სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გახარია და ივანიშვილი - ვინ არის "ქართული ოცნების" მთავარი ჯოკერი?
გახარია და ივანიშვილი - ვინ არის "ქართული ოცნების" მთავარი ჯოკერი?

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" პრო­პორ­ცი­უ­ლი სიის პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლი და­ა­სა­ხე­ლა. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სიის პირ­ველ ნომ­რად და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად გი­ორ­გი გა­ხა­რია და­ა­სა­ხე­ლეს, მე­ო­რე ნომ­რად და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტად კი - არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე. ათე­ულ­ში ასე­ვე არი­ან: ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, კახა კუ­ჭა­ვა, გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნი. და­ნარ­ჩე­ნი სა­ხე­ე­ბი პარ­ლა­მენ­ტის­თვის სი­ახ­ლეა. მათ შორს ბევ­რი ახალ­გაზ­რდაა. რამ­დე­ნად სწო­რად შე­არ­ჩი­ეს ოცე­უ­ლი, რო­მელ­მაც ორ­თქლმავ­ლის ფუნ­ქცია უნდა იტ­ვირ­თოს? - ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- მო­რაგ­ბე და კა­ლათ­ბურ­თე­ლი რა­ტომ გა­მო­ტო­ვეთ, რო­მელ­თაც დიდი წვლი­ლი უნდა შე­ი­ტა­ნონ პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა­ში (იცი­ნის)?..მოკ­ლედ, სიის ეს შე­მად­გენ­ლო­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა მგო­ნია. ამ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვინ არის ამ სიის მთა­ვა­რი ფი­გუ­რა და ეს არის გი­ორ­გი გა­ხა­რია - სწო­რედ მას აქვს დღეს ორ­თქლმავ­ლის ფუნ­ქცია... სხვა მხრივ აშ­კა­რაა, რომ პირ­ველ ათე­ულ­ში ერ­თგუ­ლი ხალ­ხი შე­იყ­ვა­ნეს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი უც­ნო­ბე­ბი არი­ან, მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მსმე­ნია, გარ­და იმ ორი სპორ­ტსმე­ნი­სა, რო­მელ­თა გვა­რე­ბიც გა­მი­გია და თა­მა­შიც მი­ნა­ხავს, მაგ­რამ რამ­დე­ნი წიგ­ნი აქვთ წა­კი­თხუ­ლი და რა იცი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს...

სულ ვამ­ბობ­დი და დღე­საც მი­მაჩ­ნია, რომ პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა უვარ­გი­სია, რად­გან, რო­გორც წესი, არ­სე­ბობს ჯო­კე­რი - ლი­დე­რი და შემ­დგომ მო­დის უსა­ხო ადა­მი­ა­ნე­ბის სია, მა­ჟო­რი­ტა­რულ სის­ტე­მა­ში კი პი­როვ­ნე­ბებს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, თუმ­ცა ჩვენ­თან ეს პრო­ცე­სიც და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. არა­ფე­რი ახა­ლი ამ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში არ არის. ძი­რი­თა­დად, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სა­ტე­ლე­ვი­ზიო და­პი­რის­პი­რე­ბას ვუ­ყუ­რებთ და ვი­ცი­ნით... აი, ასეთ მარ­ტივ პრო­ცე­სამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა - არა­ვინ ლა­პა­რა­კობს პროგ­რა­მებ­ზე და არც არა­ვინ ის­მენს...

- რო­გორ ფიქ­რობთ, გა­მარ­ჯვე­ბის­თვის "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ერთი ჯო­კე­რი ეყო­ფა?

- ვფიქ­რობ, რომ ეყო­ფა, თუმ­ცა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ჰყავს სხვა მთა­ვა­რი ჯო­კე­რიც - ივა­ნიშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას, მი­მაჩ­ნია, რომ მი­უ­ხე­და­ვად შეც­დო­მე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ასე­თი პრე­მი­ე­რი არ გვყო­ლია. ის შე­იძ­ლე­ბა არ გა­მო­ირ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქა­რიზ­მით, არ არის დიდი ორა­ტო­რი, მაგ­რამ თა­ვის საქ­მეს აკე­თებს, ზრუ­ნავს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, ეკო­ნო­მი­კა­ზე, გა­მო­ი­ჩი­ნა თავი, რო­გორც კარ­გმა კრი­ზის­მე­ნე­ჯერ­მა, თუმ­ცა უახ­ლო­ე­სი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას კი­დევ ბევ­რი რა­მის დამ­ტკი­ცე­ბა მო­უ­წევს. რაც შე­ე­ხე­ბა შეც­დო­მებს, ვინც აქ­ტი­უ­რობს, ის შეც­დო­მებ­საც უშ­ვებს, მაგ­რამ გა­ხა­რი­ას გა­მო­არ­ჩევს ის თვი­სე­ბაც, რომ ის ხე­დავს სა­კუ­თარ შეც­დო­მებს და მათ გა­მოს­წო­რე­ბას ცდი­ლობს.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ახ­სე­ნეთ... რას ფიქ­რობთ, მო­უ­წევს მას უფრო აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში?

