სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვიცი, რატომ გავრცელდა ჭორი ჩვენი დაშორების შესახებ" - რას ყვება თინა ხიდაშელი ბავშვობაზე, სტუდენტობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე
"ვიცი, რატომ გავრცელდა ჭორი ჩვენი დაშორების შესახებ" - რას ყვება თინა ხიდაშელი ბავშვობაზე, სტუდენტობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე

ვინც კარ­გად იც­ნობს, მო­ეხ­სე­ნე­ბა, რომ ბავ­შვო­ბი­დან მებ­რძო­ლია. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, დე­დას­თან მუდ­მივ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში იყო. ფიქ­რობს, რომ სწო­რედ ამის გა­და­ლახ­ვა­სა და ბრძო­ლა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და მებ­რძო­ლად. "ბავ­შვო­ბი­დან­ვე მუდ­მი­ვად მი­წევ­და დამ­ტკი­ცე­ბა, არ­გუ­მენ­ტე­ბის მოხმო­ბა, რათა გა­მე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც მსურ­და, რაც ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებ­და", - ამ­ბობს თინა ხი­და­შე­ლი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლის სტა­ტუ­სით გა­იც­ნო. 2005 წლი­დან მე­უღ­ლეს­თან, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ა­ში შე­ვი­და. 2010-2012 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, 2012-დან - პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი. 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა. ამ პოს­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, პო­ლი­ტი­კაც და­ტო­ვა. ნა­ნობს, რომ წლე­ბის წინ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ში გა­წევ­რდა და ხელი და­აკ­ლო თა­ვის მთა­ვარ საქ­მეს - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვას. ფი­ცხია, შე­სა­ბა­მი­სად, გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე იო­ლად ბრაზ­დე­ბა, თუმ­ცა, წყე­ნის მი­ზე­ზი ად­ვი­ლად ავი­წყდე­ბა. უყ­ვარს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რია ქმარ-შვი­ლის გა­რე­მოც­ვა­ში. ამ­ბობს, რომ მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი შვი­ლე­ბის ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლია.

- ქალ­ბა­ტო­ნო თინა, უმ­თავ­რე­სად რა იყო ბავ­შვო­ბა­ში დე­დას­თან თქვე­ნი და­ვის სა­გა­ნი?

- ყვე­ლა­ფე­რი. მა­გა­ლი­თად, უნდა მევ­ლო თუ არა მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში, უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი თუ არა ექი­მი... მე­და­ლო­სა­ნი ვი­ყა­ვი. იმ პე­რი­ოდ­ში თუ მე­და­ლო­სა­ნი იყა­ვი, იგუ­ლის­ხმე­ბო­და, რომ ექი­მი უნდა გამ­ხდა­რი­ყა­ვი. ოჯახ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ბრძო­ლის ველი მა­შინ გა­ი­შა­ლა, რო­დე­საც დე­დას ჩემი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­ცა­ნი პრო­ფე­სი­ის თა­ო­ბა­ზე. მინ­დო­და, ბევრ ადა­მი­ანს დავ­ხმა­რე­ბო­დი. 17 წლის ბავ­შვის გა­და­სა­ხე­დი­დან, ექიმს შე­ეძ­ლო დახ­მა­რე­ბო­და ერთ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც იმ მო­მენ­ტში მკურ­ნა­ლობ­და. მქონ­და გან­ცდა, რომ თუ იუ­რი­დი­ულს და­ვამ­თავ­რებ­დი, უფრო მეტ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რე­ბო­დი.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­ზე რას გვე­ტყვით?

- უფ­რო­სი ძმა მყავს, რო­მელ­თა­ნაც ფრაგ­მენ­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. დე­დამ გამ­ზარ­და, ამი­ტომ... არ არის ეს თემა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

- სა­ინ­ტე­რე­სო სტუ­დენ­ტო­ბა უნდა გქო­ნო­დათ...

- ყვე­ლა­ფე­რი ჩემი სტუ­დენ­ტო­ბი­სას მოხ­და: ეროვ­ნუ­ლი მოძ­რო­ბა, თბი­ლი­სის ომი, აფხა­ზე­თის ომი...

- სად­მე ეპი­ცენ­ტრშიც ხომ არ იყა­ვით?

- თბი­ლი­სის ომის ეპი­ცენ­ტრში მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი მოხ­ვდა. შემ­დეგ იყო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით, ბრძო­ლე­ბით აღ­სავ­სე გრძე­ლი გზა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­ვი­ა­რეთ. 2 თე­ბერ­ვლის მი­ტინგზე წინა ხაზ­ზე ვი­დე­ქი, ერთ-ერთი მიმ­ღე­ბი ვი­ყა­ვი იმ ტყვი­ე­ბი­სა, რომ­ლებ­საც "მხედ­რი­ო­ნი" გვეს­რო­და. გა­ნაგ­რძეთ

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gogi
13

ამ სტატიებს რო წერენ ამათზე არავის არ აინტერესებს ესენი! ძალით ცდილობენ ხალხს თავი მოახვიონ და კიდე ვუხადოთ ხელფასები ამ არაფრით საინტერესო ხალხს !!! 

