პარტნიორები:
    ავტორი:

    კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან, 6 ე.წ. დონას კლასტერია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს - მარინა ეზუგბაია

    კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან, 6 ე.წ. დონას კლასტერია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს - მარინა ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია.

    მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 78 %-ს შეადგენს.

    „ბოლო 24 საათი 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გახდა 1684. 34 ახალი პაციენტიდან 6 არის „დონას“ კლასტერი, 15 პაციენტის წყაროა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, 2 ინფიცირებულზე ეპიდემიოლიოგიურ კვლევა გრძელდება წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიებს მიზნით.

    გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 5-ით გაიზარდა, 1315 გახდა, მათ პროცენტული მაჩვენებელი არის 78. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 342 ინფიცირებული მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმეა, 16 მძიმე “,- განაცხადა ეზუგბაიამ.

    ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი.

    ამირან გამყრელიძე 8-დღიან საკარანტინო ვადას განმარტავს - როდიდან ამოქმედდება და ვის შეეხება ახალი რეგულაცია?

    21 სექტემბრიდან თბილისის მეტროს მუშაობის საათები იცვლება

    LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან ზურაბ ჭიაბერაშვილი და სოზარ სუბარი