ავტორი:

"აშკარად დიდი მანქანის კვალია... გამორიცხული არაფერია, მათ შორის, არც ევაკუატორის თემა" - რის გამო შეიძლება გადაკვალიფიცირდეს ბაჩალიაშვილის საქმე

"აშკარად დიდი მანქანის კვალია... გამორიცხული არაფერია, მათ შორის, არც ევაკუატორის თემა" - რის გამო შეიძლება გადაკვალიფიცირდეს ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ექსპერტიზაზე საზღვარგარეთ გაიგზავნება

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მესამედ შეხვდნენ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, რის შემდეგაც მათმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურა რომელიმე არამეზობელი ქვეყნიდან სატელიტურ სურათებს გამოითხოვს, თვის ბოლოს კი საქართველოში უცხოელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც საქმეზე ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გაეცნობიან.

მისი თქმით, გენერალურ პროკურორთან შეხევდრისას ლაპარაკი იყო საქმის კვალიფიკაციის შეცვლაზე, რაზეც ადვოკატის თქმით, სატელიტური სურათები და სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზაც იმოქმედებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, პროკურატურის წარმომადგენლებსაც გაუჩნდათ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი შემთხვევის ადგილზე ხუთი დღის განმავლობაში იდგა თუ არა.

მიხეილ რამიშვილი:

- მოგეხსენებათ, გავავრცელე 12-13-14 აგვისტოს ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ გადაადგილდება ნახირი ძაღლებთან ერთად იმ ადგილას, სადაც თამარის მანქანა იყო აღმოჩენილი. ამან დიდი ეჭვი გაუჩინა მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს. არ არსებობს, რომ ამ 5 დღის განმავლობაში ავტომანქანა იმ ადგილას ყოფილიყო გაჩერებული და არავის შეემჩნია. შესაბამისად, მოვითხოვე, რომ დაუყოვნებლივ გაკეთდეს საუკეთესო სატელიტური სურათები 18 ივლისიდან 22 ივლისამდე, რაზეც დამთანხმდნენ. ეს არის ერთ-ერთი საფუძველი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, რომ შეიცვალოს კვალიფიკაცია. ავტომობილი რომ გაიხსნა, ისეთი სუნი იყო, იმ ადგილას ძაღლები დარბიან და სუნზე აუცილებლად მივიდოდნენ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყოს სატელიტური სურათები. ეს კი ერთ-ერთი საფუძველი იქნება იმისა, რომ შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია.

- ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის გაჭიანურებაზე რა პასუხი მიიღეთ?

- ამასთან დაკავშირებით თვის ბოლოს ჩამოდიან საკმაოდ კარგი ექსპერტები (არ ვაკონკრეტებ, საიდან), რომლებიც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გაეცნობიან, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ დამოუკიდებლად ვახორციელებთ კომპლექსურ კომისიურ ექსპერტიზას "ემპათიასთან" ერთად. იმედია, თვის ბოლოს მაინც იქნება ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და უცხოელები ტყუილად არ ჩამოვლენ.

- ბოლოს და ბოლოს, გაგაცნეს დრონის ჩანაწერები?

- ხუთშაბათს ვიწყებთ დრონის ჩანაწერების და სათვალთვალო ჩანაწერების ნახვას. შუამდგომლობა დავაყენე იმასთან დაკავშირებით, რომელი მარშრუტებიც მაინტერესებს. დრონის ჩანაწერები არის, სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია და ქალაქის პროკურატურაში გამოყოფილი იქნება ოთახი, სადაც ყველა ჩვენს კითხვას პასუხს გასცემენ.

- უამრავ კითხვას აჩენს გარდაცვლილის კომპიუტერი, მობილური, “ორი ფლეშკა”...

- მათზე ექსპერტიზის დასკვნა უახლოეს დღეებში იქნება. ამავდროულად, გარდაცვლილის კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ექსპერტიზაზე საზღვარგარეთ იგზავნება. ფლეშკას რაც ეხება, ერთი ფლეშკა ამოღებულია ავტომანქანიდან და მისი შემოწმება მიმდინარეობს, აქაც შემოწმდება და FBI-შიც. მეორე ფლეშკა არ ჩანს. ვინ იქნებიან სამედიცინო ექსპერტები და საიდან ჩამოვლენ ეს ადამიანები, ამას არ ვაკონკრეტებთ. არც იმას, სად იგზავნება ეს ნივთები ექსპერტიზაზე. ამაზე მომავალ კვირას მოგახსენებთ.

- ავტომანქანის კვალის ექსპერტიზა ჩატარდა? ადრე ითქვა, რომ ადგილზე სხვა, უფრო დიდი მანქანის კვალი ფიქსირდებოდა...

- კი, კი, ჩანს, რომ სხვა მანქანის კვალია. სხვა ტელეკომპანიის დრონებმა გადაიღეს კვალი და სპეციალისტებთანაც მქონდა საუბარი, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს კვალი ასე მკვეთრად 5 დღის მერე აღარ გამოჩნდებოდა და აშკარაა, რომ დიდი მანქანის კვალია.

- შეიძლება, რომ ეს ევაკუატორის კვალი იყოს? იყო იმაზე საუბარიც, რომ გარდაცვლილის ავტომანქანა ადგილზე ამ გზით მიიტანეს...

- ვნახავ ვიდეოჩანაწერებს, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს. გამორიცხული არაფერია, მათ შორის, არც ევაკუატორის თემა. მალე დამტკიცდება ყველაფერი.

გუკა რჩეულიშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის ერთ-ერთ ბარში ივიკო ფრუიძის ცემის საქმეზე მეხუთე პირი დააკავეს

"მოვიდა თითქმის სრულად ყველანაირი სატელეფონო კავშირები... გამოძიება ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს" - ადვოკატი