სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საპანიკო არაფერია, აუცილებელია წესების დაცვა" - ჩაიკეტება თუ არა ბათუმი?
"საპანიკო არაფერია, აუცილებელია წესების დაცვა" - ჩაიკეტება თუ არა ბათუმი?

"სა­პა­ნი­კო და სა­გან­გა­შო არა­ფე­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ყუ­რა­დღე­ბოა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია წე­სე­ბის დაც­ვა“, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც აჭა­რის რე­გი­ონ­ში შექ­მნილ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ იმ პი­რებს, ვი­საც სა­კონ­დიტ­რო "დო­ნა­ში" ყოფ­ნის ის­ტო­რია აქვს, მო­უ­წო­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თავს იჩენს სიმპტო­მე­ბი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თონ 112-ს.

"ბა­თუ­მის ჩა­კეტ­ვა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გაგ­რძელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა. ერ­თა­დერ­თი ბა­თუმ­ში გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა იქ­ნე­ბა.

დღეს დი­ლი­დან და­ე­მა­ტე­ბა კი­დევ ერთი კა­რა­ვი, სა­დაც უფა­სო ტეს­ტი­რე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ასე­ვე 5 პო­ლიკ­ლი­ნი­კა იწყებს ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ ტეს­ტი­რე­ბას. ჩვე­ნი სიმ­ძლავ­რე­ე­ბია ბა­თუმ­ში, დღე­ში 1600-1800 ტეს­ტი ჩა­ტარ­დეს ყო­ველ­დღი­უ­რად კო­რო­ნა­ვირუს­ზე. ჩვე­ნი სამი ლა­ბო­რა­ტო­რია მუ­შა­ობს, ამას­თან, თუ სა­ჭი­რო გახ­და, და­ეხ­მა­რე­ბა იმე­რე­თის და სა­მეგ­რე­ლოს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რე­ბი. გა­ფარ­თო­ე­ბულ ტეს­ტი­რე­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.

მო­წო­დე­ბაა, ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვინც იყო „დო­ნა­ში“, მი­ვიდ­ნენ და ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ტა­რონ ტეს­ტი­რე­ბა. ამას­თან, სა­ჭი­როა თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა აწარ­მო­ოს თვით­მო­ნი­ტო­რინ­გი.

და­ვაკ­ვირ­დეთ გან­სა­კუთ­რე­ბით 3-8 დღე­ებს შო­რის პე­რი­ოდს, ამ პე­რი­ოდ­ში თუ ჩნდე­ბა სიმპტო­მი - ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხვე­ლა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­უ­კავ­შირ­დეთ 112-ს და ჩა­ვი­ტა­როთ გა­მოკ­ვლე­ვა.

ამას­თან, მო­ვუ­წო­დებთ, მათ ვინც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და ბა­თუ­მი­დან და ის­ტო­რი­ა­ში აქვს "დო­ნა­ში" ყოფ­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად აწარ­მო­ონ თვით­მო­ნი­ტო­რინ­გი ",- გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
5

სვანეთი რატო იყო აბა საპანიკო,რატო ჩაკეთეთ?

ნათია
7

სვანეთის მთელი რეგიონი 15 კაცზე ჩაკეტეს იმის ნაცვლად ერთი პატარა სოფელი რო ჩაეკეტათ და ბათუმი 22 ზე საპანიკო არაფერია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"საპანიკო არაფერია, აუცილებელია წესების დაცვა" - ჩაიკეტება თუ არა ბათუმი?

"საპანიკო არაფერია, აუცილებელია წესების დაცვა" - ჩაიკეტება თუ არა ბათუმი?

"საპანიკო და საგანგაშო არაფერია, ეს ყველაფერი საყურადღებოა და აუცილებელია წესების დაცვა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აჭარის რეგიონში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძემ იმ პირებს, ვისაც საკონდიტრო "დონაში" ყოფნის ისტორია აქვს, მოუწოდა, იმ შემთხვევაში თუ თავს იჩენს სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართონ 112-ს.

"ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის, ჩვეულებრივი გაგრძელდება ცხოვრება. ერთადერთი ბათუმში გაფართოებული ტესტირება იქნება.

დღეს დილიდან დაემატება კიდევ ერთი კარავი, სადაც უფასო ტესტირება იქნება შესაძლებელი, ასევე 5 პოლიკლინიკა იწყებს ამბულატორიულ ტესტირებას. ჩვენი სიმძლავრეებია ბათუმში, დღეში 1600-1800 ტესტი ჩატარდეს ყოველდღიურად კორონავირუსზე. ჩვენი სამი ლაბორატორია მუშაობს, ამასთან, თუ საჭირო გახდა, დაეხმარება იმერეთის და სამეგრელოს შესაბამისი სამედიცინო სამსახურები. გაფართოებულ ტესტირებას ალტერნატივა არ აქვს.

მოწოდებაა, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ვინც იყო „დონაში“, მივიდნენ და ანაზღაურების გარეშე ჩაიტარონ ტესტირება. ამასთან, საჭიროა თითოეულმა მათგანმა აწარმოოს თვითმონიტორინგი.

დავაკვირდეთ განსაკუთრებით 3-8 დღეებს შორის პერიოდს, ამ პერიოდში თუ ჩნდება სიმპტომი - ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია დაუკავშირდეთ 112-ს და ჩავიტაროთ გამოკვლევა.

ამასთან, მოვუწოდებთ, მათ ვინც თბილისში ჩამოვიდა ბათუმიდან და ისტორიაში აქვს "დონაში" ყოფნა, აუცილებლად აწარმოონ თვითმონიტორინგი ",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჩაქვში, სასტუმრო "ოაზისში" ინფიცირებული ექიმი რუსთავში კლინიკა "ავერსში" მუშაობს

ორ ადამიანს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მომხმარებელთან შეხება არ ჰქონდა - რას აცხადებენ "ნიკორაში"

დავით ნარმანია USAID-ის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა