სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბერლინის კლინიკის მონაცემებით, ნავალნი მოწამლეს - "შხამის მოქმედება სხვადასხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ დადასტურდა"
ბერლინის კლინიკის მონაცემებით, ნავალნი მოწამლეს - "შხამის მოქმედება სხვადასხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ დადასტურდა"

ბერ­ლი­ნის კლი­ნი­კის მო­ნა­ცე­მე­ბით, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ ალექ­სეი ნა­ვალ­ნი მო­წამ­ლეს ბერ­ლი­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა Charite-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ალექ­სეი ნა­ვალ­ნი, "რო­გორც ჩანს, მო­წამ­ლეს".

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლი­თაც ნა­ვალ­ნი მო­წამ­ლეს, ქო­ლი­ნეს­თე­რა­ზას ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბის ქი­მი­უ­რი პრე­პა­რა­ტე­ბის ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, თუმ­ცა ზუს­ტი ნივ­თი­ე­რე­ბა ჯერ კი­დევ არ არის დად­გე­ნი­ლი.

"კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს მო­წამ­ვლა­ზე სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გა­ნე­კუთ­ვნე­ბა აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ჯგუფს სა­ხელ­წო­დე­ბით - ქო­ლი­ნეს­თე­რა­ზას ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი", - ნათ­ქვა­მია ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შხა­მის მოქ­მე­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მზე სხვა­დას­ხვა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის მიერ და­დას­ტურ­და. ექი­მე­ბი და­მა­ტე­ბით უფრო ღრმა კვლე­ვას იწყე­ბენ.

კლი­ნი­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რჩე­ბა და კვლავ ხე­ლოვ­ნურ კო­მა­შია.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს რუ­სე­თის ქა­ლაქ ომ­სკის სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებ­მა, სა­დაც რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ალექ­სეი ნა­ვალ­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს, პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს და მო­წამ­ვლის ვერ­სია გა­მო­რი­ცხეს. რუსი ექი­მე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბით ქი­მი­უ­რი-ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა შხა­მად შე­ფას­დეს, არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

ცნო­ბის­თვის, 20 აგ­ვის­ტოს, რო­დე­საც ალექ­სეი ნა­ვალ­ნი ქა­ლაქ ტომ­სკი­დან მოს­კოვ­ში ბრუნ­დე­ბო­და, ცუ­დად გახ­და, ამი­ტომ თვითმფრი­ნა­ვი ქა­ლაქ ომ­სკში იძუ­ლე­ბით და­ეშ­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­ვალ­ნი ბერ­ლინ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს სამ­კურ­ნა­ლოდ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
როგორ გავიგოთ?
10

მოწამლეს, თუ როგორც ჩანს, მოწამლეს.

კოკო
10

ეჭვიც არ მეპარებოდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ბერლინის კლინიკის მონაცემებით, ნავალნი მოწამლეს - "შხამის მოქმედება სხვადასხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ დადასტურდა"

ბერლინის კლინიკის მონაცემებით, ნავალნი მოწამლეს - "შხამის მოქმედება სხვადასხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ დადასტურდა"

ბერლინის კლინიკის მონაცემებით, ლაბორატორიული კვლევები მიუთითებს, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკა Charite-ის ინფორმაციით, სამედიცინო გამოკვლევები მიანიშნებს, რომ ალექსეი ნავალნი, "როგორც ჩანს, მოწამლეს".

მათივე ინფორმაციით, ნივთიერება, რომლითაც ნავალნი მოწამლეს, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ქიმიური პრეპარატების ჯგუფს განეკუთვნება, თუმცა ზუსტი ნივთიერება ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

"კლინიკური კვლევები მიანიშნებს მოწამვლაზე საშუალებით, რომელიც განეკუთვნება აქტიური ნივთიერებების ჯგუფს სახელწოდებით - ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები", - ნათქვამია ექიმების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შხამის მოქმედება ორგანიზმზე სხვადასხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ დადასტურდა. ექიმები დამატებით უფრო ღრმა კვლევას იწყებენ.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციაში რჩება და კვლავ ხელოვნურ კომაშია.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის ქალაქ ომსკის საავადმყოფოს ექიმებმა, სადაც რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, პრესკონფერენცია გამართეს და მოწამვლის ვერსია გამორიცხეს. რუსი ექიმები ირწმუნებიან, რომ ლაბორატორიული კვლევებით ქიმიური-ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც შეიძლება შხამად შეფასდეს, არ გამოვლენილა.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს, როდესაც ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა. მოგვიანებით ნავალნი ბერლინში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც COVID-19-ს მთლიანად ანეიტრალებს - მკვლევართა იმედისმომცემი დასკვნა

"გუშინ, შევძელი მთელი დღე დამოუკიდებლად მესუნთქა" - "ინსტაგრამზე" გამოქვეყნდა ნავალნის პირველი ფოტო მისი ავადმყოფობის შემდეგ

"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