სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ადამიანების კატეგორიაა, ვინც მიიჩნევს, რომ დაჩიპავენ... მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს?!" - იმნაძე
"ადამიანების კატეგორიაა, ვინც მიიჩნევს, რომ დაჩიპავენ... მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს?!" - იმნაძე

აქ ხომ არის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც მი­იჩ­ნევს, რომ და­ჩი­პა­ვენ და ბილ გე­ითსმა უნდა და­ჩი­პოს. ახლა ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს რუ­სულ ვაქ­ცი­ნა­ში ბილ გე­ით­სი რო­გორ ჩად­გამს თა­ვის ჩი­პებს, რომ და­ჩი­პოს, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მისი გან­მარ­ტე­ბით, რუ­სეთ­ში ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და ძა­ლი­ან დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და სა­ნამ არ გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლად არაფ­რის თქმა არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„ახლა ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს რუ­სულ ვაქ­ცი­ნა­ში ბილ გე­ით­სი რო­გორ ჩად­გამს თა­ვის ჩი­პებს რომ და­ჩი­პოს და სე­რი­ო­ზუ­ლად თუ გი­პა­სუ­ხებთ, მა­შინ ვერ გე­ტყვით ვე­რა­ფერს, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ამ ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და და მის ხა­რისხზე სა­ნამ არ გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი, კვლე­ვის შდე­გებ­ზე, ფა­ზებ­ზე, რამ­დენ ადა­მი­ან­ზე იყო, რა შე­დე­გე­ბი იყო, სამ­წუ­ხა­როდ, მე მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით,“ - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი გან­ცხა­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ შექ­მნი­ან, გამ­ყა­რე­ბუ­ლი იყოს კვლე­ვე­ბით.

მი­ნის­ტრის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო და­ე­ლო­დე­ბა კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მებს და შემ­დეგ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პრე­პა­რა­ტი, იქ­ნე­ბა ეს მე­დი­კა­მენ­ტი თუ ვაქ­ცი­ნა, იყოს გამ­ყა­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო კვლე­ვე­ბით და ჩვენ ჯერ და­ვე­ლო­დე­ბით ამ კვლე­ვის მო­ნა­ცე­მებს და შემ­დეგ უკვე ჩვენს პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად მი­ვი­ღებთ და­მა­ტე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ რუ­სეთ­მა გა­მა­ლე­ი­ას ინ­სტი­ტუ­ტის მიერ შექ­მნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა - "სპუტ­ნიკ -V"- ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ამ­ტკი­ცა.

გუ­შინ­ვე Dailymail-მა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "რუ­სე­თი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც COVID19-ის ვაქ­ცი­ნა ფარ­თო მოხ­მა­რე­ბა­ში შე­მო­ი­ტა­ნა".

"ვა­დას­ტუ­რებ, რომ ვაქ­ცი­ნა ეფექ­ტუ­რია, აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნი­ტეტს. მან ყვე­ლა­ნა­ი­რი ტეს­ტი­რე­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად გა­ი­ა­რა. ვაქ­ცი­ნის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან წარ­მო­ე­ბას მალე და­ვი­წყებთ“ - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

სამ­თავ­რო­ბო შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც მე­დი­აც მიწ­ვე­უ­ლი იყო, პუ­ტინ­მა გან­მარ­ტა, რომ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო კვლე­ვი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა - გა­მა­ლე­ი­ას ინ­სტი­ტუ­ტი შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლია. აქამ­დე მეც­ნი­ე­რე­ბი და მე­დი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნით იც­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ფარ­თო მას­შტა­ბით გა­მო­ყე­ნე­ბის­გან თავს იკა­ვებ­დნენ.

პრო­ტო­კო­ლი ტეს­ტი­რე­ბის მე­სა­მე ეტა­პის და­წყე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ათა­სო­ბით მო­ხა­ლი­სეს აც­რის.

მსოფ­ლი­ო­ში COVID19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო 10-ზე მეტი ვაქ­ცი­ნის ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ტარ­და. სა­ბო­ლოო შე­დე­გით, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ოთხი მათ­გა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­თა გა­მოც­და ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ რუ­სე­თი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა იყო, რო­მელ­მაც კო­რო­ნას ვაქ­ცი­ნის შექ­მნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის გან­ცხა­დე­ბით, მას ეეჭ­ვე­ბა, რომ რუ­სეთ­მა ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და ეფექ­ტუ­რო­ბა და­ამ­ტკი­ცა.

„იმე­დი მაქვს, რუ­სებ­მა რე­ა­ლუ­რად, სა­ბო­ლო­ოდ და­ამ­ტკი­ცეს, რომ ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლად მე­ეჭ­ვე­ბა, რომ მათ ეს გა­ა­კე­თეს,” - გა­ნა­ცხა­და ფა­უ­ჩიმ ABC News-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­სი­ვე თქმით, ორი სხვა­დას­ხვა რამ არის, გქონ­დეს ვაქ­ცი­ნა და და­ამ­ტკი­ცო უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა.

