პარტნიორები:
    ავტორი:

    ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდი იქნება მომდევნო 5 დღე საქართველოს რეგიონებში

    ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდი იქნება მომდევნო 5 დღე საქართველოს რეგიონებში

    19 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ინფორმაციას ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 14-17 აგვისტოს +24, +29 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 18 აგვისტოს +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 14-15 აგვისტოს +26, +31 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს შედარებით აგრილდება და ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 18 აგვისტოდან ისევ +26, +31 გრადუსამდე დათბება.

    რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 14-15 აგვისტოს +30, +32 გრადუსი იქნება, 16-17 აგვისტოს +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 18 აგვისტოს კი +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.

    "არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების" - ექიმები კორონავირუსის 23 ახალ შემთხვევასა და ქვეყნის ეპიდსიტუაციაზე

    რა რეგულაციები დაუწესა განათლების სამინისტრომ სკოლებს და როდის შეიძლება გახდეს სწავლის შერეული სისტემის დანერგვა საჭირო?

    სევრის ხელშეკრულება - "დიდი სომხეთის" კონტურები, თურქეთის დიდი უკმაყოფილება და ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის