სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფოთში, ნატო-ს  წარმომადგენლებთან საქართველოს, ამერიკისა და თურქეთის მხარეების შეხვედრის მონაწილეს კორონავირუსი დაუდგინდა
ფოთში, ნატო-ს  წარმომადგენლებთან საქართველოს, ამერიკისა და თურქეთის მხარეების შეხვედრის მონაწილეს კორონავირუსი დაუდგინდა

თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გურ­ში ნატო-ს ჯა­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. შეხ­ვედ­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე თურ­ქე­თი­სა და ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ფო­თის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, ზი­ნა­ი­და გა­გუ­ას გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ პირს ვირუ­სი ბა­თუმ­ში და­უ­დას­ტურ­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რას 13 ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და, მათ შო­რის ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გუ­რის ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც კო­ვიდ 19-ზე ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დათ და პა­სუ­ხი დღის ბო­ლოს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"სა­ზღვაო ნავ­სად­გურ­ში ნატო-ს ჯა­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. მას­ში სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე თურ­ქე­თი­სა და ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქეს აღ­მო­აჩ­ნდა კო­რო­ნა­ვირუ­სი, მას ეს ვირუ­სი ბა­თუმ­ში და­უ­დას­ტურ­და და ამ­ჟა­მად ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს, რამ­დე­ნა­დაც ჩვენ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია. შეხ­ვედ­რას 13 კაცი ეს­წრე­ბო­და, მათ შო­რის ორი ჩვე­ნი სა­ზღვაო ნავ­სად­გუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

ორი­ვე იქნა გუ­შინ და­ტეს­ტი­ლი და პა­სუხს ვე­ლო­დე­ბით დღის ბო­ლოს. ორი­ვე გა­და­სუ­ლია თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. დღე­ი­სათ­ვის მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ფო­თის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ზი­ნა­ი­და გა­გუ­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ფოთში, ნატო-ს  წარმომადგენლებთან საქართველოს, ამერიკისა და თურქეთის მხარეების შეხვედრის მონაწილეს კორონავირუსი დაუდგინდა

ფოთში, ნატო-ს  წარმომადგენლებთან საქართველოს, ამერიკისა და თურქეთის მხარეების შეხვედრის მონაწილეს კორონავირუსი დაუდგინდა

თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნატო-ს ჯარების წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა. შეხვედრაში საქართველოს, ასევე თურქეთისა და ამერიკის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ზინაიდა გაგუას განცხადებით, აღნიშნულ პირს ვირუსი ბათუმში დაუდასტურდა.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრას 13 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ფოთის საზღვაო ნავსადგურის ორი წარმომადგენელი, რომელსაც კოვიდ 19-ზე ტესტირება ჩაუტარდათ და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

"საზღვაო ნავსადგურში ნატო-ს ჯარების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. მასში საქართველოს, ასევე თურქეთისა და ამერიკის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

თურქეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა კორონავირუსი, მას ეს ვირუსი ბათუმში დაუდასტურდა და ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში წევს, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. შეხვედრას 13 კაცი ესწრებოდა, მათ შორის ორი ჩვენი საზღვაო ნავსადგურის წარმომადგენელია.

ორივე იქნა გუშინ დატესტილი და პასუხს ველოდებით დღის ბოლოს. ორივე გადასულია თვითიზოლაციაში. დღეისათვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

"რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება", - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" ინფიცირებული ექიმი რუსთავში კლინიკა "ავერსში" მუშაობს