სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი ვაშაძე, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა
გიორგი ვაშაძე, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა

„სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერთ ლი­დერს გი­ორ­გი ვა­შა­ძეს კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც გი­ორ­გი ვა­შა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს „კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლის“ ერთ-ერთ ლი­დერ­თან, თაკო ჩარ­კვი­ან­თან, რო­მელ­საც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, ბო­ლოს 12 დღის წინ ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი.

„ჯან­მრთე­ლად ვარ და არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ მაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, თაკო ჩარ­კვი­ანს და მის მე­უღ­ლეს და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი, ვუ­სურ­ვებ მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას. ბოლო კონ­ტაქ­ტი 12 დღის წინ მქონ­და ზუგ­დიდ­ში ღია სივ­რცე­ში, რად­გან თა­კოს ოფი­სი სა­ბურ­თა­ლო­ზეა, მე კი ისან­ში ვარ ძი­რი­თა­დად და რე­გი­ო­ნებ­ში დავ­დი­ვარ.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერთი სა­ა­თის წინ ჩა­ვა­ბა­რე რო­გორც პი­სი­არ, ასე­ვე ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე ტეს­ტი; პა­სუ­ხე­ბი იქ­ნე­ბა ხვალ დი­ლით და მა­ნამ­დე ვიქ­ნე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. თა­კოს­თან ყვე­ლა კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რის გა­მოკ­ვლე­ვას ვა­კე­თებთ. სიას გა­დავ­ცემთ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს, თვი­თონ ჯერ კავ­შირ­ზე არ გა­მო­სუ­ლან. იმე­დი მაქვს, იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი ტეს­ტე­ბის მა­რა­გი, რომ ყვე­ლას ჩა­უ­ტარ­დეს დი­აგ­ნოს­ტი­კა. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის”,-წერს გი­ორ­გი ვა­შა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, „კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლის" თავ­მჯდო­მა­რე თაკო ჩარ­კვი­ანს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. თაკო ჩარ­კვი­ა­ნი ვა­რა­უ­დობს, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი დე­პუ­ტატ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის­გან გა­და­ე­დო. რო­გორც თაკო ჩარ­კვი­ა­ნი აცხა­დებს, ის და ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

გამაგრდით! ჭმუნვასა ნუ იქნებით!

მოქალაქე
1
თავს მიხედე და გამოჯანმრთელდი, ქვეყანა არ დატოვო უპრემიეროდ!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გიორგი ვაშაძე, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა

გიორგი ვაშაძე, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს „კანონი და სამართალის“ ერთ-ერთ ლიდერთან, თაკო ჩარკვიანთან, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოლოს 12 დღის წინ ჰქონდა კონტაქტი.

„ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს. სამწუხაროდ, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა, მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ.

მიუხედავად ამისა, ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი; პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში. თაკოსთან ყველა კონტაქტში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან. იმედი მაქვს, იქნება საკმარისი ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის”,-წერს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო. როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ის და ლევან გოგიჩაიშვილი ერთ-ერთ გადაცემაში ერთად იმყოფებოდნენ.

"ერთი შალახო აკლდათ და ასეთი განცხადება - "შენ დაუკარ, უპატარძლო ქორწილია" - რომან გოცირიძე "ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე

"თუ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები სომხეთის სხვა ტერიტორიებზე გაგრძელდება, რუსეთი საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კორიდორების გამოყენებას მოინდომებს", - არეშიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი