სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს ახლობელ ქართველ ხალხთან" - რას ამბობს ლავროვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის  გაუქმებასა და ავიამიმოსვლის აღდგენაზე
"რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს ახლობელ ქართველ ხალხთან" - რას ამბობს ლავროვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის  გაუქმებასა და ავიამიმოსვლის აღდგენაზე

რუ­სუ­ლი გა­ზე­თის "ტრუ­დის" («Труд») 21 აგ­ვის­ტოს ნო­მერ­ში სა­თა­უ­რით: "სერ­გეი ლავ­რო­ვი: "პამ­დე­მი­ამ ევ­რო­კავ­შირ­ში აზ­რობ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბი და­აჩ­ქა­რა", გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­რო­ვის ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­შიც იგი ჟურ­ნა­ლისტ მი­ხე­ილ მო­რო­ზოვ­თან მრა­ვალ სა­კი­თხზე სა­უბ­რობს - რუ­სე­თის როლ­ზე გა­ე­რო­ში, და­სავ­ლე­თის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ სან­ქცი­ებ­ზე, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ა­ზე...

ინ­ტერ­ვი­უ­ში სერ­გეი ლავ­რო­ვი ეხე­ბა აგ­რეთ­ვე სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას - სომ­ხეთ-ზერ­ბა­ი­ჯა­ნის კონ­ფლიქტს და რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თან.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან:

- რო­გო­რია ჩვენს მე­ზო­ბელ­თან - სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი?

- ბოლო თორ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთს და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თმა­ნეთ­თან აქვთ კავ­ში­რე­ბი, მაგ­რამ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­რე­შე. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მათი გა­წყვე­ტა თბი­ლი­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი სამ­ხრე­თო­სუ­რი ავან­ტი­უ­რის შე­დე­გად. ამას­თა­ნა­ვე, რუ­სე­თი მუდ­მი­ვად გა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნი­სათ­ვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სწო­რედ ამა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ორი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ერ­თო ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა აქვთ, რომ­ლე­ბიც გან­მტკი­ცე­ბუ­ლია ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის ბე­დით.

ჩვენ მთლი­ა­ნად ვუ­ჭერთ მხარს ალი­ანს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მთავ­რო­ბის მიერ 2012 წელს ინი­ცი­რე­ბულ კურსს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა ასე­თია - რაც მეტი ნორ­მა­ლი­ზე­ბა იქ­ნე­ბა, მით უკე­თე­სია. ამ თვალ­საზ­რი­სით რუ­სე­თის მხრი­დან არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ჩვენს ქარ­თველ პარტნი­ო­რებს, რო­მელ­თა მიერ პე­რი­ო­დუ­ლად ხდე­ბა ან­ტი­რუ­სუ­ლი კარ­ტის გა­თა­მა­შე­ბა კო­ნი­უნ­ქტუ­რუ­ლი მიზ­ნე­ბით, ამ სა­კი­თხში თან­მიმ­დევ­რო­ბა აშ­კა­რად აკ­ლი­ათ.

თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სას აკე­თებს. რუ­სეთს დღე­ი­სათ­ვის მტკი­ცედ აქვს და­კა­ვე­ბუ­ლი მე­ო­რე პარტნი­ო­რის პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში (თურ­ქე­თის შემ­დეგ), სა­ქო­ნელთბ­რუნ­ვის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა 1,33 მლრდ. დო­ლარს შე­ად­გენს (2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით). სწო­რედ რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი ღვი­ნის ორი მე­სა­მე­დის წარ­მა­ტე­ბით რე­ა­ლი­ზე­ბას. რუ­სე­თი ასე­ვე აგ­რძე­ლებს ლი­დე­რო­ბას კერ­ძო ფუ­ლად გზავ­ნი­ლე­ბის სფე­რო­შიც (და­ახ­ლო­ე­ბით 430 მლნ. დო­ლა­რი 2019 წელს). ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბის უფრო მე­ტად გან­მტკი­ცე­ბას ხელს უწყო­ბენ რუსი ტუ­რის­ტე­ბიც (1,5 მლნ. 2019 წელს).

2013 წლის ბო­ლოს რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის გა­ნახ­ლდა რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ავ­ტო­ბუსო მოძ­რა­ო­ბა, ხოლო 2014 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან - ავი­ა­მი­მოს­ვლა. სა­დღე­ღა­მი­სო მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი სახ­მე­ლე­თო სა­კონ­ტრო­ლო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტი "ზემო ლარ­სი". გა­აქ­ტი­ურ­და კონ­ტაქ­ტე­ბი კულ­ტუ­რის, სპორ­ტის, მეც­ნი­ე­რე­ბის, რე­ლი­გი­ის, ბიზ­ნე­სის სფე­რო­ებ­ში. ამ ფონ­ზე ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხზეც კი და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, და­წყე­ბულ და­დე­ბით დი­ნა­მი­კას ხელი შე­უ­შა­ლა თბი­ლის­ში 2019 წლის ივ­ნის-ივ­ლის­ში მომ­ხდარ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, როცა ქარ­თვე­ლი ნა­ცი­ო­ნალ-რა­დი­კა­ლე­ბის მიერ მო­წყო­ბი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის პა­სუ­ხად, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა­ზე დრო­ე­ბი­თი აკ­რძალ­ვა იქნა შე­მო­ღე­ბუ­ლი. მინ­და, იმე­დი მქონ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ავი­ა­მი­მოს­ვლის გა­ნახ­ლე­ბა უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის სა­კი­თხია. ყუ­რა­დღე­ბით თვალს ვა­დევ­ნებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას და, რა თქმა უნდა, ვე­ლო­დე­ბით სსა­ნი­ტა­რულ-ეპი­დე­მო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბას რე­გი­ონ­ში და მსოფ­ლი­ო­ში, რე­გუ­ლა­რუ­ლი ავი­ა­რე­ი­სე­ბის გა­ნახ­ლე­ბას სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

იმე­დი გვაქვს აგ­რეთ­ვე, რომ მალე გა­ნახ­ლდე­ბა პან­დე­მი­ის გამო შე­წყვე­ტი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გი რო­გორც "აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის" ფორ­მა­ტით, ასე­ვე ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბი... ვფიქ­რობ, უფრო აქ­ტი­უ­რად უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩო­ებ­ში (მოს­კოვ­სა და თბი­ლის­ში) შექ­მნი­ლი რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სექ­ცი­ე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლიც.

რუ­სე­თი ყო­ველ­თვის უფრთხილ­დე­ბო­და მე­გობ­რულ კავ­ში­რებს მის ახ­ლო­ბელ ქარ­თველ ხალ­ხთან, რო­მელ­თა­ნაც ჩვენ, ერ­თი­ან სა­ხელ­მწი­ფო­ში (სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლით), არა­ერ­თი ასე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით. დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვართ, რომ არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის სწრა­ფი გა­და­ლახ­ვა, ორ­მხრი­ვი კავ­ში­რე­ბის აღ­დგე­ნა და მათი სრულ­ფა­სო­ვა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა პა­სუ­ხობს ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი­სა და ხალ­ხე­ბის გრძელ­ვა­დი­ან ინ­ტე­რე­სებს“.

წყა­რო

სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 117 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
77

აშკარად შაყირობს.

ვაუ
18

1795 წელს გვიღალატეს, ამოაჟუჟინეს ნახევარი თბილისი და გადააწვევინეს აღა-მაჰმად ხანს, მერე კი შეიწოვეს საქართველო. 1921 წელს ისევ შემოიჭრნენ, ტაო-კლარჯეთი თურქებს ჩააბარეს, სოჭი გადიფორმეს,ალავერდი სომხეთს მისცეს, საინგილო აზერბაიჯანელებს, იალბუზი კავკასიელებს. დაგვითესეს ავტონომიური ბომბები. ხოლო 90ებში გუდაუთის და ახალციხის ბაზებიდან აიარარებდნენ ძმათა მკვლელ ომს. ცეცხლის ხეწყვეტის ხელშეკრულება არ დაიცვეს და 30,000 მოქალაქე მოგვიკლეს, 300,000 სახლებიდან გამოყარეს. პრეზიდენტები გვიფეთქეს. მოაწყვეს სეპარატისტული რეგიონების პასპორტიზაცია. 2008ში ყველა რეგიონი დაგვიბომბეს, ძირძველი რეგიონები დამოუკიდებლად სცნეს... და ეხლა რაო? როგორ ვეპყრობითი ქართველ ერს? მართლა ცხვრები ვგონივართ!!!!! არ დაუშვათ უვიზო რეჟიმი. რბილი ძალა კიდევ უფრო დაგვყოფს და გადაგვაშენებს!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს ახლობელ ქართველ ხალხთან" - რას ამბობს ლავროვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის  გაუქმებასა და ავიამიმოსვლის აღდგენაზე

"რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს ახლობელ ქართველ ხალხთან" - რას ამბობს ლავროვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის  გაუქმებასა და ავიამიმოსვლის აღდგენაზე

რუსული გაზეთის "ტრუდის" («Труд») 21 აგვისტოს ნომერში სათაურით: "სერგეი ლავროვი: "პამდემიამ ევროკავშირში აზრობრივი პროცესები დააჩქარა", გამოქვეყნებულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ინტერვიუ, რომელშიც იგი ჟურნალისტ მიხეილ მოროზოვთან მრავალ საკითხზე საუბრობს - რუსეთის როლზე გაეროში, დასავლეთის მიერ გამოცხადებულ სანქციებზე, პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებთან ურთიერთობაზე, კორონავირუსის პანდემიაზე...

ინტერვიუში სერგეი ლავროვი ეხება აგრეთვე სამხრეთ კავკასიაში შექმნილ სიტუაციას - სომხეთ-ზერბაიჯანის კონფლიქტს და რუსეთის ურთიერთობას საქართველოსთან.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

- როგორია ჩვენს მეზობელთან - საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივები?

- ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში რუსეთს და საქართველოს ერთმანეთთან აქვთ კავშირები, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე. შეგახსენებთ, რომ მათი გაწყვეტა თბილისის ინიციატივით მოხდა, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ წამოწყებული სამხრეთოსური ავანტიურის შედეგად. ამასთანავე, რუსეთი მუდმივად გამოდის საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და მეგობრული ურთიერთობების აღდგენისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამაში გამოიხატება ორი ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესები, რომლებსაც საერთო ისტორია და კულტურა აქვთ, რომლებიც განმტკიცებულია ერთმანეთთან დაკავშირებული მილიონობით ადამიანების ბედით.

ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს ალიანს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთავრობის მიერ 2012 წელს ინიცირებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ. ჩვენი მიზანდასახულობა ასეთია - რაც მეტი ნორმალიზება იქნება, მით უკეთესია. ამ თვალსაზრისით რუსეთის მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, მაგრამ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომელთა მიერ პერიოდულად ხდება ანტირუსული კარტის გათამაშება კონიუნქტურული მიზნებით, ამ საკითხში თანმიმდევრობა აშკარად აკლიათ.

თუმცა, ამის მიუხედავად, ცხოვრება თავისას აკეთებს. რუსეთს დღეისათვის მტკიცედ აქვს დაკავებული მეორე პარტნიორის პოზიცია საქართველოსთან საგარეო ვაჭრობის სფეროში (თურქეთის შემდეგ), საქონელთბრუნვის საერთო მოცულობა 1,33 მლრდ. დოლარს შეადგენს (2019 წლის მონაცემებით). სწორედ რუსეთის ბაზარზე ახდენს საქართველო თავისი ღვინის ორი მესამედის წარმატებით რეალიზებას. რუსეთი ასევე აგრძელებს ლიდერობას კერძო ფულად გზავნილების სფეროშიც (დაახლოებით 430 მლნ. დოლარი 2019 წელს). ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირების უფრო მეტად განმტკიცებას ხელს უწყობენ რუსი ტურისტებიც (1,5 მლნ. 2019 წელს).

2013 წლის ბოლოს რუსეთსა და საქართველოს შორის განახლდა რეგულარული საავტობუსო მოძრაობა, ხოლო 2014 წლის ოქტომბრიდან - ავიამიმოსვლა. სადღეღამისო მუშაობის რეჟიმზე იქნა გადაყვანილი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ერთადერთი სახმელეთო საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ზემო ლარსი". გააქტიურდა კონტაქტები კულტურის, სპორტის, მეცნიერების, რელიგიის, ბიზნესის სფეროებში. ამ ფონზე ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზეც კი დავიწყეთ მუშაობა. სამწუხაროდ, დაწყებულ დადებით დინამიკას ხელი შეუშალა თბილისში 2019 წლის ივნის-ივლისში მომხდარმა მოვლენებმა, როცა ქართველი ნაციონალ-რადიკალების მიერ მოწყობილი პროვოკაციის პასუხად, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლაზე დროებითი აკრძალვა იქნა შემოღებული. მინდა, იმედი მქონდეს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლება უახლოესი მომავლის საკითხია. ყურადღებით თვალს ვადევნებთ საქართველოში არსებულ სიტუაციას და, რა თქმა უნდა, ველოდებით სსანიტარულ-ეპიდემოლოგიური ვითარების ნორმალიზებას რეგიონში და მსოფლიოში, რეგულარული ავიარეისების განახლებას სხვადასხვა მიმართულებით.

იმედი გვაქვს აგრეთვე, რომ მალე განახლდება პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი როგორც "აბაშიძე-კარასინის" ფორმატით, ასევე ჟენევის დისკუსიები... ვფიქრობ, უფრო აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული შვეიცარიის საელჩოებში (მოსკოვსა და თბილისში) შექმნილი რუსეთისა და საქართველოს ინტერესების სექციების პოტენციალიც.

რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს მის ახლობელ ქართველ ხალხთან, რომელთანაც ჩვენ, ერთიან სახელმწიფოში (სხვადასხვა სახელით), არაერთი ასეული წლის განმავლობაში ვცხოვრობდით. დარწმუნებულნი ვართ, რომ არსებული უთანხმოების სწრაფი გადალახვა, ორმხრივი კავშირების აღდგენა და მათი სრულფასოვანი განვითარება პასუხობს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების გრძელვადიან ინტერესებს“.

წყარო

სიმონ კილაძე

"მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა პირადად მასთან იყო შეთანხმებული" - შალვა ნათელაშვილი კელი დეგნანზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

ცნობილია, რა წერია ოპოზიციის "ამნისტიის პროექტში"