ფა­უ­ჩიმ აღ­ნიშ­ნა, რომ როცა ამე­რი­კე­ლე­ბი მო­ის­მე­ნენ გან­ცხა­დე­ბებს ვაქ­ცი­ნის შექ­მნის შე­სა­ხებ ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა რუ­სე­თი ან ჩი­ნე­თი, უნდა ახ­სოვ­დეთ, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს აქვს უსაფრ­თხო­ე­ბის და ეფექ­ტუ­რო­ბის გარ­კვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი.

"რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის შემ­ქმნე­ლებს კი ადა­მი­ა­ნებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ცდე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბი­ათ", - აღ­ნიშ­ნა მან.

შე­გახ­სე­ნებთ, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პან­დე­მია 2020 წლის 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ჩი­ნეთ­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი პნევ­მო­ნი­ის აფეთ­ქე­ბა 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
1

თქვენ პუტინი სხვა კატეგორიის გგონიათ? დაათვალიერეთ ბოლო წელს რუსეთის მიღებული კანონები და პასუხი გექნებათ.

nano
8
nano teqnologiit chveulebrivad,sitxeshi miliardobit nano chipia.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ადამიანების კატეგორიაა, ვინც მიიჩნევს, რომ დაჩიპავენ... მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს?!" - იმნაძე

"ადამიანების კატეგორიაა, ვინც მიიჩნევს, რომ დაჩიპავენ... მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს?!" - იმნაძე

აქ ხომ არის გარკვეული კატეგორია ადამიანების, ვინც მიიჩნევს, რომ დაჩიპავენ და ბილ გეითსმა უნდა დაჩიპოს. ახლა ძალიან მაინტერესებს რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს, რომ დაჩიპოს, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მისი განმარტებით, რუსეთში ვაქცინის გამოცდა ძალიან დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა და სანამ არ გამოქვეყნდება ვაქცინასთან დაკავშირებული ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად არაფრის თქმა არ არის შესაძლებელი.

„ახლა ძალიან მაინტერესებს რუსულ ვაქცინაში ბილ გეითსი როგორ ჩადგამს თავის ჩიპებს რომ დაჩიპოს და სერიოზულად თუ გიპასუხებთ, მაშინ ვერ გეტყვით ვერაფერს, იმიტომ რომ ძალიან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა ამ ვაქცინის გამოცდა და მის ხარისხზე სანამ არ გამოქვეყნდება ზუსტი მონაცემები, კვლევის შდეგებზე, ფაზებზე, რამდენ ადამიანზე იყო, რა შედეგები იყო, სამწუხაროდ, მე მეტს ვერაფერს გეტყვით,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნიან, გამყარებული იყოს კვლევებით.

მინისტრის თქმით, საქართველო დაელოდება კვლევების მონაცემებს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი თუ ვაქცინა, იყოს გამყარებული საჭირო კვლევებით და ჩვენ ჯერ დაველოდებით ამ კვლევის მონაცემებს და შემდეგ უკვე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთმა გამალეიას ინსტიტუტის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - "სპუტნიკ -V"- ოფიციალურად დაამტკიცა.

გუშინვე Dailymail-მა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, "რუსეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც COVID19-ის ვაქცინა ფართო მოხმარებაში შემოიტანა".

"ვადასტურებ, რომ ვაქცინა ეფექტურია, აძლიერებს იმუნიტეტს. მან ყველანაირი ტესტირება დამაკმაყოფილებლად გაიარა. ვაქცინის ფართომასშტაბიან წარმოებას მალე დავიწყებთ“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

სამთავრობო შეხვედრაზე, სადაც მედიაც მიწვეული იყო, პუტინმა განმარტა, რომ რუსეთის სახელმწიფო კვლევითი დაწესებულება - გამალეიას ინსტიტუტი შედეგებით კმაყოფილია. აქამდე მეცნიერები და მედიკოსები აღნიშნული ვაქცინით იცრებოდნენ, თუმცა ფართო მასშტაბით გამოყენებისგან თავს იკავებდნენ.

პროტოკოლი ტესტირების მესამე ეტაპის დაწყებას ითვალისწინებს. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ათასობით მოხალისეს აცრის.

მსოფლიოში COVID19-ის საწინააღმდეგო 10-ზე მეტი ვაქცინის ტესტირება ჩატარდა. საბოლოო შედეგით, ყველაზე ეფექტური ოთხი მათგანი აღმოჩნდა, რომელთა გამოცდა ჯერ არ დასრულებულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც კორონას ვაქცინის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, მას ეეჭვება, რომ რუსეთმა ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დაამტკიცა.

„იმედი მაქვს, რუსებმა რეალურად, საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს,” - განაცხადა ფაუჩიმ ABC News-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ორი სხვადასხვა რამ არის, გქონდეს ვაქცინა და დაამტკიცო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.

ფაუჩიმ აღნიშნა, რომ როცა ამერიკელები მოისმენენ განცხადებებს ვაქცინის შექმნის შესახებ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი ან ჩინეთი, უნდა ახსოვდეთ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს უსაფრთხოების და ეფექტურობის გარკვეული სტანდარტები.

"რუსული ვაქცინის შემქმნელებს კი ადამიანებზე ჩატარებული ცდების მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში ახალი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

როგორ მიმდინარეობს სწავლება ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში - KIU - ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს!

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 2358 პაციენტი