- ვინც უნდა და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნათ სი­ა­ში, ჯო­კე­რი მა­ინც ივა­ნიშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც, თუ გა­ჭირ­და, უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ორი-ჯოკერი-არა-იხვის-ტოლმა !
22

ორი-ავადმყოფი-არამზადა-კი-ბატონო !

ttt
15
ძალიან მზრუნველია კი რათქმაუნდა დოლარის კურსი ნახე სადაა და ფასებს შეხედე.ნეტავი თქვენი წარმოსახედიდან ზრუნვა რაში გამოიხატება!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გახარია და ივანიშვილი - ვინ არის "ქართული ოცნების" მთავარი ჯოკერი?

გახარია და ივანიშვილი - ვინ არის "ქართული ოცნების" მთავარი ჯოკერი?

"ქართულმა ოცნებამ" პროპორციული სიის პირველი ოცეული დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელეს, მეორე ნომრად და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად კი - არჩილ თალაკვაძე. ათეულში ასევე არიან: ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, კახა კუჭავა, გიორგი კახიანი. დანარჩენი სახეები პარლამენტისთვის სიახლეა. მათ შორს ბევრი ახალგაზრდაა. რამდენად სწორად შეარჩიეს ოცეული, რომელმაც ორთქლმავლის ფუნქცია უნდა იტვირთოს? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- მორაგბე და კალათბურთელი რატომ გამოტოვეთ, რომელთაც დიდი წვლილი უნდა შეიტანონ პარლამენტის მუშაობაში (იცინის)?..მოკლედ, სიის ეს შემადგენლობა მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არა მგონია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ვინ არის ამ სიის მთავარი ფიგურა და ეს არის გიორგი გახარია - სწორედ მას აქვს დღეს ორთქლმავლის ფუნქცია... სხვა მხრივ აშკარაა, რომ პირველ ათეულში ერთგული ხალხი შეიყვანეს, დანარჩენები კი უცნობები არიან, მათი შესაძლებლობებისა და პროფესიონალიზმის შესახებ არაფერი მსმენია, გარდა იმ ორი სპორტსმენისა, რომელთა გვარებიც გამიგია და თამაშიც მინახავს, მაგრამ რამდენი წიგნი აქვთ წაკითხული და რა იციან პოლიტიკური მეცნიერებებისა, წარმოდგენა არ მაქვს...

სულ ვამბობდი და დღესაც მიმაჩნია, რომ პროპორციული სისტემა უვარგისია, რადგან, როგორც წესი, არსებობს ჯოკერი - ლიდერი და შემდგომ მოდის უსახო ადამიანების სია, მაჟორიტარულ სისტემაში კი პიროვნებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ჩვენთან ეს პროცესიც დამახინჯებულად მიმდინარეობდა. არაფერი ახალი ამ საარჩევნო კამპანიაში არ არის. ძირითადად, პოლიტიკოსების სატელევიზიო დაპირისპირებას ვუყურებთ და ვიცინით... აი, ასეთ მარტივ პროცესამდეა დაყვანილი ქართული პოლიტიკა - არავინ ლაპარაკობს პროგრამებზე და არც არავინ ისმენს...

- როგორ ფიქრობთ, გამარჯვებისთვის "ქართულ ოცნებას" ერთი ჯოკერი ეყოფა?

- ვფიქრობ, რომ ეყოფა, თუმცა "ქართულ ოცნებას" ჰყავს სხვა მთავარი ჯოკერიც - ივანიშვილი. რაც შეეხება გახარიას, მიმაჩნია, რომ მიუხედავად შეცდომებისა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთი პრემიერი არ გვყოლია. ის შეიძლება არ გამოირჩევა განსაკუთრებული ქარიზმით, არ არის დიდი ორატორი, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს, ზრუნავს მოსახლეობაზე, ეკონომიკაზე, გამოიჩინა თავი, როგორც კარგმა კრიზისმენეჯერმა, თუმცა უახლოესი კვირების განმავლობაში მას კიდევ ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს. რაც შეეხება შეცდომებს, ვინც აქტიურობს, ის შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ გახარიას გამოარჩევს ის თვისებაც, რომ ის ხედავს საკუთარ შეცდომებს და მათ გამოსწორებას ცდილობს.

- ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ... რას ფიქრობთ, მოუწევს მას უფრო აქტიურად ჩართვა პოლიტიკურ პროცესში?

- ვინც უნდა დაესახელებინათ სიაში, ჯოკერი მაინც ივანიშვილია, რომელიც, თუ გაჭირდა, უფრო აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში. წაიკითხეთ სრულად

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”

"ივანიშვილი ინფორმაციულ ვაკუუმშია, ვურჩევდი, რომ კობახიძეს და მის გარემოცვას დიდად ნუ დაეყრდნობა"