სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიოს 10 ადგილი, სადაც კორონავირუსის არც ერთი  შემთხვევა არ გამოვლენილა
მსოფლიოს 10 ადგილი, სადაც კორონავირუსის არც ერთი  შემთხვევა არ გამოვლენილა

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას 2020 წლის 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის და ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 23.8 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს, გარ­დაც­ვლი­ლია 817 243 ადა­მი­ა­ნი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთელ­და 16.3 მი­ლი­ო­ნი პა­ცი­ენ­ტი.

პან­დე­მი­ამ უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ეკო­ნო­მი­კას და და­ა­ზა­რა­ლა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი, თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ზე გა­მარ­თუ­ლი ქვეყ­ნე­ბი. მე­დი­ცი­ნის ექ­სპერ­ტე­ბი და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მსოფ­ლი­ოს 2020 წლის ბო­ლოს­თვის უნდა ჰქონ­დეს ვაქ­ცი­ნა. რამ­დე­ნი­მე ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ უკვე შექ­მა ის და ახლა გა­მოც­დის ეტაპს გა­დი­ან.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მსოფ­ლი­ო­ში არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ამ დრომ­დე COVID-19-ის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. რო­გორც BBC წერს, ასე­თი ად­გი­ლე­ბია:

  • პა­ლაუ
  • მიკ­რო­ნე­ზია
  • მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი
  • ნა­უ­რუ
  • კი­რი­ბა­ტი
  • სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი
  • ტუ­ვა­ლუ
  • სა­მოა
  • ვა­ნუ­ა­ტუ
  • ტონ­გა

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ამ ად­გი­ლებ­ში პან­დე­მი­ის ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე გა­მო­ა­ცხა­დეს კა­რან­ტი­ნი, ჩა­კე­ტეს სა­ზღვრე­ბი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ დრომ­დე ვირუ­სი გა­მოვ­ლე­ნი­ლი არ არის, დრემ­დე მკაც­რი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. ვნა­ხოთ, რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან ზო­გი­ერ­თში.

მა­გა­ლი­თად, პა­ლა­უ­ში სა­ზღვრე­ბი მარ­ტის ბო­ლოს ჩა­კე­ტეს, და­ი­კე­ტა მა­ღა­ზი­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, გა­მო­ცხად­და კა­რან­ტი­ნი. სა­ზღვრე­ბი დღემ­დე ჩა­კე­ტი­ლი რჩე­ბა და სწო­რედ ამი­ტომ, ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სას­ტუმ­რო­ე­ბის ზო­გი­ერ­თი მფლო­ბე­ლი თვლის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სწო­რად იქ­ცე­ვა და იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ მალე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბი გა­ნახ­ლდე­ბა ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას­თან და ტუ­რის­ტე­ბი მათ კვლავ ეწ­ვე­ვი­ან.

კო­რო­ნა­ვირუ­სის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზეც, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი დღემ­დე მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. აქა­უ­რე­ბის­თვის შე­მო­სავ­ლის მთა­ვა­რი წყა­რო მე­თევ­ზე­ო­ბაა და თევ­ზი ექ­სპორტზე გა­აქვთ, თუმ­ცა ჩა­კე­ტი­ლი სა­ზღვრე­ბის პი­რო­ბებ­ში ამას ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, იქაც ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გამ­წვა­ვე­ბუ­ლია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მალე დამ­თავ­რდე­ბა და ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დე­ბი­ან. მა­თი­ვე თქმით, მარ­შა­ლის კუნ­ძუ­ლე­ბი ვერ შეძ­ლებ­და პან­დე­მი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბას, ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს კი რო­გორ­ღაც უმკლავ­დე­ბი­ან.

კო­რო­ნა­ვირუ­სი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა არც ვა­ნუ­ა­ტუ­ში. ქვე­ყა­ნა­ში 300 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სია, რო­გორც BBC წერს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს არ სურს წე­სე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა და სა­ზღვრე­ბის გახ­სნა. აქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ სურთ ავად არ გახ­დნენ და სხვა მხრივ, პრობ­ლე­მებს გა­უმკლავ­დე­ბი­ან. ივ­ლის­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ახალ ზე­ლან­დი­ა­სა და ავ­სტრა­ლი­ას­თან სა­ზღვრებს გახ­სნი­და, თუმ­ცა გეგ­მა მას შემ­დეგ ცა­ი­შა­ლა, რაც ამ ორ ქვე­ყა­ნა­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გა­ი­ზარ­და.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, პირ­ვე­ლად ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში 2019 წლის დე­კემ­ბრის მი­წუ­რულს გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც მალე მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და, თუმ­ცა და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით უხან­ში ვირუს­მა გა­ცი­ლე­ბით ადრე, 2019 წლის აგ­ვის­ტო­ში იფეთ­ქა, თუმ­ცა ჩი­ნეთ­მა ყო­ვე­ლი­ვე და­მა­ლა.

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს ათი ქვე­ყა­ნა ასე­თია: აშშ, ბრა­ზი­ლია, ინ­დო­ე­თი, რუ­სე­თი, სამ­ხრეთ აფ­რი­კა,პერუ, მექ­სი­კა, კო­ლუმ­ბია, ეს­პა­ნე­თი და ჩილე. რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნეთს, ის ამ დრო­ის­თვის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, 35-ე ად­გილს იკა­ვებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giajano
29

კორონა მოგკლავს თუ შიმშილი ერთი არაა?

