სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორია შატილის ავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - "პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს"
როგორია შატილის ავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - "პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს"

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და.

მი­სი­ვე თქმით, კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი სა­მი­ვე პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გვაქვს და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა კლი­ნი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის მხრივ. ჰე­მო­დი­ნა­მი­კა მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია.

სა­მი­ვე მათ­გან­თან ჩვენ და მათ სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მოჩ­ნდა რქო­ვა­ნას რეფ­ლექ­სი და გუ­გის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ნერ­ვო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სის მხრივ, და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კაა, თა­ვის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბის კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა არის ის, რომ სი­ცო­ცხლე თა­ვის ტვინ­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია.

უარ­ყო­ფი­თი დი­ნა­მი­კა არ ყო­ფი­ლა. ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნურ ვენ­ტი­ლა­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცია მი­დი­ო­და ჟანგბა­დის - 100%-ზე და შემ­ცირ­და ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა და­დე­ბით დი­ნა­მი­კად ჩა­ით­ვა­ლოს. სა­მი­ვე მათ­გან­თან ოქ­სი­გე­ნა­ცი­ის პა­რა­მეტ­რე­ბი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.

სა­მი­ვეს­თან იყო თირკმლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა, ამ ეტაპ­ზე სა­მი­ვე მათ­გან­თან აღ­დგე­ნი­ლია შარ­დის წა­მოს­ვლა, რაც კი­დევ ერთხელ მი­ა­ნიშ­ნებს და­დე­ბით დი­ნა­მი­კას. ვი­ნარ­ჩუ­ნებთ იმედს, რომ სა­მი­ვე პა­ცი­ენ­ტი ჩვე­ნი და მათი ძა­ლის­ხმე­ვით გა­დარ­ჩე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 23 აგ­ვის­ტოს, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შა­ტი­ლის გზა­ზე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 17 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 3 კი და­შავ­და.

შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­სას და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად 25 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.

იხი­ლეთ ვი­დეო:ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია შა­ტი­ლის გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
****
1

ყოჩაღ საუნივერსიტეტო კლინიკა

vova
0

მაგ ხალხსაც თუ გადაარჩენ შენ ღმერთს ყვარაბიხარ განუზომლად და ამისთვის დიდება უფალს ცოცხალი ლეგენდა იქნება ლევან მარტო პროფესიით არა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორია შატილის ავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - "პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს"

როგორია შატილის ავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - "პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების მხრივ. ჰემოდინამიკა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია.

სამივე მათგანთან ჩვენ და მათ საბედნიეროდ, გამოჩნდა რქოვანას რეფლექსი და გუგის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნერვოლოგიური სტატუსის მხრივ, დადებითი დინამიკაა, თავის ტვინის დაზიანების კლინიკური გამოვლინება არის ის, რომ სიცოცხლე თავის ტვინში შენარჩუნებულია.

უარყოფითი დინამიკა არ ყოფილა. ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაცია მიდიოდა ჟანგბადის - 100%-ზე და შემცირდა ჟანგბადის მიწოდება, აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დადებით დინამიკად ჩაითვალოს. სამივე მათგანთან ოქსიგენაციის პარამეტრები გაუმჯობესებულია.

სამივესთან იყო თირკმლის მწვავე უკმარისობა, ამ ეტაპზე სამივე მათგანთან აღდგენილია შარდის წამოსვლა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს დადებით დინამიკას. ვინარჩუნებთ იმედს, რომ სამივე პაციენტი ჩვენი და მათი ძალისხმევით გადარჩება“,-განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო:ახალი ინფორმაცია შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გლდანში ახალრეაბილიტირებულ ქუჩაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა - LIVE ადგილიდან

"ამ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა" - შსს-ს განცხადება 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე