სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"3 დღე ჩვეულებრივ ვიშიმშილებ, შემდეგ მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა
"3 დღე ჩვეულებრივ ვიშიმშილებ, შემდეგ მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლოვ­ნის ზ.ხ-ს მა­მის, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეხ­ვედ­რი­სას მას უთხრეს, რომ მისი შვი­ლის, ზ.ხ.-ს ინ­ტე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მან მე­დი­ას­თან კავ­ში­რი უნდა შე­წყვი­ტოს.

თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც მას უწყე­ბა­ში გა­ნუ­მარ­ტეს, მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, მისი შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვე­ვა.

"გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეხ­ვედ­რა­ზე ამიხ­სნეს, რომ მე­დი­ას­თან კავ­ში­რი უნდა შევ­წყვი­ტო, ისევ ჩემი შვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამო. 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ჩემი შვი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, ხომ მი­დი­ო­და სა­უ­ბა­რი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ჩემს შვილ­ზე. ახლა, ბოლო წა­მებ­ში აღარ შე­იძ­ლე­ბა, უკვე სა­უ­ბა­რი?! ვერ ვხვდე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ხო­მა­სუ­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მას ხვა­ლი­დან ყვე­ლა იმ არას­რულ­წლოვ­ნის მშო­ბე­ლი შე­უ­ერ­თდე­ბა, ვინც „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში იჯდა.

„3 დღე ჩვე­უ­ლებ­რივ ვი­შიმ­ში­ლებ, სამი დღის შემ­დეგ მშრალ შიმ­ში­ლო­ბა­ზე გა­დავ­დი­ვარ. ხვალ ყვე­ლა სხვა მშო­ბე­ლი შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ი­წყო, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს და­უმ­ძიმ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათკა
0

დედა როგორ ვნერვიულობ,ღამე აღარ დამეძინება თქვენ რომ მშივრები იქნებით.. 

keti
0

mashin angelozi giorgis mshoblebma ra unda knan tkvens cinashe monacile shvilebi cotati tu bevrit giorgis sikvdilshi da shimshilobas ickebt ase gikniat mteli sicocxle ar gechamot sachmeli samarcxvinoa tkveni kcevebi kvelasi tkveni shvilebi shvilebia romlebmac gaisvares giorgis mkvlelobashi sulic da xelebic sircxvili da namusi dakarget giorgize aravin ar pikrobs samudamod udanashaulo bavshvi micashi romgaushves tkvenma shvilebma unda ikvet damalulebi sircxvilisgan aramctu sakveknod gamoxvidet da aketot gancxadebebi gmertma giorgis ojaxs sidzliere da motmineba misces rasac tkvengan ismenen da ukureben kidev kargad arian 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"3 დღე ჩვეულებრივ ვიშიმშილებ, შემდეგ მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

"3 დღე ჩვეულებრივ ვიშიმშილებ, შემდეგ მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრისას მას უთხრეს, რომ მისი შვილის, ზ.ხ.-ს ინტერებიდან გამომდინარე, მან მედიასთან კავშირი უნდა შეწყვიტოს.

თამაზ ხომასურიძის განცხადებით, როგორც მას უწყებაში განუმარტეს, მედიასთან ურთიერთობისას, მისი შვილის უფლებები დაირღვევა.

"გენერალურ პროკურატურაში შეხვედრაზე ამიხსნეს, რომ მედიასთან კავშირი უნდა შევწყვიტო, ისევ ჩემი შვილის ინტერესების გამო. 2 თვის განმავლობაში, როდესაც ჩემი შვილი არასრულწლოვანი იყო, ხომ მიდიოდა საუბარი ტელევიზიაში ჩემს შვილზე. ახლა, ბოლო წამებში აღარ შეიძლება, უკვე საუბარი?! ვერ ვხვდები", - განაცხადა ხომასურიძემ.

მისივე თქმით, მას ხვალიდან ყველა იმ არასრულწლოვნის მშობელი შეუერთდება, ვინც „ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილში იჯდა.

„3 დღე ჩვეულებრივ ვიშიმშილებ, სამი დღის შემდეგ მშრალ შიმშილობაზე გადავდივარ. ხვალ ყველა სხვა მშობელი შემოგვიერთდება", - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

"არსებობს დაჯგუფება "თეთრი ისარი", რომელმაც მირიან ნიკოლაძეზე ინფორმაცია მომაწოდა" - ზ.ხ-ს მამა არ გამორიცხავს, რომ დღესვე დააკავონ

თბილისში 37 წლის მამაკაცი გაიტაცეს - პოლიციამ 5 ბრალდებული იმ დროს დააკავა, როცა გატაცებული ქობულეთში გადაჰყავდათ

"სხვა სული ჩამისახლდა, უცნაური ხილვები მაქვს... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაც მეძებს" - "კანიბალიზმის საქმეზე" მსჯავრდებული ექსტრასენსს ეძებს