ვაი შენს პატრონს
2

მოთხრობა კუდაბზიკეთი წაიკითხეთ. თუ ვერაფერს მიხვდებით მეორედაც წაიკითხეთ. თუ კიდევ ვერაფერს მიხვდით მესამედაც. კიდევ თუ ვერ მიხვდებით არ ყოფილა მაშინ თქვენი საშველი.

მაგ მოთხრობაში ძაან კარგად წერია და გასაგებად. გამგები გაიგებს, ვერ გამგები ვერ გაიგებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მსოფლიოს 10 ადგილი, სადაც კორონავირუსის არც ერთი  შემთხვევა არ გამოვლენილა

მსოფლიოს 10 ადგილი, სადაც კორონავირუსის არც ერთი  შემთხვევა არ გამოვლენილა

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას 2020 წლის 11 მარტიდან ებრძვის და ბოლო ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23.8 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილია 817 243 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 16.3 მილიონი პაციენტი.

პანდემიამ უდიდესი ზიანი მიაყენა ეკონომიკას და დააზარალა ყველაზე ძლიერი და პოლიტიკური, თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველაზე გამართული ქვეყნები. მედიცინის ექსპერტები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსოფლიოს 2020 წლის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს ვაქცინა. რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ უკვე შექმა ის და ახლა გამოცდის ეტაპს გადიან.

საინტერესოა, რომ მსოფლიოში არის ადგილები, სადაც ამ დრომდე COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. როგორც BBC წერს, ასეთი ადგილებია:

  • პალაუ
  • მიკრონეზია
  • მარშალის კუნძულები
  • ნაურუ
  • კირიბატი
  • სოლომონის კუნძულები
  • ტუვალუ
  • სამოა
  • ვანუატუ
  • ტონგა

გამოცემის ცნობით, ამ ადგილებში პანდემიის ადრეულ ეტაპზევე გამოაცხადეს კარანტინი, ჩაკეტეს საზღვრები და მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ვირუსი გამოვლენილი არ არის, დრემდე მკაცრი რეჟიმის პირობებში ცხოვრობენ. ვნახოთ, როგორი ვითარებაა ჩამოთვლილთაგან ზოგიერთში.

მაგალითად, პალაუში საზღვრები მარტის ბოლოს ჩაკეტეს, დაიკეტა მაღაზიები, რესტორნები, გამოცხადდა კარანტინი. საზღვრები დღემდე ჩაკეტილი რჩება და სწორედ ამიტომ, ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირე კიდევ უფრო გამძაფრებულია.

მიუხედავად ამისა, სასტუმროების ზოგიერთი მფლობელი თვლის, რომ ხელისუფლება სწორად იქცევა და იმედს გამოთქვამენ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება. ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 1-ლი სექტემბრიდან საერთაშორისო ფრენები განახლდება ზოგიერთ ქვეყანასთან და ტურისტები მათ კვლავ ეწვევიან.

კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი მარშალის კუნძულებზეც, სადაც ადამიანები დღემდე მკაცრი შეზღუდვების პირობებში ცხოვრობენ. აქაურებისთვის შემოსავლის მთავარი წყარო მეთევზეობაა და თევზი ექსპორტზე გააქვთ, თუმცა ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ამას ვეღარ ახერხებენ და შესაბამისად, იქაც ეკონომიკური პრობლემები გამწვავებულია.

ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი მალე დამთავრდება და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. მათივე თქმით, მარშალის კუნძულები ვერ შეძლებდა პანდემიასთან გამკლავებას, ეკონომიკურ პრობლემებს კი როგორღაც უმკლავდებიან.

კორონავირუსი არ გამოვლენილა არც ვანუატუში. ქვეყანაში 300 000 ადამიანი ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური კრიზისია, როგორც BBC წერს, საზოგადოების ნაწილს არ სურს წესების შემსუბუქება და საზღვრების გახსნა. აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ მათ სურთ ავად არ გახდნენ და სხვა მხრივ, პრობლემებს გაუმკლავდებიან. ივლისში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალ ზელანდიასა და ავსტრალიასთან საზღვრებს გახსნიდა, თუმცა გეგმა მას შემდეგ ცაიშალა, რაც ამ ორ ქვეყანაში კოვიდინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.

კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19, ოფიციალური ვერსიით, პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბრის მიწურულს გამოვლინდა, საიდანაც მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა, თუმცა დაუდასტურებელი ცნობების მიხედვით უხანში ვირუსმა გაცილებით ადრე, 2019 წლის აგვისტოში იფეთქა, თუმცა ჩინეთმა ყოველივე დამალა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს ათი ქვეყანა ასეთია: აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა,პერუ, მექსიკა, კოლუმბია, ესპანეთი და ჩილე. რაც შეეხება ჩინეთს, ის ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, 35-ე ადგილს იკავებს.

პრინცესა, რომელმაც ბრიტანეთი შეცვალა - დედის ხსოვნის პატივსაცემად, დიანას ძეგლი ჰარიმ და უილიამმა დაამზადებინეს

"მისგან ისეთივე პიროვნება გამოძერწეს, როგორც მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის" - რას ამბობს ჟირინოვსკი ნავალნისა და სააკაშვილზე?

მინსკში მილიციამ აქციაზე 125 ადამიანი დააკავა - ძალოვანებმა სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს