სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შუახევში 64 წლის "ფოსტალიონის" დაყაჩაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს
შუახევში 64 წლის "ფოსტალიონის" დაყაჩაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

პო­ლი­ცი­ამ დღეს დი­ლით, შუ­ა­ხევ­ში, სო­ფელ ჩან­ჩხა­ლო­ში მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღო­ი­ბის ფაქ­ტზე 2 პირი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის შუ­ა­ხე­ვი­სა და ქე­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ამ­ჟა­მად ძარ­ცვის­თვის პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყო­ფი ა.დ. და 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ხ.ც. ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩან­ჩხა­ლო­ში ყა­ჩა­ღუ­რად თავს და­ესხნენ "ლი­ბერ­თი ბან­კის" გამ­სვლელ მო­ლა­რე-ოპე­რა­ტორს - 1956 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.დ.-ს. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და ცივი ია­რა­ღის მუ­ქა­რით გას­ტა­ცეს პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მი თან­ხა - 7000-მდე ლარი, რის შემ­დე­გაც ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი ხ.ც.-ს დრო­ე­ბით მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ა.დ. და ხ.ც. ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ცხელ კვალ­ზე, იმ დროს და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც ისი­ნი ყა­ჩა­ღუ­რად და­უფ­ლე­ბულ თან­ხას­თან ერ­თად მი­მალ­ვას ცდი­ლობ­დნენ.პო­ლი­ცი­ამ, ხ.ც.-ს დრო­ე­ბით მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან, გა­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით, სრუ­ლად ამო­ი­ღო. ასე­ვე, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა.ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორმ­ცი­ა­ში.

ხოოოოვო
4

ასე იცისო გასაოცარმა დემოკრატიამო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შუახევში 64 წლის "ფოსტალიონის" დაყაჩაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შუახევში 64 წლის "ფოსტალიონის" დაყაჩაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

პოლიციამ დღეს დილით, შუახევში, სოფელ ჩანჩხალოში მომხდარი ყაჩაღოიბის ფაქტზე 2 პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შუახევისა და ქედის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.დ. და 1996 წელს დაბადებული ხ.ც. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ "ლიბერთი ბანკის" გამსვლელ მოლარე-ოპერატორს - 1956 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს. თავდამსხმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცივი იარაღის მუქარით გასტაცეს პენსიონერებისთვის გადასაცემი თანხა - 7000-მდე ლარი, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.სამართალდამცველებმა ა.დ. და ხ.ც. ქედის მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე, იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყაჩაღურად დაუფლებულ თანხასთან ერთად მიმალვას ცდილობდნენ.პოლიციამ, ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილიდან, გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით, სრულად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების ინფორმციაში.

შსს მობილური ოპერატორებისგან მოითხოვს, რომ თავდასხმის ადგილიდან ლაივ-სიგნალი გაითიშოს - საგანგებო ბრიფინგი უწყებაში

"ყვიროდა თურმე, ჩქარა შორენა და ნათია მომიყვანეთო... შორენას ბანკის საცავის გასაღები აქვს და ნათია კი - მოლარე-ოპერატორია" - რას ყვება ბანკიდან გამოსული მძევლის მეუღლე

"საქართველოს ბანკი" ზუგდიდში ბანკის ფილიალზე თავდასხმაზე განცხადებას ავრცელებს