კოტე
49

ვიცი ბევრს არ მოსწონს და ვერ ვიგებ რატომ, მაგრამ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ დავით უსუფაშვილს და თინასაც. არ არიან ყალბები და მომხვეჭელები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ვიცი, რატომ გავრცელდა ჭორი ჩვენი დაშორების შესახებ" - რას ყვება თინა ხიდაშელი ბავშვობაზე, სტუდენტობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე

"ვიცი, რატომ გავრცელდა ჭორი ჩვენი დაშორების შესახებ" - რას ყვება თინა ხიდაშელი ბავშვობაზე, სტუდენტობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე

ვინც კარგად იცნობს, მოეხსენება, რომ ბავშვობიდან მებრძოლია. როგორც თავად ამბობს, დედასთან მუდმივ წინააღმდეგობაში იყო. ფიქრობს, რომ სწორედ ამის გადალახვასა და ბრძოლაში ჩამოყალიბდა მებრძოლად. "ბავშვობიდანვე მუდმივად მიწევდა დამტკიცება, არგუმენტების მოხმობა, რათა გამეკეთებინა ის, რაც მსურდა, რაც ბედნიერებას მანიჭებდა", - ამბობს თინა ხიდაშელი.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელის სტატუსით გაიცნო. 2005 წლიდან მეუღლესთან, დავით უსუფაშვილთან ერთად, საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში შევიდა. 2010-2012 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, 2012-დან - პარლამენტის წევრი. 2015 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. ამ პოსტის დატოვების შემდეგ, პოლიტიკაც დატოვა. ნანობს, რომ წლების წინ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრდა და ხელი დააკლო თავის მთავარ საქმეს - ადამიანის უფლებათა დაცვას. ფიცხია, შესაბამისად, გარშემო მყოფებზე იოლად ბრაზდება, თუმცა, წყენის მიზეზი ადვილად ავიწყდება. უყვარს სამზარეულოში ტრიალი. ყველაზე ბედნიერია ქმარ-შვილის გარემოცვაში. ამბობს, რომ მისი ცხოვრების მთავარი მიზანი შვილების ბედნიერი მომავალია.

- ქალბატონო თინა, უმთავრესად რა იყო ბავშვობაში დედასთან თქვენი დავის საგანი?

- ყველაფერი. მაგალითად, უნდა მევლო თუ არა მუსიკალურ სკოლაში, უნდა გამოვსულიყავი თუ არა ექიმი... მედალოსანი ვიყავი. იმ პერიოდში თუ მედალოსანი იყავი, იგულისხმებოდა, რომ ექიმი უნდა გამხდარიყავი. ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლის ველი მაშინ გაიშალა, როდესაც დედას ჩემი არჩევანი გავაცანი პროფესიის თაობაზე. მინდოდა, ბევრ ადამიანს დავხმარებოდი. 17 წლის ბავშვის გადასახედიდან, ექიმს შეეძლო დახმარებოდა ერთ კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც იმ მომენტში მკურნალობდა. მქონდა განცდა, რომ თუ იურიდიულს დავამთავრებდი, უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებოდი.

- დედმამიშვილებზე რას გვეტყვით?

- უფროსი ძმა მყავს, რომელთანაც ფრაგმენტული ურთიერთობა მქონდა. დედამ გამზარდა, ამიტომ... არ არის ეს თემა ჩემს ცხოვრებაში აქტუალური.

- საინტერესო სტუდენტობა უნდა გქონოდათ...

- ყველაფერი ჩემი სტუდენტობისას მოხდა: ეროვნული მოძრობა, თბილისის ომი, აფხაზეთის ომი...

- სადმე ეპიცენტრშიც ხომ არ იყავით?

- თბილისის ომის ეპიცენტრში მეტ-ნაკლებად ყველა აქტიური ადამიანი მოხვდა. შემდეგ იყო წინააღმდეგობებით, ბრძოლებით აღსავსე გრძელი გზა, რომელიც პირველი ხელისუფლების მხარდამჭერებმა გავიარეთ. 2 თებერვლის მიტინგზე წინა ხაზზე ვიდექი, ერთ-ერთი მიმღები ვიყავი იმ ტყვიებისა, რომლებსაც "მხედრიონი" გვესროდა. განაგრძეთ

"ლექსო ლაშქარავასთვის" - ირანელმა მხატვარმა გარდაცვლილ ოპერატორს ნამუშევარი მიუძღვნა

უჩვეულო იუმორით ნაშოვნი მილიონები - ვინ არის ახალგაზრდა, რომლის ვიდეოებიც ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება

"დაშორებიდან რამდენიმე თვე ძალიან ცუდი ურთიერთობა გვქონდა, მეგობრებიც კი დავიყავით" - გურამ შეროზია ოჯახზე, ურთიერთობებსა და ახალ კლიპზე (ვიდეო)