ავტორი:

აჭარაში კორონავირუსის 20 შემთხვევიდან ერთი პედაგოგია, რომელსაც რეგიონის ორ სკოლასთან კონტაქტი ჰქონდა

აჭარაში კორონავირუსის 20 შემთხვევიდან ერთი პედაგოგია, რომელსაც რეგიონის ორ სკოლასთან კონტაქტი ჰქონდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, აჭარაში დადასტურებული „კოვიდ 19“-ის 20 ახალი შემთხვევიდან ერთი პედაგოგია, რომელსაც რეგიონის ორ სკოლასთან კონტაქტი ჰქონდა.

ამასთან, ინფიცირებულთა შორის ე.წ ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელიც დადასტურებულთან კონტაქტში იმყოფებოდა.

ე.წ ხოფის ბაზრობას დღეს მუშაობა შეწყვეტილი აქვს, რადგან ყოველი თვის პირველი ორშაბათი დასვენების დღედ ითვლება. თუმცა, ნონა ეფაძე ამბობს, რომ ბაზრობა ხვალ მუშაობას არ განაახლებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ტესტირება დაიწყება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს დადასტურებული 34 შემთხვევის მიღმა, ცნობილია, რომ კორონავირუსი ერთ პირს ე.წ. ხოფის ბაზრობაზეც დაუდასტურდა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მოქალაქე უკვე გადაყვანილია კლინიკაში.

„ხოფას ბაზრობა დღეს ისვენებს, ხვალიდან დაიწყება მისი თანამშრომლების ტესტირება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მაღაზია "ზღაპარის" ვარკეთილის ფილიალის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორში ავარიას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა - ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა

საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - "2 საკონდიტრო "დონას" კლასტერია, 5-ის წყარო კი უცნობია"