბა­რე­ბუ­ლი ვარ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად. ექ­სპერ­ტი­ზებ­ში არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ არის. ექ­სპერ­ტი­ზე­ბის და­ნიშ­ვნამ­დეც არა­ერ­თხელ მით­ქვამს და ახ­ლაც ვი­ტყვი, ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი რაც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს ჰქონ­და, იზო­ლი­რე­ბუ­ლად აღე­ბუ­ლი, რეტ­რო­პე­რი­ტო­რი­ა­ნუ­ლად და მუც­ლის წინა კედ­ლის პრო­ექ­ცი­ა­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბის სა­ხით, მათი ხა­სი­ა­თის და ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვევ­და ტკი­ვი­ლის სინ­დრომს, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, შა­ქა­რაშ­ვილს გა­და­ად­გი­ლე­ბის და მოძ­რა­ო­ბის რე­სურს შე­უ­ზღუ­დავ­და. შე­ზღუდ­ვა არ ნიშ­ნავს, რომ მო­უს­პობ­და", - გა­ნა­ცხა­და გე­ჯა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ექსპერტიზებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის" - სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება

"ექსპერტიზებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის" - სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება.

როგორც პროცესის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლოში, როგორც ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხება. გეჯაძე ასევე განმარტავს, რომ ექსპერტიზის არცერთ დასკვნაში შეუსაბამობა არაა.

"ბოლო ორ ექსპერტიზაში მონაწილეობა მივიღე მეც და ჩემი ცენტრის წარმომადგენლებმაც. ეს არის ის ექსპერტიზები, რომელიც ტრავმის განვითარების მექანიზმს ეხებოდა, ანუ პირველ 8 კითხვას უნდა გაცემოდა პასუხი და მეორე საბოლოო შუალედური ექსპერტიზა ეხებოდა დარჩენილ 20 შეკითხვას, დაზიანებების ხანდაზმულობის საკითხს, წყალში ყოფნის ხანდაზმულობას და ა.შ. მე წარმოვადგენ ბრალდების მოწმეს და როგორც ამ ორი ექსპერტიზის მონაწილე ექსპერტი, დაბარებული ვარ სასამართლო პროცესზე კითხვებზე პასუხის გასაცემად. ექსპერტიზებში არანაირი წინააღმდეგობა არ არის. ექსპერტიზების დანიშვნამდეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ის დაზიანებები რაც გიორგი შაქარაშვილს ჰქონდა, იზოლირებულად აღებული, რეტროპერიტორიანულად და მუცლის წინა კედლის პროექციაზე სისხლჩაქცევების სახით, მათი ხასიათის და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, ეს დაზიანებები გამოიწვევდა ტკივილის სინდრომს, რაც ბუნებრივია, შაქარაშვილს გადაადგილების და მოძრაობის რესურს შეუზღუდავდა. შეზღუდვა არ ნიშნავს, რომ მოუსპობდა", - განაცხადა გეჯაძემ.

"ინტერპრესნიუსის" ექსკლუზივი - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძე დუმილს არღვევს: "კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათვიან უკანონობას"

"პირდაპირ რეანიმაციიდან, ფაქტობრივად, მომაკვდავი ბავშვი გაწერეს სარეაბილიტაციო ცენტრში" - რა პრეტენზიები აქვს გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახს კლინიკასთან

"იყო ვერსია, თითქოს თამარის მანქანა ავტოფარეხში იყო შეყვანილი, რაც გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი 1 მეტრზე მეტად არ იღებოდა" - პროკურორი