სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სად დადასტურდა კორონავირუსის 170 შემთხვევა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებული პაციენტები ქალაქების მიხედვით?
სად დადასტურდა კორონავირუსის 170 შემთხვევა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებული პაციენტები ქალაქების მიხედვით?

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 170 ადა­მი­ა­ნი­დან 88 არის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­თან კონ­ტაქ­ტი, 50 მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ით, 4 სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი არის ცხე­ლე­ბის ცენ­ტრებ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მელ­თა კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

„დაგ­ვე­მა­ტა 170 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და 2562 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა. 170 და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­ზე ორ­ნა­ი­რი ახ­სნა მინ­და მო­გა­წო­დოთ. 88 არის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­თან კონ­ტაქ­ტი, 50 გახ­ლავთ მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ით, 4 გახ­ლავთ სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი არის ცხე­ლე­ბის ცენ­ტრებ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მელ­თა კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. ეს 170 შემ­თხვე­ვა რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით ასე ნა­წილ­დე­ბა - 124 გახ­ლავთ აჭა­რა, ანუ ბა­თუ­მი, 20 - თბი­ლი­სი, 13 - იმე­რე­თი, ანუ ქუ­თა­ი­სი, 6 სა­მეგ­რე­ლო ზემო სვა­ნე­თი - ზუგ­დი­დი, 3 გახ­ლავთ გუ­რია - ოზურ­გე­თი, 3 გახ­ლავთ მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი და ერთი არის რაჭა-ლე­ჩხუ­მი ქვე­მო სვა­ნე­თი, ცა­გე­რი. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­ლავთ 1381, მარ­ტო 11 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი გვყავს და ამ ეტაპ­ზე 1154 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს კო­ვიდ ცენ­ტრებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ამას­თან, ინ­ფი­ცი­რე­ბის 170 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან, ერთი რუს­თავ­ში, სამი კი გარ­და­ბან­ში და­ფიქ­სირ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ქვე­მო ქარ­თლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით ბე­გაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რუს­თავ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა კლი­ნი­კა­თა ქსელ „ავერ­სის“ რუს­თა­ვის ფი­ლი­ა­ლის კლას­ტერს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, გარ­და­ბან­ში, ერთი - და­დას­ტუ­რე­ბულ პირ­თან კონ­ტაქ­ტია, ორზე კი ეპიდკვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როს დად­გე­ნის მიზ­ნით.

„გუ­შინ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში რუს­თა­ვი­დან გა­დაგ­ზავ­ნი­ლი 150 ნი­მუ­ში­დან ყვე­ლა უარ­ყო­ფი­თი იყო კო­რო­ნა­ვირუს­ზე, მხო­ლოდ ერთს და­უ­დას­ტურ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი „ავერ­სის“ კლას­ტერს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რის კონ­ტაქ­ტია, რო­მე­ლიც ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ამი­ტომ კონ­ტაქ­ტე­ბი გა­მო­რი­ცხუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­და­ბანს, ერთი უკვე და­დას­ტუ­რე­ბულ პირ­თან კონ­ტაქ­ტია, 2-ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როს დად­გე­ნის მიზ­ნით ეპიდკვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბე­გაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jiji
26

რატომ ძულს ბიძინაცრუს ასე საქართველო?

სტუმარი
0

კახეთი კვლავ მწვანე ზონაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

სად დადასტურდა კორონავირუსის 170 შემთხვევა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებული პაციენტები ქალაქების მიხედვით?

სად დადასტურდა კორონავირუსის 170 შემთხვევა - როგორ ნაწილდებიან ინფიცირებული პაციენტები ქალაქების მიხედვით?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 170 ადამიანიდან 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

„დაგვემატა 170 ახალი შემთხვევა და 2562 დადასტურებული შემთხვევაა. 170 დადასტურებულ შემთხვევაზე ორნაირი ახსნა მინდა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 გახლავთ მოგზაურობის ისტორიით, 4 გახლავთ საკარანტინე სივრცეში დადასტურებული, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება. ეს 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება - 124 გახლავთ აჭარა, ანუ ბათუმი, 20 - თბილისი, 13 - იმერეთი, ანუ ქუთაისი, 6 სამეგრელო ზემო სვანეთი - ზუგდიდი, 3 გახლავთ გურია - ოზურგეთი, 3 გახლავთ მცხეთა-მთიანეთი და ერთი არის რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი. გამოჯანმრთელებულები გახლავთ 1381, მარტო 11 გამოჯანმრთელებული გვყავს და ამ ეტაპზე 1154 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ინფიცირების 170 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი რუსთავში, სამი კი გარდაბანში დაფიქსირდა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, რუსთავში დადასტურებული შემთხვევა კლინიკათა ქსელ „ავერსის“ რუსთავის ფილიალის კლასტერს მიეკუთვნება, გარდაბანში, ერთი - დადასტურებულ პირთან კონტაქტია, ორზე კი ეპიდკვლევა მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით.

„გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში რუსთავიდან გადაგზავნილი 150 ნიმუშიდან ყველა უარყოფითი იყო კორონავირუსზე, მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ინფიცირებული პირი „ავერსის“ კლასტერს მიეკუთვნება და ინფიცირებული პირის კონტაქტია, რომელიც ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ამიტომ კონტაქტები გამორიცხულია. რაც შეეხება გარდაბანს, ერთი უკვე დადასტურებულ პირთან კონტაქტია, 2-ზე ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით ეპიდკვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

გურიაში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა - მათ შორის 2 თვის ბავშვი და 13 წლის მოზარდი არიან

"...და მაინც, "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო" - თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ტელედაბატებში იწვევს

"ეს არ არის ერთი კაცის დანაშაული, ეს არის "კლანის" დანაშაული" - უკავშირდება თუ არა რაგბის კავშირში მომხდარი დაპირისპირება ფინანსებს?