სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თბილისში 37 წლის მამაკაცი გაიტაცეს - პოლიციამ 5 ბრალდებული იმ დროს დააკავა, როცა გატაცებული ქობულეთში გადაჰყავდათ
თბილისში 37 წლის მამაკაცი გაიტაცეს - პოლიციამ 5 ბრალდებული იმ დროს დააკავა, როცა გატაცებული ქობულეთში გადაჰყავდათ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი: 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.გ., 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ს., 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.გ., 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ქ. და 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.მ. წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სას­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 1992 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ.გ-მ, კ.ს- სთან და გ.გ-სთან ერ­თად, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გამო, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, 1983 წელს და­ბა­დე­ბულ ო.კ - ს, თბი­ლის­ში, მის­სა­ვე დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა ცივი ია­რა­ღის მუ­ქა­რით თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს ო.კ.-ს და ა.მ.-ს მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლით ქო­ბუ­ლეთ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს.

ამის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ო.კ. გა­დას­ვეს გ.ქ.-ს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ავ­ტო­მო­ბილ­ში და ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვი­რი­კეს მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს, რა დრო­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შე­ა­ჩე­რეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე ოთხი პირი - გ.გ., კ.ს., გ.ქ. და გ.გ. ად­გილ­ზე, ხოლო ა.მ. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლი, ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს.

წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ სი­ცო­ცხლი­სათ­ვის ან ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით ანდა ასე­თი ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით ჩა­დე­ნილ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის

სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ა“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წინ მივიწევთ !
27

ადრე საპატარძლოებს იტაცებდნენ!

წინ - გეიროპისკენ ! ! !
45

ვააა, უკვე ვაჟებს იტაცებენ ? ? ?

უნდა დაინიშნოს გინეკოლოგიური ექსპერტიზა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

თბილისში 37 წლის მამაკაცი გაიტაცეს - პოლიციამ 5 ბრალდებული იმ დროს დააკავა, როცა გატაცებული ქობულეთში გადაჰყავდათ

თბილისში 37 წლის მამაკაცი გაიტაცეს - პოლიციამ 5 ბრალდებული იმ დროს დააკავა, როცა გატაცებული ქობულეთში გადაჰყავდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული და სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი პირები: 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1980 წელს დაბადებული კ.ს., 1990 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული გ.ქ. და 1984 წელს დაბადებული ა.მ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესასხებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 1992 წელს დაბადებულმა გ.გ-მ, კ.ს- სთან და გ.გ-სთან ერთად, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, 1983 წელს დაბადებულ ო.კ - ს, თბილისში, მისსავე დროებით საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა ცივი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ო.კ.-ს და ა.მ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ქობულეთში ჩაიყვანეს.

ამის შემდეგ, ბრალდებულებმა ო.კ. გადასვეს გ.ქ.-ს მფლობელობაში არსებულ ავტომობილში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც აღნიშნული ავტომობილი სამართალდამცველებმა შეაჩერეს. პოლიციამ დანაშაულში მონაწილე ოთხი პირი - გ.გ., კ.ს., გ.ქ. და გ.გ. ადგილზე, ხოლო ა.მ. რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა ორივე ავტომობილი, ასევე დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის

სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"4 საათსა და 45 წუთზე ვეკონტაქტე გიდს სერგოს... მან მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო" - რას იხსენებს traveler.ge-ს დამფუძნებლი ტრაგედიის დღიდან

"10 წლის უნახავი შვილი მოუკვდა, მოდიოდა და თურქეთის საზღვრიდან  გააბრუნეს"  - თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა დახმარებას ითხოვს

თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის თქმით, "ცამდე მართალია"