ავტორი:

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მინისტრს ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია.

"არანაირი შეხება არ ჰქონდა მინისტრს 2 კვირით ადრე, მისი სამსახურებრივი დაკავებულობიდან გამომდინარე. თავდაპირველად იყო კვლევაში და იყო უარყოფითი. განმეორებითი კვლევით დადგინდა და ისიც არის სტაციონარში", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.

"3 არის „დონას“ კლასტერი, 19 არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 4 არის სამედიცინო პერსონალი „ავერსის“ კლინიკიდან, 4 იმპორტირებულია, ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 12 არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიით, 3 ინფიცირებულზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიების მიზნით. 45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას.

5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს ამ 45-ში, ჯგუფური გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან თბილისში", - განაცხადა დღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

კახეთში, დღეს დილით გაუჩინარებული დები პოლიციამ იპოვა

თელავში 13 და 14 წლის დებს ეძებენ

ფოთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირებული მეხანძრე-მაშველია